ვიცოდი, რომ ვინანებდი. აქ ჩამოსვლას, სულელური შურისძიების თუ ჭეშმარიტების დევნას. ვიცოდი, საფრთხეში ჩავიგდებდი თავს და ჩემს ძმაზე, დიდი ალბათობით, ვერაფერს გავიგებდი, მაგრამ ასე თუ შემეშინდებოდა, ასეთი შიში ადამიანს თუ შეეძლო განეცადა ვერც წარმომედგინა. ფეხები იცი, რომ გიკანკალებს, მაგრამ ვერ გრძნობ დგახარ, ზიხარ თუ სად ჯანდაბაში ხარ. ყურები დახშულია, პირი გამშრალი, თვალები გაფართოებული... არცერთი გრძნობა არ გიმუშავებს და მხოლოდ ფოკუსირებული ხარ იმ საფრთხის წყაროზე, რომელმაც შენი სხეულის პარალიზება გამოიწვია და თითქოს ის ერთი, ძირითადი ჭანჭიკი იპოვა და მოუშვა, რომელიც ყველაფერზე იყო პასუხისმგებელი. ერთადერთი რასაც ცხადად ვგრძნობდი ჩემი შარდის ბუშტი იყო, რომელსაც წარმოდგენა არ მქონდა როგორ, მაგრამ ვუჭერდი "უბრალოდ არ ქნა, უბრალოდ არ ქნა". 'ქვეშაფსია, რომელმაც ძმის მკვლელობის გამო შურისძიება გადაწყვიტა', თავში გამიელვა, ლამის გამეღიმა კიდეც. გავიოფლე. შუბლზე იარაღის ლულა მქონდა მოდებული და ცივი მეტალის შეხებას ყოველი კანის უჯრედით ვგრძნობდი. 'გაიქეცი' გონება კიოდა, მაგრამ სხვა ყველაფერი შიშს დამორჩილებოდა. იარაღი არ მაშინებდა, მასზე საშიშ რაღაცას ვუყურებდი. მივშტერებოდი იმ ადამიანს, რომელსაც მიზანში ვყავდი აყვანილი. ჩაბნელებულ ოთახში ჩასისხლიანებული, შლეგი თვალები შემომცქეროდნენ. ასეთი სიძულვილი, სიგიჟე და უიმედობა არასოდეს მინახავს. ორი პატარა ფერადი ბურთი და მათში ასახული ბნელი სამყარო შემაძრწუნებლად მაკანკალებდა, სხვაგან გახედვას ვერ ვბედავდი. მჯეროდა, ტყვია კი არა, ის თვალები მომკლავდნენ, რომლებიც მბურღავდნენ. აქ მოვკვდები, ბოლო ძალებით ღრმად ამოსუნთქვა გავბედე და თვალებს დახუჭვა ვაიძულე. და მაინც რამ მომიყვანა აქამდე?
" თეჰიონ, ეს ნამდვილად გინდა?" მტკიცედ მკითხა, თითქოს ჩემს პასუხზე იყო დამოკიდებული შემდეგ როგორ მოიქცეოდა ან რას იტყოდა.

YOU ARE READING
Promise
Fanfiction"შენკენ გადმოდგმული ყოველი ნაბიჯი, შენთვის მოძღვნილი ყოველი გულის ფეთქვა, შენზე გავლებული ყოველი ფიქრი მე იმ პირობას მარღვევინებს, რომელსაც ვერ დავარღვევ, თე"