ცრემლები, რომლებიც ლოყებზე, როგორც მდინარე ისე ჩამოდიოდა, მოვიწმინდე.
-ჯონქუქ ადექი!- ვთქვი წყნარად. ახლოს მივედი.- ქუქიიიი! გთხოვ!- ისევ ვტიროდი.- ასე ნუ მომექცევი... მომენატრები!..- ვსლუკუნებდი- გაიღვიძე! ნუ გძინავს ქუქ! არაა ძილის დრო!- ხელი ჩავკიდე. ისევ ისეთი თბილი ხელი ჰქონდა. გეგონებოდა ისევ ჩქეფდა სისხლი მის ხელებში.
-კარგი რაა დამაძინე. იცი მაინც რომელი საათია!-მისაყვედურა ჯონქუქმა ისე, რომ თვალებიც არ გაუხელია.
-რა?- ცრემლები გაჩერდნენ, მაგრამ მაინც ვსლუკუნებდი. მან თვალები გაახილა. ეხლა უკვე ვხვდებოდი, რომ აღარაფერი მეჩვენებოდა.
-დო იუნ- კარგად დამაკვირდა.- ცხვირი მოიწმინდე.- თვალები ისევ დახუჭა.
-ჯონქუქ, შე საძაგელო!- ახლა უკვე სიხარულის ცრემლები წამომივიდა. მკერდზე ხელი დავარტყი. გაეცინა და წამოდგა.- ნუ მოძრაობ! შენთვის მოძრაობა შეიძლება?- ჩაწითლებული თვალები მის თვალებს გავუსწორე.
-ნუ ნერვიულობ.- მის ხელებში ჩემი სახე მოიქცია და ცერა თოთებით ცრემლები მომწმინდა.- რამდენი გიტირია.
თვალები დავხუჭე და საკუთარი თავის დამშვიდება დავიწყე. შემეძლო აღარ მენერვიულა. მაგრამ იქნებ ეს ყველაფერი შოკისგამო მეჩვენებოდა.
სასწრაფოდ ხელებზე ხელები მოვკიდე. ნამდვილად ვგრძნობდი. სახეზე მოვუსვი. სხეულზე ავატარ-ჩამოვატარე.
-სიმდიდრესთან ფრთხილად.- ხუმრობის ხასიათზეც იყო. მის გამოხტომას არ ვუპასუხე. არაა ნამდვილად არ მეჩვენებოდა.
-ნამდვილად არ მეჩვენები?
-არა, შემომხედე. ილუზუა არ ვარ. ნუ ეხლა ბევრი გოგო კი ოცნებობს ჩემზე მაგრამ...
-ასეთ სიტუაციაში როგორ ხუმრობ.- ხელი მხარზე გავარტყი.
-აააააა!- იყვირა. ახლოს მივიწიე შეშინებული. რა ვატკინე? სულელი ხარ დო იუნ! ასე როგორ ექცევი!
-რა გატკინე? ბოდიში! ძლიერად არ მინდოდა!- წელზე ხელი მომხვია და კიდევ უფრო ახლოს მიმწია. გაიცინა და თვალი ჩამიკრა.- შეეე დეგენერატო! იციი რასგიზავვ!!!- ვუყვირე.- ეხლა მართლა გატკენ! - ხელი ავწიე, ჩასარტყმელად. მან მეორე ხელით ჩემი აწეული ხელი დაიჭირა. ჩემი მეორე ხელი გაჭედილი იყო ჩემსა და მის შორის, რადგანაც მთლიანი სხეულით მასზე მიკრული ვიყავი. აწეული ხელი მის მკერდზე დამადებინა.
-ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგადაა. მე კარგად ვარ. არ ყოფილა ძლიერი ნივთიერება. რამდენიმე წუთით მომთენთა და დამაძინა. - თვალებში მიყურებდა. თავი მის მხრებში ჩავრგე.
-მეგონა მოკვდი.- თავზე მეფერებოდა.
-ჩემი მოკვლა ასე მარტივი არაა, მითუმეტეს შენ მყავხარ გვერდით.- ხელები მომხვია.
-წამოდი სახლში წავიდეთ.- ვთქვი რამდენიმე წუთის შემდეგ.
ის წამოდგა, კათეტერი შეამჩნია და დამცინა.
