IV

377 26 2
                                    

ჯონქუქმა მთხოვა მისთვის დრო დამეთმო. ასეც მოვიქეცი, ამაზე ბევრი არ ვახვეწნინე. მეც მინდოდა მასთან ერთად დროის გატერება.
იმის მიუხედავად, რომ ძალიან დიდი თავსატეხის წინ ვიდექი, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს კვეთდა, მაინც გავანებე თავი და ჯონქუქის საყვარელი კრუასანების კეთება დავიწყე. თავად კი ფილმის არჩევა დაიწყო.
-ჯონქუქ რამე საშინელებათა აარჩიე რა!- ვთხოვე სამზარეულოდან.
-მოდიი!- მიხმო მასთან. მეც მივედი.- სამზარეულოში მიმიყვანე.- გასცა ბრძანება. დავემორჩილე და შევასრულე.
კრუასანებს მივუბრუნდი. ცომი მოვზილე და ცოტახნით ასაფუებლად დავდე.
ჯონქუქს თან ლეპტოპიც ჰქონდა. გადაწყვიტა აქ აერჩია ფილმი.
-კომედია მირჩევნია.-თქვა მან.
-აუ საშინელება უფრო სასაცილო არაა?- ცომი ავიღე და გავაბრტყელე.
-დო იუნ, ხვდები რომ ეხლა სადისტურად ჟღერდი?- თვალებში შემომხედა.
-სადისტი ნამდვილად არ ვარ.
-ეგრე შენი თქმით შეყვარებულებიც არ ვართ...- ხუმრობს, რა თქმა უნდა, არ ვართ.
ცომი სამ ნაწილად გავჭერი. ერთ-ერთი ავიღე და გავაბრტყელე.
-არც შეყვარებულები ვართ. სხვათა შორის, ამ ბოლო დღეებში ძალიან გაუხშირე მსგავს ხუმრობებს.- ცომი სამკუთხედებად დავჭერი, შოკოლადი წავუსვი და დავახვიე. დანარჩენებზეც იგივე გავიმეორე.
-და ვინ თქვა რომ ვხუმრობ?
-მე.
-დებილი ხარ.
-ეგ შენი ზედმეტსახელია.
-შენ რა კრუასანებს აკეთებ?
-კი, რა იყო?
-დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოჯერ დავაგემოვნე. გახსოვს პირველად, რომ გამასინჯე?
-კიი. ერთად რომ წავედით: შენ- სპორტდარბაზში, მე კი ცეკვაზე. წვიმამ რომ მოგვისწრო.
მაშინ, იმ ღრუბლიან დღეს. დილით ადრე ავდექი, რომ კრუასანები გამომეცხო. 6 საათზე ჯონქუქს უნდა შევხვედროდი სკოლის ეზოსთან. წინა დღეს მომწერა: რომელ საათზე მქონდა რეპეტიაცია. მითხრა რომ ერთად წავსულიყავით. ჩემი რეპეტიციის დროს დაამთხვევდა ვარჯიშს. მეც გამიხარდა. მე და ის მარტო არასოდეს გავსულვართ.
მაშინ 15 წლისები ვიყავით. იმის მიუხედავად, რომ სულ ცოტა 5 წლიანიანი მეგობრობა გვაკავშირებდა, მარტო გარეთ სასეირნოდ არასოდეს გავსულვართ. მიზეზი ჩემი მშობლები იყვნენ. მკაცრი მშობლები მყავს. მარტო ბიჭთან ერთად არ მიშვებდნენ სასეირნოდ. ეს რა არის, მიწერის უფლებასაც არ მაძლევდნენ თავიდან. მერე კი როცა ამდსნი ხნის მეგობრები ვიყავით. 15 წლის ასაკში დამრთეს ნება დარეკვისა და ტელეფონზე საუბრისა. ჯონქუქს ხელის გადახვევის უფლება არ ჰქონდა, მხოლოდ ერთხრლ შემეძლო ჩავხუტებოდი, ისიც შეხვედრისას. სახლში 9 საათამდე უნდა მივსულიყავი და კიდევ ბევრი ასეთი რამ, რომლის გახსენებაც დიდად არ მინდა.
