II

572 40 1
                                    

სავადმყოფოში მივედით. საოპერაციოში არ შეუყვანიათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ სერიოზულად არ იყო საქმე. ამოვიაუნთქე. მომეშვა. ახლა უკვე მშვიდად ველოდებოდი გარეთ. ექიმები გამოვიდნენ, გავესაუბრე. მითხრეს, რომ ფეხი შეუხვიეს. გასაკერად არც ისე ღრმა ჭრილობა ყოფილა. შრამი რომ არ დარჩეს აჯობებს თავისით მოშუშდეს. თავზეც უბრალო ნაკაწრია. თმების შეჭრაც არ მოუწევს. ერთი პრობლემა ისაა რომ შეხორცებამდე დრო უნდა.
ჯონქუქთან შევედი. სანამ გამოფხიზლდებოდა ვფიქრობდი თუ რატომ არ წამოვედი საკუთარი მანქანით და რატომ დაველოდე სასწრაფოს. მაგრამ მე ხომ სერიოზული ჭრილობები მეგონა, მეგონა კისერი მოტყდა ან რამე ამდაგვარი. ამიტომ ადგილიდან არ გავანძრიე. მაშინ ისე ჩავთვალე საჭიროდ. ეხლანდელი გადმოსახედიდან აქაც არ მოვიყვანდი. პირდაპირ სახლში გავაქანედბი და ჩემს ექიმს დავურეკავდი. მაგრამ ამას ახლა აზრი არ ჰქონდა.
-თქვენ არ გსურთ ჭრილობის დამუშავება?- ხელით მანიშნა ფეხზე ექიმმა.
ეს ვიღას ახსოვდა. საბედნიეროდ კუნთთან მქონდა გაჭრილი, ამიტომ იმდენად მტკივნეული არ ყოფილა. სისხლდება უკვე შეჩერებულიყო. ექიმს თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და უფლება მივეცი ჭრილობა დაემუშავებინა.
დასრულებისთანავე გავიდა ოთახიდან, რადგანაც უკვე მისი საქმე ამოწურულიყო.
ჯონქუქიც გამოფხიზლდა. გაკვირვებული სახე ჰქონდა, მაგრამ ეს მხოლოდ 1-2 წუთს გაგრძელდა. მალევე მიხვდა რაც ხდებოდა.
-ფეიერვერკს მიწაში არ მარხავენ. შეგიძლია ხელში დაიჭირო და ისე გაისროლო.-ჯონქუქი ყურადღებით მისმენდა.
-როგორ ხარ?- მკითხა მან.
-ეს კაბა გამიფუჭდა, რა თქმა უნდა ცუდად ვარ. ერთ-ერთი საუკეთესო კაბა იყო გარდერობში. ახალის ყიდვა მოგიწევს.
-ასეც ვიცოდი, რომ ყველაფერს მე გადმომაბრალებდი.- რამდენიმე წამით მისი სიტყვები სერიოულად აღვიქვი და გული დამწყდა რომ ჩემი ხუმრობა ვერ გაიგო. შემდეგ გავიაზრე, რომ ხუმრობაზე ხუმრობითვე მიპასუხა.- რამე გეტკინა?
-ფეხი გამეკაწრა მხოლოდ, მაგრამ კარგად ვარ.
-ძალიან შეგეშინდა?- ხელზე ხელი მომკიდა და თბილი თვალებით გამომხედა. თვალებში არ შევხედე.
-რისი უნდა შემაინებოდა. ასეთი რაღაცეები ჩემი პროფესიისთვის დამახასიათებელია. მიჩვეული ვარ.- სიმართლეს ვამბობდი. აფეთქების მართლაც არ შემშინებია. სამაგიეროდ მან შემაშინა.
-მოიწიე.
-რატომ?- გამიკვირდა მისი მოულოდნელი მოთხოვნა.
-მოიწიეთქო.
-არა!
