-თუ ეხლა არ იტყვი მერე რომც მოინდომო...
-კარგით...-სისხლი გადმოაფურთხა.- გეტყვით... გეტყვით ოღონდ ნუ მომკლავთ.
-ძალიან კარგი.-გავუღიმე.
-ჰოსეოკი, მან უნდა იცოდეს ამ საქმეზე რაიმე. მე მართლა არაფერი ვიცი.
-ჰოსეოკი ვინ არის?
- ადრე მისი მეგობარი იყო. დიდი ხანია დაშორდნენ ერთმანეთს რაღაც მიზეზის გამო. ის გეტყვის მის სუსტ წერტილებს.-ძლივს ლაპარაკობდა. ალბათ კბილები ჩაემტვრა და ამიტომ ჩლიფინებდა. ღმერთო რა გამაღიზიანებელია.- ყოველ შემთხვევაში მან ჩემზე მეტი იცის...
-ძალიან კარგი.- ხელი ლოყაზე ნაზად მოვუსვი. -თავიდანვე ასე რომ დაგეწყო ალბათ აღარ მოგკლავდი.- ამ სიტყვების გაგონებისას იყვირა. ისე ფართხალებდა, როგორც თავზი ნაპირზე.
მიმიკის საშუალებით გოგონებს ვანიშნე მისთვის მიეხედათ. ფეხები სპეციალურ რკინის ყუთში ჩააწყობინეს. ცემენტი დაასხეს. ცემენტის გაშრობას არ დავლოდებივარ. გარეთ გამოვედი მას გაშრობის შემდეგ მდინარეში გადააგდებენ. ვეღარ ამოყვინთავს.
ოფისში შევედი.
"ჰოსეოკი" ვფიქრობდი ჩემთვის. "უკვე გამაღიზიანებელია ამ საქმეზე მუშაობა."
ჩემი სახლის ოფისში შევედი და სკამზე მოწყვეტით დავეცი. მოსამსახურეს დავუძახე.
-ჯონქუქს უთხარით, რომ საქმე მაქვს.
ფაილებს მივხედე. ბიზნესი დიდ დროს მოითხოვს.
ოცი წუთი იყო გასული, რომ კარზე კაკუნი გავიგე.
-შემოდი ჯონქუქ.
-მოგენატრე?
-ჰოსეოკზე ინფორმაცია მოიძიე.
-მღალატობ?
-არ გინდა საქმეს მიხედო?
- დო იოუნ...- ახლოს მოვიდა და ჩემს გვერდით მაგიდაზე ჩამოჯდა.- ამ საღამოს იმედია დროს გამონახავ. დღეს 23 სექტემბერია.
-ვიცი.- არ შემიხედავს ისე ვუთხარი.
-დო იუნნნნ...!- წაიწუწუნა და კალთაში ჩამიხტა.- ყურადღებას სულ არ მაქცევ!
-მეგონა გაიზარდე.- ზურგზე ხელი მოვუსვი.
-სულ იმას არ მეუბნებოდი, რომ ბავშვივით ნუ მექცევიო.- წამოდგა.
-მოკლედ - ხმის ტემბრი ისევ ნორმალურ ტონს (ბოხს) დაუბრუნდა.- არ მაინტერესებს დღეს გამოგივლი და შენთვისვე აჯობებს მზად დამხვდე.
-ჰოჰო.- ჩემს ცინიზმს მიხვდა, მაგრამ პასუხი არ დაუბრუნებია. ოთახიდან გავიდა.
სამი საათი გადაბმულად ვიმუშავე. საქმე დავასრულე და საკუთარ თავს განტვირთვის უფლება მივეცი. ოთახიდან გამოვედი და სარდაფისკენ გავწიე. დიდ საცეკვაო დარბაზში შევედი. იქვე გამოვიცვალე და მუსიკა ჩავრთე. ცეკვა დავიწყე. გარშემო სამყაროს ნელ-ნელა ვცილდებოდი. ვეღარაფერს ვამჩნევდი გარდა საკუთარ გამოსახულებას სარკეში. ამასაც მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიმე არასწორი მოძრაობისას შენიშვნა მიმეცა. მალევე მასაც ვეღარ ვხედავდი. ვერაფერზე ვფიქრობდი, მაგრამ თან ყველაფერზე ვფიქრობდი. არ ვიცი რა დრო იყო გასული, როცა "ბუძელნიკის" ხმამ გამომაფხიზლა, თითქოს მეძინა და გამაღვიძა.
