X

248 22 0
                                    

გარშემო ყველა გაოცდა. არც გამკვირვებია.
-დედაშენს ასე როგორ ელაპარაკები!- წამოხტა მამაჩემის დედა, რომელსაც ბებოდ სულ არ ვთვლიდი.
-შენ თავის დროზე უნდა გესწავლებინა შენი შვილისთვის: სამართლიანობა, ოჯახის სიყვარული, ცოლის პატივისცემა, შვილებთან დამოკიდსბულება, მათი აღზრდა... მაგრამ თქვენ ვინ უნდა აღზარდოთ თავად გაუზრდელები ხართ. ხმა არ მოიღოთ! კარგად იცი როგორ იტანჯებოდა დედა მამას ხელში და შენ სად იყავი ახლა რომ იცავ მას. მაშინ როცა დედა მამას წინაშე მუხლებზე იდგა მაშინ სად იყავი? ან მაშინ როცა სულ დაგვტოვა? ან მაშინ როცა ყურადღება გვაკლდა? ან მაშინ როცა გვცემდა?- ბოლო წინადადება ხმადაბლა ვთქვი თუმცა ბებიის გასაგონად. ჯონქუქი შემობრუნდა. მან ეს არ იცოდა. ეს თეჰიონისა და ნამჯუნის გარდა არავინ იცოდნენ.
-მე და დედაშენს უბრალოდ შენთან ერთაფ ყოფნა გვინდა.
-მაშინ რატო არ იყავით როცა ყველაზე მეტად მიჭირდა?! მაშინ სად იყავით როცა ბავშვობის წლებმა ჰაერში გამირბინა?! მაშინ სად იყავით როცა ნერვიულობის გამო თმა დამცვივდა?! მაშინ სად იყავით როცა იგივე მიზეზით თავის ტკივილი არ მაძინებდა?! მაშინ სად იყავით როცა ტირილში ვათენებდი და ვაღამებდი?!- ცხელი ცრემლი ლოყაზე ჩამომივიდა. ჯონქუქმა ხელი ჩამკიდა. რა საყვარლად მიყურებდა.
-კი მაგრამ ეგ ჩემს გამო ხომ არ ყოფილა?!- მითხრა დედამ.
გამეცინა.
-კი თქვენ მაგით დაიმშვიდეთ თავი. მამას გამო ვიყავი მაგ დღეში. მაგრამ შენ სად იყავი დედა? როცა დედა მინდოდა მაშინ ჩემთან არ იყავი. ეხლა გავიზარდე. უფრო სწორად 9 წლიდან უკვე ზრდასრული ვარ. ბავშვობა მხოლოდ 9 წლამდე მქონდა. მხოლოდ 9 წლამდე! შენ ჩვენ მე და ჯინი ცალ ფეხზე გეკიდეთ და ისევ მამას დაეძებდი. შენ დედაშენიც შენი ძმა და თავისი ოჯახიც მამას გამო დაკარგე და რა? რა სარგებელი მოგცა მამამ? მთელი ცხოვრება დაგტანჯა... ამიერიდან კი შენ დედაჩემი აღარ ხარ. აი თქვენ კი მოხუცო არც აქამდე გთვლიდით ბებიად. მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ორჯერ მყავხართ ნანახი. უხერხულიცაა ბებო დაგიძახოთ, თავად თუ მიცანით?- გავუღიმე და კუბოსკენ წავედი.
-რატომ გეზიზღები შვილო?- უკან მოვტრიალდი.
-არ მეზიზღები. უბრალოდ პატივს აღარ გცემ და სათქმელიც აღარაფერი დამრჩა. ეს კი ზიზღზე უარესია.- კუბოს მივუახლოვდი.
ვერ წარმოვიდგენდი ამხელა სიამოვნებას თუ მივიღებდი მკვდარი მამაჩემის დანახვისას. სიამოვნებისგან დამბურძგლა კიდეც. კარგ ხასიათზე მოვედი. ჯონქუქს ხელზე ხელი შემოვხვიე. მხარზე თავი დავადე. მან ჩამომხედა. მე გავუღიმე.
-წამო საყვარელო წავიდეთ.- ეს არასოდეს მითქვამს. ასე არასოდეს შეგვიტოპია.
-როგორც გინდა ძვირფასო.- ხელი მაგრად მომკიდა რადგან დაინახა სიარული გამიჭირდა. ვსო ენერგია აღარაფრის მქონდა.
დედასთან მიახლოებისას რომელიღაც ქალი წამოხტა და შემომიღრინა.
