თეჰიონსა და ნამჯუნს ჩემი მოსალოდნელი სიკვდილის შესახებ არაფერი გავაგებინე.
უკვე დაღამდა. გეგმის მიხედვით მოქმედება ეხლა უნდა დამეწყო.
ჰოსეოკს ვუთხარი რომ როცა დავბრუნდებოდი, მაშინ გადავუხდიდი მადლობას. მან გამიღიმა და მხარზე ხელი მომისვა. წარმატებები მისურვა. ღიმილი ჯონქუქის მკვლელმა გამოხედვამ გააქრო მისი სახიდან. ხელი აიღო და უკან დაიწია.
- მე მზად ვარ.-ვთქვი გაბედულმა.
-აი მე კი არა.
-როცა დავბრუნდები პიცა გამოვაცხოთ ღამის 3 საათზე.
-უნდა დამპირდე.
-პირობას ყოველთვის ვასრულებ.
მანქანაში ჩავჯექით და ჯიმინის მამულისკენ გავწიეთ. შორიახლოს გავჩერდით და მანქანიდან გადმოვედით.
გამომწვევად მეცვა. ჟაკეტი შევიხსენი და მკერდი ნახევრად გამოვაჩინე. მოტკეცილი ტყავის ელასტიკი და მაიკა მეცვა. თავიდან ბოლომდე იარაღებით ვიყავი აღჭურვილი.
-ჯერ კიდევ გაქვს დაფიქრების საშუალება.- მკერდისკენ თვალიც არ გაქცევია ჯონქუქს.
-სხვას ვერ გავუშვებ, ამას სხვები ვერ იზავენ.
-იცოდე პიცას ველოდები.
თვალი ჩავუკარი და დავემშვიდობე. თვითონ არ დამშვიდობებია. უზრდელი. ალბათ ფიქრობს რომ კიდევ მნახავს.
ჯიმინის მამულის ჭიშკართან ჩავედი. იქ დაცვის ბიჭები დამხვდნენ.
-უკაცრავად?- ჩემი მსახიობური ნიჭის გამოვლენა დავიწყე.- უკაცრავად, იქნებ მომეხმაროთ. ფეხი საშინლად მტკივა, თან დავიკარგე.- ოდნავ დავიხარე მკერდი ნათლად ჩანდა. გაშტერდნენ. ვსო ხელში ჩავიგდე. წინ წამოვიდნენ მოსახმარებლად. თავიანთ "ოფიდში" შემიყვანეს.
- აქ რამ მოგიყვანათ?
-მეგობრები პიკნიკზე წამივედით და გუნდს ჩამოვრჩი. შუადღის შემდეგ მათ ვეძებ. იქნებ წყალი მომიტანოთ რომ დავლიო.
ამ ოთახში კამერების ის ნაწილი იყო, რომელიც ეზოში იდგა. იქვე ყავა დავინახე. წყალიც მოჰქონდათ. ყავას ხელი ვკარი და წყალი გამოვართვი. ისიც დავაქციე. ორივე სითხე პროცესორს დაესხა და სისტემა გაითიშა. ეს ყველაფერი შემთხვევითობად გავასაღე.
-ღმერთო ჩემო!-გავიოცე.- ძალიან ვწუხვარ! ყველაფერი გაგიფუჭეთ. -უკან გამოვეცალე. ხელის მკლავიდან ნემსები ამოვიღე და ორივეს გავუკეთე. მთელი ღამე ბომბიც რომ აფეთქებულიყო წარბსაც არ ასწევდნენ.
ბუჩქებიდან გადავძვერი. ერთ კაცს უკნიდან მივეპარე. პირზე ხელი ავაფარე და დანა შევურჭე. დაეცა. ბუჩქებში შევათრიე და დავმალე. სამ კაცს დაახლოებით იგივე გავუკეთე. წინ მივიწევდი. დიდი ბაღი დამხვდა.
ჰოსეოკმა გამაფრთხილა რომ ბაღის უკან ძაღლები ჰყავთ. ამიტომაც შევედი წინიდან. მეორე სართულზე მოხვედრა მჭირდებოდა.