იმ დღეს დაცვის გარეშე წამოვედი. პატარა ლამაზ ყუთში 4 ცალი კრუასანი ჩავდე. შეხვედრისას მივეცი და ვუთხარი:
-სპორტდარბაზიდან რომ გამოხვალ, მაშინ შეჭამე, მოშიებული იქნები.- მართალია ეს შიმშილს სულ არ გაუქრობდა, მაგრამ სახლამდე ეყოფოდა.
გზად პარკი უნდა გაგვევლო. იმ პარკს მივუახლოვდით, როდესაც ძალიან მოიღრუბლა და წვიმა წამოვიდა. წვიმა ძალიან მიყვარს, ამიტომ დანარჩენებივით თავშესაფარი არ მომინახავს. ჩვეულებრივ გავყევი გზას. სულ არ მადარდებდა თუ დავსველდებოდი. ეს მიხაროდა კიდეც.
მასთან ერთად წვიმაში მოვყევი.
იმ პარკში, რამდენიმე წამაში, მარტო მე და ჯონქუქიღა მივსეირნობდით.
-აი ნახე რამდენის გაკეთება შეუძლია წვიმას. ხალხი როგორ უცბად გაფანტა.- მართალი ვიყავი. ჩვენს გარდა იქ, იმ გზაზე, ვერავის დაინახავდი, ძაღლიც კი არ იყო.
მხოლოდ მე და ჯონქუქი მივაბიჯებდით ისე, თითქოს არც კი წვიმდა. ნაბიჯი არცერთ არ აგვიჩქარებია.
მე მხიარულად უაზროდ ვიცინოდი.
-ნახე წვიმს აუუუ რა მაგარიაა!- დავტრიალდი.
დარწმუნებული ვარ ხალხი ჩვენ გვიყურებდა. ალბათ პატარა რომანტიული წყვილი ვეგონეთ. ან უბრალოდ გიჟები. მაგრამ მაშინ პირველად არ მადარდებდა ხალხის აზრი. წვიმა ძალიან მახალისებდა. ის ფაქტი კი რომ მასთან ერთად წვიმაში მოვყევი, ბედნიერებას მგვრიდა.
და აი ეს დო იუნი, რომელიც წვიმასაც კი აღმერთებდა, ცივსისხლიან მკვლელად იქცა.
აწმყოში ამ ფიქრმა დამაბრუნა. ცივსისხლიანი მკვლელი...
-მაშინაც კი შეყვარებულებს ვგავდით.
- შენ სულ მაგას ამბობ.- კრუასანები ღუმელში შევდე.
ჯონქუქს პასუხი აღარ გაუცია.
-ფილმი ავარჩიე.
-ძალიან კარგი!-გავუღიმე. მან თავი ხელზე დააყრდნო და ახლა ასე მიყუტებდა.
სულ ასე აკეთებს ხოლმე ამიტომ ამჯერად ყურადღება არ მივაქციე.
-2 დღეში გაივლი.
-შენ საიდან იცი ჭკუისკოლოფო.
-მე ყოველთვის შენზე მეტი ვიცი.- კრუასანები გამოვიღე. ცხელი იყო. ოდნავ ხელიც მიმეწვა, მაგრამ ისტერიკა არ დამიდგავს. ჯონქუქსაც კი არ შეუმჩნევია. კრუასანები თაფშზე ლამაზად დავალაგე. ჯონქუქმა ერთ-ერთის ასაღებად ხელი გამოსწია. აღება არ ვაცადე და ხელზე დავარტყი.
-ჯერ ფილმი ჩართე.
-ჯერ გამიყვანე.- ხელი გადავახვევინე და მისაღებში დავაბრუნე. დიდ ეკრანზე ფილმი ჩართო. მე კრუასანები მოვიტანე და ფეხებზე დავუდე.
-ჯერ შენ გასინჯე, თუ არაფერი დაგემართა მერე შევჭამ მე.- მითხრა სიცილით.
-სულ მე შევჭამ.
თეფში ავიღე და ჩემს გვერდით დავიდე. ერთ-ერთი კრუასანი ავიღე და ჩავკბიჩე. ძალიან გემრიელი იყო.
