ტელეფონის ზარი გაისმა. დო იუნმა ტელეფონს უპასუხა. მის გვერდით მხოლოდ და მხოლოდ ჯონქუქი იყო.
-გისმენ.
-ქალბატონო დო იუნ, თქვენი იმაილი მივიღე. უარი უნდა გითხრა. იარაღით ვეღარ მოგამარაგებთ. პარკ ჯიმინი უფრო მეტს მიხდის. ხომ ხვდებით?!-ნიშნის მოგებით იკითხა დილერმა.- ახლა ის ყიდულობს მთელ ჩემს ნამუშევრებს ამიტომ ჩვენი ურთიერთობა აქ უნდა დასრულდეს.
-ამდენს როგორ მიბედავ!-წამოხტა დო იუნი.
-კარგად იყავით.- გათიშა დილერმა.
დო იუნი თავის სავარძელს დაუბრუნდა. კარგად დაფიქრდა და ამ პრობლემიდან გამოსასვლელი გეგმაც წამებში ააწყო.
-ჯონქუქ მოემზადე დღეს საღამოს იარაღს ვიშოვით.
-რათ გინდა იარაღი. ჯერ აღების დრო არ მოსულა.
-დამატებით ვითხოვე. სანამ აქედან წავალ მანამ მოვუღებ ბოლოს ჯიმინს. ახლა კი ამ ნაბიჭვარმა ჯიმინის მხარე დაიკავა და მე იარაღს აღარ მაძლევს. რამდენი გადაუხადა იმ ნაძირალამ, რომ ასე უპატივცემულოდ მესაუბრება. დღეს რამე ვიღაცას ძილს დავუფრთხობთ.
ჯონქუქმა ვეღარაფერი თქვა და ოთახიდან გამოვიდა. დო იუნი საკუთარ თავთან მარტო დარჩა. უფრო მეტად დაატანა თავს ძალა და მრავალფეროვანი სახალისო იდეებით აივსო.
შუაღამისას ჩუმად გაიპარა სახლიდა. ნამჯუნსა და თეჰიონს რომ არ გაეგოთ.
სამი სავსე მანქანა, თავისი ქვეშევრდომებით, თან გაიყოლა. დილერის სახლს მიადგა. განსაკუთრებული დაცვა არ ჰყავდა. ამიტომ მისი გაუწვრთნელი გოგონებიც კი თავისუფლად გაუმკლავდნენ და სახლში შესასვლელი კარი მოკრძალებით გაუღეს.
დილერის ოთახში მხოლოდ დო იუნი და ჯონქუქი შევიდნენ. დო იუნს წინასწარ სიამოვნებდა მომავალში განსახორციელებელი გეგმისაგან მისაღები სიამოვნება. ოთახის კარი ჩუმად შეაღეს ისე რომ მას არ გაღვიძებოდა. ორივემ იარაღი მოიმარჯვეს და შიგნით შევიდნენ.
დილერი ორ ბოზთან ერტად იწვა. ჯონქუქმა ერთ-ერთი მათგანი გააღვიძა, პირზე ხელი ააფარა რომ არ ეკივლა. შემდეგ მისი სშარმით მოჯადოებული გოგო ოთახიდან გაუშვა. ეს ისე ჩუმად გააკეთა რომ დილერი ოდნავადაც არ შეწუხებულა.
დო იუნმა დილერს შუბლზე იარაღი მიადო და გააღვიძა.
-არ გაინძრე თორემ ამ ბინძურ საწოლს კიდევ უფრო დასვრი.
შეშინებული კაცი დაემორჩილა.
-ხელები მაღლა.- უბრძანა დო იუნმა. კაცმაც ასწია ხელები მაღლა. ჯონქუქმა პოლიეთილენის დიდი პარკი ჩამოაცვა თავზე და გარეთ გამოათრია.
-არაა ჯონქუქ, არაა საჭირო სიფაქიზე, ნუ დაინდობ დაავიწყდა ვისთან აქვს საქმე.
გასაგებად თქვა დო იუნმა.
ჯონქუქმა ხელები შეუკრა დილერს და ფეხებით გაათრია. ბეევრი იფართხალა მაგრამ ჯონქუქის კუნტებს მაინც ვერ აჯობა. თავისივე მისაღებში სკამზე დასვა და ფეხებიც დაუბა. ცელოფანი მოხადა თავიდა.