ტილო ავიღე და სახიდან ოფლი ჩამოვიწმინდე. ტელეფონს დავხედე, მომზადება უნდა დამეწყო.
ჯონქუქი მართალი იყო. ადრე, როცა ბავშვები ვიყავით ერთმანეთს ძალიან დიდ დროს ვუთმობდით, მაგრამ ეხლა აღარ. დარწმუნებული ვარ ორივეს გვენატრება ის დრო. ამასობაში აბანოში შევედი და შხაპი მივიღე. სასიამოვნო იყო. გამოვედი და პირველი თმის გაკეთება დავიწყე, რადგან ეს უფრო დიდ დროს მოითხოვდა. დღეს მინდოდა ხვეული თმა მქონოდა. დავიხვიე კიდეც. მაკიაჟიც გავიკეთე. გარდერობში შევედი და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე. გადაწყვეტილება კაბაზე შევაჩერე, რომელსაც უკვე დიდი ხანია ამ დღისთვის ვინახავ. სპეცუალურად დღეისთვისაა. ამას სხვაგან არც ჩავიცვამ. იმ კაბას მახსენებს, რომელსაც ხშირად ვიცვამდი ამ დღეს, თუმცა ბავშვობაში. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი ასაკის შესაფერისი იყო, თუმცა შინაარსი ბავშვური ჰქონდა. ლამაზი ყვითელი კაბა. წელსა და მხრებში გამოყვანილი. წელს ქვევით გაშვებული ფართედ. მუხლებამდე კაბა იყო. ყვითელი ფერის ტონალობები ერთმანეთს უცნაურად ენაცვლებოდა რაც მას ორიგინალურობას უნარჩუნებდა. მაგრამ ეს არ იყო გამოსასვლელი, რესტორანში ჩასაცმელი კაბა. უბრალო, მაგრამ ორიგინალური. ყვითელივე მაღალქუსლიანი გრძლ თასმიანი, გახსნილი ფეხსაცმელი ავიღე, ჩავიცვი და თითქმის მზად ვიყავი. სარკეში საკუთარ თავს ვუყურებდი. ჯონქუქის ნაჩუქარი ვერცხლის ძალიან სადა და ლამაზი ყელსაბამი ავიღე. რომელიც 15 წლის ასაკში მაჩუქა.
ღია ცისფერი ჩანთა და მოსასხამი ავიღე. ვიფიქრე ყვითელ კაბას და ცისფერ საყურეებს მოუხდებოდა.
სარკეში ჩავიხედე და საკუთარ თავს დავაკვირდი. "ასე ერთი შეხედვით სულაც არ გავხარ ცივსისხლიან მაფიოზს." გავიფიქრე. ამის გამო სულაც არ ვწუხდი. ეს ვიყავი, ასეთი გავიზარდე და ამიტომ დავიბადე. ამას ვერ შევცვლით და არც ვუარყოფ. ასე რომ ვქნა საკუთარ თავს ვუარყოფ. ასე არ მოვიქცევი. მე ის ვარ ვინც ვარ და ვინც უნდა ვიყო.
ფიქრებიდან ზარმა გამომიყვანა. კარზე ზარი იყო. მოსამსახურემ კარი გააღო. არ ვჩქარობდი. ყელსაბამის გაკეთებას ვცდილობდი. ისევ ვერ ვიკეთებ... ახლა უკვე ჩემი ოთახის კარზეც გაისმა კაკუნის ხმა.
-შემოვდივარ.- სხვა ვინ თუ არა ჯონქუქი. კარი გააღო და ოთახში შემოვიდა. ციაფერი ზედა და თეთრი ბრიჯი ეცვა. ხელზე სამაჯური და საათი ეკეთა. ხელი ხელზე მოვკიდე და რაღაცის გადასამოწმებლად მაღლა დასანახად ამოვწიე.- ეს ბეჭედი სულ მიკეთია. ყოველთვის ასე რატომ ამოწმებ?- ბეჭედი რომელიც 14 წლისამ ვაჩუქე. მას შემდეგ შენახული აქვს. ხშირად უკეთია ხოლმე მაგრამ არა ყოველდღე. მაინცდამაინც ვერ ეგუება ბეჭდებს.
