მანქანა გავაჩერე. ჯერ ჯონქუქი გადმოვიდა. მე ძრავა ჩავაქრე. მან კარი გამიღო და ხელი გამომიწოდა. გადმოვედი. დაცვაც გადმოვიდა და ჩვენს გარშემო განლაგდა.
ჩანთა ავიღე, ჯონქუქმა კარი დაკეტა და ჩანთა გამომართვა. მანქანა ჩავკეტე.
-ჩემი ჩანთა შენ რატო გიკავია?- უკან დაბრუნება მინდოდა. ჩემს კაბას ძალიან უხდებოდა.
-თავს გაწონებ.
ჩანთა გამოვართვი.
აეროპორტში შევედით. არ მიკვირს რომ ყველას ყურადღების ცენტრში მოვხვდით. ბავშვობაში სულაც არ მომწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. თავს უხერხულად ვგრძნობდი და სისულელეებს ვაკეთებდი. ეხლა ამას შევეჩვიე მაგრამ ხალხმრავლობაში ყოფნის ზიზღი მაინც ვერ გავაქრე. ამას ვერასოდეს მივეჩვევი.
იქვე მოსაცდელში დავდექით. დაჯდომა არ დამჭირვებია თავის დროზე მივედით. ჩამოფრენილები იყვნენ და გამოდიოდნენ.
ნამჯუნი დავინახე და ხელი დავუქნიე. ვეღარ მოვითმინე და მისკენ გავიქეცი ჩასახუტებლად. დაცვა გამომყვებოდა ჯონქუქს რომ არ გაეჩერებინა.
უეცრად ის ამაყი და სერიოზული დო იუნი, პატარა ჩლიფინა დო იუნად იქცა, რომელიც მიბაჯბაჯენდა მშობლების სანახავად.
ნამჯუნს ჩავეხუტე.
-ჩემი პატარა გოგო! როგორ მომენატრე.- 3 თვე კი არა ჩვენი 1 დღით განშორებაც კი ძალიან დიდ დარტყმას გვაყენებს. 3 თვე 3 წელივით ჩანს.
-მეც ძია, ორივენი ძალიან მომენატრეთ.- ნამჯუნთან ჩახუტებით რომ დავკმაყოფილდი ახლა თეჰიონთან გადავედი.
-მეც მომენატრე იუნა!- ასე მხოლოდ ისინი მეძახდნენ. თავზე ხელი გადამისვა და ჰაერში დამატრიალა.
როცა ჩამომსვა ორივეს ლოყაზე ვაკოცე.
-ჯონქუქს ნუ ვალოდინებთ.- მითხრა ნამჯუნმა.
თეჰიონმა ხელი ჩამკიდა და ისე წავედით ჯონქუქთან.
დიდი სიხარულით შეეგებნენ ერთმანეთს. ერთმანეთთან ახლოს იყვნენ.
ჯონქუქმა და თეჰიონმა ერთად გააგრძელეს გზა.
-ნამჯუნ რა ჩამომიტანეე?- ავხედე ბავშვის თვალებით. და იღლიაში ხელი გავუყარე.
-სახლში რომ მივალთ მაშინ განახებ.- გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე.
-თქვენი ცოლი რატომ არ წამოიყვანეთ?
-ოო ბიზნესიი იუნა ბიზნესი.
მანქანაში უკანა სავარძლებზე დასხდნენ თეჰიონი და ნამჯუნი, წინ: მე და ჯონქუქი.
მანქანა დავძარი და სახლისაკენ გავწიეთ.
-გშიათ?- ჰკითხა ჯონქუქმა.
-არა, ახლა მხოლოდ დასვენება გვინდა.- უპასუხა თეჰიონმა და მხარზე ხელი დაადო.
-თაეე, ჯუნი არ მეუბნება და შენ მაინც მითხარი რა ჩამომიტანეთ?- სარკიდან გავხედე თეჰიონს.
