Girls ¹⁵

59 9 131
                                    

უზარმაზარ ახალ სახლში, ტკბილი ძილის დაფრთხობა არავის უნდოდა, მაგრამ ამისდა მიუხედავად მზის ამოსვლას ყველანი ერთად, უკვე ფხიზლები შეხვედროდნენ, ისაუზმეს და სახლი კარგად დაათვალიერეს. მალევე ბიჭებიც მოვიდნენ და ყველანი საკუთარ საქმეს მიადგნენ.

სოკჯინმა ყველანი მისაღებში შეკრიბა გუშინდელი გეგმის განსახილველად, სესილი კი თავისი ოთახისკენ გაიქცა, რომ გუშინ საღამოს, უძინრობის დროს დახატული, დერეფნების გეგმა ჩამოეტანა და როგორც შეთანხმდნენ ჯიმინისთვის ესწავლებინა, მაგრამ იმის მაგვირფ რომ წითურს მისთვის მოეცადა უკან აედევნა.

- ბარემ ოთახში დავჯდეთ, - უცოდველი დიდი თვალებით თქვა ბიჭმა და ორივენი მესამე სართულისკენ დაიძრნენ.

დაბრიამ შეწუხებული სახე მიიღო როდესაც იუნგიმ თავით ანიშნა, მომყევი ჩვენც გვაქვს საქმეო. საკუთარ თავში უკვე დარწმუნებულია მაგრამ იუნგის მზერა უცნაურ შეგრძნებას უტოვებს და არ იცის ამჯერად თუ შეძლებს ისევ გამოიყენოს თავისი ძალები. საბოლოოდ გოგო მაინც მტკიცედ დგება ფეხზე და ბაჯბაჯით მისდევს მწვანეთმიანს უკან.

- კარგი, - იუნგი შორს არ მიდის და პირდაპირ თავის ოთახში შედის, - შენ ლოგინზე დაჯექი მე სკამზე, - ამასღა ამბობს, კუთხიდან სკამს ასრიალებს და ფეხებგადაჯვარედინებული ჯდება.

- არა, არამგონია ისევ საათობით მოგვიწიოს ჯდომა, - თავი გააქნია დაბრიამ და ბიჭის მოპირდაპირედ დადგა.

- რაღაც მეეჭვება, - ფრუტუნებს იუნგი. გოგოს თვალს არიდებს და კეფას იქექავს.

- არ გჯერა ხო? - თავს გვერძე აბრუნებს გოგო და ცალყბად იცინის, - კარგი, მაშინ რაღაცაზე შევთანხმდეთ, - თავდაჯერებული ჯდება ლოგინზე და ღიმილით უმზერს ბიჭს, რადგან სწორედ ახლა მშვენიერმა აზრმა გუელვა გონებაში.

- შევთანხმდეთ? რაზე? - თვალს უსწორებს გოგოს იუნგი.

- მე დაგიმტკიცებ რომ ჰიპნოზი შემიძლია, შენ კი სამ სურვილს შემისრულებ, - სამ თითს წევს მაღლა დაბრია თან ღიმილი არ შორდება მის სახეს.

Eunomia✓Where stories live. Discover now