IX

276 20 2
                                    

დო იუნმა უეცრად გაახილა თვალები, ჰაერში ასწია თავი, ყელზე ვენები დაეტყო, ყელისა და ლავიწების ძვლები უფრო გამოკვეთილად უჩანდა. ღრმად ამოისუნთქა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
სამი დღის განმავლობაში პირველად მოვიდა გონს.
პირველი რაც თვალების გახელისას დაინახა თეჰიონი, ჯონქუქი, ნამჯუნი და ჯინი იყო. როგორც პატარა ჭიანჭველას დაჰყურებენ ხოლმე პატარა ბავშვები, ისე უყურებდნენ დო იუნს ისინი.
იმის მიუხედავად რომ ის ჯერ კარგად მაინც ვერ ხედავდა მათი სახეები კარგად გაარჩია.
მომხდარი გაახსენდა. მაშინვე თვალები მაგრად მოხუჭა. თვალს ვერც ერთს ვერ გაუსწორებდა. რცხვენოდა თავი რომ ვერ შეიკავა.
რცხვენოდა მათ წინაშე მამამისს რომ კლავდა და თან სიამოვნებისგან რომ იღიმოდა.
რცხვენოდა ბედნიერებისაგან ფსიქოპატივით რომ იცინოდა და სიცილს რომ ვერ იკავებდა.
რცხვენოდა მათ სიტყვას ყური რომ არ უგდო.
რცხვენოდა, ძალიან რცხვენოდა.
-იუნა ვეღარ მოგვატყუებ, თვალები უკვე გაახილე.- ბიძამისის ხმა გაიგო. გული აუთრთოლდა. კიდევ უფრო მოხუჭა თვალები. ხმას არ იღებდა. ახლა ყველაზე მეტად მარტო დარჩენა სურდა. საკუთარ თავს ვერ პატიონდა ჩადენილს.
-იუნააა!- წუწუნი დაიწყო თეჰიონმა.- კარგი რა! არ მითხრა რომ იოგურტები ტყუილად გიყიდე.
ისევ არ განძრეულა. არც ხმა ამოუღია. არც თვალები გაუხელია.
-გამოდის ეს ჟელიბონებიც, კიტკეტი და ბაიუნტიც ტყუილად ვიყიდე.-თქვა ნამჯუნმა.
-მეც ვერ ვხვდები საერთოდ რატო ვყიდულობდი ზეფირს, ლიმნისა და ნაღების ლიმონათს...- შეყოვნდა, არც ამათმა გაჭრეს. ყველამ დო იუნის საყვარელი სასუსნავი ჩამოთვალა. მაგრამ ჯონქუქს არ დაუსრულებია.- მარწყვი, საზამთრო, ატამი, ცივი ჩაი...
ჯონქუქმა მეტი აღარ გააგრძელა. არაფერი გაჭრიდა. დო იუნი სიტუაციას მეტად სერიოზულად აღიქვავდა. თვალები რომ არ გახელოდა ზეწარიც გადაიფარა. სახესაც კი ვერ აჩენდა.
-დო იუნ!-მკაცრად თქვა ნამჯუნმა.- ამოყავი თავი!
დო იუნი არ განძრეულა.
ჯონქუქმა დანარჩენებისგან შეუმჩნევლად ხელი შეაცურა საბნის ქვეშ და დო იუნს ჩასჭიდა.
ის შეკრთა, ესიამოვნა, მაგრამ საკუთარ თავს სიამოვნების უფლება არ მიაცა და მისი ხელიდან დაძვრენას შეეცადა. თუმცა ვერაფერს გახდა. ასე მარტივი არ იყო ჯონქუქისგან თავის დაძვრენა. მითუმეტეს მაშინ როდესაც გულის სიღტმეში სიგიჟემდე უყვარდა. გულის სიღრმეში კი მხოლოდ იმიტომ რომ დო იუნი თავის თავთან ამას არასოდეს აღიარებდა.