-იუნა მამა უფრო ახლოს მიზის, რომ ვთქვა რამეს ჩამარტყავს.- გავიცინეთ.- როგორ მიდის ცხოვრება?
-არ ვიცი, ძირითადად ვაიგნორებ.- ვუპასუხე ხალისით.
სახლში რომ მივედით ბარგი მსახურებმა შეიტანეს. ნამჯუნი და თეჰიონი მისაღებში შემოვიპატიჟეთ.
-დიდი ხანია აქ არ ვყოფილვართ.- თქვა თეჰიონმა და მდივანზე მორგებულად დაჯდა.
-სულ რაღაც სამი თვე.- უთხრა ნამჯუნმა და იგივე გაიმეორა.
-რა მოგიტანოთ?- ვკითხე სამივეს.
-არაფერი.
-ჯუნი ჩვენ რომ გვიყვარს ის მწნილი მაქვს.- მე და ბიძაჩემს ორივეს ძალიან გვიყვარს მწნილები.
-კიტრის მწნილი?- თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.- მწილზე კაცმა უარი როგორ უნდა თქვას.- სამზარეულოსკენ გავწიეთ.
-მეც მინდა.- გამოგვეკიდა თეჰიონი. -ჯონქუქ შენც გეჭმევა.- წამოაყენა ჯონქუქიც და ორივენი ერთად შემოვიდნენ სამზარეულოში.
-გახსოვს ნამჯუნ ადრე მე ვიჯექი ხოლმე და შენ ხსნიდი ამ ბანკას.- ბანკას დავეჯაჯგურე და ვერაფრით გავხსენი, მერე დანა ავიღე და იმით ვცადე. ვერც ასე გავხსნენი.
- მე ვხსნიდი, დაუკვირდიი ვხსნიდი.- მიმითითა ჩემს სისუსტეზე.- ეეე ისევ ჩემი გასაკეთებელია ყველაფერი. გადი მომცილდი.- მითხრა ხუმრობით. ბანკა მივაწოდე და ხელით გახსნა.
-ყოჩაღ, ჯერ კიდევ ფორმაში ხარ!- ეს ვუთხარი და თავმომწონედ წარმოსახვითი გრძელი თმები უკან გადაიწია და ზურგიდან გამომხედა. მწნილი ამოიღო და ჩემს გაწვდილ თეფშზე დაალაგა.
ვინმეს ღარიბები ვეგონებოდით. ოთხი ადამიანი, ერთ ბანკა მწნილს ასე გამალებით რომ ჭამდა.
მოსაღამოვდა. ლაპარაკისგან დაღლილები ვიყავით. ერთმანეთს 3 თვის ყველა დღე მოვუყევით.
პარკ ჯიმინის თავხედობის შესახებაც მოვუყევი, მაგრამ ჩემი დაჭრისა და დაშავების სცენები არ მომიყოლია. ამის ცოდნა საჭირო არ იყო. ტყუილად უნდა ენერვიულათ.
-თქვენი ოთახები მზადაა.- თქვა მოახლემ. - მიგაცილებთ.
-ძალიან კარგიი. დღეს ღამე ვერ ვივახშმებთ სამწუხაროდ, მაგრამ სამაგიეორდ ხვალიდან ფორმაში მოვალთ.- ფეხზე წამოდგა ნამჯუნი და თავზს ხელი გადამისვა. მეც ავდექი და დავემშვიდობე.
-მეც წავალ რა, ძალიან დავიღალე. ასე ცუდად ჯერ არ მიმგზავრია, საერთოდ ვერ დავიძინე.
- მიდი თაე. ძილინებისა.- ლოყაზე ვაკოცე და მაკოცა. ისიც მამამისს გაჰყვა.
მე და ჯონქუქი ისევ მარტონი დავრჩით.
-ცოტახანი უნდა ვიმუშაოთ.- ვუთხარი მას.
-კარგი მე ბიჭებს მივხედავ.
