2031.01.17
----------------
პირველად ეს რომ მოხდა ვერავინ მიხვდა რა ხდებოდა და რა ემართებოდათ. ახალგაზრდები, სრულიად ჯანმრთელები, ყველანი მუხლებზე დამხობილები სისხლს ახველებდნენ, სხეულში ელექტრო მუხტებს გრძნობდნენ და ჰაერისთვის იბრძოდნენ.მათგან მხოლოდ რამდენიმე იყო გამორჩეული და ყველანი გოგონები. ზოგიერთს მუცელი გამოჰბერვოდა, ხელები ზედ აეფარებინათ და დაზაფრულები აკვირდებოდნენ სიტუაციას.
- რა ხდება?!
- რა ემართებათ?!
- რა გაუკეთეთ! - ბოლო ხმაზე ყვიროდნენ გოგონები, მომაკვდავ ქმრებს, შეყვარებულებსა და მეგობრებს თავს დასტრიალებდნენ. აკანკლაებდათ შეშინებულებს და აზრზე ვერ მოდიოდნენ შოკისგან.
სულ რამდენიმე წუთი დასჭირდათ. საკუთარ სისხლში მცურავ გარდაცვლილებს, დამუნჯებული და განადგურებული ახალგაზრდები ედგნენ თავზე. ზოგი ტირილით ეხვეოდა საყვარელ ადამიანების სხეულებს და ზოგიც კი დაუბადებელი შვილის მამებს.
- ესეიგი ორსულებზე არ მოქმედებს, - დაფიქრებით წარმოთქვამს ამ სცენის მშვიდად შემყურე, მკერდთან ხელებგადაჯვარედინებული ქალბატონი.
- მონსტრო! - მისი სიტყვების გამგონე ერთ-ერთი ორსული ტირილით უყვირის ქალს, რითაც მის მცირედ ჩაცინებას იწვევს.
- დიახ საყვარელო, მე მონსტრად გადავიქეცი, - შეშლილივით ბედნიერი იძახის და სახის განადგურებულ, მეორე ნახევარს აჩენს, - ასეთად სწორედ ამ საყვარელმა 'ქვამ' მაქცია, - ხელით ანიშნებს მოელვარე ეუნომიაზე, შემდეგ კი სახიდან ღიმილი უქრება და მასთან მომუშავე კაცებს უბრუნდება, - აქედან გაიყვანეთ, გვამები კი მოიშორეთ, - და უზარმაზარ ოთახს ტოვებს.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
მოკლე შესავალი ყველაფრის დასაწყისზე :)პირველ თავს რაღაც დროის შემდეგ დავდებ♡
YOU ARE READING
Eunomia✓
Randomდედამიწაზე ჩამოვარდნილი უცნობი რადიაციული ასტეროიდი ეუნომია და შეშლილი მეცნიერის განზრახვები მის გამოკვლევასა და ცდების ჩატარებაზე... რა მოხდება, როდესაც ცდები უკიდურეს შედეგებს გამოიღებს, მაგრამ მეცნიერი მაინც არ გაჩერდება? 2021.07.23~2022.04.07