-იუნაა ხვალ მივფრინავთ, ნუთუ ასე უნდა გაატარო ბოლო დღე ჩვენთან.- თეჰიონი მაქსიმალურად ცდილობდა დო იუნი აელაპარაკებინა და მოახერხა კიდეც. მან თავი ამოყო და თეჰიონს შეხედა.
-აბა კარგა ხანი არ წავალთო.
-ხო არ წავალთ ამიტომ არ მივფრინავთ ხვალ.
-შე მატყუარა!
თეჰიონმა თავზე ხელი გადაუსვა და გაუღიმა.
-მიხარია რომ გაიღვიძე. ამას სამი დღე ველოდებოდით.
-სამი დღე?- გაუკვირდა დო იუნს. მთლად ბოლომდე გახსნილი ჯერ კიდევ არ იყო.
-კი სამი.- თითებით აჩვენა ნამჯუნმა.
-მაშინ მამა და იუნგი...?- ძლივს თქვა დო იუნმა.
-მაგაზე არ ინერვიულო, მივხედეთ. ზეგ სამძიმარზე უნდა მივიდეთ დედასთან.
-არ ინერვიულო, დედაშენმა არ იცის ეს ამბავი.- ჯონქუქი ზუსტად მიუხვდა დო იუნს და დააწყნარა. ხელი ისევ ჩაკიდებული ჰქონდა. ახლა გოგონამაც მოჰკიდა ხელი.
-არ ვნერვიულობ!-ისევ მოატყუა არა მარტო სხვები არამედ საკუთარი თავიც- უთხარით რომ მისი ქმარი მე მოვკალი.
ყველა გაჩუმდა. დო იუნმა გაიფიქრა რომ მათ ისევ ეშინოდათ მისი.
-შენ ის არ მოგიკლავს...- დაიწყო ჯინმა.
-აზრი არ აქვს ჯინ- გააჩერა გოგონამ.- ფაქტია რომ მე ფსიქოპატი და მონსტრი ვარ.
"კი დო იუნ შენ მონსტრი ხარ, შენ მხოლოდ და მხოლოდ მონსტრი ხარ" ეუბნებოდა თავის თავს.
-ჩემს დიშვილს შეურაცჰყოფას ნუ აყენებ!-მკაცრად თქვა ნამჯუნმა.- მას მე შენზე უკეთ ვიცნობ. თითოეული ჩვენგანი მას იმაზე უკეთ იცნობს ვიდრე შენ გგონია. ის ძალიან თბილი გოგონაა, რომელიც გარემოებებიდან გამომდინარე ხანდახან ბრაზიანი ხდება.- მაქსიმალურად აკონტროლებდა ნამჯუნი საკუთარ სიტყვებს.- ის კეთილია, საყვარელი, ჭვიანი, მოხერხებული. მის თვალებში ისევ იმ პატარა გოგონას ვხედავ.- ამას მარტო ნამჯუნი ხედავდა, რადგან მხოლოდ ნამჯუნის გვერდით იყო დო იუნი ბავშვი. მხოლოდ მის გვერდით აძლევდა თავს უფლებას როგორც ბავშვს ისე ეაზროვნა და შესაბამისად ისე ემოქმედა.- მას მე ვუყვარვარ, ამასაც ვხედავ. პატივს მცემს და ახლა რცხვენია. ისიც ვიცი რომ ნებისმიერი რამ რასაც ის აკეთებდა, აკეთებს და გააკეთებს, ცუდიც და კარგიც, ყველაფერს აქვს მიზეზი. დაუფიქრებლად ის არასოდეს მოქმედებს. ყველა ჩვენთაგანზე ზრუნავს. ახლოს მხოლოდ 3 ადამიანს უშვებს. მეამაყება რომ ერთ-ერთი მე ვარ. მე შენ გიცნობ დო იუნ.
