ოთახის კედლები აქა-იქ ამომწვარიყო, რაც კი შუშის იყო ყველაფერი დამსხვრეული მიმოფანტულიყო იატაკზე, ოთხ შავ ტანსაცმელში გამოწყობილ ბიჭთან ერთად. ახლგაზრდების გუნდი კი დაძაბულები ერთ ადგილზე გაშეშებულიყვნენ და გოგოს წკრიალა იტალურად მოლაპარაკე ხმას უსმენდნენ.
"- Dio, perché mi dà fastidio? -" გაბრაზებული ფიქრობდა გოგონა და ვერავის ვერაფერი გაეგო ანუკის გარდა.
"- ღმერთო, რატომ შემაწუხა? -" რა ესმოდა ამ დროს ანუკის.
- კაპელინი იტალიური მხოლოდ შენ იცი, - ბოლოს ანუკისკენ ტრიალდება სოკჯინი და გოგოც კმაყოფილი უმზერს, - დაელაპარაკე და აუხსენი, - გასცემს ბრძანებას ბიჭი და თითქოს ანუკიც ამას ელოდაო სწრაფად უქნევს თავს ღიმილით.
"- გამარჯობა, ვის ვესაუბრები? -" გოგონას ტიტინს აწყვეტინებს ანუკი და მის გონებაში იჭრება.
"- რა ჯანდაბა იყო ეს?! -" დაფეთებული საკუთარ თავს ეკითხება იტალიელი, "- თითქოს ვიღაცის ხმა გაისმა ამ წამს ჩემს თავში..."
"- მართალი ხარ გაისმა, მე ანუკი ვარ... -" ეცნობა უფროსი გოგონას და აპანიკებს კიდევაც.
"- ვინ ანუკი, ხომ არ გაგიჟდი დაბრია! -" საკუთარ თავს უწყრება გოგო.
"- ესეიგი დაბრია ხარ? სასიამოვნოა დაბრია, მაგრამ არაფერი არ გეჩვენება. მე ანუკი მქვია და შენ მალე ძალიან დიდ საფრთხეში იქნები, -" მომდევნო რამდენიმე წამს ახალგაზრდების თავში მხოლოდ იტალიური სიტყვები ისმის.
"- საფრთხეში? რას ბოდავთ? საერთოდ როგორ მესმის თქვენი? -" შოკირებული კითხულობს დაბრია.
"- მისმინე ახსნაგანმარტების დრო არ გვაქს... კორეულად საუბრობ? "
"- დიახ ვსაუბრობ, -" ამჯერად კორეულად პასუხობს კითხვას გოგონა და სოკჯინიც შვებით ისუნთქვას ჰაერს.
"- გამარჯობა დაბრია, ეს კიმ სოკჯინია ჯგუფის ლიდერი, -" საუბარში ერთვება ქერა, "- რადგან დღეისთვის მეორე ხარ ცოტა დროს მოვიგე..."
YOU ARE READING
Eunomia✓
Randomდედამიწაზე ჩამოვარდნილი უცნობი რადიაციული ასტეროიდი ეუნომია და შეშლილი მეცნიერის განზრახვები მის გამოკვლევასა და ცდების ჩატარებაზე... რა მოხდება, როდესაც ცდები უკიდურეს შედეგებს გამოიღებს, მაგრამ მეცნიერი მაინც არ გაჩერდება? 2021.07.23~2022.04.07