უეცრად უკნიდან ვიღაც მომეპარა. იარაღი დამიმიზნა და მითხრა არ გავნძრეულიყავი. სპეციალური მოწყობილობით დანარჩენებს გააგენინა რომ უცხო პირი შემოვიჭერი.
ხელები მაღლა ავწიე.
-ადექი!- ავდექი.- შემობრუნდი! - შევბრუნდი.
ორივე ხელის საშუალებით თოფი წავართვი და ქუსლი სახეში გავარტყი. ჰაერში ავხტი და ორივე ფეხი: ერთი-მუცელში, მეორე-ყელში ჩავარტი. უგონოდ დაეცა.
დანარჩენებიც მოცვივდნენ. აივანთან ახლოს ვიყავი. სანამ მომიახლივდებოდნენ აივანზე ავედი, ხის დახმარებით. დამინახეს აივანზე როგორ ავდიოდი. ვერ დავიმალებოდი ახლოს იყვნენ. თანაც ბევრნი.
იქ ორი კაცი დამხვდა. ერთი გამოექანა გვერდით გავიწიე და აივნიდან გადავარდა. მეორე კაცთან მივედი უნდა დაერტყა, როცა კარი მოვკეტე და მინას დაარტყა. მაჯაში გადატყდებოდა. კარი შევაღე და ცხვირში მოვარტი. იქვე ლარნაკი ვნახე, თავში ჩავარტყი. ისიც ძირს დაწვა. მივიდა მესამე. იარაღი ამოიღო. ჩემი მიმართულებით ისროლა. დავიხარე შუშის ნაჭრები ავიღე და სათითაოდ ვესროლე. ერთ- ერთი თვალში მოხვდა. ერთმაც ყელი გაუჭრა.
იარაღი წავართვი და წინ წავედი. 5 კაცი ერთად დამადგა. ერთმანეთის მიყოლებით დავხოცე.
მალე იუნგიც დავინახე. მისი ოთახისკსნ გავწიე. წინ ჯერ 7 კაცი გადამიდგა. 3 მათგანს ვესროლე. ტყვიები რომ გამითავდა ცარიელი თოფი შუბლში ვესროლე. ჩემი იარაღი ამოვიღე და დანარჩენებიც გავისტუმრე. აივნიდან მოძვრებოდნენ სულ ცოდა 3 ადამიანი. ერთ- ერთს დანა ვესროლე. უგონოდ გადავარდა და დანარჩენებს დაეცა.
იუნგის ოთახამდეც მივაღწიე. ოთახში 12 შეიარაღებული პირი დამხვდა. მათთან ვერაფერს გავხდებოდი, ამიტომ ხელები მაღლა ავწიე და იარაღი დავაგდე. ტყვიებიც აღარ მეყოფოდა. ცდად არ ღირდა. გამომიჭირეს.
-დო იუნ, როგორ გამახარე შენი სტუმრიბით.- ორი მოვიდა და ხელები წინ ჯაჭვებით შემიკრა.- ჯონქუქი როგორაა?- ჯონქუქის ხსენებაზე მისკენ გავიწიე, მაგრამ დამიჭირეს.- რა აგრესიული ყოფილხარ!- წინ წავიდა. სულ უჟმური სიფათი ჰქონდა. შეიძლება სიტყვები სხვანაირად ჟღერდა მაგრამ სახე ყოველთვის ერთი და იგივე ჰქონდა.
წინ წავიდა, მე უკან მივყვებოდი. ბარძაყის ჯიბიდან დანა ამოვაძვრინე. იუნგის ჯაჭვები ყელზე წამოვავლე და დანარჩენებისკენ შემოვტრიალდი.