თეჰიონი გიჟივით ფეხზე წამოდგა და ტაში დაუკრა. ყველას გაგვეცინა. ნამჯუნმაც ქედი მოიხარა.
-მშვენიერი გამოსვლა იყო.- უათხრა ჯონქუქმა.
-კარგი დო იუნ ჩვენ გავალთ.- თქვა ჯინმა და პირველი მან დატოვა ოთახი. გაჰყვა ნამჯუნი და თეჰიონიც.
ჯონქუქი კი დო იუნთან დარჩა.
ახლა კი გაუშვეს ხელი ერთმანეთს.
-საკუთარი თავი არ დაადანაშაულო. შენი ბრალი იქ არაფერი იყო.
მან არაფერი იცოდა მომხდარის შესახებ, მხოლოდ ბატონი ტაკის სიკვდილს შეესწრო. დანარჩენის აზრზეც არ იყო. ცოტაოდენი რამ ჯინისგან გაიგო. მაგრამ დო იუნისგან უნდოდა მოესმინა. მას სახეზე ხელი დაადო, ასე იძულებული გახადა რომ თვალებში შეეხედა.- მომიყევი რა მოხდა.
დო იუნისთვის ეს საუკეთესო საშუალება იყო დაცლილიყო, ყველაფერი მოეყოლა და განთავისუფლებულიყო. ასეთი რამ არ სჩვევია. ყოველთვის გულში ინახავდა ყველაფერს. მაგრამ ჯონქუქი ამის საშუალებას არასოდეს აძლევდა. არც ეხლა მისცემდა. ამიტომ დო იუნმა მშვიდად მოუყვა ყველაფერი.
არ უტირია. სატირალი არც არაფერი ჰქონდა. მან ბავავობის ტრამვა მოიშორა თავიდან. ახლა მას უნდა გაეცინა და არა ატირებულიყო. თუმცა არც გაუცინია.
-ყოჩაღ დო იუნ!- აღტაცებულმა უთხრა ჯონქუქმა. თითქოს ადამიანის მკვლელობა, ბუზის მკვლელობა ყოფილიყო.
ჯონქუქმა ითვალთმაქცა. ნერვები აწყდებოდა. ვენებში სისხლი აუდუღდა. უნდოდა ხელმეორედ მოეკლა ბატონი ტაკი. რომ სცოდნოდა რა მოხდა, დო იუნს წინ აღარ გადაუდგებოდა და ნებისმიერი რამის გაკეთების უფლებას მისცემდა.
-გინდა მარწყვი გაჭამო?- ჰკითხა ბიჭმა.
-შენ რატომ უნდა მაჭამო, თვითონ ხელები არ მაქვს?!- დო იუნი ასეთი იყო. ჯონქუქს იმის გაკეთების უფლებას არასოდეს აძლევდა რაც კიდევ უფრო შეაყვარებდა თავს. უნდოდა უხეშად გამოსვლოდა. მაგრამ ჯონქუქ... ოხ ჯონქუქ, მასთან ამას ვერ ახერხებდა.
გოგონამ ხელების აწევა სცადა. მაგრამ ვერ ასწია.
-რა მჭირს? ხელებს რატომ ვერ ვამოძრავებ?
-და ის რატო არ გიკვირს საერთოდ როგორ გაიღვიძე.- მარწყვის თეფში აიღო ჯონქუქმა. მას უკვე გამზადებული ჰქონდა გოგონასთვის შაქარმოყრილი მარწყვები.
-დაიცა ვეღარ გავივლი? ჩემით ვეღარ ვიბანავებ?
-გაივლი, უბრალოდ ჯერ ეხლა გაიღვიძე. ნელნელა აზრზე მოხვალ. მაგრამ თუ ბანაობაში მოხმარება გინდაა არაა პრობლემაა მე დაგბან.
-ხელს რომ ვამოძრავებდე ჩაგარტყავდა და ცხვირიდან სისხლს წამოგადენინებდი.
