Mad ²³

56 9 75
                                    

ეროვულ მუზეუმთან ახლოს იქვე ახლოს პარკში შეჯგუფებული ახალგაზრდები ციდან მზის ბოლო სხივების გაქრობასაც ელიან და თან ბოლოჯერ ამოწმებენ გეგმას.

სესილის ჯიმინი გვერდით ამოუყენებია და საბოლოოდ ათვლევინებს სად და როდის უნდა შეუხვიოს.

- მარცხნივ და...

- არა მიინ მარცხნივ არა, მარჯვნივ და მერე ჩადიხარ კიბეზე, - აწყვეტინებს ოდნავ აღელვებული გოგო, - გთხოვ დაიმახსოვრე თორემ შეიძლება სულ სხვაგან ამოყო თავი.

- კარგი, დამშვიდდი დავიმახსოვრებ, ახლა აღარ დამავიწყდება, - წითურმა ბიჭმა ხელები მხრებში ჩაავლო სესილის და დამარწმუნებლად გაუღიმა. გოგომ რაღაც წამს დაეჭვებით უყურა, მაგრამ საბოლოოდ თავადაც გაუღიმა.

სანამ ისინი საუბრობდნენ სოკჯინი იუნგის და დაბრიას ელაპარაკებოდა. მწვანეთმიანს გოგო გვერდით დაეყენებინა და ხელს საერთოდ არ უშვებდა მუზეუმთან მისვლის შემდეგ.

- როგორც კი ბავშვებს იპოვით მაშინვე ჩვენთან წაიყვანე იუნგი, დანარჩენები კი ჩვენთან ამოდით დასახმარებლად, დარწმუნებული ვარ ბევრი ერთგული ეყოლება და მარტონი ვერ გავუმკლავდებით, - ხმადაბლა ამბობს სოკჯინი და როცა წყვილი თავს ერთდროულად უქნევს ჰაერს ღრმად ისუნთქავს. ღელავს და თანაც ძალიან. თვალს ანუკისკენ აპარებს რომელიც თავის ტოლებთან ერთად დგას და მკრთლად იღიმის, როცა ბომგიუ იონჯუნს რაღაცის გამო ურტყავს.

ოცი წლისებისგან არც ისე დაშორებით ჰოსოკი, ნამჯუნი და ბექიონი დგანან და რაღაცას სერიოზული სახეებით განიხილავენ. მთთან ერთად დგანან ჯონგინი, სეჰუნი და ჩანიოლიც და ჩუმად ისმენენ მათ საუბარს.

თეჰიონი და ოქტავია სკამზე სხედან. ვიას ბიჭის მხრზე უდევს თავი და მარჯვენა მხრიდან ეკვრის. თეჰიონს კი მისი ხელი ძლიერ აქვს თავისაში მოქცეული და ცერა თითით ეფერება. გოგო მათ გადაჯვარედნიებულ ხელებს ზევიდან დაჰყურებს და თვალებზე ცრემლი ადგება, მაგრამ თავის შეკავებას ახერხებს. 'ყველაფერი კარგად იქნება' ფიქრობს და თავს ნელა სწევს ზევით, რომ ნაზი კოცნა დაუტოვოს ლოყაზე ბიჭს.

Eunomia✓Where stories live. Discover now