მირჩევნოდა სხვის ხელში მოვმკვდარიყავი და არა მამაჩემისა. აქამდე უნდა მიმეხედა მისთვის მაგრამ მხოლოდ იმიტომ გავუშვი რომ მამა ერქვა.
უეცრად კარი გაიღო. ჯიმინი გაჩერდა და ამოსუნთქვის საშუალება მომეცა. დავახველე. ენერგია კიდევ უფრო წამერთვა. ახლა თვალების გახელის ძალაც კი აღარ მქონა.
ოთახში ჩემი ძმა შემოვიდა. შემოსვლისას შუქუც აანთო.
ჯინიც მათ მხარეს იქნებოდა. ამ წუთამდე ვფიქრობდი, რომ ის მამას არ დაემსგავსებოდა. მის ბინძურ საქმეებში მონაწილეობას არ მიიღებდა. ჯინ არადა რა საყვარელი შეხედულება გაქვს. წლები არასოდეს ემატება. ჩემი უფროსი ძმაა, მაგრამ უმცროსს უფრო ჰგავს. მას არაფერში დავადანაშაულებ. რომც მომკლას ეს მისი ბრალი არ იქნება. მამა აიძულებდა ჩემს მოკვლას. ტვინს აურევდა. უაზროდ დაპირდებოდა.
მაგრამ მამა არასოდეს ასრულებდა პირობას.
ჯიმინი ჩემთან ახლოს მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა.
-ჯერ მამაშენი უნდა გაგესტუმრებინა იმ ქვეყნად, ჩემს ძმას რომ ეცი. მამაშენი და ჩემი ძმა პარტნიორები იყვნენ იმ საქმის.-ამაზე სულ გამოვშტერდი. ანუ მამაჩემიც ყიდდა შავ ბაზარზე ორგანოებს. ამ დონის ნაძირალა თუ იქნებოდა არ მეგონა. თუმცა დაუჯერებელი აქ არაფერი იყო. ვერ გამოვრიცხავდი, მისგან გასაკვირი არაფერი იყო. მე ჯიმინის არ მჯეროდა. - შენც იგივეს გიპირებს.- თქვა პაუზის შემდეგ და წამოდგა.
ჯინსაც ხვევს ამ ყველაფერში. საწყალი ალბათ როგორ აქვს არეული ტვინი.
ჯინმა თქვა:
-ვერ მორჩით ამ თხასთან?- თხა... თხა... ეს-ეს ის კოდური სიტყვაა. ღმერთო ჩემო ეს ის კოდური სიტყვააა!
17 წლის წინ, როდესაც მე და ჯინი ერთმანეთში ექიმობანას ვთამაშონდით, ჯინს იდეა მოუვიდა:
-მოდი კოდური სიტყვა გვქონდეს. როდესაც რამე მოხდება ამ სიტყვით ერთმანეთს მივახვედრებთ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ერთმანეთის მხარეს ვართ და ერთმანეთს ვუჭერთ მხარს ან რაიმედან თავის დაძვრენა გვინდა ან ერთმანეთის მიხმარება გვინდა და ა.შ. სიტუაციას გააჩნია სად აღმოვჩნდებით. როცა გაიზრდები უფტო მარტივად მიხვდები ამ სიტყვაში რა იგულისხმება.- თავზე ხელი გადამისვა.- მე თხას გამოვიყენებ, ასე დაგიძახებ. ყველაზე მეტად თხას გავხარ.- დამცინა ჯინმა, მეც სამაგიერო გადავუხადე.
-მე კი ცომს დაგიძახებ. პირველი ეგ მახსენდება შენს დანახვაზე.
-ასე ეს სიტყვები სახელებსაც არ გავს და ნებისმიერი სახის წინადადება შეგიძლია ააწყო. გვაწყობს.- ხელი გამომიწოდა. გაკვირვებული ვუყურებდი.- ხელი უნდა ჩამომართვა.
-ააა ხო!- ხელი ჩამოვართვი და გავუღიმე.
-ახლა კი აქ მოდი შე მაიმუნო. როდის იყო ექიმი პაციენტს კბილებში ურტყავდა.- გავიქეცი და გამომეკიდა.
მოგონებები ამოტივტივდა. მაშინ კარგი დრო იყო. ვერაფერს ვხვდებოდი. მხოლოდ თამაშსა და გართობაზე ვფიქრობდი. მამაჩემთანაც ხშირი კონტაქტი არ მქონდა. თუ მქონდა კარგად თუ არა ნორმალურად მაინც მექცეოდა.