-კარგი. -თვითონ წამოიწია და თავზე ხელი გადამისვა.- ადამიანები ფეხის ჭრილობებით არ კვდებიან. დებილი უნდა იყო ეს რომ არ იცოდე.- ცხადი იყო მისი მიზანი. მიხვდა, რომ მასზე ვინერვიულე და უყურადღებობის განო დამცინა. მართალს ალბობდა და ძალიან კარგად მიცნობდა რაც სასიამოვნო და გამაღიზიანებელი იყო ერთდროულად. ხელი უხეშად გავაწევინე.
- ოხხ ჯონქუქქქ!- მან გაიცინა. ფეხზე წამოვდექი.- მე მივდივარ. ძიძას შემოვუშვებ. როცა ჩააფსავ პამპერს გამოგიცვლის.- სწრაფად გამპვედი ამიტომაც მისი ნასროლი ბალიში არ მომხვედრია.
ჯერ კიდევ ღამე იყო. სანაპიროსთან ახლოს ვიყავით. სავადმყოფოდან გავედი და იმ ადგილს დავუბრუნდი სადაც აფეთქება მოხდა. იმედი მქონდა ისევ ისე დამხვდებოდა ყველაფერი. მაგრამ შევცდი. როცა მივედი ყველაფერი ალაგებული იყო. შავი ქვიშაც აღარსად ჩანდა. ვერც კი იფიქრებდი, რომ აქ აფეთქება მოხდა რამდენიმე წუთით ადრე. მცირე, მაგრამ ხმაურიანი. იმ რესტორანში შევედი, რომლთა ვიაიპ კლიენტი ვიყავი რამდენიმე წუთის უკან. ნაცნობ მიმტანთან მივედი, რომელიც სახლში წასასვლელად ემზადებოდა.
-ბომბი ვინ დამარხა?- არ დამიმალავს მისვლია მიზეზი. პირდაპირ პრობლემაზე საუბარი დავიწყე.
-რა ბომბი?-გაიკვირვა.
-რა მოკლე მახსოვრობის უნარი გაქვს? შეკვეთებს კარგად იმახაოვრებ? ბევრი უკმაყოფილო კლიენტი გყავს?- ვამბობდი აუღელვებლად, თუმცა დაუფარავი ცინიზმით.
-არ ვიცი რაზე საუბრობთ.
-"არ ვიცი რაზე საუბრობთ"- გავაჯავრე.- იცი, ტყუილი საინტერესო ფენომენია და მას ადამიანის ცხოვრებაში თავისი ფუნქცია აქვს. მაგრამ შენ ეს ფუნქციები ამ შემთხვევაში დაბლოკილი გაქვს. ასე რომ ნუ გამაბრაზებ და მითხარი.
- ვწუხვარ იმ შემთხვევითობის გამო! თქვენი მეგო...- ჩემმა კისკისმა მისი საუბარი გაწყვიტა.
-შემთხვევითობა? როგორ ბედავ და აშკარად განზრახ დაგეგმილ ქმედებას შემთხვევითობას უწოდებ, როდესაც ჩემი მეგობარი ამის გამო საავადმყოფოში წევს!-ტონს ავუწიე.-კარგი, სხვანაირად დავილაპარაკოთ.- იარაღი ამოვიღე. მის დანახვაზე მიმტანი შეკრთა. შეეცადა შეუმჩნეველი ყოფილიყო მისი შიში და გაკვირვება, მაგრამ მისთვის სამწუხაროდ უკვე ბევრ ადამიანთან მქონდა ნამუშევარი.- ახლა კი იტყვი, თორემ შენც მიუწვები გვერდით.
- მე არაფერ შუაში ვარ. რაც მითცრეს ის გავაკეთე.
- ვინ გითხრა?
-არ ვიცი.- მხარში ვესროლე. ტკივილისგან ამოიკვნესა. ხელი მხარზე მიიდო, თითები მთლიანად დაუსისხლიანდა. არ მოგატყუებთ ლამაზი თითები ჰქონდა.- გეფიცებით არაფერი ვიცი. დამირეკეს და თანხა შემომთავაზეს. მეც დავთანხმდი ფული ძალიან მჭირდება. - რა თქმა უნდა, ფული ყველას სჭირდება.
