1 (რეი)

98 7 0
                                    

ბოლოს, ყოველთვის აქ ვბრუნდები. ამ დაწყევლილ, დამპალ ადგილას. მისი დანახვა მუდამ მახსენებს, რომ ისევ ყელამდე ნაგავში ვარ და თავს ვერასოდეს დავაღწევ. სანამ ეს ადგილი მეძახის, სანამ ეს ადგილი მჭირდება, მე ისეთივე იდიოტი ვარ, როგორც აქ შეყრილი სხვა დანარჩენი. ჩემ წინ მდგარი უსახური შენობა, დიდი წითლად განათებული ასოები, რომლებიც უგემოვნობას ყვირიან, ჭუჭყიან კედელზე მიყუდებული ასევე ჭუჭყიანი ადამიანები. კლუბი " თეთრი ღამე" თავისი დიდებულებით იდგა ჩემ თვალწინ და თავისკენ მიხმობდა. ბოლოჯერ შევისუნთქე სიგარეტის ნაცრისფერი კვამლი და ნახევრად ჩამწვარი ღერი ასფალტზე ფეხით გავჭყლიტე. შევედი იმ ადგილას, რომელიც დღეს ჩემს საოცრად ცუდ ხასიათს უწამლებდა. დაცვის ბიჭს, რომელსაც ვცნობდი, თუმცა სახელი არ მახსოვდა, ხელი მხარზე დავარტყი და მისალმების ნიშნად თავი ოდნავ დავუკარი. ოფლიან, ნახევრად შიშველ სხეულებს შევერიე. მბჟუტავი, ფერადი განათებები მოცეკვავე ადამიანების მასას ირეკლავდა. აქ ყველაფერი მძულდა. ყოველი მაგიდა, ყოველი კედელი, ყოველი უჯრედი, რომელიც სიბილწეს ავრცელებდა. გზა გაჭირვებით გავიკვლიე სასმელებისკენ, ცხელი სხეულის ყოველი უმისამართო შეხებდა ტანში უსიამოვნო ჟრუანტელს მგვრიდა. ვიღაცის მოკვლის ხასიათზე ვიყავი.
"რამე ძლიერი დამისხი" შავი მყარი მინის ბარზე თითები ავათამაშე და იქვე მიტოვებულ თეფშზე დარჩენილ მიწისთხილს დავწვდი. ბარმენმა, რომელშიც ჯექსონი ადვილად ამოვიცანი, სხვა კლიენტს ჭიქა დაუდგა და მე შემომხედა
"რეი, დიდი ხანია აქ აღარ გამოჩენილხარ"
"სამი დღის წინ ვიყავი, ჯექსონ"
"მართლა? არ მახსოვს"
"რამე დამისხი, თან ბევრი" გავღიზიანდი. დალევა, ალკოჰოლი მჭირდებოდა და არა ტესტი ბარმენის მახსოვრობის შემოწმებაზე
"ნეგრონი გინდა?" ღიმილით მითხრა
"მოეშვი და რამე ძლიერი მომეცი, ტკბილის ხასიათზე არ ვარ"
"ვისკი? 92% ალკოჰოლია"
" კარგი, ორმაგი დაასხი... ან, ჯანდაბას, ბოთლი მომეცი" ხელი ავიქნიე. რამდენი და როგორი ძლიერიც არ უნდა დამელია არ მიშველიდა
" ვოა, დარწმუნებული ხარ?"