-კარგი, მე ჰოსეოკს.- ოთახი დატოვა. მეც გამოვედი და სახლის მეორე მხარეს გავედი. ამ მხარეს ძირითადად სამუშაო დანიშნულება ჰქონდა.
- ბატონო ჰოსეოკ!- მის ოთახში შევედი. წამოწოლილი იყო და წამოჯდა.- ფერზე მოსულხართ.
-პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.- ფეხზე წამოდგა და მაგიდასთან დაჯდა.
მე მის წინ დავჯექი და ფაილიდან საბუთები ამოვიღე.
-ეს ჯიმინის მამულის გეგმაა.- გავუწოდე ფურცელი.- თქვენი მოვალეობაა გვითხრათ სად აქვს ხაფანგები დაგებული.
ჰოსეოკი გულდასმით დაარკვირდა ნახაზს.
-ეს არასწორი ნახაზია.
-არამგონია, ჩემი ხალხი არასოდეს სცდება.
-პარკ ჯიმინი პირველი მაფიოზია მთელს ქვეყანაში. ასე ნუ ეხუმრებით. მცდარი სქემაა. ნება მომეცით შესწორებები შევიტანო.- კალამი გავუწოდე და მივეცი საშუალება ნახაზის გასწორებისა. სამი ცდომჯლება აღმოაჩინა.
"ნუთუ სანდოა ეს ბიჭი?" ვკითხე საკუთარ თავს. "ვენდო? სანდოა? იქნებ ეს აქეთ მიდებს ხაფანგს? დავიჯერო ჩემებს რამე შეეშალათ?! ჯერ მსგავსი არაფერი მომხდარა." ღრმად ამოვისუნთქე და თვალებში შევხედე.
თვალები ადამიანის სარკეაო, ნათქვამია. იქ რაღაცას ამოვიკითხავდი.
-თუ მომატყუებთ, მერწმუნეთ რომ ჩემზე უარეს დღეში ჩავარდებით.- ამომხედა. მის თვალებში ჩავიხედე. სუფთაა! წმინდა თვალები აქვს.
-დარწმუნებული ვარ!- მომაჯადოებლად გამიღიმა.
ამ დროს ჯონქუქმა შემოაღო კარები. შემოგვხედა. არ ესიამოვნა, სახეზე შევატყე.
-ჯონქუქ მოდი.- გავუღიმე რომ სიტუაცია განმემუხტა. სახე არ შეცვლია. ახლოს მოვიდა და გვერდით დამიჯდა.- ჯონქუქ, ჰოსეოკმა მითხრა, რომ ამ სქემაზე ცდომილებაა.- სულ დამავიწყდა ეს გეგმა მისი მოპოვებული, რომ იყო. ასე ვამბობდი, რომ მან თავისი საქმე ვერ შეასრულა.
-ანუ არასწორი ფაილი მოვიძიე?- შემომხედა.
-არა ჯონქუქ, ეგ არ მიგულისხმია!- ხელი მხარზე დავადე.
-კარგი ხელს აღარ შეგიშლით.- ოთახიდან გავიდა.
ვაწყენინე. სულელი ვარ. სიტყვების გაკონტროლება რითი ვერ ვისწავლე. საკუთარ თავზე ძალიან გავბრაზდი.
-მოკლედ ქალბატონო კიმ აი აქ არის შესასვლელი.- მან ახსნა დაიწყო, მაგრამ მე აღარაფერი მესმოდა. ვერ ვკონცენტრირდებოდი. თვალწინ ჯონქუქი მედგა.- ეს კი პარკ ჯიმინის ოთახია.- სიტყვებმა "პარკ ჯიმინმა" გამომაფხიზლა. შურისძიების გრძნობა დამიბრუნდა.
-ძალიან კარგი. დანარჩენი სხვა დროს განვიხილოთ. ყველასთან ერთად.
-მე რას მიპირებთ.
