XI

275 21 0
                                    

-ჯონქუქ მე...-შევყოვნდი და დიდი ბურთი გადავყლაპე. ასე აღარ ვიტირებდი.- მე მამაჩემი მოვკალი.-
როგორც წესი საკუთარ თავს ძალიან კარგად ვაკონტროლებ. მაგრამ იმ დღეს იმ ზომამდე მიმიყვანა რომ კონტროლი სრულიად დავკარგე მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა და ვერც ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ მოხდებოდა. ასეთი რამ შეიძლება კიდევ განმეორებულიყო.
-ვიცი მეც იქ ვიყავი.-გამიღიმა და ახლოს მოვიდა. ხვდებოდა საუბარი საითაც მიმყავდა.
-შენც მოგკლავ რომ დამჭირდეს.
-ახლა მაშანტაჟებ?- ცხვირზე ცხვირი გამისვა.
-არა, გაფრთხილებ. ჩემთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანს.
-ცდები, ძალიან ცდები.
-მე არასდროს ვცდები.
-მე კიდე ყველაზე კარგად გიცნობ. საკუთარი თავიც კი არ გიცნობს ისე როგორც მე.
-გული ცუდს მიგრძნობს.
-და რას?- აშკარად დამცინავად მესაუბრებოდა. სერიოზულად არ აღიქვავდა იმას რაზეც ველაპარაკებოდი.
-ჯონქუქ!-ტონს ავუწიე. გავბრაზდი.- არასოდეს მისმენ!- ხელები გავაშვებინე და უკან დავწიე.- ნერვებს მიშლი! სულ გგონია რომ არაფერს დაგიშავებ! მეეე... ოოო ჯონქუქქქ... თუ მომინდა შენ კი არა მთელ მსოფლიოს ამოვჟლიტავ. ისე რომ წარბსაც არ ავწევ.-მშვიდად მისმენდა.- შენ ჩემი უნდა გეშინოდეს. აქედან გაქცევაზე უნდა ფიქრობდე. ჩემგან გაქცევაზე უნდა ფიქრობდე. გიყვარვარ?! სიყვარული არ არსებობს! ეს მხოლოდ წიგნებშია. სიყვარული ილუზიააა ჯონქუქ. ის შეიძლება დღეს იყოს და ხვალ აღარ. ამას სიყვარული არ ჰქვია! ეს არააა სიყვა...- მაკოცა. ტუჩებში მაკოცა. სიტყვაც არ დამასრულებინა ისე მაკოცა. მაკოცა გაუფრთხილებლად. უფლების გარეშე. თავად გადაწყვეტილიც კი არ ჰქონდა რომ ეკოცნა ჩემთვის. მაკოცა, რადგან სხვას ვერაფერს იზავდა. სიტყვებით ვერ მაჯობებდა. ქცევებით კი გამანადგურებდა. თვალები გამიფართოვდა. მუცელში პეპლები გაჩნდნენ. გულიც ამითრთოლდა. ფეხები მეკვეთებოდა.
ჩემგან პასუხი რომ ვერ მიიღო კიდევ უფრო ღრმად განაგრძო კოცნა.
თვალები უნებურად დამეხუჭა და ავყევი. არც კი ვიცოდი რას ვაკეთებდი. აქამდე ეს არასოდეს გამიკეთებია.
ჯონქუქს ცალყბად გაეღიმა ჩემს რეაქციაზე. ორივე ხელით ჰაერში ამწია, ისე რომ კოცნა არ გაუწყვეტია.
სამზარეულოს მაგიდაზე შემომსვა. მომეკრა.
ერთი ხელი კისერზე შემოვხვიე მეორე თმებში შევუცურე.
რა სასიამივნო გრძნობა ყოფილა კოცნა. იმდენად რბილი ტუჩები ჰქონდა, რომ ვიძირებოდი. თვალები სიამოვნებისგან დახუჭული მქონდა და ვერ ვახელდი.
კოცნა გავწყვიტეთ. გული დამწყდა. მე კიდევ უფრო მეტი მინდოდა.
-მეორედ მსგავსი რამ არ მითხრა. რაც არ უნდა მითხრა მე მაინც არ მოგშორდები. ნუთუ არ გესმის... მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !-შუბლი შუბლზე მომადო.
გაბრუებულმა თავი დავუქნიე. ჯერ ვერ მოვდიოდი აზრზე. ისევ მინდოდა ეკოცნა. ისევ მინდოდა ჰაერში ავეტაცებინე.
უეცრად სპეციპიკური სუნი ვიგრძენი.