-ნომერი მომეცი.- მან ტელეფონი მომაწოდა, ნიმერი გადმოვიწერე და უკან დავუბრუნე.- კარგი ბიჭი ხარ. მოკლედ ჩვენ ასე ვქნათ. შენ არ გინახივარ, არც მე მინახიხარ. ასე არც შენ დაზარალდები და მეც წამადგება. წინააღმდეგ შემთხვევაში შენი მოკვლა მომიწევს რაც მე უფრო მაწყობს.- მან თავი შეშინებულმა დამიქნია.- არ ინერვიულო, 10წუთამდე სისხლდენა შეგიწყდება. დაიმუშავე და ბინტით შეიხვიე.
უკან გამოვბრუბდი. ჩემს მდივანთან დარეკვას ვაპირებდი როდესაც დროა დავხედე. ძალიან გვიანი იყო. სჯობდა არ შემეწუხებინა. ჯონქუქის მანქანაში ჩავჯექი და სავადმყოფოსთან გავაჩერე. შიგნით შევედი და ჯონქუქის ექიმს გავესაუბრე. მითხრა რომ წაყვანა შემეძლო. თავი დედამისად ვიგრძენი. შემეძლო ბავშვი წამეყვანა. გამეცინა, რაც ალბათ მან არასწორად მიიღო და უზრდელობაში ჩამითვალა. გამოვერიდე, რადგან არასასიამოვნოდ მიყურებდა. მის ოთახში შევედი.
ჯონქუქს ეძინა. იქვე დავჯექი.
-როცა გაიღვიძებ ჩემთან წაგიყვან.- ისე დაველაპარაკე თითქოს ეღვიძა.- 1 კვირით დათხოვილი იქნები ჩემგან. ამის მერე შენი ჯანმრთელობის სიტუაციიდან გამომდინარე ვიმსჯელებ. გაიღვიძე უკვე აქ გაჩერება აღარ შემიძლია.
-და ვინ თქვა რომ მძინავს?- ცალი თვალი გაახილა.-მომეხმარე ადგომაში.
არ დავაყოვნე და ხელი გავუწოდე. ეტლი მივუგორე და იქ დავაჯინე. ამის საშუალებით მანქანამდე მივაგორე.
ერთ-ერთი ექთანი გამოგვეკიდა და გადასახადებზე გვამცნო. არც ეს გამხსენებია.
-ქუქი ცოტახნით აქ დარჩები?
-ბავშვი ხომ არ ვარ.
-მეშინია არ იტირო.
-დო იუნნნ!-წამოიწია. იქაურობას მაშინვე გამოვეცალე.
სალაროსთან მივედი, ყველანაირი დოკუმენაცია შევავსე და ფულიც გადავრიცხე, რადგანაც ხელზე აღარ მქონდა.
გარეთ გამოვედი ჯონქუქი ისევ ისე იჯდა, ახლა უბრალოდ თვალები დახუჭული ჰქონდა და თავი გვერძე გადაგდებული.
-ისევ მეთამაშები? არ მოგბეზრდა? თუ ძალიან მოგწონს ჩემი განერვიულებულის ყურება?- ახლახანს ვაღიარე, რომ მასზე ვბერვიულობდი და პირზე ხელი ავიფარე. მოქმედება ვარჩიე, რადგანაც უკვე ღამე იყო და სიტყვებს ვეღარ ვაკონტროლებდი. ხელით გამოსაფხიზლებლად გავამოძრავე. რეაქცია არ ჰქონია. კარგად შევანჯღრიე და დავუყვირე. არც ამან მოაფხიზლა. კარგად დავაკვირდი და კისერზე გაღიზიანებისგან გაწითლწბული ადგილი შევნიშნე. ნემსით რაღაც შეუყვანეს.
სავადმყოფოში შევვარდი. ექიმს კინაღამ დავეჯახე. ფეხებში გავუჩერე ჯონქუქი.
