სუსხიანი დილის გათენება, შემოდგომის ცივი დღეების მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი იყო, მაგრამ ერთმანეთზე ჩახუტებულ გოგოენებს ეს არ ადარდებდათ, რადგან სითბოს გარდა ვერაფერს ვერ გრძნობდნენ.
ახალგაზრდებიდან ნახევარზე მეტს უკვე ეღვიძა, როდესაც უფროსები მივიდნენ. ჰოსოკს ჯერ კიდევ ნახევრად ეძინა და თვალებს ისრესდა სახლში შესვლისას, იუნგის და ნამჯუნს ხელები ცელოფნებით ჰქონდათ დაკავებული, რომლებიც პროდუქტებით იყო სავსე. სოკჯინი კი ტელეფონში რუკას ათვალიერებდა.
- დილამშვიდობისაა, - ესალმება ჰიონებს ფელიქსი, თავისთვის ჩამოსხმულ ყავას ჰოსოკს უწვდის და მის საყვარლად დაბუშტულ ლოყებზე ეცინება.
- გმადლობ, - სახის საყვარელი გამომეტყველებისგან სრულიად საპირისპირო, ბოხი ხმით უხდის მადლობას ჰოსოკი ყავისთვის უმცროსს და სკამზე თავსთდება.
- დილამშვიდობისა ბავშებო, - ნამჯუნიც ესალმება სამზარეულოში მყოფებს და ცელოფნებს იუნგისთან ერთად აწყობს თავისუფალ, სასადილო მაგიდაზე.
- რადგან რამდენიმე დღით თქვენთან მოგვიწევს ჭამა და სმა, გადავწყვიტეთ ყველასთვის სამყოფი საკვები გვეყიდა, - ამბობს იუნგი და ერთ-ერთი ცელოფნიდან ჩიფსების შეკვრას იღებს.
- დანარჩენები სად არიან? - კითხულობს სოკჯინი როცა როგორც იქნა ტელეფონიდან თავს სწევს და ბიჭებს ათვალიერებს. ფელიქსი, ჯონგუკი და ჰიონჯინი მაგიდას მისხდომოდნენ, ჯიმინი კი საუზმის მომზადებას ცდილობდა. დანარჩენები არ ჩანდნენ.
- გოგოებს და ბომგიუს ისევ სძინავთ, თეჰიონ ჰიონი და იონჯუნი კი შხაპს იღებენ, - უხსნის ჰიონჯინი და სწორედ ამ დროს კი თეჰიონიც სამზარეულოში თმის მშრალებით ჩნდება.
- დილამშივდობისაა, - ყველას ერთხმად ესალმება ნაცრისფერთმიანი და ჯიმინს ადგება თავზე, - რას აკეთებ?
- მალე მზად იქნება... თეჰიონ! რას აკეთებ? გაიწიე, იქით გაიმშრალე თავი, - ხელს კრავს როდესაც ბიჭი პირსახოცის ფრიალს იწყებს.
YOU ARE READING
Eunomia✓
Randomდედამიწაზე ჩამოვარდნილი უცნობი რადიაციული ასტეროიდი ეუნომია და შეშლილი მეცნიერის განზრახვები მის გამოკვლევასა და ცდების ჩატარებაზე... რა მოხდება, როდესაც ცდები უკიდურეს შედეგებს გამოიღებს, მაგრამ მეცნიერი მაინც არ გაჩერდება? 2021.07.23~2022.04.07