ნერვიულობით, მოლოდინით გადათენებულ ღამეს, მაშინ როცა შეხვედრის უამრავი ვარიანტი განიხილა, დაღლილ გონებას ცხადად წარმოადგენინა და კიდევ და კიდევ ამეორებინა, რეალური შეხვედრის დროს მომხდარი სცენა მაინც წარმოსახვის მიღმა დარჩა. რეიმ როგორც კი კარის ზღურბლთან ატუზული გოგონა დაინახა, თითქოს სახის ის ჭანჭიკი დაუშვესო, რომელიც მის წარბებს შეკრულს ტოვებდა, თვალებს ბასრს და ტუჩებს მოკუმულს, უცებ ჩამოეშალა და ერთი ამოსუნთქვით ნათქვამ ნოორასთან ერთად, რომლის ნახევარი ყელში გაეჭედა, გოგონასკენ გადმოიხარა და ისე როგორც არასოდეს, ძლიერად გულში ჩაიკრა. ისედაც ემოციებისგან ავსებული გოგონასთვის ეს ის ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რომელიც მის ცრემლებს აკლდა და ბავშვივით გულამოსკვნით ატირდა. ახლა, როგორც არასდროს მიხვდა, რამდენად სჭირდებოდა რეის და უფრო მეტად ვერ აპატია საკუთარ თავს მისი მიტოვება.
"მმაპატიე, რეი, ბოდიში, ბოდიში" ტირილის ფონზე ძლივს უყრიდა სიტყვებს თავს , მაგრამ ვერ ჩუმდებოდა, თითქოს ათი და ოცი მაპატიე რეის დაარწმუნებდა რამდენად წუხდა და ნანობდა მის მიმართ ასეთ ზედაპირულ დამოკიდებულებას. რეი არ ტოკდებოდა, თითქოს არც ესმოდა, არც გრძნობდა. უბრალოდ მჭიდროდ, ისე რომ, მათ შორის ჰაერიც ვერ მოთავსდებოდა გოგონა მკერდზე ჰყავდა მიკრული. როცა გული იჯერა მოშორდა, ხელი ჩაავლო და ისე რომ სახეზე არ შეუხედავს ოთახში შეიყვანა, სადაც ლასე უკვე დივანზე მოთავსებულიყო. გვერდით მოისვა, მისი ხელი უხეშ ხელებში მოიქცია და ოთახი სიჩუმეში ჩაიძირა.
"კაარგი" ლასემ ვეღარ მოითმინა
"აქ რატომ მოიყვანე?" რეიმ ცივი ხმით იკითხა
"რეი..." ლასემ ასახსნელად გააღო პირი
"მე ვთხოვე, რეი მე უნდა მოვსულიყავი" ასეთი ემოციური შეხვედრის შემდეგ რეის ცივი ხმა რაღაცნაირად საწყენი იყო.
"ნოორა მე ის აღარ ვარ ვინც დამტოვე. ბევრი ცუდი რაღაც მოხდა, მე შევიცვალე. სიტუაცია შეიცვალა. ახლა, ისე როგორც არასოდეს ჩემ გვერდით ყოფნა საშიში იქნება შენთვის..." რეი ცდილობდა გაცვეთილი სიტყვებით ნოორა ჩამოეშორებინა. მისი ხელი სიტყვების საწინააღმდეგოდ ხელს უფრო მეტად უჭერდა და უჭერდა
YOU ARE READING
Promise
Fanfic"შენკენ გადმოდგმული ყოველი ნაბიჯი, შენთვის მოძღვნილი ყოველი გულის ფეთქვა, შენზე გავლებული ყოველი ფიქრი მე იმ პირობას მარღვევინებს, რომელსაც ვერ დავარღვევ, თე"