"ჯექსონ, ბევრი ლაპარაკი გიყვარს, რაც კარგია კლიენტის დასაჭერად და რასაც ახლა ნამდვილად არ ვაფასებ" სახე წამში დაუსერიოზულდა და  ბოთლი და ცარიელი ჭიქა დამიდგა
" მხოლოდ ბოთლი იყოს" აღარ შემიხედავს ისე გავტრიალდი და საცეკვაო ადგილის უკან მაგიდებთან გადავინაცვლე. ერთი მაგიდა მხოლოდ ჩემი იყო, ნებისმიერ დროს თავისუფალი იმისთვის, რომ ის, მე დამეკავებინა. წითელ დივანზე დავეგდე, ბოთლს თავი მოვხადე და დიდი ყლუპი მოვსვი. ნაცნობმა სითხემ ყელი სასიამოვნოდ ჩამწვა. დამპალი ადგილია, აყროლებული, აქ მომუშავე თუ მომსვლელი ხალხით. თავში მუდამ ეს სიტყვები მიტრიალებდა, დღეს მომხდარ მოვლენებთან ერთად. მუსიკა საშინელი, ყურის წამღები, მაგრამ ამავდროულად იმის მანიშნებელი, რომ ცოცხალი ვიყავი. ამიტომაც დავდიოდი აქ - საშინელი მუსიკის გამო, კიდევ ჩემი საშინელი ცხოვრების გამო. კიდევ, იმის გამო, რომ ეს ადგილი, ეს კლუბი ჩემი იყო. თვალები დავხუჭე და ამ აურზაურს ყური დავუგდე. როგორც იქნა გამაყრუებელმა ხმაურმა ჩემი ფიქრები ჩაახშო, არაფერი მესმოდ,ა გარდა ყურისწამღები უგემოვნო კლუბური მუსიკისა. ჩემ წინ მაგიდა შეირხა. ვიღაცის სიახლოვე ვიგრძენი და თვალი გავახილე. გოგონა, წითელ მაქმანებიან საცვლებში, ფეხზე მაღალი შავი ქუსლებით, მაგიდაზე იდგა, ზევიდან დამყურებდა, თან მაგიდის შუაში დაყენებულ ვერცხლისფრად მოელვარე ბოძს ხელით ეყრდნობოდა. ეს წესი იყო. მაგიდასთან კლიენტი მარტო არასოდეს უნდა ყოფილიყო. გოგონა ლამაზი იყო, სავსე წითელი ტუჩებით, გრძელი წამწამებით, ლურჯი თვალებით, მბზინავი ტანით და საცვლებით, რომლებიც ბევრს არაფერს მალავდნენ, მაგრამ თან წარმოსახვას აღიზიანებდნენ. უნებურად ტუჩები ენით დავისველე, რაც გოგონას მზერას არ გამოპარვია, პირიქით, წაახალისა და ბოძზე ოსტატურად დატრიალდა
"გინდა გიცეკვო?" ტუჩების მოძრაობით მივხვდი ნათქვამს და წამოვდექი, ხელში უკვე ნახევრად ჩაცლილი ვისკის ბოთლი მეკავა. გოგონას ბარძაყზე მოვუჭირე ხელი
"სხვა დროს ლამაზო" ჩავიჩურჩულე და გავშორდი. ხმაური მჭირდებოდა, მაგრამ არა ხალხი. ბარის უკან შავ კარში შევაბიჯე, კალიდორში სახით ერთმანეთს შეზელილი წყვილები ჩამოვიტოვე და ნაცრისფერი კარის წინ რამდენიმე წამი გავჩერდი. ალკოჰოლმა მოქმედება დაიწყო, მაგრამ სუსტად. პაროლი ავკრიფე და ოფისში შევაბიჯე. ასე არ გამოვიდოდა, უფრო ძლიერი რაღაც მჭირდებოდა. საწერი მაგიდის უჯრა გამოვხსენი და მალევე ვიპოვე იმ ბედნიერი ფერადი აბების კოლოფი, რომელიც ჩემს შავ ცხოვრებას გააფერადებდა. ორი თუ სამი? ახლა ათზეც თანახმა ვიყავი, მაგრამ კონტროლს ვერ დავკარგავდი. ორი აბი ენაზე დავიდე და ვისკის ყლუპით ყელში გადავუშვი, დივანზე თავლებდახუჭული გადავწექი ეფექტის მოლოდინში. რამდენიმე წუთიც და... 
კარი გაიხსნა, შემოაბიჯეს. თვალები არ გამიხელია, ზუსტად ვიცოდი ვინც იყო.
"რეი" მშვიდი ხმა, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა
"თემინ, შეგიძლია ერთი თხოვნა შემისრულო?"
"ბრძანე, მშვენიერო"
"დაბლა გოგონაა, წითელ საცვლებში, შეგიძლია ამოიყვანო?"
"ახლავე, რეი" გავიდა. ჩემმა პატარა მეგობრებმა მოქმედება დაიწყეს. ეიფორია შემომეპარა, უმიზეზო, ხელოვნური ბედნიერება.
