XII

262 16 0
                                    

-ჯონქუქ იქნებ გვესაუბრა.- მანქანასთან მისული ჯონქუქი ნამჯუნმა გააჩერა.
ბიჭი მისკენ მიტრიალდა. თეჰიონიც ალაპარაკდა:
-წამოდი წავიდეთ.- მანქანის კარი გაუღო. ჯონქუქი უყოყმანოდ ჩაჯდა. მსახურმა მანქანა დაქოქა და წავიდნენ.
ერთ- ერთ კაფე-რესტორანთან გაჩერდნენ და შიგნით შევიდნენ.
-რამეს ხომ არ დალევ?- იკითხა ნამჯუნმა.
-არა, მადლობა. იქნებ საქმეზე გადავიდეთ, დრო ძალიან ცოტა მაქვს.
-კარგი, რადგან ასეა პირდაპირ დავიწყებ. მე მიხარია რომ მეორე დღესვე შემატყობინეთ თქვენი ერთად ყოფნის ამბავი. მადლობელი ვარ ამხელა პატივისთვის. დო იუნი ჩემი ყველაფერია. ბიოლოგიური შვილებისგან არასოდეს გამირჩევია. ის ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. დაბადებიდან ამ წუთამდე თითოეული მომენტი ჩემთვის ბედნიერებაზე მეტია. ის არ ყოფილა ბავშვი, რომელიც მსგავსი ურთიერთობებით იყო დაინტერესებული. არც არასოდეს ჰყოლია შეყვარებული. არც ბევრი მეგობარი ჰყოლია. ამის გამო თავს ყოველთვის არასრულფასოვნად თვლიდა, მაგრამ მომავალში საკუთარი თავის მოტყუება ისწავლა და არასრულფასოვნება "მეგობრების უსარგებლობით" შეცვალა. ამის შემდეგ მეგობრების გაჩენა აღარც უცდია. პირიქით ბევრი ჩამოიშორა. შენც უნდა ჩამოეშორებინე მაგრამ შენს მიმართ სულ სხვა გრძნობები აკავშირებდა. შენ სულ სხვა თვალით გიყურებდა. შენ მისთვის სხვა სამყაროს, უკეთეს სამყაროს წარმოადგენდი. მას შენ უყვარხარ. ეს იშვიათობაა მისგან. ის ახლოს არავის იკარებს.- ეს ჯონქუქმაც კარგად იცოდა. ისიც კარგად იცნობდა დო იუნს.
-ის არ გეტყვის "მე შენ მიყვარხარ" როგორც ამას ნორმალური ადამიანი გააკეთებს.- განაგრძო თეჰიონმა.- ამის ნაცვლად ის გაიცინებს, თავს გააქნევს და გეტყვის რომ იდიოტი ხარ. და თუ შენ ეს სიტყვები მოისმინე ანუ იღრბლიანი ადამიანი ხარ.
-მოკლედ მე იმის თქმა მინდა, უფრო სწორად მინდა რომ გთხოვო, რახან დო იუნმა ეს ნაბიჯი გადადგა და გარისკა, მითუმეტეს იცი რომ რისკი არ უყვარს, გთხოვ ნუ ანანებ მის გადაწყვეტილებას. მან ისედაც ბევრი გადაიტანა.
-კი,- დაეთანხმა თეჰიონი ნამჯუნს.- ის ყვავილია რომელიც ტყის ხანძრის შემდეგ მაინც ყვავილობს.
ჯონქუქი მათ თითოეულ სიტყვას თავდახრილი ისმენდა.
-მე არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა. ის ჩემთვის განსაკუთრებულია. წლებია მიყვარს და ამას ვერაფერი ვერასოდეს შეცვლის.- მხოლოდ ეს თქვა და თავი ასწია. შემდეგ საათს დახედა. დააგვიანდა. დო იუნთან პირველ პაემანზე დააგვიანდა. ფეხზე წანოხტა.- ღმერთო ჩემო!
-რა მოხდა?- ორივენი წამოიჭრნენ.
-დო იუნთან დავაგვიანე. შევპირდი 7ზე გამოგივლითქო.