-ხელს რომ არ ამოძრავებ მაგიტომ გითხარი.- მარწყვს ჩანგალი ჩაარჭო და დო იუნის პირთან მიიტანა.- აბაა გააღე პირი თვითმფრინავი მოფრინდა.- დო იუნმაც გააღო პირი და მთლიანად შეჭამა შაქრიანი მარწყვები.
-ესეც ასე.- თქვა ჯონქუქმა როცა მარწყვები გათავდა.- ეხლა აღარ ვინერვულოებ. საზამთროსაც შეჭამ?- დო იუნმა თავი დაუქნია.
ჯონქუქმა კუბიკებად დაჭრილი საზამთროს თეფში ჩაანაცვლა, მარწყვის თეფშს. ესეც სულ შეჭამა.
-ყოჩაღ დო იუნ! აი ასეეე..!- ჯონქუქი ძალიან გახარებული იყო.-ნამჯუნმა მითხრა ასე ვაჭმევდი პატარაობაშიო.
თანხმობის ნიშნად მან თავი დაუქნია.
-ჩემი არ გეშინია?- ჰკითხა დო იუნმა და შეშინებული თვალებით შეხედა. რადგან არ უნდოდა ის პასუხი გაეგო რაც გააცამტვერებდა.
-შენი რატო უნდა მეშინოდეს? ლაჩარს ვგავარ რომელსაც ციცქნა გოგონასი ეშინია?
-მე გიჟივით ვიცინოდი. ეს სასიამოვნო საყურებელი სულაც არ იქნებოდა.- რამდენად საშიში ყოფილა სიცილი ადამიანისთვის. რამდენად შეიძლება მან სხვას ტკივილი მიაყენოს ან დათრგუნოს.
ჯონქუქმა არ იცოდა რა უნდა ეპასუხა. სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. ნებისმიერი რამ არასწორად ჟღერდა თუნდაც ეს არ ეგულისხმა.
-არა სექსუალური იყავი.- ბოლოს ამაზე შეჩერდა. ეს ყველაზე კარგი პასუხი იქნებოდა.
დო იუნი შეკრთა ამის გაგონებაზე. ლაპარაკი აღარ გაუგრძელებია. სჯობდა გაჩუმებულიყო.
ორი დღე იყო გააღვიძებიდან გასული, როცა დო იუნმა ძლივს-ძლივობით შეძლო ფეხზე დადგომა. დიდი ტკივილი მიეყენებინა იმ ღამეებს. ძალიან დასუსტებული იყო. ექიმს თავიდან ეგონა რომ მოკვდა კიდეც. მისი გამოცოცხლება სასწაული იყო.
წონაშიც დაკლებულიყო. ყველანი ძალიან ნერვიულობდნენ მასზე. მაგრამ ნერვიულობა წყდებოდა მაშინ როდესაც დო იუნი ჭამდა.
დღეს ბატონი ტაკის დასაფლავების დღე იყო. დო იუნს ხალხმრავლობაში ასე გამოჩენა არ სურდა. მითუმეტეს გაიგო რომ თეჰიონი და ნამჯუნი იქ არ მივიდოდნენ. მარტო მოუწევდა წასვლა. მაგრამ ნაბიჯსაც კი ვერ დგავდა. ჯონქუქისთვის უნდა გაეცნო თავისი გადაწყვეტილება. ბავშვობიდაბ ოცნებობდა მამამისის კუბოში ჩაწვენას. ამ შანსს ხელიდან ვერ გაუშვებდა. უნდა წასულიყო. ჯონქუქი გვერდით დაუდგებოდა.
-დარწმუნებული ხარ რომ ეს დაგამშვიდებს?
-კი.
-ეგრე ამბობდი ჯიმინის სახლში შეპარვაზეც...
-ეგ სხვა სიტუაციაა. მართლა ჯიმინი სად არის?
-ისევ გაიქცა.