-ეზოს გარეთ ვერ გახვალთ, თან გეყოლებათ ერთი ბიჭი, რომელიც ყველაგან გამოგყვებათ. ბოდიშს გიხთით თუ ეს კომფორტს გირღვევთ, მაგრამ თქვენი გამგებიანობის იმედი მაქვს.
-სხვა რა გზა მაქვს. ამასთან ერთად როგორ უნდა ვთქვა უარი, ასეთ მშვენიერ ქალბატონთან ერთად სახლში დარჩენაზე.
გავუღიმე და გამოვედი. ჯონქუქის ძებნა დავიწყე. ის ბიჭებსა და გოგონებს წვრთნიდა.
-ჯონქუქ ვილაპარაკოთ!
-არ მცალია.
-კარგი რააა!- უკან შევტრიალდი.- თავისუფლები ხართ, უკვე გვიანია, დაიძინეთ.- ვუთხარი დანარჩენებს.
-არაა ჯერ არ დაგვიმთავრებია.
-კი დაამთავრე.- გაურკვევლობაში იყვნენ. ყველა გაკვირვებული თვალებით გვიყურრბდნენ.-კარგად.- დავემშვიდობე ხალხს. ჯონქუქს ხელი ჩავკიდე და ჩემს ოთახში ავიყვანე.
უკვე ძალიან გვიანი იყო. პირველი საათი დაიწყებოდა. ამ დროს შუა ძილში ვარ ხოლმე.
-ჯონქუქ ის არ მიგულისხმია რაც გაიგე. ბოდიში მე უბრალოდ რაც ხდებოდა ის გაგაგებინე.-მას ავხედე.
-კარგი, არაუშავრს.- მითხრა უღიმღამოდ. ჯერ კიდევ არ უპატიებია.
-კარგი რა ქუქ!- ეს სიტყვა და ჩემი ლეკვის თვალები ჩემი ჯოკერია. ჯონქუქმა გამიღიმა და ორივე ხელში მოაქცია ჩემი თავი.
-სახლში უნდა დავბრუნდე.
-როგორც გინდა.
ჯონქუქი სახლიდან წავიდა. კარებამდე მივაცილე. ხელს მანამდე ვუქნევდი სანამ ჭიშკარს არ გასცდა.
მეორე დილით კარზე კაკუნმა გამაღვიძა. ხალათი გადავიცვი და კარი გავაღე. თეჰიონი დამხვდა.
-იუნააა არ გძინავს?
-არა თეჰიონ, ვიღაცა ამ დილით ისე მიკაკუნებდა კარებზე, რომ ძილი არ დამაცადა.
-გამოდი გარეთ, მე უკვე გავიღვიძე.
-მე მეძინება.- კარი მივუხურე და ლოგინზე დავეგდე.
მან კარი შემოაღო და ფეხებში მომიკიდა ხელი.
-თეჰიონ ნუ მეთამაშები, ჩხუბი მეც ვიცი.
-ჰოოო? აბა ვნახოთ.- გამომქაჩა.
ამოვტრიალდი, ხელები გადაეჯვარედინა, ხელებზე ხელი მოვკიდე და ფეხებიდან გავაშვებინე. მან ხელები დაიძვრინა. ცალ ხელზე ხელი მოვკიდე, საწოლიდან ავხტი და მის უკან დავხტი. წესით ხელი ყელზე უნდა წამეჭირა, მაგრამ დაბალი ვიყავი, ამიტომ ბრძლოაში ისევ დავმარცხდი. ძირს დაწოლილმა და ზურგს უკან, ხელებ შეკრულმა, დანანებით ვთქვი, რომ მან გაიმარჯვა.
ხელები გამიშვა. მითხრა რომ ქვევით დამელოდებოდა.
გამოვიცვალე: იასამნისფერი მაისური ჩავიცვი სამკუთხედი ყელის ჭრილით. ქვევიდან თეთრი მოკლე ფაშფაშა კაბა, რომელზეც იასამნისფერი ყვავილები იყო ამოქარგული.
