"რეი, სასიამოვნოა" ბიჭი ყურებამდე იღიმოდა და ინტერესით უყურებდა. ნაკვთებს კარგად ვერ არჩევდა, წყლიანი თვალები ხელს უშლიდა. არაფერი უთხრა ისე წამოდგა. კაბა საშინლად დასვროდა, მაგრამ მთავარი პრობლემა იდაყვი იყო, რომელიც დაცემის დროს დაარტყა და ახლა სისხლი სდიოდა. ტირილი გადაიფიქრა. თავი ცერემონიულად გაიქნია და ზურგი აქცია.
"მე რეი ვარ" ისევ მხიარულად მოაძახეს
"გავიგე" უხეშად უთხრა და გზა განაგრძო. წაიქცა, ხელი იტკინა, კაბა დაესვარა და ვიღაც პატარა ბიჭი დახმარების მაგივრად ეცნობოდა. უცნაურები იყვნენ ნარაკას მცხოვრებნი. ამიტომაც ვერ დაუმეგობრდა ვერავის.
"შენ რა გქვია?" ახლა უკვე მის გვერდით მოდიოდა. გაჩერდა და კარგად შეხედა. ბრჭყვიალა თაფლისფერი თვალები ჰქონდა. აი, თავმოხდილ სკებში ფიჭა რომ ბრწყინავს მზეზე ზუსტად ის ფერი. ლამაზი იყო. ძალიან. თმა გაბურძგნული, ტანსაცმელი მტვერში ამოგანგლული და ყუებამდე მომღიმარი, ისეთი ღიმილით მომღიმარი თვალებსაც რომ სწვდება. უდარდელი. ბიჭს რა ჯანდაბა უნდოდა?
"ნოორა" ჯობდა ეთქვა, ალბათ თავს არ დაანებებდა
"ნორა" უცნაური სახელია "მაგრამ ლამაზი"
"ნოორა , ორი ო" დაღლილი ხმით უპასუხა. ეს უკვე ტრადიცია იყო. მის სახელს ყოველთვის მოჰყვებოდა სიტყვები "ნოორა, ორი ო"
"ნოორა" ინტერესით ჩაილაპარაკა "ისე..."
"რეეი!" ვიღაცამ დაუძახა. პარკის მეორე ბოლოდან ოთხიოდე ბიჭი მათკენ იყურებოდა. მათგან ყველაზე მაღალი, ბურთით ხელში, წინ გამოსულიყო და ნოორას დაჟინებით უყურებდა. "მივდივართ?"
"ახლავე" გოგონას მიუბრუნდა " ხვალაც აქ ვიქნები ნოორა, ზეგაც" გაიქცა. გზაში ფეხი წამოჰკრა რაღაცას და წაბორძიკდა. ნეტა, წაიქცესო გოგონას თავში ცუდმა ფიქრმა გაელვა, მაგრამ ფიქრადვე დარჩა. ბიჭმა ოსტატურად შეიმაგრა თავი და ვითომც არაფერიო ძუნძულით გაიქცა მეგობრებისკენ.
YOU ARE READING
Promise
Fanfiction"შენკენ გადმოდგმული ყოველი ნაბიჯი, შენთვის მოძღვნილი ყოველი გულის ფეთქვა, შენზე გავლებული ყოველი ფიქრი მე იმ პირობას მარღვევინებს, რომელსაც ვერ დავარღვევ, თე"