-ვინ მოგცა ასე ლაპარაკის უფლება?!-თითქოს დაიცვა დედაჩემი, ნამდვილი თვალთმაქცი და საუკეთესო მსახიობი. რა ნიჭი იფლანგება.
-ნამდვილი კითხვა ის არაა თუ ვინ მომცა უფლება, ისაა თუ ვინ დამიშლის ამის გაკეთებას?- ხალხს გადავხედე. უკან დაიწიეს. გზა გამითავისუფლეს. მეც დიდი სიამაყიდ გავიარე.
დედას რომ გავცდით, ჯონქუქმა ხელში ამიყვანა და მანქანამდე მიმიყვანა. მანქანაში ჩავჯექი. ისიც ჩაჯდა. დაქოქა და დაძრა.
-ასე როდემდე უნდა ვიყოთ?- წამოიწყო ჯონქუქმა, რადგან მოთმინების ფიალა დიდი ხანია ავსებოდა.
-რას გულისხმობ?- შევხედე ჯონქუქს.
-იქნებ რეალურად გავხდეთ შეყვარებულები.
-ჯონქუქ ჩვენ ხომ ამაზე შევთანხმდით.
-არაა დო იუნ. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ როცა 17 წლისები ვიყავით. მაშინ მითხარი რომ კლასელს ვერ შეხვდებოდი. მეც მესმოდა შენი. ახლა სკოლაში აღარ დადიხარ. არც მამაშენი და დედაშენი გაკონტროლებენ და გეჩხუბებიან.
-ჯონქუქ ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ.
-არა დო იუნ ჩვენ მატყუარები ვართ. ერთმანეთს ვატყებთ.
-ერთად ვერ ვიქნებით.
-რატომ? და არც კი გაბედო და არ თქვა რომ არ გიყვარვარ. ეს არ გამაჩერებს და თანაც ზედმერად დიდხანს მიყურებ ხოლმე იმისთვის რომ არ გქონდეს გრძნობები ჩემს მიმართ.
-ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით. რომ დავშორდეთ საუკეთესო მეგობარს ვკარგავ. შენ ვერც კი წარმოიდგენ რამდენად მნიავნელოვანია ის ჩემთვის. მთელი ცხოვრებაა მაბედნიერებს. არ მინდა მისი დაკარგვა.
- მას არასოდეს დაკარგავ.
-საშინელი ხასიათები მაქვს.
-არ გიცნობდე მაინც.
-შენ არ გესმის...
-ეს შენ არ გესმის საკუთარი თავის. გულს მოუსმინე და არა ტვინს. ერთხელ მაინც სცადე და მიეცი საკუთრ გულს თავისუფლება. რატომ გყავს სულ გამომწყვდეული.
-მე გული არ მაქვს.
-ისევ ტყუილი. გაქვს, მე მისი ხმა მესმის. მე ის შემიყვარდა.
-ვწუხვარ, მაგრამ მცდარი შეხედულებები გქონია ჩემზე.
-დო იუნ ნუღა ჭირვეულობ. სულ ცოტა 16 წელია რაც გიცნობ. მე ვერ მომატყუებ.
-ურთიერგობების მეშინია.- გამოვტყდი.- მამაჩემს და დედაჩემს ერთმანეთი აღარ უყვარდათ. ყოველთვის ასე მთავრდება ყველაფერი. ეს სიყვარული კი არა "შეფენცქლებაა". დღეს გიყვარვარ მაგრამ ხვალ აღარ გეყვარები.
-სულ ცოტა 8 წელია მიყვარხარ.
-მეშინია ჯონქუქ. ბოლოს მაინც გადაგიყვარდები.
-შენი გადაყვარება შეუძლებელია დო იუნ. ვერ გადაგიყვარებ. ჩემს გულში უკვე ძალიან დიდზე გაიდგი ფესვები.- გული ამითრთოლდა. სუნთქვა გამიხშირდა. გონება დამებინდა.
მიყვარდა. ძალიან მიყვარდა...
არ ვიცოდი რა მეთქვა. ორივენი ჩუმად ვიყავით. ბოლოს ისევ ჯონქუქმა თქვა.
-უბრალოდ მითხარი რომ შენც გიყვარვარ.
-მიყვარხარ.
გულიდან დიდი ლოდი მოიხსნა. გავთავისუფლდი. ესღა დამრჩენოდა გულში. გულისცემა ისევ ჩქარი იყო, სუნთქვაც არ ჩამდგარა. ვნერვიულობდი. ხელები ამიკანკალდა.
