2 (რეი)

47 5 0
                                    

პატარა სახლი გვქონდა მე და დედას. ნაცრისფერი კედლებით და ზედმეტად წვეტიანი, მუქი წითელი სახურავით. გვქონდა ასევე ციცქნა ეზო, რომელიც დედას მეორე შვილივით უყვარდა და უამრავ ყვავილს თუ ბალახს ახარებდა. ხეებიც გვქონდა, მაღალი, ფოთლიანი, ყავისფერი, უხეში მერქნით. ჩემი საძინებლის ფანჯარასთან, ზუსტად მის წინ, დიდი ჭადარი გვედგა, რომელზე აცოცებაც ჩემი ყოველდღიურობა იყო. ჯერ კიდევ ოთხი წლის ვიყავი, რომ ვისწავლე. ავიდოდი სულ მაღლა, მაღლა და გარემოს ვათვალიერებდი, ადგილებს, სადაც ფეხი არასოდეს დამედგა. ჩემი სახლი სიგიჟემდე მიყვარდა, მაგრამ მძულდა გალავანი, რომელშიც ის იყო მოქცეული და გარე სამყაროს მწყვეტდა. მე და დედა მარტო ვცხოვრობდით, გალავან შემოვლებულ მუქ წითელ სახურავიან სახლში, რომელსაც დაცვა ყავდა და რომლის გალავნის კარიც მხოლოდ თვეში ერთხელ იღებოდა. შვიდი წლის ისე გავხდი ფეხი გარეთ არასოდეს გამედგა, დედაჩემს ერთადერთხელ ვკითხე მიზეზი და პასუხი ბუნდოვანი მივიღე „იმისთვის, რომ ვიცოცხლოთ, საყვარელო". ახლა რომ ვფიქრობ, ვიცი, დედაჩემმა სიცოცხლესა და არსებობას შორის განსხვავება არ იცოდა.
უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ამაზე ბედნიერი ცხოვრებაში აღარასოდეს ვყოფილვარ და კარგ სიზმრებშიც, რომლებიც ძალიან იშვიათად მოდნიოდნენ, მე ისევ იმ სახლში ვიყავი დედასთან ერთად, რომელიც ეზოში დაკრეფილ ყვავილებს თმაში მიწნავდა.
დღეები ერთფეროვანი, მაგრამ ამავდროულად დატვირთული იყო. დედა მამეცადინებდა, მერე სახლის საქმეში ვეხმარებდი, მერე ეზოში ყვავილებს ვრწყავდით ან ვრგავდით, შემდეგ ვსაუბრობდით, არასოდეს ილეოდა. დედა კარგი მოსაუბრე იყო, მიყვებოდა მის ახალგაზრდობაზე, მშობლებზე, ან უბრალოდ მოგონილ ისტორიებს, გარე სამყაროს იმ უბრალო, მაგრამ ჩემთვის ასე გასაოცარ ამბებს. ვუყურებდი დედაჩემს, მის მრავლისმთქმელ მწვანე თვალებში და ვფიქრობდი, თუ როგორ გამიმართლა. დედა ერთადერთი ადამიანი იყო ჩემთვის, რომელსაც ახლოს ვიცნობდი, რომლის გარშემოც ჩემი ცხოვრება ტრიალებდა და რომლის გულის ფეთქვას თუ სუნთქვას ჩემსას ვუმთხვევდი.
„დედა აქ არ გბეზრდება? „
„შენთან? არასოდეს"
„არც მე" გავუცინე. წინა ორი კბილი არ მქონდა, წინა დღეს ჩამომძვრა ვაშლის ჭამის დროს.

PromiseWhere stories live. Discover now