დო იუნი სახლში რომ მივიდა ბიძამის მაგრად ჩაეხუტა. ყველაფერი მოუყვა. სამივენი დასხდნენ და სიტუაციის განხილვა დაიწყეს. მრავალმა აზრმა გაიჟღერა, მათ შორის სიმართლემაც, მაგრამ ეს სიმართლე დანარჩენი ტყუილივით ჟღერდა, ამიტომ ასე შესამჩნევი არ იყო.
-დო იუნ ახლა საქმეში ჯიმინიც ჩაერევა. ყველაფერი აიხლართა. თუ ჯონქუქი მათთანაა გაერთიანებული მაშინ ამ სახლში მარტივად შემოაღწევენ. აქაურობა რომც დავტოვოთ ამ ქვეყანაში ნებისმიერ ადგილასაც რომ წავიდეთ მაინც გვიპოვიან. ჯიმინს უკვე ძალები აღდგენილი ექნება და თან საშინლად გამწარებული იქნება. სჯობს ქვეყანა დავტოვოთ და ცოტახნით საზღვარგარეთ წავიდეთ.- შესტავაზა ნამჯუნმა.
-არა! მე არსად გავიქცევი. იმ ნაძირალებს სულს ამოვხდი. ამის შემდეგ კი უკვე შეიძლება საზღვარგარეთ დასვენება. ჰავაის კუნძულებზე წავიდეთ. რას იტყვი თეჰიონ?- ცხელი ჩაი მოსვა და ადიელა უკეთესად შემოიხვია.
-აუუ კიიიი! გახსოვს შარშან რომ იტალიაში რა მაგარად გავერთეთ. ღამე რომ ვსეირნობდით ხოლმე და მერე ვცეკვავდით. წვიმაში რომ დავრბოდით ხოლმე. აუუუ ის ვაბშე მაგარი იყო შენ რო ის ბიჭები დააშტერე...-მხიარულად აჰყვა თეჰიონი, მაგრამ მამამისის მკაცრმა გამომეტყველებამ იძულებული გახადა გაჩუმებულიყო.
-ძალიან კარგი ეხლა გეგმაზე ვიფიქრებ.
-არა დო იუნ! თეჰიონ ბარგი ჩაალაგე, სახლში ვბრუნდებით.
-ხომ იცით რომ შურისძიების გრძნობა მკლავს და ვერ მოვისვენებ სანამ უსიცოცხლოდ დაგდებულებს ვერ ვნახავ.- თავისას არ იშლიდა დო იუნი.
-ჩემო გოგონავ ახლა მართლა ცივსისხლიანს გავხარ.
-და ვარ კიდეც... შემომხედე... დამაკვირდი... თავს რატომ იტყუებ? შენი დიშვილი ცივსისხლიანი მკვლელია...
-დო იუნ!- იყვირა ნამჯუნმა.- ზედმეტები მოგდის!
ეს ის ათაში ერთი დო იუნზე გაბრაზებული ნამჯუნი იყო. დო იუნი შეკრთა შეეშინდა. სულაც არ ესიამოვნა მისი უსაყვარლესი და ფავორიტი ადამიანის გაბრაზებულის დანახვა. ახლა ის ისევ თავისთავს უბრაზდებოდა რომ მისთვის ძვირფასი ადამიანი ამ ზომამდე მიიყვანა. ისევ თავის თავს ადანაშაულედა ყველაფერში. ისევ თავის თავზე იღებდა ყველაფერს. ამას მიჩვეული იყო.
ცრემლები ისევ შეიკავა ახლა ეს სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებდა და ნამჯუნს უარესად აანრევიულებდა.
თეჰიონმა ხელი გადახვია და გულში ჩაიკრა საწყალი გოგონა რომელსაც თავგზა აბნეოდა და არ იცოდა რა ექნა. ბიძამისი მართალი იყო, მაგრამ შურისძიების გრძნობა თავს არ ანებებდა. სამაგიერო უნდა გადაეხადა. ეს უნდა გაეკეთებინა. თუ არადა გული ვერ მოუთმენდა.
თეჰიონს შემოეხვია. ნამჯუნმა უსიტყვოდ დატოვა იქაურობა და თავის ოთახში ავიდა.