-მოდი ასე ვქნათ. შენ იარაღს მომცემ მე კი სიცოცხლეს.- წინ დაუჯდა დო იუნი.
-რამდენს მიბედავ. ჯიმინმა რომ გაგიგოს ცუდ დღეში ჩავარდები.
-მზრუნველობისთვის მადლობელი ვარ. მაგრამ აქ ჩემზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ. საწყობის კარი გამიღე.
-არა.-ჯონქუქმა მუცელში ბიტა ჩარტყა. არა ერთხელ, არამედ ორჯერ. კაცმა ტკივილისგან იღრიალა და სისხლი ამოახველა.
-ნუ ფართხალებ, ვერ გაგვექცევი.- უთხრა ჯონქუქმა და კიდევ ერთხელ ჩაარტყა.
-ამდენი დრო არ მაქვს.- საათზე დაიხედა დო იუნმა.- გისმენ პასუხი.
კაცს ხმა არ ამოუღია. ჯონქუქმა უკნიდან იმხელაზე ჩაარტყა, რომ სკამიდან გადმოაგდო და მუხლებზე დავარდა. წონასწორობა ვეღარ შეიკავა და ძირს დაეცა. თავი იმდენად მწარედ დაარტყა, რომ შუბლი გაუტყდა და სისხლი წამოუვიდა.
-კარგი...- სიტყვა გააგრძელა დო იუნმა. ჯონქუქმა ეს როგორც ნიშანი ისე აღიქვა და ისევ ჩამოაფარა პარკი თავზე. მოუჭირა. კაცი უკვე ვეღარ სუნთქავდა. სულ ცოტაც და გაიგუდებოდა.-ეყოფა.- მიმართა ჯონქუქს დო იუნმა. ბიჭმაც მოუშვა პარკი და ჟანგბადი შეუშვა. რამდენიმე წამში ისევ იგივე გაიმეორა. ასე ფსიქოლოგიურად მალე გამოტყდებოდა. მის გაგუდვას აზრი არ ჰქონდა. დილერის გარეშე საწყობში არავინ შეგვიშვებდა.
-კარგით გეყოთ!.. მოგცემთ იარაღს.- თქვა ტირილით კაცმა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.
-ძალიან კარგი.- ფეხზე წამოიმართა გახალისებული დო იუნი და ბედნიერმა ტაში შემოკრა.- მაშინ გთხოვთ!- საწყობისკენ გაემართნენ ის და ჯონქუქი. დანარჩენებმა კი დილერი წამოათრიეს.ფეხებში ჩაავლეს ხელი და სახით მოასრიალებდნენ. იატაკი სისხლით დასივარა.
საწყობი მიწის ქვეშ იყო. კიბეებზე მხიარულად ჩაირბინა დო იუნმა, დინჯად მიჰყვა ჯონქუქი და სახის რტყმით მიაყოლეს დილერიც.
წყვილი საწყობთან შეჩერდა. ჯონქუქმა დილერის ხელი აიღო და კარის გვერდით ეკრანს მიადო. თითის ანაბეჭდები რობოტმა წაიკითხა და პაროლიც მოგვთხოვა. დილერმა დაასახელა პაროლი და კარიც გაიღო.
დო იუნმა საწყობიდან რაც სჭირდებოდა ყველაფერი აიღო. მხოლოდდამხოლოდ ტყვია გამძლე კოსტუმი აკლდა. მარტო ერთი იპოვა. დილერსაც კი გამოკითხა მარტომ მაგრამ მეტი ჩამოტანილი არ ჰქონდა. მხოლოდ ის ერთი აიღო და იქაურობა დატოვა.
დო იუნი სახლში ისევ ჩუმად შევიდა. ჯონქუქი თავისთან გაუშვა. თვითონ თავის ოთახში შევიდა და ლოგინზე გადაეშვა. დაღლილს იმავე ტანსაცმლით ჩაეძინა.
მეორე დილით ჯონქუქის ხმამ გააღვიძა. სხეულზე დაიხედა. ისევ ის ტანსაცმელი ეცვა.
