დაბრია დაბნეული შეჰყურებდა გაშეშებულებს და აზრზე ვერ მოდიოდა რა ჯანდაბა მოხდა. მართალია ხმამაღლა არ აღიარებდა, მაგრამ იუნგი ხომ მართალი იყო? მას ერთი ადამიანის დაჰიპნოზებაც კი არ შეეძლო და ახლა ყველნი ერთად? გაოგნებული ფიქრობდა თუ როგორ გაკეთა ეს.
- ახლა რა უნდა ვქნა? - ტუჩს იკვნეტს დაბრია სანამ ჯონგუკი დადის და ამოწმებს მართლა ყველანი დაჰიპნოზებულები არიან თუ არა.
- რა უნდა ქნა? უნდა მოხსნა რა თქმა უნდა, - მშვიდად პასუხობს გუკი.
- ჰო მართლა, შენზე რატომ არ იმოქმედა? - თვალებს ჭუტავს ძმაზე მიშტერებული გოგო. შავგვრემანი წამს ჩერდება და წარბებს კრავს, მაგრამ მერე მხრებს იჩეჩს.
- არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ მეც შემიძლია ჰიპნოზი, - დაბნეული პასუხობს დას ბიჭი და თავს აქნევს, - ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე იმას რომ ტყუპები ვართ.
- ხოო ვერც მე, - თვალებს რამდენჯერმე ახამხაბეს დაბრია, მაგრამ მერე თითქოს ახლაღა გაახსენდაო მაშინვე ყვირის, - მართალია! შენ ხომ შეგიძლია მოხსნა ჰიპნოზი?
- კი მაგრამ ამას არ გავაკეთებ, - ძველ ადგილს უბრუნდება გუკი.
- რაა? რატოომ? - ბუზღუნებს საწყლად გრძელთმიანი.
- რადგან ეს შენც შეგიძლია დაბრია, - მტკიცედ პასუხობს ბიჭი, - ირწმუნე რომ შეგიძლია.
- არ ვიცი, - ბურდღუნებს გოგო, - ვაჰიპნოზებ მაგრამ მოხსნით ვერ ვხსნი.
- ვიცი რომ შეგიძლია! მე მჯერა შენი! მიდი, თვალები დახუჭე და უბრალოდ ეცადე, - შემართებით ეუბნება ტყუპისცალს ჯონგუკი. თავიდან დაბრია ყოყმანობს, მაგრამ თავს მაინც უქნევს და თვალებს ხუჭავს, თან საკუთარ თავს უმეორებს. "მე ეს შემიძლია! მე ეს შემიძლია!"
- გამოფხიზლდით...? - შემართებისდა მიუხედავად, გოგოს ხმა კითხვასავით უფრო ჟღერს და რა თქმა უნდა არაფერი არ გამოსდის.
- არა, ასე არაფერი არ გამოგივა, - თავს აქნევს გუკი, - საკუთარ თავში დარწმუნებული უნდა იყო.
![](https://img.wattpad.com/cover/237017227-288-k980506.jpg)
YOU ARE READING
Eunomia✓
Randomდედამიწაზე ჩამოვარდნილი უცნობი რადიაციული ასტეროიდი ეუნომია და შეშლილი მეცნიერის განზრახვები მის გამოკვლევასა და ცდების ჩატარებაზე... რა მოხდება, როდესაც ცდები უკიდურეს შედეგებს გამოიღებს, მაგრამ მეცნიერი მაინც არ გაჩერდება? 2021.07.23~2022.04.07