-დებილი მე კი არა შენ ხარ. ამას შეხედე!- კათეტერზე მიმითითა, რომელიც სულ არ შემიმჩნევია.- მკვდარ ადამიანს ამას არ უკეთებენ.
-შენზე უკეთ ვიცი!
-კი კი შევატყე!- მითხრა დამცინავად და კათეტერი მოიძრო.
ეტლი მივუგორე და გადმოსვლაში მივეხმარე.
-ეხლა ჭკვიანად უნდა მოიქცე, თორემ ნებისმიერ დროს შემიძლია შუა გზაში დაგტოვო.- ოთახიდან ეტლით გამოვიყვანე.
-ჩუმად ვარ.- ხელები ჰაერში ასწია. გამეღიმა.
გადასახადები გადავიხადე და გარეთ გამოვედი. ჯონქუქის მანქანა ისევ იქ იდგა სადაც დავტოვე. მის შავ მანქანაში ჩემი მკვეთრი ანარეკლი შევნიშე.
რას ვგავდი. ასეთი მოუწესრიგებელი ჯერ არ ვყოფილვარ. კაბა დამწვარი და დასისხლიანებული. სახე არეული. თმები გაწეწილი. ახლახანს შევამჩნიე რა მდგომარეობაში ვიყავი.
ჯონქუქი მიხვდა დაყოვნების მიზეზს.
-ნუ ნერვიულობ მე მაინც მომწონხარ.- მითხრა ღიმილით.
-აი დარდი თუ არ მოგეწონები. მაგაზე არ ვინერვიულებ.
ადგომაში მივეხმარე და მანქანაში ჩავსვი. ეტლი სავადმყოფოში დავაბრუნე. მანქანას შემოვუარე და საჭესთან დავჯექი.
მანქანა დავძარი და სახლში წავედით.
სახლში მივედით. მოსამსახურეები გამოვიდნენ. ჯონქუქზე ხელი არავის მოვაკიდებინე. დაცვას მანქანის გასაღები მივეცი და ვთხოვე ადგილი გამოენახა მისთვის.
ჯონქუქმა ხელი გადამხვია და დამეყრდნო. სახლში ნელი ნაბიჯით შევედით. ჩემს ოთახში ავიყვანე და საწოლზე დავსვი. იმის მიუხედავად, რომ სხვა ოთახებიც მქონდა, არანაკლებ კონფორტულები, მაინც ჩემს ლოგინში დავაწვინე. დავპირდი რომ გვერდიდან არ მოვცილდებოდი. თანაც ვინანე მაშინ მარტო, რომ დავტოვე.
-წყლის გადავლება გინდა?- წინ დავუდექი.
-არა დღეს არაფერი მინდა. მხოლოდ ძილიც დამაკმაყოფილებს.- წამოწვა.
-როგორც გინდა.-საბანი გადავაფარე. ვატყობ არც გამოცვლის თავი ჰქონდა. ფეხზე გავხადე და ისინიც იქვე დავუწყე.
გარდერობში შევედი და პიჟამოები ავიღე. გრძელი ფართე ვარდისფერი შარვალი და იმისავე ვარდისფერი მაისური, მოკლემკლავიანი, თავისუფალი ყელით.
აბანოში შევედი. ვიბანავე, მაკიაჟი მოვიშორე. თმები ტილოში გავახვიე, პიჟამოები ჩავიცვი და გამოვედი.
-შენ არ იძინებ?- მკითხა ჯონქუქმა, რომელიც უკვე დაძინებული მეგონა.
-ცოტახანში.
-მაიცაა ერთად უნდა დავწვეთ?- მკითხა შეშფოთებულმა.
-ვიცი რომ ეს შენც გინდა.- შემოვტრიადი და გავუღიმე. საწოლს მივუახლობდი.
- რა ეს?- ბავშვის თვალებით ამომხედა.
-კარგი რა ჯონქუქ- სახეზე ხელი მოვუსვი.- თავს ნუ იტყუებ.- ხელი ლოყაზე გავაჩერე და ვნებიანად შევხედე. ტუჩები დავისველე და წინ წავიწიე. აფორიაქდა, მაგრამ არ განძრეულა.
წელში გავსწორდი.
