8 (თეჰიონი)

28 3 0
                                    

"ჩემი სახელი საიდან იცი?" მანქანაში ჩაჯდომისთანავე შევეკითხე. უბრალო მანქანა ჰყავდა, ისეთი, ქუჩაში ყოველ მეორეს რომ შეხვდებოდით. მარკით ტოიოტა ადვილად ამოვიცანი თუმცა, როგორც ავტომობილების საკითხებში  დილეტანტმა ამაზე მეტის გამოცნობა ვერ შევძელი. კომფორტული იყო, და გასაოცრად სუფთა. ისე, რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია მიპასუხა

"ნამჯუნმა მითხრა. სხვანაირად საიდან შეიძლება მცოდნოდა?" ლოგიკური იყო, მისახვედრიც.

"სასტუმრო მინდა, სადმე ქალაქის ცენტრში. ბევრი ფული არ მაქვს, ამიტომ ვარსკვლავებს არ დავითვლი, უბრალოდ ღამის გასათევად ვარგოდეს. რამდენიმე დღე დავრჩები".

"ჰმ. კი, ვიცი ასეთი, დიდი არაფერია, მაგრამ სუფთაა, საჭმელებიც საშუალოზე კარგი აქვთ, თან ქალაქის ცენტრშია"

"თუ მიმიყვან დამავალებ"

"აქ პირველად ხარ?"

"კი, საქმეზე ჩამოვედი" მოკლედ ვუპასუხე. ბევრი რამის კითხვა მინდოდა, მაგრამ ჯერ ვერ ვბედავდი. ნამჯუნმა თავი უამრავი საშინელებით გამომიტენა და გამცილებლის ყოველ მოძრაობას შიშით და სიფრთხილით ვუყურებდი. რატომღაც ჯერ კიდევ მაეჭვებდა მისი ასეთი კეთილგანწყობა.

"ნამჯუნმა ჩემზე რა გითხრა?" მოულოდნელად მკითხა. თითქოს მიხვდაო ჩემს ფიქრებს 

"კონკრეტული არაფერი. უბრალოდ გამაფრთხილა, რომ ფრთხილად ვიყო და არავის არ ვენდო"

"მაგას კი გეტყოდა" ჩაიცინა. "სიმართლე გითხრა, ძალიან გამიკვირდა რომ დამირეკა და მეგობრისთვის დახმარება მთხოვა. ვფიქრობ, სხვა გამოსავალი არ დაუტოვე და ცუდსა და უარესს შორის არჩევანი გააკეთა. ზოგადად ვალში ყოფნა არ მიყვარს და მეგონა მაგ ნაბიჭვრისგან თავს ვერასოდეს დავიხსნიდი. ახლა ჩავთვალოთ, რომ გასწორებული ვარ" დამაბრმავებელი ღიმილით შემომხედა. რამდენჯერმე ციხიდან გამოყვანის და ადვოკატის ხარჯების სანაცვლოდ სადგურზე დახვედრა, სასტუმრომდე მიცილება და ორიოდე კითხვაზე პასუხი რამდენად ვალის გასტუმრება იყო დარწმუნებით არ ვიცოდი, მაგრამ ამას თავად მოაგვარებდნენ. რატომღაც ზუსტად ვიცოდი, სულ რომ ყელამდე ვალში ყოფილიყო გამცილებელი, ამის შემდეგ ნამჯუნი არასოდეს შეაწუხებდა. 

PromiseWhere stories live. Discover now