-საქმეს მივხედოთ.- ფეხზე წამოდგა. ტანსაცმლის გამოცვლაში დრო არ დაუხარჯავს. ფანჯარაში გაიხედა წვიმდა. ეს ამინდი მის ხასიათს შეესაბამებოდა ამიტომაც გამოარჩევდა წვიმიან დღეებს.
-საქმე ჩემზე მეტად გიყვარს.- ზურგიდან ჩაეხუტა ჯონქუქი გოგონას. დო იუნმა ჯონქუქის შემოხვეულ ხელებს მისი ხელები შემოახვია და დაამთქნარა.
-დღეს ბოლო დღეა. ხვალ ჯიმინს უნდა შევუტიო.
ჯონქუქმა გოგონა შემოატრიალა. სახე მის სახეს გაუსწორა და თვალებში ჩახედა. აინტერესებდა რამდენად უნდოდა ეს გოგონას. მის თვალებში შურისძიება ამოიკითხა. მიხვდა რომ რაც არ უნდა ექნა ვერაფერი შეაჩერებდა და ამიტომ არც წინააღმდეგობა გაუწევია.
-მე დღეს უნდა გავიდე ჰოსეოკი უნდა მოვინახულო.
-კარგი.- ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და გამოეცალა. დაემშვიდობა და თავის ოფისში შევიდა. საბუთებს გადახედა.
ამ მომენტს დიდი ხანი ელოდებოდა. საბუთები დიდი ხნის წინ გაემზადებინა უბრალოდ შანსს ეძებდა გამოსაყენებლად. ახლა ყველაზე მთავარი იყო გეგმიდან არ გადაეხვია და რამე უზუსტობა არ ჩაედინა.
ჯიმინი უნდა შეეშინებინა. ამისთვის მისი თითოეული მეგობარი უნდა გადმოებირებინა. მისი პარტნიორების პირადი ფაილები გახსნა და ყურადღებით წაიკითხა.
-ეჰ მინ იუნგი. შენ ალბათ ყველაზე ერთგული მარჯვენა ხელი იყავი მთელი ისტორიის მანძილზე. სულელი, სხვის გამო თავი როგორ გასწირა. მეამიტი.
იუნგის ფაილი ნაგავში გადააგდო და მეორე ფაილი გახსნა. გადახედა.
-ფულის და ბოზების მოყვარული ნაბიჭვარი.- თქვა ერთ-ერთზე და გადაწყვიტა, რომ ღამე კლუბში ესტუმრებოდა დანთქმულ დროს, როგორც ყოველთვის მიდის ხოლმე 9 საათსა და 30 წუთზე. ღამე რადგან ამ დროს ჰორმონების მორევში ჩაძირავდა იმ ბიჭს.
დანარჩენებსაც გადახედა. ბოლო ფაილი რომ გახსნა და კითხვა დაასრულა. ფეხზე წამოდგა და სახლი დატოვა.
მანქანაში ჩაჯდა, რომელიც გარეთ ელოდებოდა. თან ორი დიდი ბიჭი წაიყვანა და მსხვერპლისკენ გასწია.
-ახლა მას ფული გადააქვს. შენ- მიმართა მძღოლს.- მისი მანქანის წინ დადგები. შენ კი- მიმართა გვერდით მჯდომს.- ამას ისვრი.- ეს სპეციალური იარაღი იყო, რომელიც სპეციალურ ნივთიერებას ისროდა. ამის რამდენიმე ტყვია და მანქანის წინა შუშა მთლიანად გაშავდებოდა.- მე და შენ კი Q- მიმართა მის წინ მჯდომს.- გადავალთ და გადმოვათრევთ.
მანქანას ჩაუსაფრდნენ. უკან აეკიდნენ. გეგმის მიხედვით გააგრძელეს მოქმედება. წინ გადაუდგნენ... ესოლეს... გააშავეს... გადავიდნენ... გადმოათრიეს... დო იუნმა დანა ამოიღო კაცს ყელში გაუყარა. სისხლი ჩანჩქერივით გადმოისხა. წითელი ხასხასა სისხლი, რომელიც არ წყდებობდა. მისივე სისხლით გადახაზა მკვდრის ფოტო და მეორე მსხვერპლის ფოტო ამოიღო. საბარგულში პირველი მკვდარი ჩააგდეს და გზა განაგრძეს.