- იარაღი დაყარეთ თორემ დავახრჩობ ან ყელს გამოვჭრი.- იარაღი დაყარეს.- შენ ამ ვაჟბატონს გასაღები მიეცი.- ის გააკეთა რაც ვუთხარი.- ყოჩაღ! ახლა შენ გახსენი.- მივმართე იუნგის. მან ბორკილები მომხსნა. დაძვრენა სცადა. - ნწნწ. ადრეა ჯერ. -ყელზე დანა იმდენად მივაბჯინე რომ გაეჭრა კიდეც. მაგრამ საგანგაშო არაფერი იყო. უბრალოდ ნაკაწრია. გაშეშდა. -ახლა მე და იუნგი ლიფტში შევალთ და თქვენს ბატონთან ავალთ. თქვენ კი აქ დაგვიცდით.- იარაღი ავიღე.- რომ დავინახო ერთ-ერთი მაინც მოგვყვებით, იუნგის ტვინს გავასხმევინებ.- ლიფტში შევედით. კარი დაიხურა. იარაღი თავზე მივადე.- მიდი რაღას უცდი. გავახაროთ ბატონი ჩვენი სტუმრობით.- მან ღილაკს მიაჭირა და ლიფტიც ამოძრავდა. კარი გაიღო და ერთ დიდ, მთლიან ოთახში მოვხვდით. - ოჰოოო არც ასეთი მდიდრები მეგონეთ.- გულწრფელად ვაღიარე. წინ ჯიმინი დაგვხვდა. დიდი ვიტრინებიდან იყურებოდა.
-გელოდებოდით დო იუნ!- ხელები გაშალა და გამიღიმა. წინ წამოვიდა.
-არ გაინძრე. ვესვრი.
-მე დაგასწრებ.
იუნგი მოულოდნელად გაიწია. ჯიმინმა ისროლა. იმ მხარში მომხვდა რომელშიც თოფი მეჭირა, ისე რომ ვერც გავაანალიზე რა მოხდა. თოფი გამივარდა. იუნგიმ ხელები დამიჭირა და უკან შემიკრა.
-ჭკვიანი მეგონე დო იუნ.- წინ წამოვიდა ჯიმინი.- ასეთ ადგილებში მარტო არ დადიან.
ახლა დანარჩემები უნდა დამეცვა, რომლებიც ჩემს ნიშანს ელოდებოდნენ გარეთ.
-იმდენად გამაბოროტა შენმა საქციელმააა მარტოც კი მოვედი.
გაიცინა და თავში თოფი ჩამარტყა. გავითიშე.
როცა გამოვფხიზლდი, სკამზე ვიყავი მიბმული. სხეულზე ვეღარანაირ იარაღს ვერ ვგრძბობდი. გამჩხრიკეს და ყველა ამომაცალეს.
-ასეე დო იუნ. მსხვერპლი თავად მოვიდა მტაცებელთან.
-გაგანადგურებ.
-ოოოო ჩემნაირ მონსტრს მხოლოდ მონსტრი თუ გაანადგურებ ძვირფასო. ეს ჩემი ჯოჯოხეთია, აქ მე ვქმნი წესებს!
- მშიერი ძაღლები არასოდეს იცავენ წესებს.
-მოდი მთავარზე გადავიდეთ.- სკამი შემოაბრუნა და დაჯდა. ხელებით საზურგეს დაეყრდნო.- გახსოვს ჩემი ძმა, ის იმქვეყნად გაისტუმრე.
გავიცინე. გულიანად გავიცინე.
-მე არ მომიკლავს.
-მაშინ რატომ იცინი.
-რადგან ვისაც არ უნდა მოეკლა გენიოსი ყოფილა.
სილა გამარტყა.
- მაშ მეც მოგკლავ.
-ნაბიჭვარო, ჩემი მოკვლა გინდა?!.- შევყოვნდი.- რიგში ჩადექი.
სიგარეტს გაუკიდა. კვამლი ჩემსკენ გამოუშვა. სიგარეტზე ალერგია მაქვს. ხველება დამაწყებინა. წამოვწითლდი. ხველებას ვერ ვაჩერებდი.
-იციი ჩემი ძმა...
-შენი ძმა ადამიანებს ხოცავდა და მათ ორგანოებს ყიდდა შავ ბაზარზე.- არ დავაცადე ლაპარაკი. ჟანგბადი ღრმად ჩავისუნთქე.
-არა! ეს ტყუილია.