-სასწრაფოდ მიხედეთ! ნივთიერება შეიძლება მომაკვდინებელიც იყოს.
საწოლზე დაგაიყვანეს. პირიდან ქაფი გადმოუვიდა, როდესაც გვერდულად დააწვინეს. სავარაუდოდ ამ მიზნით.
გარეთ გავედი ის ნაძირალა სადღაც აქ უნდა ყოფილიყო. რადგანაც ახალი გაკეთებულია ნემსი. სხვა შემთხვევაში სიწითლე არ დამხვდებოდა. 3-5 წუთამდე ქრება.
სიტუაციის გახსენება ვცადე, რომ გამერკვია როგორი ადამიანი უნდა მომეძებნა. ძალიან რთული აღმოჩნდა. ლოგიკურად, რომ ვიმსჯელოთ, მთლიანად შავებში უბდა იყოს გამოწყობილი. ჯერ მარჯვნივ წავედი. სავადნყოფოს შემოვუარე. ყველაფერი გულდასმით შევამოწმე. მსგავსი ვერაფერი დავინახე. საავადმყოფოს კარს მარცხენა მხრიდან ვუახლოვდებოდი, რომ მაღლიდან ნემსი ჩამოვარდა და ზუსტად ჩემს ფეხებთან დაეცა.
ზევით ავიხედე. შავებში გამოწყობილმა მხიარულად დამიქნია ხელი.
-მკვდარი ხარ!- სავადმყოფოში შევქანდი. ყველა მე მიყურებდა. ალბათ ფიქრობდნენ: "ეს გიჟი მაღალქუსლიანებზე ასე როგორ დარბისო."
როგორც წესი მანერებს დიდ ყურადღებას ვაქცევ, მაგრამ ახლა ამის დრო არ მქონდა. ვერ გეტყვით, რომ თავისუფლად დავრბოდი. თუმცა რთული არ ყოფილა ჩემთვის მაღალქუსლიანებით სირბილი, რადგანაც მსგავს სიტუაციაში არაერთხელ ვყოფილვარ. პრობლემა და განსხვავება აქ ის იყო, რომ ამ ფეხსაცმელს წვრილი ქუსლი ჰქონდა. ეს კი მირთულებდა საქმეს, მაგრამ არა შესამჩნევად. კიბეებზეც ავირბინე, რადგან ლიფტში ბევრი ხალხი იყო. სახურავზე ავედი, სადაც მხოლოდ ის ერთი შავებში ჩაცმული ადამიანი არ დამხვდა.
ხუთნი იყვნენ. შუაში რომელიც იდგა ის ალბათ მთავარი იყო.
-რა ლამაზად გამოიყურები!-მითხრა მან.- ასე რატომ იჩქარე? ჩვენ დაგელოდებოდით.
-უზრდელობაა სხვას, რომ ალოდინებ.- თამაშში უნდა ავყოლოდი და შემქმნელის პოზიცია დამესაკუთრებინა. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ეს იყო ჩემი მიზანი.
-დაბრძანდით.- სკამი მოიტანა ერთ-ერთმა ჩემთვის და მისთვის. ჯერ თვითონ დაჯდა, ამის შემდეგ ჩამოვჯექი მე. დანარჩენი ოთხი გაუნძრევლად იდგნენ.
-უზრდელობაა ისიც, როდესაც არ გეცნობიან.- მივანიშნე, რომ არ ვიცოდი ვის ვესაუბრებოდი.
-მინ იუნგი, სასიამოვნოა.-ხელი გამომიწოდა.
-ვფიქრობ ჩემი წარდგენა საჭირო არაა.- გამოწვდილი ხელი დავაიგნორე და კიდევ ერთხელ, თუმცა ახლა მეტად დაკვირვებით გადავხედე იმ ოთხს. იარაღები ჰქონდათ. მგონია ვერ იფიქრებდნენ იმას, რომ მეც მქონდა იარაღი თან.
-ასეთი გოგონა ასეთ საქმეში რატომ არის გახვეული?