-ამ ბეჭედით ასეთი ბიჭი ხალხში არ უნდა ჩნდებოდე. შესაცვლელი ხომ გიყიდე, ის უნდა გაიკეთო.
- მე ეს მომწონს. ეს ერთ-ერთი პირველი საჩუქარია შენგან. ამას როგორ გადავაგდებ. შენ მე რამე მიყიდო პირდაპირ სასწაყლია.
-არც შენა ხარ ჩემზე ნაკლები.- ტყუილი ერია ჩემს სიტყვებში, მაგრამ სიმართლეც იყო.
-ყელსაბამებს ისევ ვერ იკეთებ?
-ისევ შენ მოგიწევს.- ყელსაბამს ვერასოდეს ვიკეთებ. ყოველთვის ის მეხმარება.
-მერე მე დამიწყებ დებილი ხარო...-ყელსაბამი გამიკეთა.
- ხარ და რა ვქნა.- მისკენ შევტრიალდი.
-უნდა მომესიყვარულო.- ჩემი ჩანთა აიღო და კარი გამიღო.
-უნდა დაიმსახურო კიდეც.- თვალი ჩავუკარი და გამოვედი.
-რითი ვერ დავიმსახურე.- ლოყაზე ვაკოცე, რაც იშვიათობაა ჩემგან. წინ გავაგრძელე გზა და სახლიდან გამოვედი. ისიც მალე გამოერკვა და სირბილით დამეწია.
-ბოლო კოცნიდან წელიწადი მაინც გავიდა. მოულოდნელად ნუ მკოცნი ხოლმე. გამაფრთხილე ასე უფრო დავიმახსოვრებ ამ შეგრძნებას.- მანქანის კარი გამიღო. ჩავჯექი. მან მანქანას შემოუარა და საჭესთან დაჯდა. ძრავა ჩართო და ეზოდან გავიდა.
-ჰოსეოკზე გამირკვიე?
-დღეს სამსახურზე ნუ ვილაპარაკებთ.
-როგორც გინდა. სად მივდივართ?
-სანაპიროზე.
-მაშინ როცა მივალთ გამაღვიძე.- ფანჯრის შუშა ჩამოვწიე, რადგან ამის გარეშე ვერ ვმგზავრობდი. ხელით თავი დავიჭირე და თვალები დავხუჭე.
-დღეს დაძინების საშუალებას არ მოგცემ.-ჩემი საყვარელი მუსიკა ჩართო. არ შემეძლო უნდა ავყოლოდი.
საღამოა ბევრი მანქანაა ტრასაზე. მესამე ზოლში ძალიან სრაფად მივდიოდით. პარალელურად ვმღეროდით. მალევე ჯონქუქმა შუშებს აუწია და კონდიციონერი ჩართო. მუსიკასაც დაუწი, რადგან ძალიან ხმამაღალი აღმოჩნდა.
-შენთვის ფლეილისთი შევქმენი ყველა ის მუსიკაა რაც ჩვენ გვიყვარს.- მის ნათქვამზე გამეღიმა. მისგან მსგავსი საქციელით განებივრებული ვიყავი.
დიდი დრო გავიდა მუსიკები მთელ გზას არ ეყო. ამიტომ განმეორებითაც მოვუსმინეთ უპრობლემოდ. სანაპიროსაც მივუახლივდით. ქუჩებში ბავშვები დარბოდნენ.
-ამ ბავშვებს მშობლები სად ყავთ?! ამ შუაღამისას გარეთ ასე უპატრონოდ რატომ უშვებენ?
-მანამ არ შეაფასო სიტუაცია სანამარ გაერკვევი.- მანქნა გააჩერა და გადავიდა. შემოვლას აპირებდა და ჩემი კარების გაღებას, მაგრამ არ ვაწვალე და თავად გადმოვედი.
-გარკვევა არ მჭირდება! ფაქტია რომ უპატრონოდ ყრიან.
-ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი.
