სოკჯინმა კარზე დაკაკუნების შემდეგ პასუხი რომ ვერ მიიღო, კარი ოხვრით შეაღო და ლოგინზე წამოწოლილ ჯერ კიდევ გაღიზინებულ ანუკის შეხედა, რომელიც ზურგზე იწვა და ჭერს მიშტერებოდა.
- შემეშვი სოკჯინ, - სანამ უფროსი ხმის ამოღებას მოასწრებდა ანუკიმ დაასწრო, თან ჭერისთვის არ მოუშორებია თვალი.
- გეგმაზე უნდა ვილაპარაკოთ ანუკი, - სოკჯინი ოხრავს და მშვიდად პასუხობს გოგოს.
- ვიცი, ჯერ კიდევ კარგად ვიყენებ ჩემს ძალას და ყველას ფიქრები მესმის, - დამცინავად ჩაილაპარაკა წითურმა.
- ანუკი...
- შემეშვი - მეთქი! - მაშინვე შეჰყვირა გოგომ და განრისხებულმა შეხედა თვალებში.
- ღმერთო ჩემო! უჯიუტესი არსება ხარ მთელს პლანეტაზე! - თავადაც შეჰყვირა სოკჯინმა, გარეთ გავიდა და კარი ჯახუნით გაიხურა. დაბლა გაღიზიანებული ჩავიდა.
- ანუკი? - იკითხა ჯონგინმა.
- ხასიათზე არაა ქალბატონი და არ ჩამოდის, - თვალებს ატრიალებს სოკჯინი, - მე კიდე მასთან ჩხუბის თავი უკვე აღარ მაქვს, - ოხრავს ბოლოს.
- დაიცადეთ, ახლავე მოვალ, - პასუხის მოსმენის შემდეგ ჯონგინი ფეხზე დგება და კიბეზე არბის. პირველივე შემხვედრ ოთახს ამოწმებს და ბედად ანუკი იქ ხვდება. ლოგინზე მწოლიარე გოგოს რომ ხედავს, თბილად იღიმის და შიგნით შედის.
- მისტერ კიმ დაკაკუნების გარეშე რატომ შემოდიხართ? - ვითომ მკაცრად კითხულობს წითური, მაგრამ ეღიმება და საწოლზე ჯდება.
- უკვე იცოდი რომ მოვდიოდი, ასე რომ დაკაკუნება საჭირო არ იყო, - მხრებს იჩეჩს ბიჭი და ღიმილის დროს თვალები უქრება.
- მართალია, - იცინის ანუკი.
- ჩამოსვლას არ აპირებ? - მხოლოდ ერთხელ კითხულობს ბიჭი.
- არა ჯონგინ უბრალოდ არ მინდა, ხასიათზე არ ვარ, - წუწუნებს ანუკი. კიმი ხვდება რომ რამდენიც არ უნდა ეხვეწოს გოგო ქვევით მაინც არ ჩავა, ამიტომ სწრაფად ავლებს ხელს ფეხებსა და წელზე, და მოულოდელად იტაცებს ხელში რის გამოც, გოგო შეშინებული წამიერად კივის.
YOU ARE READING
Eunomia✓
Randomდედამიწაზე ჩამოვარდნილი უცნობი რადიაციული ასტეროიდი ეუნომია და შეშლილი მეცნიერის განზრახვები მის გამოკვლევასა და ცდების ჩატარებაზე... რა მოხდება, როდესაც ცდები უკიდურეს შედეგებს გამოიღებს, მაგრამ მეცნიერი მაინც არ გაჩერდება? 2021.07.23~2022.04.07