-მოდი მოსვი, სიცხე აგიწევს.- თეჰიონმა ჩაი მიაწოდა.- ეს მოგთენთავს. ბარგზე არ იდარდო მე ჩაგილაგებ რაც საჭიროა. თუ რამე გამომრჩა იქ გიყიდი ჩემი ფულით.
-მპირდები?-წაიბუტბუტა დო იუნმა მას შემდეგ რაც ჩაი მოსვა.
-გპირდები.
-ძალიან კარგი! ბევრი ფული დაგეხარჯება.
-შენ ამად ღირხარ.- შუბლზე აკოცა თეჰიონმა თავის დას და ლოყა თავზე დაადო.
მოკლედ მე ავალ, ხვალ ჩავალაგოთ ბარგი.
-როგორც გინდა.-შუბლზე აკოცა.- მემგონი სიცხე აღარ გაქვს.
-შანსი არაა.-წამოდგა დო იუნი. თავისი სუსტი იმუნიტეტის შესახებ იცოდა, ასე მალე გაციება ვერ გადაუვლიდა. თავი სტკიოდა, სიცხე ჰქონდა უბრალოდ ამას თეჰიონი ასე ვერ იგრძნობდა.- დებილი ხარ და ვერ გრძნობ.
- შენზე ჭკვიანი მაინც ვარ. წარმოიდგინე შენ რა დონის დებილი გამოდიხარ.-ნიკაპზე თითები მიიდო თეჰიონმა და გამომცდელად დააკვირდა გოგონას.
-ავედი მე. ძილინებისა. გარდერობში პამპერსები დაგიტოვე და იხმარე. არ ჩამიფსა.- ტავის ოთახში შევიდა დო იუნი და კარი ჩაკეტა, რადგან თეჰიონს არ გაეღო.
სარკის წინ, ლოგინზე ჩამოჯდა და ტირილი დაიწყო. თავის გამოსახულებას დააკვირა და კიდევ უფრო მეტად ატირდა.
ტიროდა რადგან ეწყინა ჯონქუქის ქმედება.
ტიროდა, რადგან გული ატკინა მისმა არჩევანმა.
ტიროდა, რადგან მისთვის განსაკუთრებული ადამიანი გააბრაზა.
ტიროდა, რადგან თავი სტკიოდა.
ტიროდა, რადგან სხვას ვერაფერს აკეთებდა.
-არადა როგორ მიყვარდა...-თქვა სინანულით ისე, თითქოს ჯერ კიდევ არ ჰყვარებოდა სიგიჟემდე.
ნახევარი საათი მაინც ტიროდა. ბოლოს თვალები იმდონეზე დაუსივდა რომ გრძნობდა. დიდი ხანია არ უტირია. საკუთარ პრობლემებზე ყოველთვის იცინოდა და ათაში ერთხელ, როცა უკვე ძალიან დაუგროვდებოდა და მეტის ატანა აღარ შეეძლო თავისთვის მარტო ტიროდა.
ტირილის მერე ყოველთვის ჯონქუქს ურეკავდა და საათობით ელაპარაკებოდა, რადგან მასთან საუბარი ამშვიდებდა და ახალისებდა. მაგრამ ახლა შეყვარებულიც და საუკეთესო მეგობარიც დაეკარგა. ამიტომ არ უნდოდა ჯონქუქის შეყვრება. ასე საუკეთესო მეგობარს დაკარგავდა.
ფანჯრიდან ჯონქუქი შემოძვრა. ეს იმდენად სწრაფად გააკეთა, რომ დო იუნმა გაანალიზებაც ვერ მოასწრო რა ხდებოდა, ვინ იყო ან რა უნდოდა.
-დო იუნ მომისმინე, უნდა ვილაპარაკოთ!
ფეხზე წამოემართა დო იუნი.
-იმ ქალებთან დაასრულე ლაპარაკი?- ჰკითხა დამცინავად და ჩაწითლებული თვალები მის, მთვარის შუქზე აციმციმებულ თვალებს მიაპყრო.
-დო იუნ არასწორად გაიგე. ასეთ რამეს მე შენ არასოდეს გაგიკეთებდი...