-არაუშავრს სამივე მივიდეთ ყვავილები მივუტანოთ და გვაპატიებს. ბოლოსდაბოლოს საპატიო მიზეზიც გვაქვს.- დაამშვიდა თეჰიონმა.
-ბოდიში ჯონქუქ სიტყვები გამეწელა.
-არა რას ამბობთ, ვიცი რომ უფრო მეტის თქმა გინდოდათ, მაგრამ ვერ მოახერხეთ. უნდა მაპატიოთ ახლა ვერ მოგისმენთ.- გასასვლელისკენ გაემართა.
სახლში მისვლისას მას საშინელი სანახაობა დახვდა. დო იუნს მთელი ენერგია ტირილში დაუხარჯავს. ფსიქოლოგიურად ძალიან დასუსტებული იყო.
რამდენიმე წუთში მისაღებში სამივენი მას შეჰყურებდნენ.
დო იუნი თბილ ჩაის სვავდა. მხოლოდ და მხოლოდ ასლოკინებდა. ტირილს უკვე მორჩენოდა.
ჯონქუქს ხელი გადაეხვია და თავზე კოცნიდა. მეტ ფიზიკურ კონტაქტს ვერ ბედავდა. არ უნდოდა ბიძის წინაშე მსგავსი რამ გაეკეთებინა. გული სტკიოდა. შეეკუმშა. აღარ ფეთქავდა.
დო იუნმა ჩაწითლებული თვალებით ახედა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ ჯონქუქი ცოცხალი იყო და არაფერი ემუქრებოდა.
სიტყვას ვერავინ ძრავდა. არ იცოდნენ რა უნდა ეთქვათ. ბოლოს ისევ ნამჯუნმა დაარღვია სიჩუმე.
-იუნა ჩვენს გამო დააგვიანა ჯონქუქმა.
-ვიცი რომ რამე მნიშვნელოვანი მოხდებოდა. ისე ქუქი არ გადამაგდებდა.- თავი მხარზე მიადო.- ჯონქუქ წამო გავისეირნოთ. პარკში აღარ მინდა წასვლა.
-კარგი.- გაუღიმა ჯონქუქმაც და ფეხზე წამოდგა.
დო იუნი ძალიან სუსტად იყო. ეძინებიდა.
-ბოდიში, უნდა დაგტოვოთ.- თქვა ჯონქუქმა და ორივე გარეთ გავიდნენ.
გარეთ ციოდა. უკვე ოქტომბრი იყო. ცივი ქარი ქროდა.
ჯონქუქმა თავისი კურტკა დო იუნს მოახვია.
-ამას რომ მე მაფარებ თავად რას იტოვებ?- კურტკის უკან დაბრუნებას შეეცადა.
-მე არ მცივა.
-დავიჯერე.- თქვა გოგონამ დამცინავად.- მე და შენ ორივენი ადამიანები ვართ. მე თუ გავცივდები რა ამას შენ ვერ მიახერხებ?! არ მაინტერესებს, ან ამ კურტკას შენ ჩაიცვამ ან კიდე აქ დავტოვებ და ორივენი გავიყინებით.
ჯონქუქმა კურტკა ჩაიცვა. დო იუნს ციოდა მაგრამ თუ ჯონქუქს შესცივდებიდა მას გულიც გაუცივდებოდა. ახლა გული თბილად ჰქონდა. კანს არ დაეძებდა.
სახლში 20 წუთში დაბრუნდნენ. მას შემდეგ რაც დო იუნს ცემინება დაეწყო. გაცივდა.
-გითხარი ჩაიცვითქო! ვერ ხედავ გაცივდი! როცა გეუბნები რაღაცას გაიგე რა!- გაუბრაზდა ჯონქუქი.
დო იუნმა ლოყაზე უჩქმიტა და გაუღიმა.
მისაღებში შევიდნენ. დო იუნმა ცემინება შეიკავა და შეეცადა არ შეემჩნია რომ გაცივდა.
-დღეს ჯონქუქთან მინდა დავრჩე.- გამოუცხადა ბიძასა და ბიძაშვილს.