-რა მოხერხებულია. ჯერ არავინ ყოფილა ვისაც ჩემგან გაგცევა მოეხერხებინა. ვერც კი ბედავდნენ.- დო იუნი ჯონქუქის დახმარებით ფეხზე წამოდგა.
-ნახე რა დღეში ხარ! ასე ვერსადაც ვერ წახვალ!
-წავალ! ტყუილად მეჭიმები. ან გამომყვები ან კიდე სხვა ბიჭს გავიყოლებ.
-შარვალ-კოსტუმი უნდა ჩავიცვა?
დო იუნს მის სიტყვებზე გაეცინა. სხვა ბიჭის ხსენება სიტუაციას ყოველთვის მისკენ ატრიალებდა.
-რაც გინდა, ოღონდ შავი არა. ჩვენ არ ვწუხვართ ბატონი ტაკის გარდაცვალების გამო.
-არის უფროსო!- თქვა და ოთახიდან გავიდა. წამებში თავი უკან შემოყო.- გამოცვლაში ხომ არ მოგეხმარო?- ეშმაკურად გაიცინა.
-ჯონქუქქქ!-კარი მიკეტა და თავისთან წავიდა.
დო იუნის P.O.V.
წითელი გრძელი საღამოს კაბით სარკის წინ ვიდექი და წითელ პომადას ვისვამდი. მაკიაჟი გავიკეთე ჩაშავებული თვალები დავმალე. ყელზე ხელის ნაკვალევიც დავფარე. ეს არც ჯონქუქს დაუნახავს. ყელიანებს ვიცვამდი რომ არ შეემჩნია.
ერთხელ კლუბში ერთმა ბიჭმა ხელი მომკიდა და იმას ჩაულურჯა თვალი და ამაზე სულ გაგიჟდებოდა.
მის ტელეფონზე მოსული შეტყობინებაც ვნახე ჰოსეოკთან ერთად პარკ ჯიმინის დაჭერის და წამების გეგმას რომ ადგენს. ამაზეც დაველაპარაკები მაგრამ ჯერ სხვა საქმე მაქვს მოსაგვარებელი.
ჯონქუქი ოთახში შემოვიდა და ახლოს მოვიდა. ხელი გამომიწოდა რომ დავყრდნობოდი. მაჯაზე ჩავჭიდე და გარეთ გამოვედით.
-ჯონქუქ ერთმანეთს დღეს ვერ დავემთხვიეთ.- სხცადასხვაფერ ტანსაცნელზე გავამახვილე ყურადღება.
-რატომ? თეთრი და წითელი უხდება ერთმანეთს. არ ინერვიულო წითელი საროჩკა მაქვს მანქანაში მოსახვევად. დღეს ქარია და ცივა.
-დაიცა. - უკან შევაბრუნე. თეთრი მაღალქუსლიანები ჩავიცვი და თეთრი ჩანთა გდავიკიდე. თეთრი საათი გავიკეთე და თეთრი ყვავილის გამოსახულებიანი საყურე ჩამოვიკიდე.
-ესეც ასე.
-ჩაიცვი რამე შეგცივდება! იცოდე ჩემი იმედი არ გქონდეს იმ წითელ საროჩკას არ მოგცემ. ჩემი საყვარელი აბრეშუმის საროჩკაა.
-ხოხო არ მომცემ.- ხელი ჩავჭიდე და გარეთ გამოვიდით. ნამჯუნი და თეჰიონი სახლში არ იყვნენ შეხვედრები ჰქონდათ.
სახლიდან გამოვიდნენ.
-რამე ღია ფერის მანქანით წავიდეთ.- ვუთხარი ჯონქუქს.
-როგორც გინდა.
პარკინგიდან კრემისფერი მანქანა გამოიყვანა. კარი გამიღო. დავჯექი.