-კარგი რა ჯონქუქ... უბრალოდ აღიარე ჩადენილი და წადი. მაინც ვერაფერს დაგიშავებ.-დო იუნი გაჩერდა, შეკრთა, ახლახანს საკუთარი თავი გაამხილა. შეტოპა, თავისი სისუსტე გაანდო.
-მომისმინე გთხოვ!-ახლოს მიიწია.
-ახლოს ნუ მოდიხარ! ასე უფრო მარტივად მოგკლავ!- უკან დაიწია, ჯონქუქი მაინც მიუახლოვდა.
-დღეს სულ შემთხვევით დამადგნენ თავზე. არც კი ვიცოდი რა უნდოდათ. საერთოდ თუ მოდიოდნენ ეგეც არ ვიცოდი. ან საიდან გაიგეს, რომ იქ იყავი მაგასაც ვერ ვხვდები.- მშვიდად უსმენდა დო იუნი.-თავიდან არ ვუშვებდი შენი მდგომარეობიდან გამომდინარე, მერე შემეცოდა. დედაა მაინც, ამიტომ მთლად დიდი წინააღმდეგობაც არ გამიწევია და მარტივად მიმაკრეს კედელზე და შემოიჭრნენ ჩვენს ოთახში.
"ჩვენს ოთახში?"-გაიფიქრა დო იუნმა.
-მართლა არაფერ შუაში ვარ. არასწორად გაიგე.-გააგრძელა ჯონქუქმა.- მე მათთან გაერთიანებული არ ვარ. ერთადერთი ადამიანი, რომელის გვერძეც უმიზეზოდ და გაუაზრებლად ვიდგები შენ ხარ. რაც არ უნდა მოხდეს მე შენს გვერდით ვიქნები, ყოველთვის. როგორ გაიფიქრე რომ გიღალატებდი და მსგავს რამეს ჩავიდენდი. ნუთუ არ მიცნობ.- ხელები თავზე გადაუსვა დო იუნს და ალერსიანად შეხედა.
-დაასრულე?- იკითხა დო იუნმა უემოციოდ და ჯონქუქის ხელები მოიშორა.- თუ ასეა, გთხოვ აქედან გახვიდე.- მაქსიმალურად იკავებდა თავს დო იუნი, რომ არ ეტირა. ემოციები ისევ უკან დასწია.- დიდი დრო დაგჭირდა ამის მოსაფიქრებლად? ეხლა მოიფიქრე, გზაში თუ წინასწარ მზად გქონდა?
-დო იუნ მე სიმართლეს გეუბნები. არც კი მეგონა შენს იმედგაცრუებულ და წყლიან თვალებს თუ გავუძლებდი. როგორ მწარედ იკავებდი ტირილს და ახლაც იკავებ.
დო იუნს ცრემლი გადმოუვარდა. ვერასოდეს იკავებდა ტირილს როცა ვინმე ეუბნებოდა: "ტირიხარ" "ტირილს იკავებ" "ტიროდი" "იტირე" და მსგავსი შინაარსის წინადადებებს.
ჯონქუქმა გაბედა და ხელი შეახო, ცრემლი მოწმინდა და ისევ თვალებში ჩახედა.
-გული დამეწვა როცა ისეთი განადგურებული დაგინახე. რას არ გავაკეთებდი, რომ იმ მომენტში საშუალება მომცემოდა სიტუაციის ახსნისა ან დროის უკან დაბრუნების, კარი რომ არ გამეღო. დო იუნ გითხარი და კიდევ მრავალჯერ გეტყვი, რომ მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები. და ნებისმიერ რამეს გავაკეთებ ამის დასამტკიცებლად. მთავარია მომისმინო დო იუნ.
-კარგი.- მხოლოდ ეს თქვა დო იუნმა და ლოგინზე ჩამოჯდა.
-საუკეთესო მეგობართან საუბარი მინდა.- თქვა ჯონქუქმა.- მინდა მან დაარწმუნოს ჩემი ულამაზესი შეყვარებული. არ მითხრა რომ საუკეთესო მეგობარიც დავკარგე.
-რა გინდა?
-როგორ ფიქრობ მაპატიებს?-გვერდით დაუჯდა ჯონქუქი.