მათ არაფერი უთქვამთ.
-დუმილი თანხმობის ნიშანიაო.- თქვა ისევ დო იუნმა ჯონქუქს ხელი ჩასჭიდა და გარეთ გამოიყვანა.
ბიჭმა გოგოს მანქანის კარები გაუღო, ჩასვა, თვითონაც ჩაჯდა და სახლისაკენ გასწიეს.
სახლში მისვლისას დო იუნმა ჯონქუქს უთხრა:
-შენი სახლი ძალიან მომწონს. პატარაა და კომფორტული. ასე ყველგან დაგინახავ სადაც არ უნდა წავიდე.
ჯონქუქმა გაუღიმა და სამზარეულოსკენ გაუძღვა.
დო იუნი ნელნელა გაუარესდა. მას იმუნიტეტი საშინლად დასუსტებული ჰქონდა. ერთი ცივი ნიავიც და უკვე გაცივდებოდა. ცემინება უფრი გაუხშირდა. ახლა თვალებიც აუცრემლიანდა და მოითენთა.
ჯონქუქმა თავის ლოგინში ჩააწვინა. ცხელი ჩაი მიუტანა. სიცხე გაუზომა. საბანი და ადიელა გადააფარა. გვერდით მიუწვა.
-ჯონქუქ... მცივა.- გოგონა კანკალებდა.
ჯონქუქმა მაისური გაიხადა და დო იუნი მისკენ ახლოს მისწია. ასე უფრო მეტად გაათბობდა. თავზე აკოცა და ხელები უფრო მჭიდროდ შემოხვია.
დო იუნს აზროვნების უნარი დაუქვეითდა. ასე ხდება ხოლმე როცა გაციებულია, ამასთან ერთად ღამე იყო და ეძინებოდა. თვალები დახუჭა და ტკბილად დაეძინა.
მეორე დილას დო იუნმა შუადღისკენ გამოიღვიძა. მის გვერდით ჯონქუქი არ იწვა. ფეხზე წამოდგომა სცადა, როდესაც ჯონქუქმა საძინებლის კარი შემოაღო. ხელში ლანგარი ეჭირა. იმ ლანგარზე ცხელი ჩაი და სენდვიჩი იდო.
-დილამშვიდობისა!- თქვა ჯონქუქმა  მას შემდეგ რაც ლანგარი, ლოგინის გვერდით, პატარა მაგიდაზე დადო და შუბლზე აკოცა.- ცხელი ხარ.
დო იუნს ცხვირი გაჭედილი ჰქონდა, ამიტომ სუნთქვა უჭირდა. გაუღიმა და თვალები დახუჭა.
-ჩაი უნდა დალიო.
-არ მინდა, მეძინება.
-ჩაის რომ დალევ უფრო კარგად დაგეძინება.
მეორე მხარეს გადატრიალდა დო იუნი.
ბოლოს მაინც მოუწია ჩაის დალევა და სენდვიჩის დაყოლება.
ჩაეძინა. ტკბილად ეძინა, რადგან ჯონქუქი მის სამყაროს უსაფრთხოს ხდიდა.
რამდენიმე საათში გამოეღვიძა. ჯონქუქი ოთახში არ დახვდა. ვერ ადგა, რადგან ციოდა და არც ენერგია ჰქონდა. თუმცა ნელნელა გამოდიოდა მდგომარეობიდან.
-ჯონქუქ...- წაიჩურჩულა და ნახევრად გახელილი, აცრემლიანებული თვალები ისევ დახუჭა.
რამდენიმე წუთში ჯონქუქიც დაბრუნდა. მისი ფეხის ხმა გაიგო დო იუნმა და თვალები ნელ-ნელა გაახილა.
-ჯონქუქ...-ისევ წაიჩურჩულა.
-რამე გტკივა? სიცხემ ისევ აგიწია? ინტერნეტში წავიკითხე რომ ცხელი შხაპი შველისო. მერე თბილ ლოგინში გადმოგაწვენ.
-არ შემიძლია ჯონქუქ... ძალა არ მაქვს...-თვალიც ვერ გაახილა დო იუნმა.
