ხუთი ახალგაზრდა ერთი პატარა, მაგრამ გრძელი მაგიდის ირგვლივ ისხდნენ და ყავასთან ერთად ნამცხვარს შეექცეოდნენ. სოკჯინი და ნამჯუნი ერთად განიხილავდნენ შემდეგ სად წასულიყვნენ და ტელეფონში შემძვრლები რუკას აკვირდებოდნენ. ჯიმინი და ჰოსოკი ჯერ კიდევ უპოვნელი სახლის ოთახების განაწილებაზე ბჭობდნენ, ანუკი კი მის ირგვლივ მოტრიალე მეგობარს აკვირდებოდა. ჰიონჯინი წამითაც ვერ ჩერდებოდა ვინაიდან კაფე სავსე იყო.
- არა მე თეჰიონის გვერდით აღარ დავიძინებ! - აპროტესტებს ჰოსოკი, - ძილში მეხუტება და მერე ვეღარ ვიშორებ. ზამთარში კიდე ხო, მაგრამ ზაფხულში სული მეხუთება ხოლმე.
- გეყოფათ თორემ ორივეს ერთ ოთახში შეგყრით! - ბოლოს გაღიზიანებული უღრენს ბიჭებს სოკჯინი, როდესაც ჯიმინი პასუხის გასაცემად აღებს პირს.
- თქვენ ჯობს იმაზე იმსჯელოთ, ტყუპები სად დავაწვინოთ, ცალ-ცალკე ოთახების ფუფუნება არამგონია გვქონდეს, - ჩაიცინა ანუკიმ, - დაგავიწყდათ გუშინ დივანზე რომ მეძინა?
- ხალხო ჯერ სახლი ვიპოვოთ და მერე ვიმსჯელოთ თუ ვინ სად დაიძინებთ, - მშვიდად თქვა ნამჯუნმა და ჩანგლის ბოლოთი ტელეფონის ეკრანზე წრე მოხაზა, - აქ წავიდეთ, აქედანაც არაა შორს და ფეხით გავალთ. მანამდე კი დავისვენოთ.
სოკჯინი ჩუმად უსმენდა მეგობარს და მალევე თავიც დაუქნია. მართალია არ იმჩნევდა, მაგრამ დაცემის შემდეგ საჯდომი ჯერ კიდევ სტკიოდა და დასვენება არ აწყენდა.
- ნამცხვარი როგორ მოგწონთ? - თავზე მოულოდნელად ადგება მეგობრებს ჰიონჯინი. სახეზე დაღლილობა ნათლად აწერია, მაგრამ მაინც ცდილობს გაიღიმოს.
- ძალიან გემრიელია, გმადლობ რჩევისთვის ჯინიი, - ეკრიჭება ბიჭს ანუკი და მერე სოკჯინს მობეზრებული სახით უყურებს, - იმედია გემრიელად მიირთმევ მაგ ვანილის ნამცხვარს. ჩვენი შოკოლადისას მაინც ვერ აჯობებს არა? - დანარჩენებს მიმართა ბოლოს კითხვით და ბიჭებმაც სასწრაფოდ დაუქნეს თავები თანხმობის ნიშნად. შოკოლადის ნამცხვარი მართლაც საუცხოო გემოთი გამოირჩეოდა.
YOU ARE READING
Eunomia✓
Randomდედამიწაზე ჩამოვარდნილი უცნობი რადიაციული ასტეროიდი ეუნომია და შეშლილი მეცნიერის განზრახვები მის გამოკვლევასა და ცდების ჩატარებაზე... რა მოხდება, როდესაც ცდები უკიდურეს შედეგებს გამოიღებს, მაგრამ მეცნიერი მაინც არ გაჩერდება? 2021.07.23~2022.04.07