-არ ვიცი...-დაფიქრდა დო იუნი.- შენი ახსნილი ლოგიკურად ჟღერდა, მაგრამ მან ძალიან განიცადა.
-შემირიგდება?
-არ ვიცი... თუ შოკოლადებს უყიდი შეგირიგდება.
ორივეს გაეღიმა.
-რაც კი დედამიწაზე შოკოლადია ყველას ვუყიდი.
-მაშინ შეგირიგდი.- გადაეხვია დო იუნი.
-გული დამწვა შენმა ცრემლებმა.
მართლაც, ცრემლები როგორც ნავთი ისე დაესხა ბიჭის გულში ანთებულ ცეცხლს.
ზურგზე მოეფერა ჯონქუქი.
დო იუნმა ისევ ტირილი დაიწყო. ჯონქუქმა უკან დაიწია, რომ დაენახა, მართლა ტიროდა თუ ეჩვენებოდა.
-რა ვქნა, რომ მეუბნებიან ტირიო მართლა მეტირება.
-ეგ იმის ბრალია, რომ იკავებ. როცა სატირალია მაშინ იტირე. ნუ შეიკავებ.- გულში ჩაიკრა და თავზე მოეფერა.
დო იუნი ტიროდა. ჯონქუქი არაფერს ამბობდა, მხოლოდ მის ქვითის ისმენდა. ლეკვივით წკმუტუნებდა და ალაგ-ალაგ ბავშვივით აცემინებდა.
დო იუნს ისევ ჯონქუქის მკლავებში ჩაეძინა.
დილით რომ გამოიღვიძა, ჯონქუქი მის გვერდით აღარ დახვდა.
აბაზანაში მოსაწესრიგებლად შევიდა. სარკეში რომ ჩაიხედა შეეშინდა. თვალები სულ დასიებული ჰქონდა.
პაჩები დაიკრა. ცოტახანი ოთახში დარჩა, იქნებ დასიებას გაევლო, რომ გარეთ გასულიყო.
ამასობაში ბევრი იფიქრა თუ ცოტა შურისძიების იდეებით აევსო თავი. გეგმა შეიმუშავა და კმაყოფილი ოთახიდან გამოვიდა.
თეჰიონი დო იუნისთვის ჩაისა და ხილს ამზადებდა.
-თეჰიოონ!-გახარებული მისკენ გაიქცა და გვერდით დაუდგა. თეჰიონმა მისალმების მიშნად ტრაკი მიარტყა და თეფში და ჩაი მაგიდაზე დადო.
დო იუნი მაგიდას მიუსკუპდა და ჩაი დალია. დააცემინა.
-ეგრე არ უნდა,-ტეჰიონმა მისი ცემინების სიბრძნის გაზიარება დაწიყო. რადგანაც დო იუნი ბავსვებზე საყვარლად აცემინებდა.- მაგრად უნდა დააცემინო, გესიამოვნება. დაახლოებიტ ასე.- მის ხმამარალ და საშიშ ცემინებას იმიტაცია გაუკეთა.- ნუ ეს რეალური არ იყო, მაგრამ დასაწყისისთვის, მისახვედრად გამოგადგება.
დო იუნი მის ლაპარაკს არ უსმენდა გუშინდელზე ფიქრობდა.
-მცივა.- თქვა დო იუნმა.
თეჰიონი წამოდგა, მისაღებიდან ადიელა გამოიტანა და მოახვია.
-ნეტა წინა ცხოვრებასი რა გავაკეთე ისეთი, რომ ამ ცხოვრებაში ამხელა პატივი დამედო.
-რას გულისხმობ?
-შენნაირი ძმა როგორ შემხვდა-ნამჯუნმა შემოაბიჯა.- და შენნაირი ბიძა.- გაუღიმა.
-სასწაულია არა?- შეიფერა ნამჯუნმა, თეფში აიღო და ხელიდან გაუვარდა დაამსხვრია.
-კიი სასწაულია.- მოსამსახურეს უხმეს, მან მოასუფთავა იქაურობა და სხვა ოთახში გავიდა.
მეორე თეფში აიღო, ზევიდან ჩაის ჭიქა დადო. ისიც გაუვარდა.