" მეძახდით? " მორცხვი ხმით იკითხა გოგონამ და თვალი მაშინვე გავახილე. თემინი კართან იდგა
" გავალ მე, რეი"
" დარჩი" არც შემიხედავს ისე ვუთხარი
"რა გქვია? "
"როზი" მორცხვი იყო ან კარგად თამაშობდა
"როზი აქ რამდენი ხანია ხარ?"
"ორი კვირაა" უხერხულად იდგა. მას ლაპარაკში არ უხდიდნენ
"თემინ, შენ მოიყვანე?"
"მე გადავწყვიტე მისი აქ ყოფნა. ჯენის მეგობარია, მან მოიყვანა"
"ჯენი" აქაფებულ გონებაში შავთმიანი, გამხდარი გოგონა წამოტივტივდა, რომელიც კლუბში პოპულარული იყო, ალბათ, ამიტომაც მახსოვდა
"როზი, მინდა, რომ გაიხადო" თვალები გაუფართოვდა. გაწვრთნა აკლდა, უკან რაღაც ექაჩებოდა ეს კი ამ საქმისთვის დამღუპველი იყო. თვალი თემინისკენ გააპარა
"ის აქ რჩება, როზი" სუსტად დამიქნია თავი და ნელა მოიშორა ზედმეტი ნაჭრები სხეულიდან. უხერხულად იდგა ჩემ წინ სრულიად შიშველი გოგონა, რომელიც მომუშტული ხელებით ცდილობდა არ დაეფარა ის ადგილები, რისიც რცხვენოდა
"თემინ"
"დიახ, რეი"
"ის პათეტიკურია, სუსტია" გოგონას თვალებს მზერას არ ვაშორებდი, ქვედა ტუჩი აუკანკალდა
"როზი, გგონია მარტო სილამაზე გეყოფა? კაცები დაინახავენ შენს ლამაზ სხეულს და შენს შეხებაზე დადნებიან?" ღრმად ჩავისუნთქე. მე ახლა განტვირთვა მჭირდებოდა და საწყალი გოგონა ცუდ დროს აღმოჩნდა ჩემ გვერდით
"როზი, შენ მეძავი ხარ, იცი შენი მთავარი მიზანი რა არის?" ჯიბიდან საფულე ამოვიღე და მაგიდაზე დავაგდე "ეს! ესაა შენი მთავარი მიზანი, ის თუ შიგნით რამდენი იდება და შენ რამდენი შეგხვდება მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, გესმის? მე აქ იაფასიანი არავინ მჭირდება, მე აქ ხარისხიანი საქონელი და მომსახურება მაქვს. შენმა სილამაზემ აქ მოგახვედრა, მაგრამ შენი გონება და უნარები შეგინარჩუნებს ამ ადგილს" თავი დამიქნია
"გრცხვენია? რისი? ჩემი? თემინის? მეძავი, რომელსაც სიშიშვლის რცხვენია" გავიცინე "კლინეტი ბევრ რამეს ითხოვს როზი, შეიძლება მას დომინანტი ქალი უნდოდეს, ან მორცხვი, ან პოლიციელი, ან ექიმი ან, ჯანდაბას, მან დედა დაგიძახოს და შენ ყველაფერი უნდა იყო გესმის?" თავი ისევ დამიქნია
"სიტყვები, როზი"
"დდიახ"
"კარგია. შენს ლამაზ თავში ტვინი იმისთვისაა, რომ ამუშაო და იფიქრო, არ უნდა შეგეტყოს ნერვიულობა, შიში , სიმორცხვე, სიბრაზე, საერთოდ არანაირი ემოცია და თუ ამას გთხოვენ ესენი ოსტატურად უნდა გაითამაშო. არაფერი რეალური, არაფერი ნამდვილი როზი, ყველაფერი ხელოვნური, მაგრამ დამაჯერებელი. ასე გადარჩები, ისე- ვერა". ვისკის ბოლო ყლუპი მოვსვი და ცარიელი ბოთლი დივნის კუთხეში მივაგდე.