-მერწმუნე შენ ხელის განძრევაც არ მოგიწევს.- საბანი ფრთხილად გადასწია. დო იუნს ცივმა ჰაერმა ტანში დაუარა და მოიკუნტა. ვერ ხვდებოდა ჯონქუქი რას აპირებდა.
ჯონქუქმა ფრთხილად ხელში აიყვანა და სააბაზანოსკენ გაემართა.
-რას აპირებ?- თვალები გაახილა დო იუნმა, რადგან მიხვდა რაც ხდებოდა.- არა ჯონქუქ... ამას არ გააკეთებ!- ნელნელა ფხიზლდებოდა.
-დიახ გავაკეთებ.
ჯონქუქს აბაზანა გამზადებული ჰქონდა. ქაფიც კი ამოყვანილი ჰქონდა.
ცალი ფეხი მუხლით დადო იატაკზე, მეორეზე კი დო იუნი დაისვა.
-ჯონქუქ ამას არ გავაკეთებ.
-დო იუნ მე და შენ შეყვარებულები ვართ. ჩემთან ნურაფრის გრცხვენია. არ მინდა ისე გამოვიდეს რომ გაძალებ ჩემს წინაშე გაშიშვლდე. ამის უფლება არავის აქვს სანამ თავად არ გადაწყვეტ, მაგრამ ახლა აუცილებელია. ამ მდგომარეობიდან უნდა გამოხვიდე. სიცხე 38 გაქვს.- შუბლზე აკოცა და მარჯვენა ხელი ლოყაზე მოუთათუნა.- ახლა კი უნდა მაპატიო რასაც ჩავიდენ.- კაბის ელვა გახსნა. კაბა გახადა.
იმის მიუხედავად რომ დო იუნს თვალის გასახელადაც კი არ ჰქონდა ენერგია. მან ხელები მიიფარა.
-აქამდე მე გაფარებდი ჟაკეტს და არ ქენი, ეხლა აზრი არ აქვს...- სხეულზე არც კი შეუხედავს ჯონქუქს. დო იუნს თვალებზში უყურებდა უნდოდა ამოეცნო რას გრძნობდა.- გარყვნილი ნუ გამოგყავარ... თუ გინდა თვალებს დავხუჭავ. ხელს მეტს არ შეგახებ. ამდენზეც არ უნდა გამეტოპა, მაგრამ ნახე რა დღეში ხარ. დო იუნ... შენ რომ რამე დაგემართოს, საკუთარ თავს არ ვაპატიებ. ამიტომ მითხარი რა გირჩევნია ვქნა.
დო იუნქმა ხელები ჩამოუშვა. ჯონქუქს უფლება მისცა შეხებოდა. მას სავსე მკერდი, წვრილი წელი, ფართე მხრები, მხრებზე პატარა მრგვალი გვერდები, წვრილი ფეხები ჰქონდა, საჯდომი კი არა.
დო იუნს დააცემინა. ცემინება ენერგიას კიდევ უფრო ართმევდა. ხველებაც დააწყებინა. ყველანაირად ცუდად გახდა. აბაზანა აუცილებლად მოიყვანდა ფერზე. ჯონქუქს ამის სჯეროდა.
ლიფი და საცვალიც გახადა. აბაზანაში ჩააწვინა.
-არ დაგბან აქ უნდა იწვე. ზედმეტად ხელს არ მოგკიდებ. გპირდეპი. აღარც არაფერი ჩანს, შეგიძლია თვალები გაახილო. - მის სიმაღლეს გაუთანაბრდა. დო იუნმა მისი სიახლოვე რომ იგრძნო თვალები გაახილა.- შენი ასეთი ქცევა გულს მტკენს. ნუთუ სულ ცოტა 18 წელის ნაცნობობა საკმარისი არაა ნდობისთვის.- დანანებით თქვა ჯონქუქმა და დო იუნს ცხვირი მოწმინდა.
დო იუნს არაფერი უთქვამს ძალა არ ჰქონდა.
