მომლოდინედ მდგარ პირველ ჯგუფს როგორც იქნა მასპინძელი ეგებება. ერთ-ერთი თეთრი კარიდან, თხუთმეტამდე ახალგაზრდა გამოდის და მათ უკან მოჰყვება შეშლილი მეცნიერი.
- მოგესალმებით ბავშვებო, - დიდზე იღიმის ჯივონი, - კეთილი იყოს თქვენი 'სახლში' დაბრუნება.
- ალბათ ხუმრობ არა? - ცალყბად იცინის სოკჯინი, - აქაურობა ჩვენი სახლი არასდროს ყოფილა და არც ჩვენ ვართ შენი ბავშვები, - მკაცრად საუბრობს და პირდაპირ თვალებში უყურებს ქალს.
- სამწუხაროა რომ ასე ფიქრობ სოკჯინ, - ვითომ იწყენს ქალი, სახე ეღუშება, - ორი წელი ჩემს ხელში იზრდებოდით, შენ, ბექიონი, ჩანიოლი, იუნგი... - მშვიდად ითვლის თითებზე და ბოლოს სესილიზე უჩერდება თვალი, - შენც კი სესილი არიტ.
- ჩემს სახელს ნუ იძახი მაგ შენი ბინძური პირით, - კბილებში ცრის ბერძენი ლამაზმანი.
- ოჰოო დიდ გულზეც ვართ? - იცინის ჯივონი, - ერთი წელი გაჭმევდი არიტ! ახლა გავხდი ბინძური?! - მოულოდნელად ქალის სიცილს, ყვირილი ცვლის და უცბად სერიოზულდება.
- ერთი წელი ჯოჯოხეთში მაცხოვრე, - ტონს არ ცვლის სესილი, - იმისდა მიუხედავად, რომ სუფთად გაცვია მაინც ყოველთვის ბინძური ხარ!
- როგორ მიბედავ! - გამწარებეული ღრიალებს მეცნიერი.
- საკმარისია სესილი! - მკაცრად უჭრის სოკჯინი. გოგო ჩუმდება და მის წინ ყველას ათვალიერებს, - ჩვენ ბავშვების წასაყვანად მოვედით, გაგვატანე ისინი და წავალთ.
- ნუ მაცინებ ქერავ! - სიტყვებისდა მიუხედავად ქალი სულაც არ იცინის, - აქედან ვერც მათ წაიყვან და ვერც თქვენ ვეღარ წახვალთ! - თვალებიდან ნაპერწკლებს აფრქვევს ქალი.
- ეს უარი იყო, - თავს აქნევს ანუკი. ტუჩის კუთხეს ტეხს და სოკჯინის ბრძანებას არ ელოდება, მაშინვე მეცნიერისკენ მიიწევს. რა თქმა უნდა მას მაშინვე აჩერებენ, რადგან წინ ზღუდედ თხუთმეტი ახალგზრდა უდგება.
![](https://img.wattpad.com/cover/237017227-288-k980506.jpg)
YOU ARE READING
Eunomia✓
Randomდედამიწაზე ჩამოვარდნილი უცნობი რადიაციული ასტეროიდი ეუნომია და შეშლილი მეცნიერის განზრახვები მის გამოკვლევასა და ცდების ჩატარებაზე... რა მოხდება, როდესაც ცდები უკიდურეს შედეგებს გამოიღებს, მაგრამ მეცნიერი მაინც არ გაჩერდება? 2021.07.23~2022.04.07