-ვფიქრობ ისე ახლოს არ ვართ, რომ ჩემი წარსული გაგაცნოთ. ამასთანაცე დარწმუნებული ვარ თქვენ ჩემს შესახებ საკმარისად გეცოდინებათ.
მინ იუნგი ის ხომ პარკ ჯიმინის მარჯვენა ხელია. რა თქმა უნდა ყველაფერი იცის ჩემს შესახებ. მტრებზე ყველა დეტალი უნდა იცოდე. ასე მის დამარცხებას კი არა განადგურებას შეძლებ.
-მიხვედრილი ყოფილხარ.- იმის მიუხედავად რომ თავად შენობით მომმართავდა მე მაინც თქვენობით ვპასუხობდი. მსგავსს სიტუაციებში ზრდილობა ყველაზე მეტად მეხმარება ადამიანის დამცირებაში და მის შესწავლაში.
-ლაპარაკში დროს ტყუილად ვხარჯავთ. იქნებ პირდაპირ საქმეზე გადახვიდეთ.
-სად გვეჩქარება? ახლა ალბათ თქვენი მეგობარი უკვე მკვდარია. ნუ ინერვიულებთ ამ საკითხზე. ჯონქუქიიი... ღმერთო ჯონქუქიი... თავი ხელში აიყვანე! მოდუნდი. ის არ მოკვდება. ხომ დაგპირდა, რომ შენს საყვარელ მარწყვის მილქშეიქს გიყიდდა, მარწყვისავე ნაყინით და საზამთროსაც წამოაყოლებდა, რადგანაც ასე ძალიან გიყვარს. პირობას აასრულებს.
ღრმად ამოვისუნთქე.
-ძალიან კარგი ამას თავადაც ვაპირებდი. გაწეული სამსახურისთვის გმადლობთ. თუ ამის სათქმელად მოხვედით მაშინ მე წავალ.- ვიცრუე, რა თქმა უნდა არ ვკლავდი. როგორ უნდა მომეკლა იდეალური ადამიანი. ეს ცოდვაზე მეტი იქნებოდა.
ვიცრუე რადგან გრძნობები... ოოო გრძნობები ადამიანის სისუსტეა. ასე გამომიჭერდნენ და უპირატესობა მათკენ იქნებოდა.
ჯონქუქი ჩემი აქილევსის ქუსლია.
-მიხარია თუ დაგეხმარეთ.- ჯონქუქი მკვდარია, ამას ვერ დავიჯერებ.- ახლა კი თუ ნებას დაგვრთავთ თქვენც გაგიყენებთ გზას.- გამეცინა. ასე მარტივად ამას ვერ იზავდნენ.
წინ წამოვიდნენ ოთხეული. იარაღები ამოიღეს. ჯიმინი ადგილიდან არ განძრეულა.
-ბატონებო გოგონაა, საჭირო არაა.- იარაღზე მიუთითა მათ. სექსისტი ნაბიჭვარი. ვერ გადამირჩები.
იარაღები უკან დააბრუნეს. მაწყობდა დარტყმებს უფრო მარტივად ვუძლებ ვიდრე ტყვიებს. ჯერ ერთი მოვიდა. მადლობა წვრილ ქუსლსა და ჩემს მოულოდნელ მოძრაობას, მას უკვე ცალი თვალი აღარ ჰქონდა. ძირს დაიხარა, მაგრამ ხელებს მაინც იქნევდა. ის ასე დავტოვე. ცოტახანში დავუბრუნდებოდი ჯერ საშიში არ იყო.