30 წუთი სასაფლაოებამდე მისვლაში დავხარჯეთ. ჯონქუქი უჩვეულოდ ნელა მიდიოდა. ალბათ ცდილობდა ფრთხილად ეარა. რადგანაც ენერგია არ მქონდა და ვერაფერს მოეჭიდებოდი.
-ხანდახან რა საყვარელი ხარ ჯონქუქ.
-ეს რით დავიმსახურე?
-მოვედით.
-არ გადმოხვიდე. მაცადე ჩემი საქმე გავაკეთო.-გადავიდა, კარგი გამიღო და ხელი გამომიწოდა.- გთხოვთ მემ!- გამიღიმა, რამაც მეც გამარიმა. ხელზე ხელი დავადე და გადმოვედი.
შუაცენტრში გააჩერა. კარგი მიდგომაა, მაგრამ ისედაც მივიქცევხით ყურადღებას. მითუმეტეს მაშინ როცა ასეთი ბიჭი მიდის ჩემს გვერდით. მოკლემკლავიანები ეცვა. ცალი ხელზე ტატუები უჩანდა. ცალზე კი ჩემი ბეჭედი ეკეთა. ძალიან სიმპატიური იყო. უსიმპატოურესს ხდიდა მისი ქცევები. თქმა არ უნდა იმას რომ იქ კაცსაც და ქალსაც მოეწონა ახალგაზრდა ვაჟკაცი. კარგი ტანითა და პირისახით.
-ყველას ყურადღება შენ დაიჭირა.- ვუთხარი ღიმილით.
-მათი ყურადღება არ მჭირდება, მე მხოლოდ შენი მაკმაყოფილებს.- ღიმილი მიმეყინა და თვალები გამიფართოვდა.
მან დანარჩენები დააიგნორა რადგან მსგავს თვალებს მიჩვეული იყო. იდაყვი გამოსწია ჩემსკენ, მეც ხელი მოვხვიე და წინ წავედით.
შეკრებილი ხალხის შუაში გავიარეთ.
უმეტესობამ ჩაილაპარაკა "უზნეო" "უზრდელი" "უმადური" და მრავალი სხვა. ყველა მაკრიტიკებდა რადგან არ ვტიროდი.
მეც ეს მინდოდა. დიახ მათი გულზე გახეთვა როგორც მალამო ისე მომედებოდა.
-არ მოუსმინო, მათ ხომ არ იციან შენი წარსული.- ჯონქუქი ცდილობდა ჩემს დაცვას.
-არ ინერვიულო ქუქი, მე ხომ ვიცი.- გავიღიმე. ამაზე ერთ-ერთმა მოხუცმა სახეზე ხელი შემოირტყა.
დედასთან მივედით. დედამ ცრემლიანი თვალებით შემომხედა.
-დო იუნ ეს რა არის! რას გავხარ! როგორ ბედავ!- ერთიანად მომაყარა. ფეხზე წამოხტა.
-არ მითხრა რომ ამ კაცის გამო ტირი?
-მარტო მე არ უნდა ვტიროდე. აქ შენც უნდა იჯდე.- ხალხი სანახაობის საყურებლად მოგროვდა.
-ჩემი ცრემლების ღირსი არაა.
-რამდენს ბედავ!- ხელი ჰაერში ასწია დასარტყმელად, ვერ მოასწრო რადგან მისი ხელი ჯონქუქმა დაიჭირა. გამწარებული თვალებით ახედა დედამ.
-ბოდიში ქალბატონო ტაკ, მაგრამ მასზე ხელის დადების უფლებასაც ვერ მოგცემ.
-და შენ ვინ ხარ რომ მიწესებ რისი უფლება მაქვს და არაქვს!
-ჩემი შეყვარებულია.- დავასწარი ჯონქუქს. არც გაკვირვებია. ამას ხშირად ვხმარობდით ხოლმე სხვადასხვა სიტუაციებში.- მას შენზე მეტის უფლება აქვს!

წვიმის ხმაWhere stories live. Discover now