-აი ასე! ამიერიდა მთლიანად მე მეკუთვნი.
-ნივთი კი არ ვარ.
-რა თქმა უნდა არ ხარ. შენ ჩემი სული ხარ.-ხელზე ხელი მომკიდა. დავიმორცხვე.
-ეხლა მე და შენ შეყვარებულები ვართ?
-ისევ უნდა უარყო?
-ჯონქუქ მე ძალიან ბევრ ტკივილს მოგაყენებ.
ხელზე მაკოცა.
-შენ მაგაზე ნუ იდარდებ. ყველა ოცნება კი არ ხდება.
მხარზე ხელი დავარტყი. ისე გამომიყვანა, თითქოს ვოცნებობდი მისთვის ზიანის მიყენებას.
ჩემი ხელი ისევ ტუჩებთან ეჭირა. ვუყურებდი. როგორი ლამაზი ცხვირი, წკრიალა თვალები, სასიამოვნო კანი და ტუჩები ჰქონდა. ძალიან მინდოდა იმ ტუჩების გემო გამეგო. მინდოდა მთელი დღე მხოლოდ ეს დამეგემოვნებინა. და არა მარტო ეს.
-აი ახლაც, იმდენ ხანს მიყურებ შეუძლებელია გრძნობები არ გქონდეს ჩემს მიმართ.
გვერძე გავიხედე.
სახლში რომ მივედით. მანქანიდან გადმოვიდა კარი გამიღო ხელში ამიყვანა და შემიყვანა.
თეჰიონი და ნამჯუნი მისაღებში ისხდნენ.
ჯონქუქმა მათთან მიმიყვანა.
-რა ქენით?- იკითხა თეჰიონმა.
-ძალიან გავერთე.- ვუპასუხე.
-ეჭვიც არ მეპარება.- მითხრა ისევ თეჰიონმა და ხელი გამოსწია. იმ ხელს დავარტყი.
-მე წავალ.- თქვა ჯონქუქმა.
არ მინდოდა რომ წასულიყო. დღეს მინდოდა პიცა გაგვეკეთებინა. მაგრამ მე ვერ ვეტყოდი.
-კარგი რა ჯონქუქ, დარჩი კიდევ.- შეეხვეწა თეჰიონი.
ჯონქუქი ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
-დღეს მე მოგიმზადებთ რამიონებს.- თქვა ნამჯუნმა.
გამეღიმა. მისი მომზადებული ყოველთვის ყველაფერი ძალიან კარგი იყო.
-ჯონქუქ ოთახში ასვლაში დამეხმარე რა.
ქუსლიანები გავიხადე. ჯონქუქმა აიღო და ხელი გამომიწოდა. ჩემს ოთახში ავედით.
-ჯონქუქ...- არც კი დამიწყია ისე გამაჩერა.
-ეხლა უფრო მიზანშეწონილი იქნება ქუქი დამიძახო.- გამიღიმა.
გული მითრთოდა. იმის შემდეგ რაც ვაღიარე რომ მიყვარს, გრძნობებსაც ვეღარ ვაკონტროლებ.
-ჩვენი ურთიერთობა საიდუმლოდ შევინახოთ.
-მე პრობლემა არ მაქვს. შენ როგორც გინდა ისე ვქნათ. მაგრამ საიდუმლოზე მეტად სჯობს პირადულად დავტოვოთ. ისედაც ყველა ხვდება რომ შეყვარებულები ვართ.
მართალი იყო. მაშინაც შეყვარებულებს გვეძახდნენ როცა ერთმანეთს არ ვხვდებოდი.
ანუ ეხლა ვხვდებით... მე და ჯონქუქი ეხლა წყვილი ვართ.
არაფერი მითქვამს. მისი დახმარებით საწოლზე დავჯექი, რადგან თავბრუდამეხვა.
-ხვალ პაემაზე წავიდეთ.
-სად?
-იქ სადაც შენ გინდოდა პირველი პაემანი გქონოდა.
-პარკში?- ვთქვი გახარებულმა. ეს ჩემთვის იდეალური პაემანი იქნებოდა. სულ მინდოდა იქ მე და ჯონქუქი როგორც შეყვარებულები ისე წავსულიყავით.
-კი.- ჩემს რეაქციაზე გაეღიმა.
-მაშინ საყიდლებზეც წავიდეთ და ერთნაირი ტანსაცმელი ვიყიდოთ.
-რაც გინდა ის ვქნათ.- ხელზე მაკოცა.
-დღეს აქ დარჩი.