-ვაიმეე პიცა!- გამოვფხიზლდი.
ჯონქუქმა ღუმელი გამორთო.
-დროულად მოვუსწარით.
-ამ ღამეეე ამის ჭამა იქნებააა! ხვალ დილით მუცელი დამეტყობა.- დავიწუწუნე.
-მაგ პირს ლაპარაკისთვის ნუ დააყოვნებ. ჭამე.
პიცა ხის დაფაზე გადმოიღო, დაჭრა და ერთი ნაჭერი მომაწოდა.
-არაა მე არ მინდა.
არადა ძალიან მინდოდა. მშიოდა. მაგრამ ახლა რომ მეჭამა ფორმიდან ამოვვარდებოდი.
-კარგი რა დო იუნ. მიდიი ჭამეეე.
-არაა შენ ჭამე და მე გიყურებ.
ისევ მაგიდაზე ვიჯექი. ჩემს წინ დადგა.
-დასუსტებული ხარ ისედაც. იმუნიტეტი ვაბშე არ გაქვს. ჭამე რომ ცოტა მოძლიერდე.
-არა... ვერა.
-მშვენიერი სხეულის ფორმა გაქვს. მერე რა თუ მუცელი გექნება. აი რა მოხდა მერე. ადამიანი ხარ. ყველას გვაქვს მუცელი. მეც მაქვს. შენც გაქვს. მიდიი რა ჭამეე, გთხოვ. მოდი გააღე პირი.
დავუჯერე, პირი გავაღე. მან პიცის ნაჭერი ახლოს მოიტანა, ჩავკბიჩე. ძალიან გემრიელი აღმოჩნდა. გამოვართვი და ჭამა გავაგრძელე. ჯონქუქი კმაყოფილი სახით ჩამოჯდა სკამზე. მეც ჩამოვედი მაგიდიდან და მის წინ დავჯექი. მუცელს დავხედე. ჯერ არ გადიდებულიყო.
-მე შემომხედე!- მკაცრად მითხრა ჯონქუქმა.- ჭამე.
-ვჭამ, ვერ ხედავ?!
-მე სხვა რაღაცეებსაც ვხედავ.
-ეგ კარგა ხანია ვიცი რომ გეჩვენება რაღაცეები.- ჭამა გავაგრძელე.
-ჯონქუქ...-ვთქვი როცა ჭამა დავასრულეთ. მან თეფშები აიღო და გასარეცხებში ჩადო.- მიყვარხარ.- დავიმორცხვე.
-რა?-გაუკვირდა. რამ გააკვირვა.
-მიყვარხარ.
-რა? ვერ გავიგე.
-აღარ გაგიმეორებ. შენ დაგაკლდა მე რა მე ხო მოვიშორე.
-შენგან მიყვარხარ როგორი გასაკვირია.-არ გაუგრძელებია. არადა სულ მინდოდა მეთქვა მისთვის ჩემი გრძნობების შესახებ.
-შენ საოცრება ხარ! აი ისეთი მაგარი ხარ... იმდენად კარგი ხარ რომ სიტყვები არ მყოფნის შენს დასახასიათებლად.- ფეხზე წამოვდექი და მაგიდაზე დავჯექი.
ჯონქუქს გაეღიმა. ძალიან გაუხარდა. ალბათ მასაც ჩემსავით გაუხშირდა სუნთქვა.
-ძალიან საყვარელი ხარ როცა თავაზიანად საუბრობ.-წინ დამიდგა
-და როცა უხეში ვარ?- თავი ჩემს ყურთან მოსწია და ჩამჩურჩულა.
-მაშინ საშინლად სექსუალური ხდები.- ცალყბად გაიცინა და ყელში მაკოცა.
-შეიძლება დაგიტოვო?- ხელები კისერზე მოვხვიე.
-მე სულ შენთან ვიქნები. სანამ უკანასკნელი ვარსკვლავი არ ჩაქრება გალაქტიკაში, მანამდე მე შენთან ვიქნები.- კიდევ ერთხელ მაკოცა. კიდევ კარგი ვიჯექი თორემ ფეხზე დამდგარი ამას ვერ გავუძლებდი. იმდენად მასუსტებდა მისი ერთი შეხებაც კი.
როცა პირველად მაკოცა მაშინ გონება დამებინდა და მეორედ რომ მაკოცა უკვე აღარც კი ვიცოდი მქონდა თუ არა გონება.
ფეხები წელზე შემოვხვიე. მან ხელები საჯდომზე მომკიდა, მიმიკრა და ამიყვანა.
თვალებში შევხედე. გამიცინა მეც გავუცინე.