-რასაც შეყვარებულები აკეთებენ ხოლმე ჩვენ ეგ უკვე მეგობრობის პერიოდში გვაქვს გაკეთებული. წვიმაში ვიცეკვეთ, ვარსკვლავებს ვუყურეთ, კინოში დავდიოდით, ერთად ვმეცადინეობდით, ღამე საათობით ვლაოარაკობდით, პიკნიკებზე დავდიოდით, ერთმანეთს ვეფლირტავებოდით, ხალხს ვაშტერებდით, საღამოს ვახშამებზე დავდიოდით, ერთმანეთს საჩუქრებს ვჩუქნიდით და ა.შ. თან ყველაფერი მრავალჯერ გვაქვს გაკეთებული. ესღა დაგვრჩა რა.- სიტუაციის განმუხტვა უნდოდა ჯონქუქს მაგრამ არ გამოუვიდა.- მოკლედ 15 წუთიც და ამოგიყვან. თუ შეგცივდა დამიძახე. კარებს ღიას დავტოვებ.
სააბაზანოდან გამოვიდა და თავში ხელები წამოირტყა. გულში გაიფიქრა: "დებილი ხარ ჯონქუქ."
სამზარეულოში შევიდა, რძიანი ყავა გაამზადა და ზეფირები ჩაყარა. იცის რომ დო იუნი ტკბილეულზე უარს ვერასოდეს იტყვის. გვერდით შოკოლადებიც დაუდო. ასე ენერგიაზეც მოვიდოდა.
ლანგარი მაგიდაზე დადო და დო იუნს შეაკითხა.
15 წუთი უკვე გასულიყო. დო იუნს თითქოს ეძინა. როგორც დატოვა ისევ ისე დახვდა.
-ეხლა ასე ვქნათ. მე ტილოს გავშლი თვალებს დავხუჭავ. შენ შეეცადე წამოდგე. ეს შემოიხვიე. ვერ დაგინახავ.
ასეც გააკეთეს. დო იუნი წამოდგა. ტილო შემოიხვია. ჯონქუქმა ხელში აიყვანა და საწოლზე დასვა. ხალათი მიურბენინა. ტილო მოიძრო და ხალათი ჩააცვა.
თმები ისევ სველი ჰქონდა. ჯონქუქმა შედარებით პატარა ტილო აიღო და თმების გამშრალება დაიწყო. ეს გამშრალებაზე მეტად გაწეწვა იყო.
იმის მიუხედავად რომ დო იუნი ვერ იტანდა სხვები მის თმას რომ ეხებოდნენ. ჯონქუქს მისცა უფლება აეჩეჩა კიდეც.
-რადგან შენ სხვა არ ხარ...- გოგონამ ბიჭს ახედა. აი პასუხიც...
-ჰმ?- ჩამოხედა ბიჭმაც.
-რადგან შენ სხვა არ ხარ...- კიდეც ერთხელ თქვა დო იუნმა. ცოტა მოძლიერებულიც ჩანდა.
-და შენ ჩემი ერთადერთი ხარ...- თითქოს უსიტყვოდ გაუგო ჯონქუქმა და თბილი ღიმილი აჩუქა. შეყვარებულ გულებს სიჩუმეშიც კი ესმით ერთმანეთის.
მის სიმაღლეს გაუსწორდა და თვალებში ჩახედა. 
აკოცა. გოგონას თავი ორივე ხელში მოიქცია. აკოცა მოუთმენლად. თუმცა დო იუნმა შეაწყვეტინა.
-გადაგედება...
-ვირუსია?-დამცინავად ჰკითხა ჯონქუქმა.
-ჯერ ხომ არ ვიცით.
კიდევ ერთხელ აკოცა. მიახვედრა რომ არ აინტერესებდა გადაედებოდა თუ არა. ერთადერთი რაც მის ინტერესებში შედიოდა დო იუნი იყო.
კარზე ზარი გაისმა. ჯონქუქმა გოგონას თავზე აკოცა, გაუღიმა და კარისკენ წავიდა.
დო იუნი ლოგინში ჩაწვა. ყავა მოსვა.