მეორე მსხვერპლის სამუშაო ოფისთან მივიდნენ. შენობაში შევიდნენ და ლიფტით მის სართულზე ავიდნენ. ისიც უჩუმრად, ყველასგან შეუმჩნევლად ოთახიდან გამოათრიეს. ლაპარაკიც კი არ დააცადეს. ლიფტის შახტაში გადააგდეს. ლიფტში მყოფმა ნიშანზე ბოლო სართულს მიაჭირა და გაჭყლიტა. მისი სისხლით ფოტო გადახაზა და საბარგულგულში ხელი ჩააგდო, რომელსაც თითი აკლდა.
ეს ორნი პოლიციასთან თანამშრომლობდნენ, რომ ჯიმინის არალეგალური საქმეები არ გამხელილიყო და კარად დამალულიყო.
მეასამე უკვე დაცვის უფროსი იყო. მისკენ გასწიეს.
დო იუნმა ტელეფონში მშვიდი მუსიკა ჩართო, რომელის რიტმი და სტილი შუა საუკუნეებს ახსენება. მშვიდად განაგრძეს გზა. სრულ ჰარმონიაში. დო იუნი სისხლიან ხელებს აქეთ იქით აქნევდა, მუსიკის რიტმს აყოლებდა. იღიმოდა, ხალისობდა...
მესამეს სახლს მიადგნენ. სახლში ცოლი და შვილი ელოდებოდნენ. კარი რომ გააღეს აშკარად სხვა ადამიანი იდგა მათ წინ, ის არა რომელსაც ელოდებოდნენ. ცოლს ღიმილით მიესალმა და მოატყუა, რომ მის ქმართან საქმიანი შეხვედრა გააცდინა და ბოდიშის მოსახდელად მივიდა და დაელოდებოდა მის დაბრუნებას, რადგანაც ჯერ სახლში არ იყო.
სახლში გულთბილად შეიპატიჟეს. მხოლოდ დო იუნი შევიდა. დანარჩენები არ გამოუჩენია.
მის შვილთან დაახლოვდა. მას ბავშვები ძალიან უყვარდა, ამიტომ საერთო ენას მარტივად პოულობდა. ადრე გატაცებული იყო პატარების ფსიქოლოგიით.
მალევე სახლში დაბრუნდა მსხვერპლი. ცოლს დიდი სიყვარულით გადაეხვია და ბავშვიც ასეთივე სიყვარულით ჩაიკრა გულში.
დო იუნი ღიმილით უყურებდა ამ ლამაზ ოჯახს. წარმოიდგინა საკუთარი თავი ჯონქუქთან ერთად ურთიერთობაში, როცა ჯონქუქი სახლში ბრუნდებოდა და დიდი სიყვარულით ეხვეოდა.
კაცის ხმამაღალმა სიტყვებმა გამოარკვია.
-ეს აქ რას აკეთებს?
ცოლმა დაასწრო გოგონას და სიტუაცია აუხსნა. თხოვა კიდეც რომ ეპატიებინა ჩემთვის.
თამაშში ამყვა მსხვერპლი და ცოლს გაუღიმა. მისი ასეთი აღელვება გაბრაზებას და არა შიშს (რაც უფრო რეალური იყო) დააბრალა და სთხოვა მარტო დავეტოვებინეთ.
-აქ როგორ შემოხვედი?
-შენმა ცოლმა იცის რომ მაფიოზს იცავ? კეთილი ქალი ჩანს, მოსიყვარულე, არამგონია შენი ბინძური საქმეების შესახებ რამე იცოდეს.
-პირდაპირ საქმეზე გადადი.
-არ მოგკლავ თუ ხვალ ჯიმინის მამულიდან დაცვას გაიყვან და იქ ჯიმინს დამახვედრებ.
-ამას არ გავაკეთებ.
-შენი გოგო ძალიან მომეწონა, ჩემტან ხომ არ წავიყვანო და...
-მას ხელიც არ ახლო!-გააწყვეტინა საუბარი მისი შვილის ხსენებაზე აღელვებულმა კაცმა და თავი დახარა.- ის აქ არაფერ შუაშია. უდანაშაულოებს ნუ ხვევ ეს შენი სტილი არაა, მე გამისწორდი.