მისაღებში ჩავირბინე. ნამჯუნს უკვე ეღვიძა და მელოდებოდა.
-დილამავიდობისა იუნა!- დავამთქნარე.
-დილამავიდობისა!
-დღეს რა გეგმები გაქვს?
-სამსახური. შენ?
-მე და თეჰიონიც სამსახურის საქმეებზე გავალთ მაშინ. საღამოს სავახშმოს გავიდეთ. ჯონქუქთან ერთად მოდი.
თეჰიონის გვერდით დავჯექი. ხელი გადამხვია. იღლიაში მოვუღუტუნე. გაეცინა, მის სიცილზე გამეღიმა. თეჰიონმა თმები ამიჩეჩა.
-იცი ამ თმების დავარცხნას რამხელა ამბავი უნდა!- ვუსაყვედურე.
-ჩემი თმები უფრო ძვირფასია.
მოსამსახურე შემოვიდა და გვითხრა, რომ საუზმე მზად იყო და შეგვეძლო გვეჭამა.
-ძალიან მშია!- თქვა ნამჯუნმა.
სამზარეულოში შევედით და ჭამა დავიწყეთ.
საუზმის შემდეგ მათ სახლი დატოვეს, მე კი ჰოსეოკი მოვინახულე.
-მაშ ასე ჰოსეოკ მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.
ჰოსეოკმა ახლიდან დაიწყო ყველაფრის ახსნა. გეგმა შევადგინეთ. მაგრამ 3 საათი მაინც ვმუშაობდით. რომ შევხედე იქ შეღწევას ჩემს გარდა სხვა ვერავინ შეძლებდა. ეს საქმე საკუთარ თავზე უნდა ამეღო. ხვალ ამ გეგმის განხორციელებას დავიწყებდი.
-რა სულსწრაფი ყოფილხარ დო იუნ.- აღნიშნა ჰოსეოკმა და ისევ მომაჯადოებლად გამიღიმა.
-ხო ეგ ცუდი თვისება მაქვს.
-სიტუაციას გააჩნია. ხვალ შეიძლება შენს კარგ თვისებად გადაიქცეს ან ისევ ცუდად დარჩეს.
მე არ მეშინოდა. ამას თავს გავართმევდი. მთავარია ჯონქუქი დამერწმუნებინა.
კი შეიძლებოდა მოვმკვდარიყავი. ჰოსეოკს ჯერ კიდევ ვერ ვენდობოდი. "დავუშვათ ხვალ შეიძლება მოვკვდე... გამოდის დღეს ბოლო დღეა." ვფიქრობდი ჩემთვის. "საბედნიეროდ თეჰიონი, ჯონქუქი და ნამჯუნი ვნახე სიკვდილის წინ." გავიღიმე და ჰოსეოკი მარტო დავტოვე.
ჯონქუქს დავურეკე.
-ქუქ დიდი ხანია ერთად არ გვივარჯიშია.
-მერე?- გატენილი პირით მითხრა ჯონქუქმა, ალბათ ახალი გაღვიძებული იყო და ჭამდა.
-ჩემთან მოდი და მავარჯიშე. სპორტ დარბაზში დაგელოდები.
-იმას არ მეკითხები მცალია თუ არა?!
-შენი უფროსი ვარ გაგანთავისუფლე.- გამეღიმა.- გელოდები.- ყურმილი გავთიშე.
15წუთში ჯონქუქი კარებთან იდგა. სპორტდარბაზში ერთად შევედით. მოთელვებით დავიწყეთ. როცა დავასრულეთ ჯონქუქმა ხელთათმანები გაიკეთა და მუთაქას მუშტები დაუშინა.
-ჯონქუქ!
-გისმენ.
-გეგმა უკვე შევადგინე.
-ძალიან კარგი.- არ მიყურებდა გართული იყო ბოქსით.
-ხვალ განვახორციელებ.
-ბიჭები და გოგონები მზად არიან.