ოთახში ამიყვანა. ლოგინზე დამაწვინა.
-მე უნდა წავიდე, თორემ ხვალ რომ დამინახონ ნამჯუნმა და თეჰიონმა რამეს იფიქრებენ.
-აუ არაააა! დარჩი!- წამოვჯექი.
-კი მაგრამ...
-ერთად დავწვეთ!-უცბად მივახალე. თვალები გაუფართოვდა. ახლოს მოიწია.
-რა?
-ერთად დავწვეთ.- საკოცნელად წამოიწია.- არაა, დავიძინოთ. ეგ არ ვქნათ.- ტუჩების წინ გაშეშდა. ისე რომ ცხვირის წვერო ჩემს ცხვირს ეხებოდა. აშკარად სხვა რაღაცას ელოდებოდა. გამეცინა. ცხვირი ცხვირზე გავუსვი. და ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე.
საბოლოოდ ერთად დავწექით. მე ვაპირებდი ზურგიდან ჩახუტებას, ასეც მოვიქეცი, მაგრამ თვითონ შემოტრიალდა, მეც გადმომატრიალა ისე მარტივად თითქოს ბუმბული ვყოფილიყავი და ზურგიდან ჩამეხუტა.
გაინტერესებთ რას ვგრძნობდი? მე... მე არ ვიცი ამაზე სასიამოვნო კიდევ რა უნდა ვიგრძნო. თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი. თითქოს ვერავინ თითსაც ვერ შემახებდა სანამ მის მკლავებში ვიყავი ჩაფლული. მისი თბილი სხეულის ქვეშ ვიყავი. მისი კუნთები ჩემი წელის გარშემო, რომელიც მის სხეულთან კიდევ უფრო ახლოს მწევდა... ეს აღუწერელი სიამოვნებაა. რომ ამბობენ ამაზე უკეთესს ვერაფერს იგრძნობო, არ ხუმრობენ. როდესაც გრძნობ მისი სხეულის სიმხურვალეს, რომელიც შენსას ათბობს, იმ მომენტში ადგილი არ არსებობს სადაც ყოფნას მოისურვებდი და არ არსებობს ფიქრი შენს გონებაში რომელიც მას არ უკავშირდება.
ცალი ხელი მკერდისკენ ნელნელა წაიღო. მთელ ხელში მოიქცია ცალი ძუძუ. თვალები ვაჭყიტე. ღრმად ჩავისუნთქე, ვცდილობდი აფორიაქება არ შემემჩნია. ჯონქუქს არ მინდოდა გაეგო, რომ მისი შეხება უმწეოს მხდის.
ყურში გარკვევით და ნელა ჩამჩურჩულა.
-არ მეგონა დო იუნი რამეზე თუ ინერვიულებდა ოდესმე.- დამბურძგლა. გული მეტს ვეღარ აიტანდა.
რას მიკეთებ ჯონქუქ?!
-ოჰოო... გესიამოვნა?-მკითხა ირონიულად. გაიღიმა და დაბურძგლილ ხელზე თითები ნაზად ჩამატარ-ამომეტარა. თან ყელზე სველი კოცნები დამიტოვა.
-ამას ნუ მიკეთებ ჯონქუქ!- ვთქვი აღელვებულმა. თუმცა დავმალე და მისკენ გადავტრიალდი. მკერდიდან ხელი გაეშვა.
-რას?- მითხრა ეშმაკურად.
-ნუ მანერვიულებ. გულს მიჩქარებ, სუნთქვას მიხშირებ, მაფორიაქებ.
კმაყოფილმა თავზე ხელი გადამისვა. მის სხეულზე ავძვერი და ზევიდან დავაწექი.
-მუცელზე ძილი მიყვარს.- ჩემი მოქმედება ავხსენი.
-ვიცი.- ხელებით ზურგზე მოფერება დაიწყო. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა რომ ეს ძალიან სასიამოვნო იყო.
-ოჰოო... რამდენი გცოდნია.
-მე კიდე ბევრი რამ ვიცი.
-მაგალითად?
-აბაზანაში თვალებდახუჭული რომ ვერ ბანაობ, ბოთლის თავსახურებს რომ ვერ ხსნი, თვალებ დახუჭული რომ ვერ ცურავ, ხანდახან სიზმარში რომ ბოდავ და კიდევ ბევრი რამ...
-მაშინებ.- ნიკაპით დავეყრდენი. ჩაიცინა და თმები ამიჩეჩა.
-მოდი დავიძინოთ. უკვე თენდება.
-ჯონქუქ მიმღერე.- ვთხოვე და მის მკერდში ჩავიმალე.