ჯინის სიტყვებმა ღიმილი მომგვარა. ის მიშველიდა. დღეს არ მოვკვდებოდი. არც ვიცი ეს უნდა გამხარებოდა თუ არა, მაგრამ ჯინის დამოკიდებულებამ ძალიან გამახალისა.
-მალე მოვრჩებით. გარეთ სიმშვიდეა?-ჰკითხა მამამ
-კი, ჩვეულებრივად შემომშვეს.
-ძალიან კარგი, ჩემი ყოჩაღი ბიჭი!- "აფერისტი" გავიფიქრე გულში.- ახლა შენ უნდა დაასრულო შვილო!
ჯინმა თოფი ამოიღო. დამიმიზნა. არ მინერვიულია არ მესვროდა. მაგრამ იქნებ დაავიწყდა და უბრალო ზედმეტსახელად იხმარა. რადგან ბავშვობაში ასე მეძახდნენ. ნეტა ასე არ იყოს.
ჯინმა იარაღი ჯიმინის მიმართულებისთ გაისროლა. მას იუნგი გადაეფარა და ტყვიაც მას მოხვდა. ყველა, განსაკუთრებით კი ის ორი გაკვირვენულები იყურებოდნენ. ეს სიტუაცია გამოვიყენე ფეხზე წამოვდექი. ძალიან გამიჭირდა მაგრამ ავდექი. რომ არ ავმდგარიყავი მოვკვდებოდი. ამიტომ თავს ძალა დავატანე და ფეხზე წამოვდექი. ჯინს თოფი გამოვართვი. მას ადამიანი ჯერ არ ჰყავდა მოკლული და ეს არც უნდა გაეკეთებინა. იუნგი კი უსიცოცხლოდ ეგდო, მაგრამ ამას რამენაირად გადაიტანდა.
ამასობაში ჯიმინი ფანჯრიდან გადაძვრა და მამაჩემმა თოფი ამოიღო. უნდა ესროლა მაგრამ დავასწარი. მაჯაში ვესროლე და თოფი გავაგდებინე. ჯინმა აიღო დაგდებული იარაღი.
-შე ნაბიჭვარო!- ვიყვირე და მხარშიც ვესროლე. კედელს მიეკრა.
-არა გთხოვ დო იუნ, ეს არ გააკეთო!
-მთხოვ? შენ რა ბედავ და მთხოვ?- ძალიან ხმამაღლა ვლაპარაკობდი. ბრაზმა გადაფარა ტკივილი და მომცა ენერგია. თავადაც ძალიან მიკვირდა როგორ ვიდექი იმ დროს ფეხზე. მაგრამ ბრაზი და შიში ყველაფერს გაგაკეთებინებს. მაგან რომც არაფერი გიქნას და ტკივილი არ დაგავიწყოს. შურისძიება ნამდვილად გადაგიფარავს გონებას. ასე სამი გრძნობის გამო დავკარგე საკუთარ თავზე კონტროლი. ამ კვირაში უკვე ზედმეტად ბევრი გადავიტანე. ამიტომ ფსიქოლოგიური წონასწორობაც დავკარგე.
მამაჩემს მეორე მხარში ვესროლე.
-დო იუნ ამას როგორ აკეთებ!
-ჩემი თანდასწრებით ხმას ნუღარ უწევ!- ჯინიც კი ვერ ბედავდა მოახლოებას.- შე ნაძირალა, ყველას გაგვიმწარე ცხოვრება. დედას რა დღეში აგდებდი..! გსიამივნებდა? კარგი იყო?- მუხლში ვესროლე. საზარელი ყვირილის ხმა გაისმა. გამეღიმა.- ესეც კარგია? გსიამოვნებს?
-მიშველეთ!- ტიროდა და ღრიალებდა.
-ხმას ნუ იღებ!- მეორე მუხლშიც ვესროლე.
-მომაშორეთ ეს გიჟი!- ძირს დავარდა.
-ვინ მიიყვანა ამ ზომამდე? ვინ გახადა გიჟი? ვისი ბრალია?- თოფი საფეთქელთან მოვისვი.- გონებაში მარტო შენ მახსენდები.- გამეცინა.
კარები გაიღო. გასროლისა და განწირული ყვირილის ხმა გაეგოთ თეჰიონსა და ნამჯუნს. ვერ გაერკვნენ რა ხდებოდა.
ამასობაში მუცელშიც ვესროლე. სროლის ხმამ გამოაფხიზლა ოროვენი.
-დო იუნ რას აკეთებ?- მომცვივდნენ.
ვიცინოდი. ვხითხითებდი.
თეჰიონმა თოფის გამორთმევა სცადა.