-რა? უკვე? ჯერ ადრე დო იუნ!
გამეცინა.
-რა გარყვნილი გონება გაქვს. პიცას ხომ შეგპირდი. ღამის სამ საათზე დავიწყებთ კეთებას.
გამიღიმა. რა საყვარელი იყო.
- კარგი ეხლა უნდა გამოვიცვალო.
-მე ქვევით დაგელოდები.
გამოვიცვალე, ერთი დიდი მაისური ჩავიცვი და შიგნიდან შორტი. ის შორტი არ ჩანდა, მაისური ფარავდა.
მისაღებში შევედი. იქ არავინ დამხვდა.
რამიონის სუნი ვიგრძენი. სამზარეულოსკენ გავემართე. შიგნით შევედი. თეჰიონი და ჯონქუქი რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. ნამჯუნი კი რამიონს დასტრიალებდა.
მალევე გაზი გამორთო და ქვაბი მაგიდაზე დადგა. შემომხედა.
-მოდი რას მიყურებ თეფშები დააწყე.- მითხრა ღიმილით. კარადისკენ წავედი. მაგრამ თეჰიონმა გამაჩერდა და სკამი გამომიწია.
-შენ დაჯექი. თეფშებს მე მივხედავ.
წინააღმდეგობა არ გამიწევია. ენერგია მაინც არ მქონდა. ჯონქუქის გვერდით დავჯექი. მან გამიღიმა, მეც ღიმილით ვუპაუსხე.
-ესეც ასეეე! ეს შენ ჩემო გოგო.- რამიონით სავსე ჯამი გამომიწოდა.- ეს შენ.- ჯონქუქს გაუწოდა. მან მადლობის ნიშნად თავი დაუხარა.-ესეც შენ შვილო.- თეჰიონსაც დაუდგა ჯამი.
-მამაა! ეს რა არის?! იუნას ჩემზე მეტი რატომ აქვს?
-ჩუმად ეგდე. მან უფრო მეტი უნდა ჭამოს. იმუნიტეტი უნდა აიმაღლოს. ხომ ასეა?- თავზე ხელი გადამისვა. გავუღიმე. თეჰიონს კი ენა გამოვუყავი.
ნამჯუნს ქვაბი ისევ გაზზე უნდა დაებრუნებინა როცა ხელიდან გაუვარდა. რამიონი სულ ძირს გადმოიყარა.
არც ერთს არ გაგვკვირვებია. ის სულ ასე უღებს ბოლოს ყველაფერს.
-არ ინერვიულო მოსამსახურე მიხედავს.- ვუთხარი ნამჯუნს და მოსამსახურეს დავუძახე.
რამიონი მივირთვით, ძალიან გემრიელი იყო.
ჭამის შემდეგ მისაღებში დავბრუნდით. ვისაუბრეთ. ჯონქუქს მოვუყევი მამაჩემის შესახებ რაც არ იცოდა. უფრო მეტი გავაცანი ჩემი წარსულის შესახებ, რადგან მას მომავალში ვხედავდი.
მერე ფილმს ვუყურეთ. პიკის საათის სამივე ნაწილს. ძალიან გავერთეთ.
ფილმი რომ დასრულდა. ნამჯუნი და თეჰიონი დასაძინებლად წავიდნენ. უკვე გვიანი იყო. მხოლოდ მე და ჯონქუქი დავრჩით მარტო.
-ოთახში ავიდეთ რა.- ვთხოვე მას.
-მოდი.- ზურგით დამიდგა და დაიხარა.
მეც ავძვერდი მის ზურგზე. ხელები ყელზე შემოვხვიე. თავი მის ფართზე მხრებზე დავდე. ხელი ბარძაყებზე მომკიდა და ოთახში ამიყვანა.
კარი შეაღო და შევიდა. ჩამომსვა და ჩემსკენ მოტრიალდა.
საკოცნელად დაიხარა, მაგრამ საწოლისკენ წავედი.
-ჯონქუქ სიბნელეში მეცეკვები?
თანხმობის ნიშნად მან შუქი ჩააქრო. ხელი წელზე შემომხვია. ცუდი აზრი იყო. ახლა ჰორმონებს ვერ დავიჭერდი. საშინლად კარგი წარმოსახვის უნარი მაქვს.
წყნარი მუსიკა ჩავრთე.
ხელები მის ფართე მხრებზე დავდე. მან მეორე ხელი ლოყაზე დამადო და ცერა თითით ჩემს ტუჩებს შეახო. მანამდე ეს არასოდეს გაუკეთებია.