მეორე და მესამე ერთად მოვიდნენ. მუშტი სახეში გამომიქანეს. ავიცილე, მაგრამ მუცელში წამოსული მუშტი ვეღარ. უკან წავბარბაცდი. მეტკინა მაგრამ მალევე ვეღარ ვგრძნობდი, გაშლილი ხელი ლოყაში რომ მომხვდა. იუნგის გაეცინა. ამან ძალა მომმატა. წელში გავსწორდი. მეოთხე შემოსატევად მოდიოდა. უცბად უნდა მომეცილებინნენ. დანა ამოვაძვრინე, რომელიც ბარაყზე შენოხვეულ პატარა, დანისთვის განკუთვნილ ჩანთაში იდო, შეუმჩნევლად. მხარი გადავუსერე მეორეს, რომელმაც მუშტის დასარტყმელად ხელი წინ წამოსწია. ის ხელი დავიჭირე და სახსარში გადავტეხე. დანა მუცელში ჩავარჭე. ვიცოდი ეს არ ეყოფოდა. მესამე მოდიოდა. მეორეს უკან ამოვეფარე, გამოქანებული წიხლი მას მოხვდა. დანა გულში ჩავარჭე და ხელი გავუშვი. ძირს დავარდა. გადავუარე და მესამესთან საჩხუბრად წინ წავიწიე. დანა უნდა ჩამერჭო, რომელიც სწრაფი მოძრაობით გამაგდებინა. უკან დავიწიე. სკამი ავიღე და ვეცადე ამით გამეგრძელებინა. გვერდებში მოვარტყი. მერე მუცელში მივარტყი და უკან დავწიე, მეოთხეს დავაჯახე. ჯერ თავში მერე ყელში ჩავარტყი. სასუნთქი გზები გადაეკედა და ისიც დაეცა. მეოთხემ იარაღის ამოღო. ჩემი მიმართულებით ისროლა. სწრაფი მოქმედებით გვერძე გაწვა მოვასწარი. ის ტყვია პირველს მოხვდა, რომელიც უკნიდან მეპარებოდა. თოფი ამოვიღე და თავში ვესროლე. ისიც უსულოდ დაეცა.
ახლა უკვე იუნგის დრო დადგა. ჯონქუქის სიკვდილს არ ვაპატიებდი. ვაწამებდი და ისე მოვკლავდი. თითოეულ ორგანოს ვაგრძნობინებდი.
მიმოვიხედე და ის აღარსად ჩანდა. ლაჩარიც ყოფილხარ მინ იუნგი!
კიბეებზე ჩავირბინე. ექიმებს ვეცი და ჯონქუქი ვიკითხე. მათ მიმასწავლეს სად იწვა ჯონქუქი. ყველა მე მიყურებდა. სულ სისხლიანი ვიყავი. აქ ეს სულაც არ იყო უცნაური, მაგრამ მე კაბაც კი დახეული და სისხლიანი მქონდა, თმებიც ამწეწოდა.
ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი. ვტიროდი. დიახ ვტიროდი. ჯონქუქი აღარ მყავდა, რა თქმა უნდა ვიტირებდი. ყველა მასთან გატარებული წამი ამოტივტივდა გონებაში. მენატრებოდა. პალატაში შევვარდი. ის იქ იწვა. უგონოდ.
-ჯონქუქ!-წყნარად ვთქვი და ადგილზე გავიყინე. არაა მას ასეთ მდგომარეობაში ვერ ვნახავდი. მკვდარია...მორჩა... ვნანობდი ჩემს ყველა უხეშ სიტყვას. ვნანობდი რომ არ ვუთხარი როგორ ძალიან მიყვარდა და რამხელა პატივა ვცემდი. ვნანობდი რომ ასეთ დღეში ჩემ გამოა. მე გავრიე ის ჩემს საქმეში. მე გავხადე მაფიოზი. მე ვიყავი ყველაფერში დამნაშავე. მე რომ არა ის ასე უგონოდ არ იწვებოდა.
მარტო არ უნდა დამეტოვებინა. ხომ დავპირდი გვერდიდან არ მოვიშორებდი.
მაგრამ ეხლა აზრი აღარ ჰქონდა. აზრი აღარაფერს ჰქონდა. ის უკვე მკვდარი იყო.

ვოუთებიდან და კომენტარებიდან გამომდინარე ვმსჯელობ, რამდენად მოსაწონია ჩემი შემოქმედება. ამიტომ თუ მოგწონთ დაავოუთეთ, ასე არ გავწყვეტ წერას.

წვიმის ხმაWhere stories live. Discover now