დაჭრილი და გათიშული ახალგაზრდების მუზეუმიდან გაყვანის შემდეგ გადაწყვეტილების წინაშე დგებიან. მუზეუმის შიგნით მყოფი ასტერეოდი ან უნდა განადგურდეს ან კი სამუდამოდ მიწის ქვეშ უნდა დარჩეს, ისე რომ მას ვეღარავინ მიაკვლიოს.
- ალბათ ყველაფერს ჯობია იგი გავანადგუროთ მაგრამ ამის გაკეთებას როგორ ვაპირებთ? - კითხულობს სესილი, - მას ვერ შევეხებით.
- რამე სხვა გზაც უნდა არსებობდეს, - ამბობს სოკჯინი.
- მახსოვს სანამ გავიქცეოდით რამდენიმე დღით ადრე ჯივონი ამბობდა რაღაცას ბავშვზე რომელიც ბოლოს დაიბადა, - იწყებს საუბარს ბექიონი, - ამბობდა რომ ბავშვისგან ისეთი ენერგია იგრძნო, რომ ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა მასთან დაკავშირებით.
- იმ ბავშვს ფაიფურივით თეთრი კანი ჰქონდა და ასეთივე ფერის თმა, - ბექიონი წამს საუბარს წყვეტს და ერთმანეთის გვერდით მდგარ ტყუპებს უყურებს, - მისი ძმისგან განსხვავებით, რომელიც შავგვრემანი იყო, - ასრულებს ბოლოს და ყველანი მაშინვე დაბრიასკენ აბრუნებენ თავს.
- თქვენ რა... - ნელა იაზრებს გოგო, - ფიქრობთ რომ ის ბავშვი მე ვარ?
- სხვა ვინ უნდა იყოს? - კითხვას უბრუნებს ჰიონჯინი.
- და რომც ვიყო ეს ამ მომენტში საერთოდ რაში... - თავს აქნევს დაბრია მაგრამ მერე ჩუმდება, თითქოს რაღაცას ხვდებაო, - ფიქრობთ რომ მისი განადგურება შემიძლია?
- თუ შენ მართლა ბოლო ბავშვი ხარ რომელსაც ძალები მიანიჭა, - დაფიქრებით ამბობს ნამჯუნი, - შენს შემდეგ აღარ უმოქმედია.
- მართალია, ყველანი ვინც მას ეხებოდნენ იხოცებოდნენ, - ადასტურებს სესილი.
- მაგრამ ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები რომ დაბრია მართლა ისაა ვინც გვგონია, - ეჩრება იუნგი, - ეს მისთვისაც სარისკოა.
- მაგრამ თუ მართლა ვარ? - ტუჩს იკვნეტს დაბრია, - ჩემს გარდა არავის გაქვთ სამი შესაძლებლობა და რაც მთავარია არც ძმა გყავთ, - ჯონგუკს უყურებს ბოლოს.
YOU ARE READING
Eunomia✓
Randomდედამიწაზე ჩამოვარდნილი უცნობი რადიაციული ასტეროიდი ეუნომია და შეშლილი მეცნიერის განზრახვები მის გამოკვლევასა და ცდების ჩატარებაზე... რა მოხდება, როდესაც ცდები უკიდურეს შედეგებს გამოიღებს, მაგრამ მეცნიერი მაინც არ გაჩერდება? 2021.07.23~2022.04.07