ნაცრისფერ სპორტულებსა და შავ ჰუდიში გამოწყობილი დაბრია იუნგის მოპირდაპიედ, ნახევრად ლოგინზე წამოწოლილი, ფეხებს ჰაერში აქანავებს, ჭერს მიშტერებული თავის სამ სურვილზე ფიქრობს და ბიჭის გამოფხიზლებას არ ჩქარობს.
პირველი ორი მოფიქრებული აქვს უკვე, მაგრამ აი მესამე ვერა და ვერ მოიგონა. ბოლოს ასე უაზროთ ჯდომით დაღლილი ოხრავს და იმართება. იუნგის უყურებს რომელიც გაშეშებულიყო და თვალებდაუხამხამებლად მიშტერებოდა სივრცეს.
- ჯანდაბას მესამეს მერე მოვიფიქრებ, - დაიბუზღუნა გოგომ, - გამოფხიზლდი, - მწვანეთმიანმა მაშინვე დაახამხამა თვალები და თავბრუ ისე დაეხვა, რომ კინაღამ სკამიდან გადმოვარდა.
- რაო რას ამბობდი, რაღაც არა მგონიაო? - თმას თითებზე იხვევს გოგო. იუნგი რამდენიმე წამს გამოფხიზლებას უთმობს, ხოლო როდესაც ხვდება თუ რა მოხდა თვალები უფართოვდება.
- შენ... მართლა... როგორ? - გაოცებული ბუტბუტებს ბიჭი.
- ყველა იმას გეუბნებოდა გუშინ, რომ ჰიპნოზი უკვე შემიძლია, - დავდაჯერებული ღიმილით ამბობს გოგო და თითებზე ფრჩხილებს აკვირდება.
- რაც არ უნდა ეთქვათ მაინც უნდა შემემოწმებინა, რადგან ჯერ მხოლოდ მეოთხე დღეა რაც ვარჯიშობ დაბრია და ისედაც არ გამოგდიოდა კარგად, - გონზე ძლივს მოდის იუნგი მის ბოლო სიტყვებზე კი დაბრია უკმაყოფილოდ იყურება, - როგორ შეძელი ასე დაუფლებოდი?
- უბრალოდ ვირწმუნე, რომ შემიძლია, - თვალებს ატრალებს გოგო.
- მაგას არ გეუბნებოდი ეს ოთხი დღეე? ჩემი ჟინი გქონდა? - ცალ წარბს წევს მაღლა ბიჭი.
- დიახ! - ჯიუტად აშტერდება თვალებში.
- ღმერთო ჩემო, - იუნგი თვალებს ატრიალებს.
- საერთოდაც იცი რას გეტყვი?! ჩემი სამი სურვილი გმართებს, რადგან შევთანხმდით და დამცინოდი! - ებღვირება გოგო.
YOU ARE READING
Eunomia✓
Acakდედამიწაზე ჩამოვარდნილი უცნობი რადიაციული ასტეროიდი ეუნომია და შეშლილი მეცნიერის განზრახვები მის გამოკვლევასა და ცდების ჩატარებაზე... რა მოხდება, როდესაც ცდები უკიდურეს შედეგებს გამოიღებს, მაგრამ მეცნიერი მაინც არ გაჩერდება? 2021.07.23~2022.04.07