Sesily ¹¹

67 9 30
                                    

გოგონას ხმა ახლაგაზრდების გონებაში არ ნებდებოდა. დახმარებას იმედით ითხოვდა, მაგრამ არავინ სცემდა პასუხს. ჯიუტად წინ წასულ ანუკის ნამჯუნის დაძახება სულ აღარ დასჭირვებია, სწრაფად მიირბინა გაქვავებულ სოკჯინთან და ისევე როგორც მის ირგვლივ შემოკრებილი ბიჭები, ლიდერს სერიოზულად მიაშტერდა.

- ჰიონ კიდევ რამდენ ხანს უნდა ითხოვდეს დახმარებას? - კითხულობს მოთმინება დაკარგული ჯიმინი და სწორედ ამ დროს წკრიალებს უფროსის ტელეფონიც, რომელსაც სასწრაფოდ პასუხობს სოკჯინი.

- იუნგი...

- რა ჯანდაბა ვქნა სოკჯინ? - ტელეფონის მეორე მხრიდან სერიოზული და ოდნავ აფორიაქებული ხმით კითხულობს წვანეთმიანი.

- მისი ხმა არ გეცნობა? - საკუთარ ეჭვებს უზიარებს ბიჭს ლიდერი.

- შენი აზრით მახეა? - კითხვას უბრუნებს უფროსს მწვანეთმიანი.

- არ ვიცი, იუნგიი! გოგოს ხმა მეცნობა და ვერ ვხვდები საიდან, - შეწუხებული უხსნის ბიჭს უფროსი და ხელით შუბლს ისრესს. იუნგი წარბებს კრავს და კარგად ფიქრდება, მაგრამ გოგონას ხმა თავად სულაც არ ეცნობა.

წამიერად ჩამოვარდნილ მდუმარებას მაშინვე არღვევს სწრაფად შეღებული კარის ხმა. იუნგის ფიქრი უწყდება და ოთახში შევარდნილ წაბლისფერთმიანს უყურებს, რომელსაც სახეზე ფერი საერთოდ აღარ ადევს და უკან დაბნეული ბიჭები მოყვებიან.

- იუნგი რატომ არაფერს ვაკეთებთ?! - დაზაფრული, მკაცრად კითხულობს გოგონა.

- სოკჯინმა თქვა რომ გოგოს ხმა ეცნობა...

- რა თქმა უნდა ეცნობა! იგი ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც ჩემი მოსვლის შემდეგ გამოვიდა კავშირზე, რაც მალევე დავკარგეთ და ვერ გადავარჩინეთ! - ხმას გაუცნობიერებლად აუწია ოქტავიამ და ცრემლებმა მის ფერმკრთალ ლოყებზე იწყეს დენა, - მისი ხმა არასდროს დამავიწყდება!

იუნგიმ განცვიფრებულმა ხმა ვერ ამოიღო, უბრალოდ ოქტავიას უკან მდგომ ბიჭებს გახედა, რომელნიც ზუსტად იმავე გამომეტყველებით აკვირდებოდნენ სიტუაციას, მაგრამ გოგო მათ გამოფხიზლებას არ დალოდებია.

Eunomia✓Where stories live. Discover now