Big Day ²²

58 9 103
                                    

დაბრია ერთ ადგილზე გაშეშებული დგას და სამზარეულოს ღია კარს მისჩერებია საიდანაც რამდენიმე წუთის წინ გავიდა იუნგი. გვერდითა ოთახიდან ყვირილის ხმები ისმის, მაგრამ დაბრიას თითქოს სმენა დაუხშესო, სადღაც შორიდან ჩაესმის ახალგაზრდების ყვირილი.

ახლახანს იუნგიმ აკოცა და მერე გაიქცა. აკოცა და გაიქცა... წამში გოგოს თვალები გაუფართოვდა და ხელი პირზე აიფარა. ნელ-ნელა დაიწო იმის გაცნობიერება თუ რა უთხრა იუნგიმ და ახლაღა იგრძნო როგორ სწრაფად ცემდა მისი გული. მაშინვე დაუფუქრებლად დაიწყო მისმა ფეხებმა მოძრაობა და გონს რომ მოეგო უკვე იუნგის ოთახში იდგა.

ლოგინზე მჯდომმა ბიჭმა კარის ხმაზე თავი ასწია და გაოცებულმა შეხედა გრძელთმიანს, რომელსაც ერთდროულად უამრავი ემოცია დასტყდომოდა თავს, მაგრამ როგორც კი უფროსი დაინახა მასში სიბრაზემ გაიმარჯვა.

- მინ იუნგი! - კარი მთელი ძალით მიაჯახუნა დაბრიამ, რამაც ჯერ კიდევ გაოცებული ბიჭი ადგილზე შეახტუნა, - რა უფლებით წყვეტ სხვის მაგივრად ყველაფერს?!

- რა... რას გულისხმობ? - ოდნავი შიშით და დაბნეულობით იკითხა იუნგიმ.

- მოულოდნელად მოდიხარ ჯერ მკოცნი და მერე მეუბნები, რომ მოგწონვარ! არ მაცდი შოკიდან გამოსვლას, წამში ბოდიშს მიხდი და გარბიხარ! რა საქციელია ეს?! - წარბებშეკრულ გაბრაზებულ დაბრიას შეწითლებული სახე ეწვის და ცოტა სასაცილო შესახედიც კია ორი კიკინით თავზე.

- ანუ...

- ჯანდაბა მწვანეთავიანო! - აწყვეტინებს გოგო, სწრაფად უახლოვდება და ორივე ლოყაში ავლებს ხელებს, - ასე უბრალოდ რატომ გაიქეცი... - ზევიდან დაჰყურებს ბიჭის სახეს და მისი ხმის ტემბრიც დაბლდება, - რატომ არ მაცადე, რომ პასუხი დამებრუნებინა, - თვალებზე ჩამოცვენილ თმას უკან უწევს და პირდაპირ თვლალებში უყურებს.

იუნგი განძრევას ვერ ახერხებს. გაშეშებული ზის და ქვემოდან შეჰყურებს გოგონას ლამაზ სახეს. მის შეწითლებულ ლოყებს და მობრიალე სხვადასხვა ფერის თვალებს. ხმას ვეღარ იდგამს, უბრალოდ ტკბება გოგონას სილამაზით და ოცნებობს რომ ეს ყველაფერი ნამდვილად რეალობა იყოს.

Eunomia✓Where stories live. Discover now