ოთახში დედამისი და ბებიამისი შემოვიდნენ. იმედგაცრუებულმა ჯონქუქს შეხედა. ნუთუ მან მტრები ასეთ მდგომარეობაში თავის ბუდეში შემოუშვა. გაიფიქრა რომ ჯონქუქმაც კი უღალატა, უკანასკნელმა ადამიანმა რომლისგანაც ამას წარმოიდგენდა. ამიტომ, აი ამიტომ არ უნდოდა ურთიერთობები. მსგავს ურთიერთობებში უფრო მეტს მოითხოვ ადამიანისგან. ამიტომ არ უნდოდა კიდევ უფრო დაახლოებოდა ჯონქუქს. ეს გულს ატკენდა და აი ატკინა კიდეც. 
დედა და ბებია- მტრები. ჯონქუქმა ეს კარგად იცოდა. "ასეთი რამ როგორ გააკეთა?"-ფიქრობდა დო იუნი.
-სერიოზულად ჯონქუქ?- არაფრის მთქმელი თვალებით შეხედა გოგონამ. უკვე აღარც აკვირვებდა მსგავსი რამ. საკუთარმა მამამ გაწირა და რა გასაკვირი იყო ეს შეყვარებულსაც გაეკეთებინა. ერთადერთი განსხვავება ამსიტუაციებს შორი არცევანი იყო. დო იუნმა აირჩია შეყვარებული და არა მამა.
-დო იუნ... მე...- საუბარი არ დაასრულებინა დედამისმა. ქალბატონმა ტაკმა.
-დო იუნ! საყვარელო...-მისკენ წავიდა მოსაფერებლად. გოგონა უკან დაიწია. ხელის შეხების უფლებაც კი არ მისცა.- აჰჰჰ...-გაეღიმა დედამისს.- ასე რატომ მარცხვენ სასიძოსთან?!
"უკვე დაუგეგმავთ კიდეც.."-გაიფიქრა დო იუნმა და მოაყოლა:
-ჯონქუქ დიდი ხანია რაც დედას დაუახლოვდი.
-აბა რა უნდა ექნა.-ისევ არ ამოაღებინა ხმა დედამისმა.- ის ხომ სიძეა, მან ჩემგან უფლება უნდა მიიღოს.
-აქ რატომ ხართ?
-მამაშენს საქმე დარჩა დასამთავრებელი. 
"დედაც... ბებოც... ჯონქუქიც... ჯონქუქიც..."-გაიფიქრა დო იუნმა. ცრემლები მოადგა, მაგრამ თავი შეიკავა. ამასაც გაართმევდა თავს. არ იტირებდა.
იტირო მტრის წინაშე ხომ იგივეა სისხლად დაიცალო ზვიგენის წინ. ამიტომ ცრემლები ისევ თავის ადგილას დააბრუნა და მის ნაცვლად ღიმილს უხმო.
არადა სულ რაღაც ორი წუთის წინ მომავალზე ფიქრობდა. თუ რა მშვენიერი მომავალი ექნებოდათ მას და ჯონქუქს. რა ბედნიერად იცხოვრებდნენ საკუთარ ახალ სახლში. ლამაზი ქორწილის შემდეგ. როგორც წავიდოდნენ ბიძამისის მოსანახულებლად. როგორც ოჯახები იკრიბებიან ხოლმე. როგორ აუშლიდნენ ნერვებს ერთმანეთ და მერე ისევ როგორ იცინებდნენ ამაზე. 
ოცნებები, აი რა ტკენდა გულს ყველაზე მეტად დო იუნს. ოცნებობდა, ამას ვერ შველოდა მაგრამ ოცნებობდა. შემდეგ ეს წარმოსახვა გულს სტკენდა. ეს ოცნებები ინგრეოდა და მას ცხოვრების აზრს უკარგავა. შემდეგ ისევ დაიჭერდა პატარა დეტალს და ამაზე მთელ ბედნიერებას ააწყობდა. მომავლის იმედს იპოვიდა. ჰოპ და ეს ოცნებაც იშლებოდა...
საკუთარ თავსვე თვითონ სტკენდა გულს.

წვიმის ხმაWhere stories live. Discover now