-ნუთუ გგონია რომ გამიჭირდება.- ჰალსტუხს ხელი მოჰკიდა ძირს დაქაჩა და თავი დაარტყმევინა, ხცვირიდან სისხლი წამოუვიდა.-პენსიაზე გასვლას არ აპირებ? უკვე დაბერდი.-
ცხვირზე ხელი მოიკიდა და სისხლი მოიწმინდა. თმებში წვდა დო იუნს. ქალივით ჩხუბი დაიწყო.
-აი ნამდვილი ჩხუბი.-გაეცინა დო იუნს. იდაყვებში ჩაარტყა. ხელები მოაკეცინა. ფეხზე წამოდგა, თმიდან ხელები გააშვებინა. მაგიდაზე შემოჯდა დატრიალდა და ფეხები მოარტყა. კაცი უკან გადავარდა. გოგონა მაგიდიდან ჩამოვიდა და მისკენ წავიდა. თმებში მოკიდა ხელი და ფანჯრისკენ გაათრია. კაცმა ხელზე ხელები მოკიდა და ამოტრიალდა. დო იუნი მოიკუნტა, მაგრამ უკნიდან დაარტყა ფეხი და ისევ ძირს დააგდო.
-საკმაოდ ბევრს ვვარჯიშობ ჩხუბზე, ტყუილად ნუ ეცდები.- გაუღიმა კაცს და კისერში ჩაავლო ბრჭყალები, როგორც არწივი იჭერს თაგვს. ფანჯრისკენ წაიყვანა. იმდენად მაგრად უჭერდა ფრჩხულებს რომ სისხლიც კი წამოუვიდა კისრიდან.
ფანჯარაზე გადააყუდა და საყელოთი დაიჭირა.
-ფეხებს გააქნევ და გადავარდები. ფრთხილად იყავი თორემ ვარდები უკვე.- მოადუნა ხელი. კაცი უკან გადაიწია.- იმედია ახლა შენს ბოლო წინადადებებს არ მოვისმენ. ხომ ასეა?!- ღიმილით კითხა გოგონამ და დააკვირდა. კაცს ეშინოდა, თანაც ვერაფერს აკეთებდა.
-ჯიმინი...- შეყოვნდა.
-გარკვევით!
-ხვალ 3 საათზე შევხვდებით.
-ძალიან კარგი.- მხიარულად თქვა გოგონამ და კაცი უკან გადმოსწია.- აჯობებს სიტყვა შეასრულო, თორემ მთელი ოჯახი ინანებს შენთან შეხვედრას.- სახეზე ხელი მოუსვა და ოთახიდან გავიდა. ცოლსა და ბავშვს დაემშვიდობა და სახლიდანაც გამოვიდა.
უკვე მოსაღამოვებულიყო. ჯონქუქთან არ უსაუბრია და არც უნდოდა შემდეგი მისიის შესახებ გაეგო.
სახლში დაბრუნდა, რომ გამოეცვალა და კლუბის შესაბამისად ჩაეცვა.
ჯონქუქი სახლში დახვდა. კარი მან გაუღო. უთქმელად შევიდა დო იუნი სახლში და პირდაპირ ოთახისკენ გასწია. ჯონქუქიც გაჰყვა.
-არ მელაპარაკები?
-ეგრე არაა, უბრალოდ მომავალი უსიამოვნებისგან ვიზღვევ თავს.
-რას გულისხმობ.- საწოლზე ჩამოჯდა ჯონქუქი.
-ეგ თავად გაარკვიე.- გარდეროფისკენ გაემართა დო იუნი და გახდა დაიწყო. ჯონქუქის წინაშე. ამაზე აღარ დარდობდა. მას ისედაც ყველაფერი ნანახი ჰქონა.
ჯონქუქს გაუკვირდა დო იუნის ასეთი ქმედება. მას აშკარად ფეხებზე ეკიდა რომ ჯონქუქი იქ იყო. არ დარდობდა რაიმე რომ გამოსჩენოდა, თავს არ ზღუდავდა და არაფერს იფარებდა.
დო იუნმა ტრუსიკი ტანგით შეცვალა.
-რას აპირებ?
-მუშაობას.
ჯონქუქმა თვალები აჭყიტა როცა დო იუნმა ლიფიც გაიხადა და მოკლე კაბა გადაიცვა. მან სამუშაოში სულ სხვა რამ წარმოიდგინა. წამოდგა და შესასვლელთან დადგა.
-განმარტე.