ჯონქუქი თეფშისკენ წამოიწია, ისე რომ სახე ჩემსკენ ჰქონდა. სახე სახის წინ გააჩერა.
-ახლა რომ კრუასანი გედოს პირში უფრო რომანტიკულად განვითარდებოდა მოვლენები.- იქვე მივეყინე იმ სავარძელს. მისი სუნთქვა მკაფიოდ ვიგრძენი ჩემს ტუჩებზე. თეფში აიღო და ისევ თავის მუხლებზე დაიდო.
-ნუღა თამაშობ, ზედმეტები მოგდის!- ვთქვი მკაცრად, მაგრამ ხმადაბლა.
მან გაიცინა. თუმცა ეს უფრო უხერხული სიცილი იყო.
მეორე დღეს შეხვედრები მქონდა. როგორც წესი, ჯონქუქის გარეშე არსად არ დავდივარ. ის არა მარტო ჩემი მარჯვენა ხელი, არამედ პირადი დაცვაცაა.
დღეს მარტო მიწევდა წასვლა. საქმეებს ვერ გადავდებდი.
კლასიკური, ფართე, ყავისფერი შარვალი ჩავიცვი. ქამარი გავიკეთე. ზევიდან ბრეტელებიანი, შავი ატლასის მაისური ჩავიცვი. გარეთ არც ციოდა და არც ცხელოდა. მოსასხამი ხელს გავაყოლე. ფეხზე მაღალქუსლიანი ღია ფეხსაცმელი ჩავიცვი. ყავისფერი ჩანთა ავიღე. ყოველდღიური მაკიაჟი გავიკეთე. თმები ავიწიე. ოქროს საყურე, ყელსაბამი და ბეჭდები გავიკეთე, რომლებსაც ანგელოზების ფორმა ჰქონდათ. დანარჩენი ბეჭდები ისე შევუხამე, რადგანაც ძალიან მიყვარს ბეჭდები, ყველა თითზე მიკეთია ხოლმე.
გადავწყვიტე დილით ადრე გავპარულიყავი. ასე ჯონქუქი არ გამომყვებოდა და მასთან კამათს ავიცილენდი. ასეც მოვიქეცი.
გარეთ მანქანა მელოდებოდა. ჯიპი, რომელსაც გოგო ატარებდა. დაცვაშიც გოგონებიც და ბიჭებიც თანაბრად მყავნან.
მანქანაში ჩავჯექი და გზას გავუდექი. ჩვენს წინ და უკან თითო-თითო მანქანა მოდიოდა. დაცვა გავაძლიერე. უკვე ზედმეტები მოსდიოდა ჯიმინს.
სახლშიც დავიბარე რომ ჯონქუქისთვის უფრო მეტი ყურადღება მიექციათ. ყველა წერტილში დაცვა დავაყენე. ახლა უფრო მშვიდად ვიყავი.
მაღაზიასთან გავჩერდით. წინა მანქანიდან გოგონები გადმოვიდნენ და მაღაზიაში შევიდნენ. მალევე ჰოსეოკით დაბრუნდნენ. ძალა დაატანეს და ჩემს გვერდით დასვეს.
-ნუ იფართხალებთ, ეს ჩემი საყვარელი ჯიპია.- ვუთხარი მას შემდეგ რაც ჩააჯინეს და კარი მოხურეს. მძღოლს ვთხოვე გადასულიყო და მარტო დავეტოვებინეთ.
-ვინ ხარ? რა გინდა?
-რადგან შენობით მომმართავ მეც იგივეს გავაკეთებ. კიმ დო იუნი ვარ! ჩემზე გსმენია არა?!
-კიიი... თქვენზე ზედმეტად ბევრიც კი მსმენია.
-მაშინ კარგად იცი დაუმორჩილებლობას როგორ ვერ ვიტან, იმედია დღეს საშუალებას მომცემ, რომ არ მოგკლა.
