როდესაც ოქტავიამ თქვა დღეს დივანზე მე ვწვებიო, გაღიზიანებულ ანუკის სიტყვა არ უთქვამს და უბრალოდ იონჯუნის ოთახში შეიკეტა. როცა დაბრია ოთახში დასაძინებლად შევიდა, წითური უკვე ლოგინში იწვა, თავზე ბალიში გადაეფარებინა და დაძინებას ცდილობდა.
- რას აკეთებ? - იკითხა გრძელთმიანმა სანამ გამოსაცვლელს იპოვიდა.
- ვცდილობ ყველას ფიქრები ჩავახშო და უბრალოდ დავიძინო, - ღმუის სასოწარკვეთილი ანუკი და ბალიშს თავიდან იშორებს. დაბრია შეშდება, ახლაღა აცნობიერებს, რომ გოგოს მისი ფიქრებიც ესმის და ალბათ ყველაფერი იცის რაზეც აქ მოსვლის დღიდან ფიქრობდა.
- დამშვიდდი, - ირონიულად იცინის ანუკი, - შენი საიდუმლოებები ჩემთან უსაფრთხოდაა, მაგრამ ერთ მეგობრულ რჩევას მოგცემ. თეჰიონი დაივიწყე, მას ოქტავიას გარდა არავისთვის არასდროს შეუხედავს.
- რაა? - ნუთუ ანუკის ჰგონია, რომ დაბრიას თეჰიონი მოსწონს? კი მაგრამ სინამდვილეში გოგონა ხომ იუნგითაა დაინტერესებული. მწვანეთმიანი იდუმალია და პიანინოსთან მათი პატარა დიალოგის შემდეგ, თითქოს გოგონას სურვილი გაუჩნდა ბიჭის ყველა საიდუმლო ამოხსნას.
- ვიცი, შენი მესმის, - ისევ იცინის წითური, - თეჰიონი ისეთია, რომ თავიდანვე ყველას მოსწონს. არა იმიტომ, რომ სიმპატიურია, არამედ შეხვედრის წამიდანვე ძალიან მეგობრულია, მაგრამ მერწმუნე მალე გადაგივლის ეგ შეგრძნება.
- არა მოიცა რაღაც არასწორად გაიგე, - თავი სიცილით გააქნია დაბრიამ, - მე თეჰიონი მაგ მხრივ არ მომწონს, - წამს გაჩუმდა, მაგრამ ანუკის ირონიული გამოხედვა რომ დაინახა თვალები გადაატრიალა, - კარგი ხო ერთხელ გავიფიქრე მარტო, მაგრამ სინამდვილეში მასზე ამ მხრივ არ ვფიქრობ. თან მას ხომ ვია მოსწონს, სისულელე იქნებოდა ჩემი მხრიდან.
- გაგიმართლა რომ კარგ ხასიათზე არ ვარ, - წითური გოგოს პასუხზე ფრუტუნებს, - ასეთ მომენტებში ვერთობი ხოლმე, მაგრამ ახლა უბრალოდ ძილი მინდააა, - ტირილის იმიტაციას აკეთებს და წუწუნს აგრძელებს, - ვერ ვიტან სოკჯინს! საკუთარ თავსაც იტანჯავს და მეც მტანჯავს! როგორ მინდა ისე გავამწარო, რომ ყველაფერი დავაფრქვევინო რასაც ფიქრობს! - კბილებში ცრის ბოლოს გამწარებული.
![](https://img.wattpad.com/cover/237017227-288-k980506.jpg)
YOU ARE READING
Eunomia✓
Randomდედამიწაზე ჩამოვარდნილი უცნობი რადიაციული ასტეროიდი ეუნომია და შეშლილი მეცნიერის განზრახვები მის გამოკვლევასა და ცდების ჩატარებაზე... რა მოხდება, როდესაც ცდები უკიდურეს შედეგებს გამოიღებს, მაგრამ მეცნიერი მაინც არ გაჩერდება? 2021.07.23~2022.04.07