VII

258 15 3
                                    

ექიმი მალევე გამოვიდა. დიდი დრო არ წაუღია ტყვიის ამოღებას. ის ამ საქმის სპეციალისტი იყო.
-დო იუნი რა თქმა უნდა კარგადაა. მისი მოკვლა შეუძლებელია. კარგად არის. საქმეს გვირთულებს ორივე მხარეს ჭრილობა. ერთი მისთვის შეუმჩნეველიც კი არის, მაგრამ მაინც ახდენს გავლენას მასზე. მეორე ტყვიის ჭრილობა, იქ შრამი დარჩება.
ახლა კი მოგვეხმარეთ თავის ოთახში უნდა გადავაწვინოთ.
სამივემ ფრთხილად აიყვანა დო იუნი და თავის ოთახში საწოლზე დააწვინეს. ოთახში მხოლოდ ექიმი დარჩა.
სამივენი იქვე ჩამოსხდნენ.
-მე ის... მე ბოდიშს გიხდით.- ჯონქუქი მუხლებზე დადგა თეჰიონისა და ნამჯუნის წინაშე. სინდისი არ ასვენება. გული კარგა ხნის შეკუმშული ჰქონდა.- მე მართლა ძალიან ვწუხვარ.
-ადექი ძმაო.- თეჰიონი გაუთანაბრდა და წამოდგომაში მიეხმარა.
-არაუშავრს ჯონქუქ.- არ შეხედა ისე უთხრა ნამჯუნმა.
-მე ის მართლა ძალიან მიყვარს. როცა მას შევხვდი ჩემმა გულმა თითქოს სახლი იპოვა. ბავშვობაში კი სახლი არ გამაჩნდა. ჩემი სახლი მხოლოდ დო იუნი იყო.
ჯონქუქი ღარიბ ოჯახში გაიზარდა. სკოლაშიც ბევრი მეგობარი არ ჰყოლია. ის და დო იუნი ერთ კლასში სწავლობდნენ. გვერდიგვერდ ისხდნენ 3 წელი. ასე ერთმანეთს დაუახლოვდნენ. საუკეთესო მეგობრები გახდნენ. ერთმანეთს ყოველთვის უთანაგრძნობდნენ, ეხუმრებოდნენ, აღიმებდნენ, ანერვიულებდნენ, აწვალებდნენ, აბრაზებდნენ. ერთად გაიზარდნენ, როგორც საუკეთესო მეგობრები. როცა სკოლა დაასრულეს ჯონქუქის  მშობლებმა უნივერსიტეტის ხარჯები ვერ დაფარეს, ამიტომ ჯონქუქმა შესაფერისი განათლება ვერ მიიღო. ამიტომ დო იუნი ისევ მხარში დაუდვა. მან ჯონქუქი პირად დაცვად და მის მარჯვენა ხელად აქცია. განათლებაც პირადად მისცა. ერთად ისხდნენ და მეცადინეობდნენ ხოლმე, როდესაც დო იუნი უნივერდიტეტიდან ბრუნდებოდა ხოლმე. ღამეებსაც ათევდნენ მეცადინეობაში, რადგან დო იუნს უნდოდა რაც შეიძლება მეტი ცოდნა გაეზიარებინა ჯონქუქისთვის.
-მე თქვენი მადლობელი ვარ. ფაქტია ჩემს მოვალეობებს ვერ ვასრულებ. ამიტომ დავწერ განცხადებას და სამსახურს დავტოვებ.
-არა!- თქვა თეჰიონმა.- ეგ შენი გადასაწყვეტი არაა. დო იუნს უნდა დაველოდოთ. მის დაქვემდებარებაში ხარ.
უკვე თენდებოდა. ყველას ძილი მოერია ჯონქუქის გარდა. ის მანამ ვერ დამშვიდდებოდა სანამ დო იუნს არ ნახავდა.
ექიმს უკვე დიდი ხანია დაეტოვებინა იქაურობა.
სამივენი დო იუნის ოთახში იყვნენ და მას უყურებდნენ.
დო იუნი გამოძრავდა. სამივემ ყურები ცქვიტეს.
მაგრამ მას მაინც არ გაუღვიძია. სამივეს იქვე ჩაეძინათ.
მეორე საღამოს დო იუნის მშობლები
მივიდნენ მის მოსანახულებლად.

წვიმის ხმაOnde histórias criam vida. Descubra agora