-მე უნდა შევიდე.- გაქვავდა.
-რა?
-გარკვევით ვთქვი.- სირბილი დავიწყე.
-არ შეხვალ!- გააგრძელა.
-შევალ! უკვე გადავწყვიტე.- ისევ გაჩერდა.
-დო იუნ შეიძლება მოკვდე.
-ვიცი.
-ასე არხეინად ამას როგორ ამბობ.
-აბა რა ვქნა ვაცადო ჯიმნის ნელ-ნელა როდის მომიღებს ბოლოს?
-დო იუნ მარტო იქ არ წახვალ! მეც გამოგყვები.
-არსადაც არ მოდიხარ. მე გითხარი რომ მარტო მივდივარ.
-ეს ძალიან ცუდი რაღაცაა.- სიტყვები ვერ მონახა ჯონქუქმა.
-მე ცუდ რაღაცეებს ვაკეთებ კარგად.
-დო იუნ...- ახლოს მოვიდა. სირბილი შევწყვიტე.
-ნუ ნერვიულობ ქუქ მე არ მოვკვდები.
კიდევ უფრო ახლოს მოვიდა და ისე შემომხედა თითქოს ვინმე ჩემში ყოფილიყო ღირსი ყურების.
-ნუთუ აქამდე ვერ გამიცანი. მე ხომ ფსიქოპატი ვარ.
-მე შემოქმედს გიწოდებდი.
-რომ მოვკვდე ჯოჯოხეთში მოვხვდები. იქაურობისთვის ჯერ მზად არ ვარ.-ამით მივახვედრე რომ დიკვდილს არ ვაპირებდი.
-რომც მოკვდე სამოთხეში მე წაგიყვან.
-არ მოვკვდები.
-აჯობებს!- თქვა და მუთაქას დაუბრუნდა. აგრესიულად ურტყავდა.
განერვიულებული რომ დავინახე, მეც ცუდ ხასიათზე დავდექი. მითუმეტეს ვიცოდი რომ მიზეზი მე ვიყავი. ასეთ დროს არ ვიცი რა უნდა გამეკეთებინა. ვერც სიტყვებს ვარჩევდი. ვერც ვეხებოდი. ახლა ჩახუტება ყველაფერს გამოასწორებდა, მაგრამ რაღაცა არ მიშვებდა. რაღაც მბოჭავდა. გაშეშბული ვიდექი და მას ვუყურებდი. თავს უსარგებლოდ ვგრძნობდი.
საღამოს ყველანი ერთად შევიკრიბეთ რესტორანში. იაპონურ კერძებს მივირთმევდით.
-თვენ ორი ისევ წყვილივით გამოიყურებით.- მსგავს დახადიათებას ორივენი მიჩვეულები ვიყავით. სულაც არ გვიკვირდა. ბიძაჩემი რა თქმა უნდა ხუმრობდა.
-სამწუახაროა რომ დო იუნს მაგ დონემდე არ ვუყვარვარ.- აყვა ჯონქუქიც.
-როგორ არა,- სერიოზულად მიიღო თეჰიონმა და ჯონქუქს ასევე სერიოზულმა შეხედა.- ნუთუ ვერ ხედავ როგორ ენთება სახე და თვალები შენი დანახვისას.
სიჩუმე ჩამოვარდა.
საკუთარი თავის მოტყუება ყველაზე საშინელი რამაა. თეჰიონი ხუმრობდა დავაჯერე საკუთარი თავი და ძალით გავიცინი.
მაგრამ ყველა ხუმრობაშია სიმართლის მარცვალი.
YOU ARE READING
წვიმის ხმა
Fanfiction-მეძინება. -დაიძინე. -მაგრამ შენთან ლაპარაკი მინდა. - მაშინ ერთად დავწვეთ. გაფრთხილება: შეგხვდებათ 18+ სცენები. თუ მსგავსი კონტენტი არ გსიამოვნებთ, მაშინ ეს ფიკი თქვენთვის არ...