-შენი სახე უნდა გენახა.- გულიანად გავიცინე. ამაზე გაბრაზდა ხელი მომხვია, მაგრამ მალევე დავიჭირე და უკან გამოვიწიე. ამის გამო განზრახული ვერ აასრულა, დანებდა და თვალები დახუჭა.
-ამ საწოლში არ დაწვე! წინ რომ მდივანი დევს იქ დაწექი.- მითხრა გაბრაზებულმა და ზურგი შემაქცია. გავიცინე და ოფისში შევედი. კარები ყოველი შემთხვევისთვის ღია დავტოვე. ასე ჩემს ოთახს არ მოვწყდდბოდი.
სავარძელზე დავჯექი და დღევანდელის გაანალიზება დავიწყე.
აფეთქებული ბომბი პარკ ჯიმინის ნამოქმედარი უნდა იყოს. ჩვენი მოკვლა არ უნდა. უბრალოდ შეგვაშინა. რომ სდომოდა, იმ პატარა ბომბის ნაცვლად დიდ ბომბს დამარხავდა.
უფრო სწორად ჯონქუქის მოკვლა არ უნდა. ზედმეტ მსხვერპლს ყოველთვის ერიდება. მისი მოკვლა, რომ სდომოდა რამე მომაკვდინებელ და უფრო ეფექტიან შხამს შეუყვანდა. გაითვალისწინა, რომ სავადმყოფოს წინ ვიყავით და უბრალო შხამი შეიყვანა მის ორგანიზმში. ამით გამომიჭირა და თავის ხაფანგში შემიტყუა.
იქიდან თუ ვიმსჯელებთ, რომ მისი მარჯვენა ხელი გამოგზავნა ანუ ძლიერ მეტოქედ მიმიჩნევს. ასე რომ არ იყოს, მხოლოდ საქმის შემსრულებელს გამოაგზავნიდა მმართველის გარეშე.
პარკ ჯიმინ ამას არ გაპატიებ. მალე ინანებ შენივე წამოწყებულ თამაშს. ანგარიში 1-0 მის სასარგებლოდ. ეხლა ჩემი შეტევის დრო მოვიდა.
დაუფარავად მოქმედებს, ნეტავ რა აქვს ჩაფიქრებული?
საბუთებს დავხედე, თავს უფრო მეტი ძალა დავატანე.
სამაგიერო... ოოო ეს ისააა რაც ყველაზე მეტად მსიამივნებს. რაც ყველაზე კარგად გამმომდის. ეს სიტყვა შეგიძლიათ ჩემს დასახასიათებლადაც გამოიყენოთ, რადგანაც ზუსტად აღმწერს.
ვენებში სისხლი ადუღდაა. სიამოვნებას წინასწარ ვგრძნობდი.
მეორე დილით ტელეფონის ზარმა გამაევიძა. უცხო ნომერი იყო. ვუპასუხე.
-გამარჯობა, მე კიმ შივუ ვარ. გუშინდელთან დაკავშორებით გორეკავთ.- გოგონას ხმა შეყოვნდა.- ჩემი ავილისთვის დიდი ოდენობით თანხა მიგიციათ. როდის გეცლებათ? მინდა შეგხვდეთ და უკან დაგიბრუნოთ.
-არაა საჭირო. საჩუქარს უკან არასოდეს ვიბრუნებ.
-კი მაგრამ...
-გთხოვთ ნუ გამიძალიანდებით. რახან ფული მოგეცით ანუ საჭიროდ ჩავთვალე. სამაგიეროდ თქვენგანაც ვითხოვ სურვილის ასრულებას.
-დიახ გისმენთ.
-ბავშვს დრო დაუთმეთ. ამას ვერასოდეს აინაზღაურებთ ვერაფრით, ვერც დიდი ოდენობის ფულით. იმედია ეს ფული ბავშვთან მეტი დროის გატარების საშუალებას მოგცემთ.
-მადლობა.
-კარგად ბრძანდებოდეთ.
-ნახვამდის.- გავთიშე და ტელეფონი მაგიდაზე დავდე.
ჯონქუქის ხმა გავიგე, მეძახდა. იმ ოფისში დამძინებია. წელი ამტკივდა, როცა გაშლა ვცადე.
-რა გინდა?- ფეხზე წამოვდექი და ოთახში შევედი. ოფისის კარი გამოვკეტე. მასთან ახლოს მივედი.- რამე გტკივა?
