16

27 1 0
                                    


სიზმრებში ყოველთვის ნოორა სტუმრობს. ხან იცინის, ხან ტირის, ხან ეჩხუბება, ადანაშაულებს, ხან ეუბნება რომ უყვარს, ხან სძულს, მაგრამ არასოდეს აძლევს უფლებას შეეხოს. რეის მოსაფერებლად გაწვდილი ხელი თითქოს მოკლეა, მიახლოებაც არ შეუძლია. სიზმრის ბოლოს გოგონა ყოველთვის ზურგს აქცევს და მიდის.  რაც გაიღვიძა სულ ნოორაზე ფიქრობს, ენატრება სიგიჟემდე. მისი დანახვის, შეგრძნების სურვილი იმდენად დიდია, რომ ხან ფიქრობს გიჟდება. თუ ღამე გაეღვიძა გოგონას აჩრდილი სიზმრიდან მის პალატაში ინაცვლებს, საწოლთან დგას და რეის უყურებს. "აქედან წავიდეთ, რეი" ჩაიჩურჩულებს და სიბნელეში უჩნარდება. ამის შემდგომ ძილი უბრალოდ შეუძლებელი ხდება. რეის დანაშაულის გრძნობა არ ასვენებს. ლასე, ნოორა, რეინა - ყველას ცხოვრება მისი ბრალია. ყველას ტკივილი, ცრემლი რეის კისერზეა. მისმა გადაწყვეტილებებმა ნოორა შეიწირეს.  გლოვაც არ დასცალდა რეინას ცხოვრებაზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. შურისძიება სწყუროდა, მკვლელის წამებით სიკვდილი სწყუროდა, სისხლი უნდოდა, მაგრამ მაგასაც ვერ აკეთებდა სხვა დანაშაულის გრძნობის გამო. 

დღესაც რთულად გაიღვიძა. ოფლისგან სრულიად სველმა, აჩქარებული სუნთქვით. ძილის წამლები ნაკლებად შველის, აძინებენ, მაგრამ სიზმრებს ვერ ახშობენ. რამდენიმე წუთი დასჭირდა დასამშვიდებლად. წამოდგა და ხელჯოხით აბაზანაში შევიდა. დღეს საავადმყოფოდან გაწერენ. ალბათ, მეტად მარტო ყოფნას ვეღარ გაუძლებდა. გარესამყარო, ფანჯრებიდან შემოსული ხმაური, ყველაფერი  ძალიან ახლობელი, მაგრამ ამავდორულად ძალიან შორეული ჩანდა. შეგრძნება ისეთი ჰქონდა, თითქოს ღრმა, მაგრამ მცირეხნიანი ძილისგან გამოიღვიძა, თითქოს წლები არც გაფრენილა. თუმცა, ზუსტად იცოდა, ნარაკამ მის გარეშე ქარცეცხლიანი წლები განვლო და ფერი ყველაფერს უცვალა. თვითონაც შეიცვალა. ყოველ დილით სარკეში ჩახედვა არწმუნებდა, რამდენი დრო დაკარგა. ჭაღარები შესამჩნევი იყო, სახეზე მიმობნეული ნაოჭებიც. ნოორას ასეთი რომ ენახა ალბათ, ვერც იცნობდა. ცეცხლი მის თვალებში შორეულ წარსულადღა ჩანდა და მხოლოდ მისგან დატოვებული მტანჯველი კვამლი ფარავდა მომავალს. რეი ასეთი უსუსური, ასეთი დანებებული, ასეთი სასოწარკვეთილი არასოდეს ყოფილა. მიუხედავად ამდენი ტანჯვისა, რომლის დასაბამიც დედისა და დის მკვლელობა იყო,  მუდამ ჰქონდა მიზანი, რომლისკენაც შეუჩერებლად მიილტვოდა. შურისძიება ოჯახის წევრების სიკვდილის გამო, საყვარელი ქალის დაცვა, შვილის დაცვა. და ახლა? მიზანი კი არა წინ ნაბიჯის გადასადგმელი ადგილიც კი ვერ განესაზღვრა. წინ არაფერი იყო. შვილს სძულდა და ამ სიძულვილს იმდენად ღრმად ჰქონდა ფესვები გამდგარი, რომ რეი თითქოს ფანჯრიდან შემოსულ ჰაერშიც კი გრძობდა მის მწარე გემოს. ამდენი წლები საავადმყოფოში და ერთხელაც არ უნახავს მამა. ერთხელაც კი. ამაზე დიდი მტკიცებულება არ არსებობდა. რეი რეინას შურისძიების ნაწილი იყო და ყველაზე წარმატებით როგორც ჩანს ზუსტად ეს გამოსდიოდა. უკვე მერამდენედ ღრმად ამოისუნთქა. ემოციურად, სულიერად და ფიზიკურად დანგრეული იყო.

PromiseWhere stories live. Discover now