-გაიწიე.- ვუთხარი ღიმილით.- ჯერ არ დამისრულებია. 24 წელია ამ კაცს ვუძლებ სანამ 24 ტყვიას არ ვესვრი მანამ არ გავჩერდები.- ვუთხარი იმდენად გამწარებული და ანთებული თვალებით, რომ მოახლოებისაც შეეშინდა. უეცრად წინ ჯონქუქი გადამიდგა. ამას აქ რა უნდოდა?!
-ჯონქუქ გაიწიე ხედს ფარავ. მსგავსი ხედით ვერცერთ სახლს ვერ იპოვი.
-დო იუნ აზრზე მოდი.-მითხრა მშვიდად ჯონქუქმა. მისი სიტყვები მხოლოდ მესმოდა, ვერ ვიაზრებდი. ახლა თვალწინ მხოლოდ მამაჩემის სისხლიანი სხეული მედგა.
მამაჩემმა მათ შველა სთხოვა.
-კიდე ცოცხალია ეს ნაბიჭვარი.- გამოვცერი კბილებში.
-იუნა მაშინებ!- მითხრა თეჰიონმა. ამან რაღაც სხვა გრძნობა გამიჩინა. თეჰიონს ვაშინებდი. თეჰიონს ჩემი ეშინოდა. მე მამაჩემის მეშინოდა. ნუთუ მას დავემაგავსე. გული ისედაც არ მქონდა რომ დამტვრეულიყო ათას ნაწილად. უკვე აღარ მქონდა გული.
გავშეშდი, ადგილს მივეყინე.
-ხედავ დო იუნ შენც მე მგავხარ!- იყვირა მამაჩემმა.
უცბად გვერძე გავიწყიე და დაღებულ პირში ვესროლე. პირი ისედაც სისხლიანი ჰქონდა. ეხლა უცრო გაუსისხლიანდა. თვალებდაჭყედილი, კედელზე მიკრული დარჩა.
მოკვდა...აღარ სუნთქავდა... მოვკალი... ვეღარ ადგებოდა... ვეღარაფერს დამიშავებდა... მოვკალი... მოვკალი...
-დო ოუნ უკვე მკვდარია, იარაღი მომეცი.- ჯონქუქმა ჩემი ყურადღება მიიქცია. გვერდით გავიხედე თეჰიონი ისევ შეშინებული მიყურებდა. მის უკან ჯინიც იგივე მდგომარეობაში იყო. ნამჯუნი საერთოდ ოთახშიც აღარ იყო.
ჯონქუქმა იარაღი გამომართვა.
-თეჰიონ მე... მე...
-ვიცი იუნა.- სახე შეეცვალა.
-თეჰიონ ეს არ უნდა გენახა. მე ასეთ მდგომარეობაში არცერთ არ უნდა გენახეთ.
-დო იუნ ჭრილობებიდან სისხლი მოგდის.- მითხრა ჯონქუქმა. მას ჩემი არ შეშინებია. სახის გამომეტყველება არ შესცვლია. ჩემი გაგიჟებული სახის დანახვისას წარბიც არ აუწევია.
-მე... ვწუხვარ... ბოდიში. ასეთი არც ერთს არ უნდა გენახეთ.- თვალები ამიწყლიანდა და ბარბაცი დავიწყე. ბევრი სისხლი დამეკარგა.
-იუნა სისხლი!- თქვა ჯინმა.
საკუთარ თავს არ დავეძებდი. მხოლოდ იმაზე ვდარდობდი ჩემი საქციელით, რომელიმე არ დამეკარგა. ვერც ერთი მათგანის დაკარგვას ვერ გადავიტანდი. ისინი თუ დამტოვებნენ მეც დავტოვებდი საკუთარ თავს.
თავბრუ დამეხვა. ჯერ კიდევ ვიდექი ფეხზე. ჯონქუქმა და თეჰიონმა ხელი შემაშველეს. მათი შეხება მესიამოვნა, სტიმული მომცა. იქნებ ეპატიებინათ ჩემი საქციელი. თვალებში დამიბნელდა. აზრი არ ჰქონდა თვალის გახელას მაინც არაფერი ჩანდა. თვალები დავხუჭე. მათი ხმა აღარ მესმოდა. ალბათ ცდილობდნენ გამოვეფხიზლებინე, მაგრამ მე აღარაფერი მესმოდა. აღარც საკუთარი გულისცემა.
YOU ARE READING
წვიმის ხმა
Fanfiction-მეძინება. -დაიძინე. -მაგრამ შენთან ლაპარაკი მინდა. - მაშინ ერთად დავწვეთ. გაფრთხილება: შეგხვდებათ 18+ სცენები. თუ მსგავსი კონტენტი არ გსიამოვნებთ, მაშინ ეს ფიკი თქვენთვის არ...