"ახლოს მოდი, როზი" ჩემი თვალები მის სხეულზე ურცხვად დასრიალებდნენ. ფრთხილი ნაბიჯებით მომიახლოვდა და მაგიდასა და ჩემს ფეხებს შორის ჩადგა. ხელი მის ფეხზე ავასრიალე, ნაზი, აბრეშუმივით კანი, რომელიც ყველა კაცს გააგიჟებდა, მართლაც, რომ იდეალური გარეგნობის ქალი იყო. საკუთარი თავის ფასი რომ სცოდნოდა ბევრს მიაღწევდა.
"ახლა შემიძლია ეს მე გავაკეთო, შენს სხეულზე ჩემი კვალი დავტოვო, რომელიც ძალიან ღმა იქნება, მაგრამ სასიამოვნო, ან შემიძლია ეს თემინს ვთხოვო. რომელი გინდა?" თვალები უფრო გაუფართოვდა და აუწყლიანდა, ნიკაპი აუკანკალდა "ორივემ?" წარბი ავწიე. თავი გააქნია
"სიტყვები, როზი, სიტყვები ეს იარაღია, წამალია. მე ახლა სიტყვებით თავში გიძვრები, შენც მომყვები. შენ რომ ლაპარაკი შეგეძლოს, იქნებ, შენც შეგეღწია აქ" საფეთქელთან ორი თითი მივიტანე "გამოიყენე სიტყვები ლამაზო, მე გადავწყვეტ მინდა თუ არა მათი გაგონება"
"მე.. მე არასოდეს გამიკეთებია ეს ქალთან" გადავიხარხარე, ეს იყო წმინდა გაბრაზების სიცილი. წამში წამოვდექი და მისი ნაზი ყელი ხელში მოვიქციე, უკვე ტიროდა, მაგრამ ჩუმად
"გესმის თემინ? ეს არასოდეს გაუკეთებია ქალთან. ეს! ეს! როზი, როზი" ხელები მარწუხებივით მყარად მქონდა შემოჭერილი, მისი არტერიის, ყოველი ვენის პულსაციას ცივ თითებში ვგრძნობდი "ორი კვირა აქ მუშაობ და არაფერი იცი, საერთოდ არაფერი. რამდენი კლიენტი გყავდა, ჰმ? ქალი რომ ყოფილიყო? იმას ეტყოდი რაც მე? აქ შენს სასწავლად არავინ მოდის როზი, მათ პერფორმანსი უნდათ, იდეალური სიამოვნება, ეიფორია, გამოცდილი სხეული. შენ კი არ იცი" სუნთქვა გაუხშირდა, თვალებიდან ჩუმი ცრემლები ავარდისფერებულ ლოყებზე იკვალავდნენ გზას" მოდი მე გასწავლი რაღაცას. ყველაფერი მოხმარებადია როზი, მეც, თემინიც, შენც, შენი დაც, მამაშენიც, ცხენიც, ძაღლიც, აი ეს მაგიდაც, ყველაფერი. ამას ვერაფერს ვუშველით, ჩვენს ძალებს აღემატება, მაგრამ იცი აქ რა არის მთვარი? ვინ გინდა იყო შენ ამ მოხმარებად სამყაროში, მომხმარებელი თუ მოხმარებული. მე და შენ არჩევარი გავაკეთეთ. მე ყოველთვის მომხმარებელი ვიყავი, ამისთვის საშინელებები გამიკეთებია, მაგრამ ისევ იგივეს გავაკეთებდი რომ პირამიდის თავში ვყოფილიყავი, იქ სადაც ახლა ვარ. მიწას შევჭამ, როზი, სისხლს მოვფსავ და შენს ადგილას არასოდეს ვიქნები, შიშველი, მოტირალი და შერცხვენილი. მე შემიძლია ახლავე ვთხოვო თემინს და ჩემს თვალწინ, აი ამ მაგიდაზე გიხმაროს. იზამ ამას თემინ? "
" რა თქმა უნდა, რეი" თემინი მშვიდად მიყურებდა, მხოლოდ მე
" ხედავ? მე ეს შემიძლია, შენ კი უბრალოდ იმას მიიღებ, რასაც მოგცემენ. მე გიყურებ, როზი, ყოველთვის გავიგებ როგორ მომისმინე. შენგან უკმაყოფილო კლიენტი თემინთან იჩივლებს და შენ დაისჯები ან პირდაპირ ჩემთან იჩივლებს, მე შენთან მოვალ და მოგკლავ. აააჰ, ჯანდაბა შენი ყელი ახლა დალურჯდება, ხედაავ?" ხელი ნელა მოვაშორე, და ნაზ კანზე ჩემი თითების წითელი ანაბეჭდები შევათვალიერე. გამეღიმა. არ გატოკებულა, გაშეშებული იდგა და ხმამაღლა ტირილსაც ვერ ბედავდა.