მისმა ტკბილმა ხმამ დამაძინა.
მზე უკვე დიდი ხნის ამოსული იყო, როცა გამეღვიძა. ჯონქუქის მკლავებში გამოვფხიზლდი. მას ეღვიძა. ავხედე და დავამთქნარე. გაეღიმა.
-რატომ არ გძინავს?- ვკითხე ნამძილარევი ხმით.
-საერთოდ ვერ დავიძინე. ჩემს გვერდით რომ იწექი თვალი ვერ მოვხუჭე. შენ კი ასე მშვიდად როგორ გეძინა? სხვის მკლავებს არ გაეკარო. არც კი გაბედო და სხვის მკლავებში ასე ტკბილად არ დაიძინო, თორემ იმ ნაძირალებს გვერდიდან ვერ მოიშორებ.- ჩამეცინა.- რა საყვარელი იყავი როცა გეძინა!- ხელები კიდევ უფრო მაგრად მომხვია.
-ააა ქუქიი გამჭყლეტ!- დაძრომა ვცადე, მაგრამ ვერ მოვახერხე.
-რა ვქნა პრინცესა თავს ვერ განებებ.- ხელები გამიშვა და ლოგინზე გადმოვვარდი. ის გადმოტრიალდა და გულზე თავი დამადო.
-ჯერ ადრეა ცოტა ხანი მომეცი დაძინების უფლება.
თმებში შევაცურე ხელი და თავზე მოვეფერე. ჩაეძინა. საწყალი ალბათ რამდენი ხანი ეღვიძა. საათს დავხედე დილის 10 საათი იყო. გამოდის ღამე გაათენა. მე კი 5 საათი მეძინა. ამ ხნის განმავლობაში სულ მიყურებდა?!
3 საათში ჯონქუქმაც გაიღვიძა. მითხრა რომ დანარჩენს სახლში გააგრძელებდა.
-მაშინ მე გამოვიცვლი.- ფეხზე წამოვდექი. წელში გამოყვანილი და მერე გაშლილი კაბა ჩავიცვი და ჯონქუქთან დავბდუნდი.
-ჯონქუქ დღეს რომელზე უნდა შევხვდეთ?
-7ზე მზად იყავი გამოგივლი.
მე მიყურებდა ამიტომ ვერ გათვალა და ფეხი ლოგინს მიარტყა. დაიწუწუნა.
-გეტკინება აბა რა იქნება. აი თვალებიდან რომ არ იყურები მაგის ბრალია.
-ვინ ვერ იყურება თვალებიდან?- ახლოს მოვიდა. გამეცინა.
-შენ. მოიცა დაგაკვირდე.- ფეხისწვერებზე ავიწიე. სახესთან ახლოს მივედი.- თვალები არც გქონია.
-მაგრამ მაინც მოგწონვარ.
-ეჰჰ ქუქიი დაეშვითქო გითხარი მარა ისევ დაფრინავ.- გავიცინე.
-არ მოგწონვარ?- მომიღუტუნა.- ესე იგი არ მოგწონვარ!- მიღუტუნებდა.
სიცილი ამიტყდა. გარეთ გამოვაღწიე. გამომყვა.
-კარგი რა ქუქი.
მაინც არ შეუწყვეტია. სიცილისგან ვეღარ ვსუნთქავდი. კიბეებზეც სიცილით ჩავირბინე. მისაღებში კი გაკვირვებული ჯუნი და თაე დავინახე.
სახე გავასწორე. დავსერიოზულდი. ჯონქუქმაც შეწყვიტა ღუტუნი. ორივენი კიბეებთან დასჯილი ბავშვებივით გავჩერდით.
-ჯუნი, თაე, მე და ჯონქუქი ერთმანეთს ვხვდებით.- ჯონქუქმა გაკვირვებულმა შემომხედა.
-კაი კაცო... თქვა ამანაც ახალი რა.- არც კი შემოუხედავს ისე თქვა თეჰიონმა.
-რა?
-რა და ეგ წლებია ვიცით.- განმარტა ნამჯუნმა
-კი მაგრამ ჩვენ გუშინ...
-ეგ თქვენ თორე ჩვენ კარგა ხანია ვიცით.- არ დააცადა თეჰიონმა.
-მოდით მოგილოცოთ.- ადგა ბიძაჩემი.
-ჯუნიიიიიიი!- გახარებული, მისი გაშლილი მკლავებისკენ გავიქეცი. მაგრად ჩავეხუტე. თავადაც კარგად მომეხვია. თავზე მაკოცა.
-ჩემო გოგო რამხელა გაიზარდე. გუშინ პამპერსს გიცვლიდი.