-არამგონია საჭიროებდეს.
დო იუნი ლაპარაკის ხასიათზე არ იყო, ძალიან დაღლილი და დაქანცული იყო. მაღალქუსლიანები ჩაიცვა.
-ძუძუსთავებისა და ბიკინის გარდა ყველაფერი გიჩანს. რას აკეთებ?
-არ მეგონა ოდესმე დანარჩენი გოიმებივით ჩაცმულობაზე თუ მეჩხუბებოდი.
-მე არ გეჩხუბები. გამოცვლა არ მითხოვია, მშვენივრად გამოიყურები, დორბლი მომდის და ერთადერთი რაც ახლა გონებაში მომდის შენ ხარ ლოგინში. უბრალოდ, ჩემს გარეშე არსად არ წახვალ.
-იქ საჭირო არ ხარ.
-არც აქ ვარ გამოსადეგი. არ აქვს მნისვნელობა მეც მოვდივარ.
აზრი არ ქონდა ჩხუბს. დო იუნი დასთანხმდა მასთან ერთად კლუბში წავიდა.
დანიშნულების ადგილას ადრე მივიდნენ. კლუბში შესულმა დო იუნმა ჯონქუქს გადაუძახა.
-ჯერ ადრეა. აქ დალოდება მოგვიწევს.
ერთ- ერთი მაგიდისკენ გასწიეს და ჩამოსხდნენ. დო იუნმა მოჰიტო შეუკვეთა, ხასიათზე მოსასვლელად. ჯონქუქმა ვისკი, ის ისედაც ხასიათზე იყო.
გარშემო ყველა ცეკვავდა. ამ წამებით ტკბებოდა და ნებივროდა. ზოგიც ეწეოდა, ზოგიც ერთმანეთს ესიყვარულებოდა.
-მოდი ვიცეკვოთ.- თქვა პულსაჩქქარებულმა ჯონქუქმა და ხელი გაუწოდა დო იუნს. გოგონამ მეორე ძლიერი მოჰიტო ბოლომდე შესვა და ჯონქუქს ხელი ჩაკიდა. მოცეკვავეებს ახალი წყვილი შეემატა.
დო იუნს ცეკვა ძალიან უყვარდა. ეს მისი განტვირთვის საგანი იყო. ეს შესაძლებლობა მომავალი ქმედებების უკეთ გაანალიზებაში მიეხმარებოდა.
ჯონქუქმა ხელი ჯერ წელზე მოხვია. ცეკვა დაიწყო, დო იუნს აჰყვა. გოგონამ თმები უკან გადაიწია. მისი გრზელი ყელი და გამოკვეთილი ლავიწები გამოაჩინა. ჯონქუქს თვალი მის ყელზე გაუშტერდა. დო იუნს გაეღიმა და მის მოქმედებას დაელოდა. ჯონქუქმა ახლოს მისწია ცხვირი ცხვირს მიადო. თითქოს ჰაერი გაცვალეს. ერთმანეთის სუნთქვას გრძნობდნენ მათ ნაზ კანზე. ნელნელა ორივეს უფრო და უფრო უმძაფრდებოდათ ერთმანეთის კიდევ უფრო ახლოს ყოფნა.
ჯონქუქმა ხელი გოგონას საჯდომს მოჰკიდა და აკოცა. დო იუნმა ხელები მის ლოყებსა და ყელზე დაადო და კოცნაში აჰყვა. ორივეს სჭირდებოდა ეს კოცნა. ორივეს რთული დღე ჰქონდათ.
ჯონქუქი ვეღარ ჩერდებოდა. დო იუნის რბილ ტუცებს ვერ სწყდებოდა. თავს ვერ ანებებდა. მის ცხელ სუნატქვაზე გული მისდიოდა. კოცნიდა თითქოს დო იუნის ტუჩები ჟანგბადი იყო და ის ამ ჟანგბადს ისრუტავდა.
أنت تقرأ
წვიმის ხმა
أدب الهواة-მეძინება. -დაიძინე. -მაგრამ შენთან ლაპარაკი მინდა. - მაშინ ერთად დავწვეთ. გაფრთხილება: შეგხვდებათ 18+ სცენები. თუ მსგავსი კონტენტი არ გსიამოვნებთ, მაშინ ეს ფიკი თქვენთვის არ...