"ჩაიცვი, როზი" დივანზე დავბრუნდი." და კიდევ, არასოდეს ჰკითხო კლიენტს "გინდა გიცეკვო?" შენ არჩევანს აძლევ, რაც დამიჯერე არ გინდა. კლიენტი, რომელიც არ ცეკვავს და უბრალოდ მაგიდასთან ზის შენი აზრით რისთვისაა აქ? შენ მიდიხარ როზი და იწყებ ცეკვას, იგი თავისით აგყვება და იმდენს დახარჯავს რამდენსაც ეტყვი. გესმის როზი? "
" დდიახ"
" კარგი გოგო ხარ. დღეს სახლში წადი და დაისვენე, მე არ ვბრაზობ"
" ნახვამდის" თავი დამიკრა და თემინის მიერ გახსნილ კარში გაუჩინარდა.
" რეი, შენ ძალიან ცუდად მოექეცი, მასზე უარესებიც გვყავს" თემინი ჩემს გვერდით დაჯდა
" ვიცი"
"დღეს რამე მოხდა, მშვენიერო? "
" დღეს ბევრი ცუდი რამ მოხდა"
" გინდა მითხრა? "
" არა", თავი გავაქნიე
" მეგონა დღეს არ მოხვიდოდი, ოჯახთან დარჩებოდი"
"არა, საკმარისი იყო" გაიღიმა. ოჯახზე საუბრისას ყოველთვის გაუცნობიერებლად ეღიმებოდა. მე ამ გრძნობას არ ვიცნობდი.
" შენი პატარა ძამიკო ნახე? "
" კი"
" სახელს არასოდეს მეტყვი ხო? "
" არა. რეი, ჩემს ოჯახს შენთან და ამ სამყაროსთან კავშირი არასოდეს ექნება" ეს მილიონჯერ უთქვამს, არ მწყინდა, არც მინდოდა მათი გაცნობა. ჩემთან კავშირში მყოფი ყველა უბედური იყო, რაც იმ ადამიანებისთვის არ მინდოდა, რომლებიც თემინის სახეზე ასეთ ლამაზ ღიმილს ხატავდნენ
" თემინ, შენ ჩემი სუსტი წერტილი ხარ,  ჩემი სიძლიერეც" ჩვენი შუბლები ერთმანეთს შევახე
"შენ აუცილებლად შეგხვდება ადამიანი, რომელიც ჩემზე ძლიერ იმოქმედებს შენზე, რეი"
"არა. მე, შენ და სხვა არავინ. შენ მაგნიტი ხარ, რომელიც დედამიწაზე მამაგრებს, ჩემი სიგიჟის შემკავებელი" მის ტუჩებს ნაზად შევეხე და კოცნის აჩრდილი დავტოვე "შენ, თემინ და შენი ლამაზი თვალები და ხმა, შენი არსებობა"
" ნასვამი ხარ და ექსტაზის ზემოქმედების ქვეშ" მომიშორა
" ეგ აბები მომაშორე, არ მომწონს, რომ მაკონტროლებს, დამოკიდებული ვერ გავხდები, ხომ გახსოვს მე მომხმარებელი ვარ"
"კარგი მშვენიერო. რეი... შენ მაისურზე სისხლის წვეთბზე უნდა ვინერვიულო? "
" ჩემი არაა"
" მაშინ წამოდი, აბაზანას გაგიმზადებ"
" როგორც იტყვი, თემინ". მხოლოდ მისთვის მე მზად ვიყავი პირამიდის მწვერვალიდან მის უფსკრულში დავშვებულიყავი

PromiseWhere stories live. Discover now