-კი...- მითხრა მოწყენილი, დამძიმებული ხმით.
-რა? - მხრებზე ხელი მოვკიდე. ავათვალიერ-ჩავათვალიერე. მან ჩემი მარჯვენა ხელი აიღო და თავის მკერდზე დაიდო.
-გული დო იუნ, გული.- ამომხედა და სიცილი ვეღარ შეიკავა.
-მოგხვდება!- ხელი გავუშვი.
-სულ ეგრე მაუბნები მაგრამ არასოდეს ასრულებ.
-შენს მდომარეობაში მაგას არ ვიტყოდი.
-მართალი ხარ!- წამოჯდა.
-მე ყოველთვის მართალი ვარ.- გამოსაცვლელად შევედი გარდერობში. დღეს გადავწყვიტე ნაცრისფერი სპორფულები ჩამეცვა. ნაცრისფერი შორტი, მისივე ტოპი და მოსასხამი. ჯონქუქსაც იგივე სპორტულები გამოვუტანე. ერთმანეთის ტანსაცმელი გვაქვს ორივეს სახლებში. არის ხოლმე შემთხვევები, როცა ერთმანეთთან ვრჩებით.
-ადექი ჩაიცვი.
-ძალიან სუსტად ვარ! მომეხმარე.- ადგომაში მივეხმრე. - ჯერ უნდა ვიბანაო.
-არ მითხრა რომ მაგაშიც უნდა მოგეხმარო.
-ურიგო არ იქნებოდა.
-შეყვარებულის გარდა მსგავსი რამის გაკეთების საშუალება არავის არ უნდა მისცე.- აბაზაბაში შევიყვანე.
-და მომავალ შეყვარებულს?- აშკარა იყო რასაც გულისხმობდა. მომავალ შეყვარებულში მე მიგულისხმა. ისევ ვხუმრობდით.
-დაურეკე და მოიყვანე.- ვითომ ვერ მივხვდი მის ჩაბაფიქრს.
-მოსამსახურეს მაინც უთხარი.
-არა თავად მიხედე საკუთარ თავს.- ემოციების დამალვას მიჩვეული ვარ. არა მარტო სხვაა ვუმალავ, არამედ საკუთარ თავსაც. თავი მოვიტყუე და არ ვაღიარე ჩემი ეჭვიანობა.- მე სამზარეულოში ვიქნები.
სამზარეულოში ჩავედი. მოსამსახურეები შემომეგებნენ. სამზარეულოდან დავითხოვე.
მაცივრიდან სალათის ფოთოლი, ბეკონი, მდნარი ყველი, კეჩუპი და მაიონეზი. კარადიდან სპეციალური ჰამბურგერის პურები გამოვიღე. გვერდითა კარადიდან ტაფა გამოვიღე და გაზზე დავდე. ზეთი დავასხი და ბეკონები დავდე. ტოსტი გამოვიღე და შევაერთე. ბეკონი აშუშხუნდა. გადავატრიალე. პურებს მაიონეზი და კეჩუპი წავუსვი. ყველი დავადე, მერე ბეკონები, მერე ისევ ყველი და ბოლოს პური. ტოსტში დავდე და მეორეს გაკეთება დავიწყე. ბეკონები ამოვიღე, თეფშზე გადმოვაწყე და ტაფაზე ახალი ბეკონები დავალაგე. მეორე ტოსტიც გავაკეთე.
გაზი გამოვრთე. ეხლა ჰამბურგეტების გაკეთება დავიწყე. კეჩუპი და მაიონეზი წავუსვი ორივე მხარეს. დავადე ყველი, შემდეგ ბეკონი, დავჭერი პამიდორი და კიტრის მწნილი. ისინიც დავადე. მათ შორის სალათის ფურცლები მოვათავსე. მერე ისევ ბეკონი და ყველი. ბოლოს კი პური. ორივე მხოლოდ ორ-ორი ცალი გავაკეთე. მაცივრიდან ვაშლის წვენიც გამოვიღე და ჭიქებში დავასხი. მაგიდაზე ჰამბურგერიანი თეფშები დავაწყე. ჭიქები მივუწყე და ჯონქუქის ჩამოსაყვანად წავედი.