-ჰოოო? და ბავშვების ქუჩაში უყურადღრბოდ დაყრასაც?- ჩემი ნათქვამი დააიგნორა. "რა თქმა უნდა მე ხომ მართალი ვარ." გავიფიქრე. ჯონქუქი ერთ-ერთ ბავშვთან მივიდა, მის სიმაღლეს გაუთანაბრდა და თბილად ჰკითხა, თუ რატომ იყვნენ გარეთ. ბავშვი თურმე მშობლებს ელოდებოდა სამსახურიდან ჯერ არ იყვნენ დაბრუნებულები. ისიც დაამატა, რომ ძალიან ბევრს მუშაობენ, რადგან ბებია ცუდად ჰყავთ და სავადმყოფოს ხარჯებს ვერ ფარავენ და მისთვის დრო აღარ რჩებათ.
შემრცხვა, ასეთ რამეს არ უნდა ვამბობდე. ჯონქუქი მართალი იყო. ძალიან შემრცხვა. მათთან მივედი. ორივემ თბილი და სევდიანი თვალებით ამომხედეს. მეც მათ სიმაღლეს გავუსწორდი.
- არაუშავრს, ჩემი მშობლებიც ასე იყვნენ.- მაგრამ მას ჩემგან განსხვავებით ცუდი ურთიერთობა არ უნდა ჰქონოდა მშობლებთან, რადგან ასე სულმოუთქმელად ელოდებოდა მათ გარეთ.- თუ არ იმუშავეს ბებოს ვერ გადაარჩენენ. ისინი არ დაადანაშაულო. შენ ნუ მოიწყენ და საკუთარი თავი თავად გაამხიარულე, რადგან ამას სხვა არ იზავს შენს გარდა.- ჩანთაში რაც კი ფული მქონდა, ბევრი არ იყო მაგრამ არც ცოტა, ამ ბავშვს მივეცი. არ მართმევდა მაგრამ ბოლოს მაინც ჩემსას მივაღწიე.- ეხლა სახლში წადი ისე რომ ეს ფული არავინ შეამჩნიოს. დედას და მამას მიეცი. ისინი სწორად გამოიყენებენ.- წერილი დავუწერე რათა პრობლემები არ შექმნოდა.- ეს წერილი მშობლებს მიეცი. აქ ახსნილია სიტუაცია. თუ არ დაგიჯერეს ტელეფონის ნომერიცაა და შეუძლიათ დამირეკონ, კარგი?- ბიჭმა თავი დამიქნია, ლოყაზე მაკოცა და სახლისაკენ გაიქცა. ასე მაინც გამოვისყიდდი დანაშაულს.
ჯონქუქი წამოდგა. ხელი გამომიწოდა და მეც წამომაყენა. არაფერი უთქვამს ისე გააგრძელა გზა სანაპიროსკენ. არც განუკიცხივარ ჩემი სულელური სიტყვებისთვის. არც ნიშნისმოგებით უთქვამს რამე. არც მის საქციელს შეტყობია კამათის მოგების სიამაყე. ესაა ერთ-ერთი მისი თვისება იმ მრავალიდან რატომაც ვცემ დიდ პატივს ჩემს მარჯვენა ხელს და რატომაც არ დამიკარგავს ის ამ ხნის მანძილზე. ასეთ ადამიანებს უნდა გაუფრთხილდე. ისინი იშვიათობები არიან. ჩემი მისადმი დამოკიდებულება გაფრთხილებას სულაც არ გავს ეს მისი სურვილიც იყო, რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო. თორემ ადამიანი, რომელსაც არ უყვარხარ, ამდენს არ მოგითმენს.
-ქუქიიი!- ხელი მხართან ჩავკიდე.- აქ რა უნდა ვქნათ?
-უნდა ვჭამოთ.-მუცელზე დავიხედე. მთელი ცხოვრება წონაზე ვდარდობ. იმის მიუხედავად, რომ ეს ყველაზე ნაკლებად სანერვიულო საკითხია ჩემი ტანიდან გამომდინარე. მან ჩემი ქცევა სწორად ამოიკითხა. არც მიკვირს თავიდან ბოლომდე მიცნობს.- უნდა ჭამო. ცოტა უნდა მოიმატო. ასე არ შეიძლება!