-რა თქმა უნდა, მე თქვი ფანიც კი ვარ!- ამ სიტყვებმა გამაოცა. მსგავსი რამ არავისგან მომესმინა.- გთხოვთ არასწორად არ მიიღოთ. დარწმუნებული ვარ ჩემთან ჯიმინის გამო მოხვედით. მის მტრებზე თითქმის ყველაფერი ვიცი. აქედან გამომდინარე თქვენზეც ვფლობ ინფორმაციას. თქვენი დახვეწილი მანერები, გამართული საუბარი, ჩამოყალიბებული აზროვნება და სამართლიანობის შეგრძნება ყოველთვის მიზიდავდა. მაფიოზებში ასეთი დიპლომატიოური ადამიანი სასწაულზე უფრო მეტად წარმოუდგენელია. გარეგნულად პრინცესას უფრო ჰგავხართ ვიდრე საშინელ მაფიოზს.- ეს რაღაც უცხოა. მგავსი მეტოქე არასოდეს მყოლია. ალბათ ჩემს მოთაფვლას ცდილობს. ასე მასზე კარგი წარმოდგენა შემექმნება და ზურგიდან ჩამარტყავს დანას.
-აქ ჩემზე სასაუბროდ არ მომიყვანიხართ. პარკ ჯიმინი...
-მასზე ვერაფერს გეტყვით.- გამაწყვეტინა საუბარი.- ის ჩემი მეგობარი იყო. იმის მიუხედავად რომ ვიკამათეთ და დავშორდით, მეგობრების საიდუმლოს ვერ გაგიმხელთ.
-ვაფასებ თქვენს ამგვარ დამოკიდებულებასა და მეგობრის ერთგულებას, მაგრამ ამაზე მეტად თქვენს სიცოცხლეზე უფრო ვნერვიულობ.- მართლა ვნერვიულობდი. მსგავსი საუბრის შემდეგ სულაც არმინდოდა მომეკლა. დასანანია ასეთი გაწონასწორებული პიროვნების დაკარგვა ამ სამყაროსთვის. მაგრამ რას ვიზავთ საქმე საქმეა. ჯერ არასოდეს მიმიტოვებია საქმე შუაგზაში არც ახლა ვიზავ ამას.
-არ დაგიმალავთ და მეც ვნერვიულობ საკუთარ სიცოცხლეზე, ამიტომ უნდა მაპატიოთ ახლა რასაც გავაკეთებ.- სიტყვები დასრულებული არ ჰქონდა რომ დანა ამოიღო და გვერდში შემარჭო. ხელი დავუჭიე, მაგრად მოვუჭირე და მეორე ხელი ჩავარტყი. დანა გავაგდებინე. მეორე ხელით ორივე ხელი გამაშვებინა. სახეში ჩავარტყი, დანა უნდა ამეღო როცა იდაყვი ჭრილობაზე ჩამაჭირა. ტკვილმა მთელ სხეულში დამიარა. ეს შერჭობაზე მტკივნეული იყო. დანა თავად აიღო და მანქანიდან გადავიდა. ორი გოგონა დაჭრა. მესამე მოკლა და გაიქცა. მძღოლი მანქანაში ჩაჯდა.
-ფუ ამის... მაიკა გამეხა და შარვალი დამესვარა.- სინანულით დავხედე ტანსაცმელს.
-რა დაგემართათ?-მკითხა აღელვებულმა.
-სახლში მიმიყვანეთ და ექიმს დაურეკეთ.
-კი მაგრამ იქამდე გაძლებთ? სისხლისგან იცლებით...
-არ მინდა საავადმყოფო სახლში მიმიყვანეთქო!- ვთქვი მკაცრად. დანარჩენი ორი მანქანა ჰოსეოკს გაეკიდა.
სახლში რომ მივრდით ექიმი გარეთ დამხვდა. მანქანიდან ჩემით ვერ გადმოვედი. მისვლისთანავე ჯონქუქი გამოვიდა. ხელში ამიყვანა და სახლში შემიყვანა. მდივანზე დამაწვინა.
ექიმმა ჭრილობა ნახა. დაამუშავა და შემიხვია.
-საშიში არაფერია. ჩვეულებრივი ჭრილობაა.- სხვისთვის ეს შეიძლებოდა მძიმე მდგომარეობა ყოფილიყო, მაგრამ არა ჩემთვის. ასეთებს მიჩვეული ვარ.
ჯონქუქმა გააცილა ექიმი და ისევ ჩემთან დაბრუნდა.