-თუ გინდა ეხლაც ჩავაფსავ.- ავხედე და გავუღიმა.
-არააა იყოს.- ერთმანეთს მოვშორდით.- მოდი ჯონქუქ. ახლა უკვე ოფიციალურად ერთად ხართ.- ხელი გაუწოდა და ჩამოართვა.- ეს ერთადერთი გოგო გვყავს საგვარეულოს, ეს ჩემი ნაბოლარა მერცხალია, იმედია არ გაგვაბრაზებ და კარგად მოუვლი.
-პირობას ვდებ.- ცალი ხელი ჰაერში ასწია.
-ძალიან კარგი.- ჩაეხუტნენ.
-თმის ღერიც არ ჩამოუვარდება.- მიუბრუნდა თეჰიონს.
-აჯობებს ძმაო. აჯობებს რასაც ამბობ აასრულო, თორემ ვერ გაგვექცევი.- ღიმილით უთხრა თეჰიონმა და გადაეხვია.
-კარგით რა რას აშინებთ.- ჯონქუქი უკან გამოვწიე.
მთხრობელის p.o.v.
საღამო იყო, რვის ნახევარი. ჯონქუქი უჩვეულოდ აგვიანებდა. დო იუნს შეეშინდა. ჯონქუქმა მსგავსი რამ არ იცოდა. დროზე ადრეც კი მოდიოდა ხოლმე, მაგრამ დაგვიანებით არასოდეს დაუგვიანია.
გოგონამ რა არ იფიქრა. ეგონა ჯიმინმა მანქანით გაიტანა ან სახლში დახვდა და ლაპარაკის გარეშე ესროლა. ან იქნებ გაიტაცეს.
ამ ფიქრებზე ცრემლები მოადგა. გული რომელიც ჯონქუქმა გაუმთლიანა, მალე დაიშლებოდა. ის გული ხომ მხოლოდ მას ეკუთვნოდა. ის თუ არ იქნებოდა, მისი გულიც გაქრებოდა.
დო იუნი ჩაიკეცა. ფეხზე ვეღარ დგებოდა. არ ტიროდა, მაგრამ ისე სუნთქავდა, მალე თავისივე სუნთქვა დაახრჩობდა. ის ბურთი, რომელიც ყელში გაჩხეროდა, ხახას უკაწრავდა.
ჯონქუქი სად იყო? რას აკეთებდა? საერთოდ ცოცხალი თუ იყო?
გოგონა მეტს ვეღარ გაუძლებდა. ტირილი დაიწყო. ტირილზე მეტად ბღავილი იყო. ბიჭის სახელს იძახდა. თითქოს გაიგონებდა და მასთან მივიდოდა.
ასეც მოხდა.
კარი ჯონქუქმა შემოაღო, ხელში დიდი თაიგული ეჭირა. უკან ნამჯუნი და თეჰიონი მოჰყვებოდნენ. მათაც დიდი ყვითელი ვარდების თაიგული ეჭირათ, რადგან ყვითელი დო იუნის საყვარელი ფერია.
სამივე ადგილს მიეყინა. მათი საყვარელი არსება ასე მწარედ ტიროდა. ძირს იჯდა და კედელს მიყრდნობოდა.
მათი დანახვისას თვალები გაუფართოვდა.
-ჯ-ჯონქუქ...- ცრემლი მოიწმინდა.- ჯ-ჯონქუქ...- ნორმალურად ვერ საუბრობდა, რადგან სლუკუნებდა.
-დო იუნ რა დაგემართა?- პირველი ჯონქუქი გამოერკვა და დო იუნს მივარდა. თაიგული სამივეს ძირს დაუვარდა.
გოგონა სლუკუნებდა. ეს ჯონქუქს ძალიან ესაყვარლებოდა.
-დო იუნ ნუ გვაშინებ თქვი რა მოხდა.- თავზე ხელი გადაუსვა ნამჯუნმა. თეჰიონი საერთოდ ხმას ვერ იღებდა. დო იუნის ასე დანახვა მისთვის იმდენად კრიტიკული აღმოჩნდა რომ ლაპარაკის უნარი წაერთვა.
-მე... მე მეგონა ჯონქუქი მოკლეს.- ეს იყო და ახლიდან დაიწყო ტირილი. ჯონქუქმა გულში ჩაიკრა.
სამივეს გული გაეყინა მის სიტყვებზე.
საწყალი გოგონა... მისი გული როგორი ციცქნა იყო და კიდევ რამდენს გაუძლო.

წვიმის ხმაWhere stories live. Discover now