-კარგი რა ნამჯუნ ჯერ ეხლა არ ადექი!- დაიწუწუნა თეჰიონმა.-ხელი არაფერს მოკიდო მე მითხარი.- სკამი გამოუწია თეჰიონმა და დასვა.
დო იუნმა გუშინდელი მოუყვა თეჰიონსა და ნამჯუნს.
-ძალიან კარგი რომ ყველაფერი გაარკვიეთ. ჯონქუქი ამის გამკეთებელი არ იყო. ყყველაფერი ლოგიკურად ჟღერს, ისე როგორც უნდა იყოს.-თქვა თეჰიონმა.
-ნამდვილად!-დაეთანხმა ნამჯუნი და ჩაი მოსვა.
-მართლა, რაღაცის თხოვნა მინდა...-თქვა დო იუნმა.
-ვიცი, მივხვდი, შეგიძლია ჯონქუქთან ერთად წამოხვიდე. ბოლოს და ბოლოს შენი პირადი დაცვაა.-გააწყვეტინა ნამჯუნმა.
-არაა, სხვა რაღაც. ორი დღე მომეცით და მერე გავფრინდეთ.-ნამჯუნმა თავი გააქნია, უარყოფის ნიშნად.- კარგი რაა გთხოვვვ ჯუნიიი!-ძალიან შეეხვეწა დო იუნი, ლეკვის თვალები მიაპყრო. ნამჯუნმა ვეღარ მოითმინა და დასთანხმდა.- ამ თვალებს ვერცერთი მამაკაცი უძლებს.- ხელი გაუწოდა თეჰიონს, თეჰიონმაც დაარტყა იმ ხელს. დო იუნი წამოდგა და მისაღებში გავიდა.
კარზე ზარი გაისმა. მოსამსახურემ კარი გააღო. სახლში ვიღაც შემოვიდა. გეზი მისაღებისკენ აიღო. დო იუნმა კარისკენ გაიხედა და ჯონქუქი დაინახა. ხელში დიდი ტკბილეულის თაიგული ეჭია.
დო იუნი წამოდგა. ჯონქუქის უკან ნამჯუნი და თეჰიონი გამოჩნდნენ.
-ახალგაზრდავ, ერთი აქეთ მოიხედეთ!- უთხრა ნამჯუნმა.
შეშინებული ჯონქუქი უკან შებრუნდა. იცოდა რომ დო იუნის მათ ყველაფერს მოუყვებოდა. მაგრამ იმ საღამოს მომხარის მოყოლაც თუ მოასწრო ეგ ვეღარ გაიგო.
თეჰიონმა თავი ვეღარ შეიკავა და გაიცინა. ნამჯუნსაც გაეღიმა.
-მიდი, მიდი, გეხუმრები.- უთხრა ნამჯუნმა.
ჯონქუქმა დო იუნს ტკბილეული გაუწოდა. დო იუნმა ადიელიდან ხელი გამოყო და გამოართვა. მდივანზე დაჯდა, ფეხები მოკეცა და პირველი კიტკეტი გახსნა.
-აუუუ რა გემრიელიაააა!- სიამოვნებისგან თქვა დო იუნმა. დანარჩენებიც დასხდნენ მისარებში.
ჯონქუქი მხოლოდ დო იუნზე იყო კონცენტრირებული და მისი ბედნიერების ცქერით ტკბებოდა.
ნამჯუნმა თეჰიონს მიმიკით ანიშნა რომ აქ ზედმეტები იყვნენ. მაგრამ, თეჰიონი ვერ მიხვდა რას გულისხმობდა მამამისი. ნამჯუნმა იმხელაზე შემოირტყა ტავში ხელი, რომ ჯონქუქი გამოაფხიზლა.
-რა დებილი შვილი გავზარდე, სირცხვილი მე!- ყურზე წაავლო ხელი და ოთახიდან გაიყვანა.

YOU ARE READING
წვიმის ხმა
Fanfiction-მეძინება. -დაიძინე. -მაგრამ შენთან ლაპარაკი მინდა. - მაშინ ერთად დავწვეთ. გაფრთხილება: შეგხვდებათ 18+ სცენები. თუ მსგავსი კონტენტი არ გსიამოვნებთ, მაშინ ეს ფიკი თქვენთვის არ...