მას უკვე ჩაეცვა ნაცრისფერი სპორტულები. რომ იტყვიან აკვდებაო, აი სწორედ ამის თქმა შემიძლია. ფართე ნაცრისფერი მაიკა ეცვა, მაგრამ კუნთები ნათლად ჩანდა. შარვალი... ოოოო შარვალი...
მოკლედ ყველაფერი უხდებოდა.
-ვიცი რომ მოგწონვარ.- გამომაფხიზლა და ხელი გამომიწოდა.
-ნუ ოცნებობ, დედამიწაზე დაეშვი!- ახლოს მივედი, ხელი გადამხვია და დამეყრდნო.
-რეალური სამყარო ძალიან მომწონს.- კიბეებამდე მივიყვანე. ცალი ხელი მოაჯირს მოკიდა. ნელ-ნელა ჩავდიოდით.
- სამწუხაროა რომ იქ ვერ ცხოვრობ.
სამზარეულოში შევედით. მაგიდასთან დავსვი. ტოსტი და ჰამბურგერი მივუცურე. ჯერ მას მინდოდა აეღო.
- არ ვიცოდი დღეს ტოსტი უფრო გესიამოვნებიდა თუ ჰამბურგერი, ამიტომ ორივე გავაკეთე.
-დიდი პატივია მი ლედი.- თავი დამიკრა და ჰამბურგერი აიღო.- ოროვეს მივირთმევ.
მე ტოსტი ავიღე.
ჭამა რომ დავასრულეთ, მისაღებში შევედით. მოსამსახურეს სამზარეულოს მილაგება ვთხოვე.
-ჯონქუქ რა გამირკვიე ჰოსეოკზე?
- საბუთები გადმოგიგზავნე ემაილზე.
-კარგი შევამოწმებ. რამე ხომ არ გინდა?
-კი ლეპტოპი აქ ჩამოიტანე. მინდა ჩემთან ახლოს იყო.
-მე არ მინდა.- ფეხზე წამოვდექი. მაჯაზე ხელი მომკიდა და გამაჩერა.
-რამე რომ დამემართოს ვერ დაგიძახებ.- თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნას. ხელი გამიშვა. ლეპტოპი ჩამოვიტანე და სამუშაოს დავუბრუნდი.- როგორ ფიქრობ ჯიმინის ნამოქმედარია?
-კი გუშინ მისი მარჯვენა ხელი გამოუშვა. მათ ხაფანგში აღმოვჩბდი.
-რა?- ხმამაღლა თქვა და წინ წამოიჭრა.
-ნუ ინერვიულებ. ყველას თავისი ადგილი მივუჩინე. იუნგი კი დამისხლტა. ჯიმინმა სააშკარაოზე გამოვიდა. აღარ იმალება. შემდეში რა იქნება ვერ გეტყვი.- ჩემი ფიქრები გავანდე. ისიც დამეთანხმა.
-დარწმუნწბული ვარ სამაგიერო უკვე მოუფიქრე.
-დიდი დრო ამისათვის არასოდეს მჭირდება. გამოჯანმრთელდი ამის შემდეგ გავაკეთებ ჩემს სვლას.
-არ მეგონა ლაზიერს ასე უცბად თუ აათამაშებდა.
პარკ ჯიმინი და მე დიდი ხნის მტრები ვართ. აქამდე დაფარულად მოქმედებდა. ჩემი ერთ-ერთი "მამული" გადაწვა, სადაც დილერები მყავდნენ. მილიონები დამაკარგვინა. მერე ჩემს ოფისში სისხლიანი დანები დამახვედრა და კიდევ ბევრი ასეთი რამ. ალბათ ვერ აიტანა ძმის სიკვდილი. მე არ მომიკლავს მაგრამ მონაწილეობა მაქვს მიღებული. ითხოვს ძმის ნახვას ხოდა მოინახულებს. ჯიმინ... პარკ ჯიმინ... მე ვიქნები ის ვისაც ბოლო ამოსუნთქვისას დაინახავ.

STAI LEGGENDO
წვიმის ხმა
Fanfiction-მეძინება. -დაიძინე. -მაგრამ შენთან ლაპარაკი მინდა. - მაშინ ერთად დავწვეთ. გაფრთხილება: შეგხვდებათ 18+ სცენები. თუ მსგავსი კონტენტი არ გსიამოვნებთ, მაშინ ეს ფიკი თქვენთვის არ...