-ვატყობ ფეხი აღარ გტკივა.
-ეს არც აქამდე მტკიოდა, უბრალოდ შენი მზრუნველობის ქვეშ ყოფნა მსიამოვნებდა.
-ოხხ ჯონქუქ!- წამოვიწიე.
-თავს ძალას ნუ დაატან. ჰოსეოკის დასაჭერად იყავი გასული?
-კიი, ძალიან მომეწონა. ისეთი გაწონასწორებული, თბილი და ერთგულია.- აშკარად არ ესიამოვნა ჯონქუქს სხვა ბიჭზე ასე რომ ვსაუბრობდი. არაფერი უთქვამს. ისევ მე გავაგრძელე საუბარი.- მაგრამ დამისხლტა. არაუშავრს, დაიჭერენ.- კარზე ზარი გაისმა.- ისინი იქნებიან, მოდი წამომაყენე.- ხელი გავუწოდე. მომეხმარა და ფეხზე დამაყენა.
ოთახში ჰოსეოკი შემოიყვანეს. ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა და ხელი გადასერილი ჰქონდა.
-დიდი პატივია თქვენი სტუნრობა, გთხოვთ.- ხელი სპეციალური ოთახისკენ გავიშვირე და ეშმაკურად გავიღიმე.
ოთახში შევედით.
-სკამზე მიაბით.- ჯონქუქი ჩემს გვერდით იდგა. მე დაჯდომის საშუალება მომცა.
-რა ბანალური დასჯის ხერხები გაქვთ.- მითხრა ჰოსეოკმა.
-ვწუხვარ რომ იმედები გაგიცრუეთ, მაგრამ მოდით ჯერ ამით დავიწყოთ.- ღიმილი არ მომშორებია. უკვე ახლოს ვიყავი ჯიმინთან.
-კარგით, მაშასადამე... ჯერ-ჯერობით თქვენგ მხოლოდ ჯიმინის მამულში შესასვლელი გეგმა გვჭირდება.
-მე გასაგებად ვთქვი, რომ მეგობარს არ გავყიდდი.
-ფულს არც გთავაზობთ.- წინ გადავიწიე.- ახლა კი გისმენთ.
ხმა არ ამოუღია. მიმიკით ვანიშნე იქ მყოფებს. ცემა დაუწყეს. ხმა არ ამოუღია. ამტანი აღმოჩნდა. ხელის აწევით გავაჩერე.- ამ ლამაზ სახეს ჩალურჯებები არ უხდება.- ძალიან ლამაზი სახისა და ტანის პატრონი იყო. ამხელა ამტანობა კიდევ უფრო სექსუალურს ხდიდა.
გადავწყვიტე უფრო მკაცრი ზომებისთვის მიმემართა. სკამიდან ავაყენე. ჩამოკიდებული ჯაჭვები ხელზე გაუკეთეს და ჩამოკიდეს. ბიტები მუცელში ურტყეს. არც ეს აღმოჩნდა მისთვის ტკივილის გამომწვევი.
-ჰოსეოკ, არადა როგორ მიმწინხარ.- ჯონქუქმა სუნთქვას მოუხშირა. აშკარად არ მოეწონა ჩემი სიტყვები.- მომიწევს სხვა მეთოდი გამივიყენო. ახლა გავიგებთ რამდენად ელასტიური და წელვადი ხარ.- ჯაჭვებიდან მოხსნეს და რკინის "საწოლზე" დააწვინეს. ფეხები და ხელები დაუბეს.- ეს წამების ხერხი შუა საუკუნეებში იხმარებოდა მსჯავლდებულის დასასჯელად. ადრე ცხენებს ხმარობნენ ამისთვის, ახლა ცხენები საჭირო აღარაა. სპეციალური დანადგარი გავაკეთე. უნდა გიხაროდეს აქ ბევრი ვერ ხვდება. ახლა კიდურები მოგძვრება.- დანადგარი ჩაირთო. ჰოსეოკი აფორიაქთა, მაგრამ ჯერ არ თმობდა, თუმცა ბოლოს მაინც დანებდა.
-გეყოთ... გააჩერეთ!- იყვირა.- მოგეხმარები...- დანადგარი გამოვრთე და ჰოსეოკი გავათავისეფლებინე.