სასიამოვნო იყო. ძალიან სასიამოვნო.
თავი მის მკერზე დავდე. მეორე ხელიც შემომხვია. მისი გულიცემა მესმოდა. ისე სწრაფად უცემდა...
დროდადრო მეჩვენებოდა რომ ჩვენი გულისცემა ერთმანეთისას ემთხვეოდა.
რა სასიამოვნო იყო მის მკლავებში ყოფნა. რა სასიამოვნო სურნელი ასდიოდა.
ეს ყველაფერი მუცელში პეპლებს მიჩენდა.
-ასე მგონია მუცელში ზოოპარკი მაქვს. ყველანაირი ფრინველი და ცხოველი დაძრწის.
ჯონქუქს ჩემს ნათქვამზე გაეღიმა. ესეც კი იმდემად სასიამოვნო აღმოჩნდა.
უეცრად ყველაფერი დამავიწყდა. ვინ ვიყავი, სად ვიყავი, აღარაფერი მახსოვდა... მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მე ჯონქუქი მყავდა. მხოლოდ მას ვხედავდი.
დიახ ამ სიბნელეშიც კი ვხედავდი. მის ყველანაირ სახის მიმიკას აღვიქვავდი. მე მას ვგრძნობდი.
-ჯონქუქ...
-ჰმმ?
-მე სულ ხიფათში ვეხვევი...
-მე დაგიცავ.- არ დამასრულებინა სათქმელი.
-ყველას ვერ დაიცავ.
-ვიცი მე მხოლოდ შენ დაგიცავ.
შუბლზე მაკოცა.
-შენ არ გესმის...
-მე შენი ყოველთვის მესმის.
ცოტახანში კი დაამატა.
-მიყვარხარ.
ოღონდ ეს არა. გული მუცელში ჩამივარდა. ახლა მას სირაქლემებმა გაფაურბინეს. თავი მაღლა ავწიე. მის სუნთქვას ვგრძნობდი. ის პირდაპირ ჩემს კანს ენარცხებოდა. მისი მკერდის მოძრაობაც კი მითაშებდა ჰორმონებს.
-მე შენ მიყვარხარ. ეს იმას ნიშნავს რომ აქ მხოლოდ ლამაზ დღეს არ ვიქნები. ეს იმას ნიშნავს რომ შენს გვერდით ვიდგები რაც არ უნდა მოხდეს.
-მაშინ მეც მიყვარხარ.
ოროვეს გაგვეცინა.
-არ გახდა სამი საათი?
მან ტელეფონს დახედა.
-კი.
-ხოდა წავიდეთ.
სამზარეულოში ჩუმად ჩავედით. არ გვინდოდა დანარჩენებს გაღვიძებოდათ. ხელიხელ ჩაკიდებულები ფეხისწვერებზე მივბოდიალებდით. ჯონქუქმა ხელი რომ ჩამკიდა, იმ წამსვე გავშეშდი. ეს პირველად არ გაუკეთებია, მაგრამ მაინც სხვანაირად ვგრძბობდი თავს. ჯონქუქს ჩემს საქციელზე გაეღიმა და ლოყაზე მაკოცა.
-წამო პატარავ.- ამაზე საერთოდ გამოვშტერდი. იქვე დავდნი.
-ჯერ ეს ერთი მე უფროსი ვარ.
-რამდენით? ორი თვით?!-დამცინა.- ამ წამს ტოლები ვართ.
-ეს მაინც არ გაძლევს საშუალებას პატარა დამიძახო.
-კარგი პრინცესა.- წამოვწითლდი.- სულ მინდოდა ასე მომემართა.
ლოყაზე ხელით ვუჩქმიტე.
-ხანდახან ძალიან საყვარელი ხარ.
სამზარეულოში შევედით. შუქი ავანთეთ. სასისკი, ბულგარული, ყველი, პამიდორი, საწებელი, მაიონეზი გამოვიღე. სხვას არადერს ვუშვებოდი. მხოლოდ ამ სახის მომწონდა.
ჯონქუქმა დაჭრა დაიწყო. მე ცომი გავაბრტყელე. საწებელი წავუსვი. მერე ჯონქუქის დაჭრილი პამიდვრები დავაწყე. მერე გახეხილი სასისკი მოვაყარე. მერე ბულგარული. შემდეგ გახეხილი ყველით დავფარე. ჯონქუქმა მაიონეზი მოასხა.
ღუმელში შევდგით და დაველოდეთ.

წვიმის ხმაحيث تعيش القصص. اكتشف الآن