-კარგი. - არ შევეწინააღმდეგე. ისედაც ვაპირებდი. სახლში ჭამა ვერ მოვასწარი. მალევე სანაპიროზე პატარა მრგვალ მაგიდას მივადექით. ორი სკამი იდგა მასთან, ერთმანეთის საპირისპიროდ. მაგიდაზე ორი თეფში სპაგეტი იდო. ორი ჭიქა შამპანიურით.
-ასეთ ადგილებში შეყვარებულს უნდა პატიჟებდე.- ვუთხარი, მას შემდეგ რაც სკამი გამომიწია და დაჯდომის საშუალება მომცა.
-ნუთუ არ ვართ. - როგორც ყოველთვის იხუმრა. ასე "ვაწვალებთ" ხოლმე ერთამნეთს. შეყვარენულები არ ვართ, მაგრამ არც მეგობრები ვართ თითქოს.
-დღეს იტალიური სამზარეულოთი მიმასპინძლდები?
-კიი პიცაც მოვა ამის შემდეგ.
-ამდენს ჩემი კუჭი ვერ დაიტევს.
-ღორმუცელა ხარ მე მაინც ნუ მატყუებ.
-ქუსლიამები არ მეცოდებოდეს გამოგიქანებდი.
ჭამის დაწყებას ვაპირებდით, როდესაც მაგიდასთან რაღაცამ იფეთა. მაგიდა მაღლა აიწია და მოისროლა. იგივე დაგვემართა ჩვენც. მარცხენა ფეხი დასისხლიანებული მქონდა. საბედნიეროდ ღრმა და სერიოზული ჭრილობა არ ყოფილა. საკუთარ თავზე იმდენი არ მიდარდია, როგორც ჯონქუქზე. რომ გავხედე უბრალოდ იწვა. მასაც მარჯვენა ფეხი იგივე მდომარეობაში ჰქონდა. ახლოს მივედი. ტკივილს არ დავეძებდი. არც კი მიგრძვნია ჯონქუქს ასეთს რომ ვხედავდი. არაა... მას ფეხი უარესად ჰქონდა. ღრმა ჭრილობიდან სისხლი მოსდიოდა. თავი ქვაზე ჩანოერტყა და ამიტომ უგონოდ იწვა.
-ჯონქუქ გამოფხიზლდი. ნუ მეთამაშები.- გავამოძრავე. რეაქცია არ ჰქონდა.- იცოდეე ვერ გადამირჩები. არ გაცოცხლებ თუ ახლა მეთამაშები. ხომ მეთამაშები?- მისი თავი დავიჭირე მაგრამ მაშინვე იგივე პოზაში დავაბეუნე. ხელი არ უნდა შევახო, ასე უნდა დავტოვო. უარესად არ გავართულო სიტუაცია. თავი ხელში ავიყვანე. გრძნობები როგორც ყოველთვის უკანა ფლანგზე გადავწიე. ტელეფონი ავიღე და ცხელ ხაზზე დავრეკე. მიმტანს პირველადი დახმარების ყუთი მოვატანინე. ჭრილობას დავხედე.
-ღრმაა...- ვთქვი უემოცუოდ.
ბინტი ამოვიღე და გადავუხვიე. ჭრილობის მაღლა კარგად მოვუჭირე. ასე სისხლდენა ისეთი მასიური აღარ იქნებოდა, ან მთლად უკეთესი შეიძლებოდა შეეწყვიტა კიდეც. თავს ვერ გავეკარე ამდენი აღარ ვიცოდი. მაგრამ ვხედავდი როგორ სდიოდა სისხლი. ახლა კი როცა ასეთს ვუყურებდი ემოციები ნელნელა უკან ბრუნდებოდნენ. პირველობას მაინც არ თმობდნენ. მას ზევიდან დავყურებდი. ვერაფრით ვშველოდი. ხელი ჩავკიდე და დავპირდი თუკი გაიღვიძებდა გვერდიდან არ მოვიშორებდი.
YOU ARE READING
წვიმის ხმა
Fanfiction-მეძინება. -დაიძინე. -მაგრამ შენთან ლაპარაკი მინდა. - მაშინ ერთად დავწვეთ. გაფრთხილება: შეგხვდებათ 18+ სცენები. თუ მსგავსი კონტენტი არ გსიამოვნებთ, მაშინ ეს ფიკი თქვენთვის არ...