სოკჯინმა როგორც კი ტელეფონი გათიშა მაშინვე ყველას უთხრა, რომ ანუკი ჯონგინთან იყო, ცოცხალი და სახსალამათი. ოქტავიამ რომელიც აქამდე გაქვავებული იდგა შვებით ამოისუნთქა და აკანკალებულს მლევე ტირილი აუვარდა. ძალიან შეეშინდა, როცა გოგო ვერ დაინახა და მიხვდა რომ გარეთ მარტო გავიდა. ისიც კი არ იცოდა როდის წავიდა და თუ ადრე ავიდოდა ოთახში მიუსწრებდა თუ არა. რამე რომ დამართნოდა ალბათ საკუთარ თავს არ აპატიებდა.
- ვია? რა გატირებს? - თეჰიონი მაშინვე გოგოს წინ გაჩნდა და მისი სახე ხელებს შორის მოიქცია, - ჰიონმა თქვა რომ ანუკი კარგდაა, რატომ ტირი? - შეწუხებული ბიჭი ცრემლებს სათითაოდ სწმენდს.
- ძალიან შემეშინდა, - სლუკუნებს ოქტავია, - რამე რომ დამართნოდ? მარტო რატომ წავიდა? - თეჰიონს სახეზე მწუხარება ეწერება და გოგოს ძლიერ იხუტებს.
- ნუ ტირი ტკბილო, ყველაფერი კარგადაა, არაფერი არ მოსვლია, - თბილად ეუბნება და მის დამშვიდებას ცდილობს. ამასობაში კი მათ ირგვლივ ყველანი გამოშტერებულები საკუთარ თვალებს ვერ უჯერებენ.
- ტკბილოვო?
- თქვენ რა ერთად ხართ?
- როგორც იქნა გამოუტყდით ერთმანეთს გრძნობებში? - უეცრად კითხვების კორიანტელი ატყდება წყვილს.
- აიშ... ახლა ამის დროა? - თეჰიონი მაშინვე საყვედურით სავსე მზერას ესვრის მეგობრებს და მომტირალი გოგო მისაღებიდან გაჰყავს.
- მათ ერთმანეთი მოსწონდათ? - კითხულობს ახალგაზრდების რეაქციით გაკვირვებული სესილი.
- დიახ, თანაც ერთი წელი, - თავს უქნევს ჯერ კიდევ გაოგნებული ჰოსოკი.
- აი თურმე რას გულისხმობდა ანუკი როცა თქვა, იმას აკეთებს რაც დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინაო, - ახლაღა ხვდება სესილი მერე კი თავს აქნევს, - კარგი რაც არის, არის... წამოდი ჯიმინ მეცადინეობა უნდა გააგრძელო.
YOU ARE READING
Eunomia✓
Randomდედამიწაზე ჩამოვარდნილი უცნობი რადიაციული ასტეროიდი ეუნომია და შეშლილი მეცნიერის განზრახვები მის გამოკვლევასა და ცდების ჩატარებაზე... რა მოხდება, როდესაც ცდები უკიდურეს შედეგებს გამოიღებს, მაგრამ მეცნიერი მაინც არ გაჩერდება? 2021.07.23~2022.04.07