-ძალიან კარგი.- ტაში უხმაუროდ დავუკარი.- გთხოვთ სტუმარს მიხედოთ. - ვუთხარი ერთ-ერთ მოსამსახურეს, როდესაც ოთახი ჯონქუქთან ერთდ დავტოვე.
-ხელქვეითების მომზადებას შენ გიტოვებ. მე გეგმას მივხედავ.
-ეგ ბიჭი არ მომწონს.
-სამაგიეროდ მე მომწონს. გაემზადე, დღეს ბიძაჩემი და ბიძაშვილი ჩამოდიან.- ვთქვი გახარებულმა.
-იმდენად ბედნიერი ხარ, რომ მეც გადმომდე.- მისკენ მივტრიალდი და ხელები ჩავკიდე.
- ძალიან კარგი.- მის ხელებში დავტრიალდი, მაგრამ მალევე გავჩერდი, რადგან ჭრილობამ შემაწუხა.- წავალ. მეც გავემზადები.
ცალ-ცალკე ოთახებში ავედით. ჯონქუქმა იმ ტანსაცმლიდან აარჩია ჩასაცმელი რაც ამ სახლში ჰქონდა. მე კი არჩევანის დიდი საშუალება მქონდა.
გრძელი, მუქი ნაცრისფერი მოტკეცილი კაბა ავარჩიე. შუაში ღილები ჰქონდა და ბოლოში 15-20 სანტიმეტრამდე წინ შეხსნილი. მოკლე მკლავიან და ტანზე კარგად მორგებულ კაბას, ვერცხლის სამკაული შევუხამე. ხელზე და მხარზე სამაჯურები გავიკეთე. მეორე ხელზე საათი. თითებზე-ბეჭდები. ყურზე გრძელი საყურეები. თმები აწეული დავტოვე.
გარეთ გამოვედი. ჯონქუქი მელოდებოდა.
ფართე ღია ყავისფერი შარვალი ეცვა, რომელიც ზევით თოკით იკვრებოდა. ზევით თეთრი, მოკლემკლავიანი, მოტკეცილი მაიკა ეცავა, ამოღებული ყელით. რომელშიც ყოველი კუნთი იმდენად მკვეთრად ჩანდა, რომ ვერც მიხვდებოდით რამე თუ ეცვა საერთოდ. ზევიდან მოკლემკლავიანი საროჩკა ჰქონდა შემოცმული.
თვალი მის პრესსა და მკრდის კუთზე გამიშტერდა. თვით კი ჩემს ყელს მიაშტერდა. დამავიწყდა მეთქვა რომ დეკოლტიანი კაბა იყო. ორივენი ერთდროულად გამოვფხიზლდით.
სახლიდან გამივედით და მანქანაში ჩავჯექით. საჭესთან მე დავჯექი, მისი ფეხის გადატვირთვა არ მინდოდა. უკან დაცვის მანქანა აგვედევნა.
ერთი სული მქონდა ბიძაჩემს როდის ვნახავდი. 3 თვე არ მყავდა ნანახი. ძალიან მომენატრნენ ორივენი. ნამჯუნიც და თეჰიონიც. ისინი რომ არა მე ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი. ფსიქოლოგიურად მხარში მედგნენ ის და თავისი ცოლი. მისი ვაჟიც თეჰიონი. ბავშვობიდან მე და თეჰიონი, როგორც და-ძმა ისე ვიზრდებით. იმის მიუხედავად რომ ბიოლიგიური ძმა მყავს, თეჰიონს უფრომივიჩნევ ძმად ვიდრე მას. ბიძაჩემი ყოველთვის ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ბავშვობის წუთებს მიხანგრძლივებდა. მისი დანახვისას მე ისევ პატარა დო იუნი ვხდები. ამას ვერ ვაკონტროლებ. მის გარშემო უჭკუო ბავშვივით ვიქცევი. თუმცა ბავშვი აღარ ვარ.
ჩვენ სამნი ერთმანეთის გარშემო სულელებივით ვიქცევით, მაგრამ სინამდვიკეში ვიცით რასაც ვაკეთებთ.

წვიმის ხმაWhere stories live. Discover now