-თავს ნუ იტყუებ ჯიმინ. ის საშინელი ადამიანი იყო. მან მრავალი უდანაშაულო ადამიანი მოკლა და ამით იშოვა მილიონები.
-მოკეტე!- იყვირა.
-ასე რომ არ გვექნა კიდევ მრავალი უდანაშაულო ადამიანი მოკვდებოდა.
-მოკეტეთქო!- ღრიალს უფრო გავდა მისი ქმედება ვიდრე ყვირილს.
შევკრთი, შემეშინდა და გავჩუმდი.
-ჩემ ძმას რომ ნახავ- დანა ამოიღო და ბარძაყზე გადამატარა. ტკივილისგან ვიყვირე.- ბოდიში მოუხადე.- ჭრილობაზე ფეხი დამადგა და ხელები თავის მუხლზე დააყრდნო.
ის ადგილი თითქოს მეწვოდა. ვიყვირე, თუმცა არ გავნძრეულვარ.
ამ დროს ლიფტიდან ჯონქუქი ამოვიდა ბიჭებთან ერთად.
"ხომ ვუთხარი დარჩენილიყო! ხომ ვუთხარი აქაურობას ვერ აიღებდა! როგორ ვერ ვიტან ბრძანებას რომ არ ასრულებს ხოლმე."
-სიურპრიზი!-გაიცინა მან და ორი იარაღი რომელიც ხელში ეჭირა უმისამართოდ მიმოისროლა. შენდეგ სისხლს დახედა, რომელიც ჩემი ბარძაყიდან მოდიოდა.-დო იუნ!- იყვირა.
ჯიმინმა ბარძაყიდან ფეხი აიღო და თავზე იარაღი მომადო.
-ოპ აი მანდ გაჩერდი.- გაიცინა. ჯონქუქი გაქვავდა.- არ გაინძრეთ ერთ-ერთი კონკურენტი დამეკარგება.- დაასევდიანა სახე. თამაშობდა რა თქმა უნდა თამაშობდა.
-ხელს შეახებ და ყველა ძვალს ცალცალკე გაგიტეხ!- უთხრა ჯონქუქმა გაბრაზსბულმა. ისეთი თვალებით უყურებდა, მარტო მისი მზერა კლავდა ჯიმინს.
-ასე რატომ ნერვიულობს პირადი დაცვა მის უფროსზე?! რაიმე პირადი ურთიერთონები ხომ არ გაქვთ?! დო იუნ-მე შემომხედა და მინ იუნგის ანიშნა. იუნგიმ თოფი ჯონქუქს დაუმიზნა. - ჯერ ჯონქუქი ხომ არ მოგვეკლა?- ასეთ დროს უნდა მეფართხალა, ცრემლები ღაპა-ღუპით უნდა გადმომსვლოდა. მეთხოვა ოღონდ ის არ მოეკლა და მე მოვეკალი. დრამა უნდა დამედგა.
-მოკალი.- ვთქვი უემოციოდ.
ჯონქუქს სახე შეეცვალა. სხვა რამეს ელოდა. გული დამემსხვრა. ვერ მიხვდა იმას თუ რამდენად ვცდილობდი ასე მის დაცვას. თუ ემოციებს დავმალავდი ასე ცოცხალი აქედან ვერ გააღწევდა. გულმა ნელა დაიწყო ფეთქვა, თითქოს მართლა მოაკლდა ნაწილი.
ჯიმინმა იარაღი ნიკაპზე მომადო და თავი ამაწევინა. კარგად დამაკვირდა. სახეზე ემოცია არ მქონდა.
-მოვკლა? კარგი! ასე ძალიან მთხოვს ჩემი პარტნიორი თქვენს სიკვდილს, მომიტევეთ მაგრამ...
უეცრად მინ იუნგის ტელეფონი აზიზინდა.
-უპასუხე.- უთხრა ჯონქუქმა.- ხმამაღალზე ჩართე.
ჯიმინმა თავი დაუკრა. იუნგიმ უპასუხა ტელეფონს და ხმამაღალზე ჩართო.
-ბატონო იუნგი, სახლი ალყაშია. ყველა დახოც...- დავარდნის ხმა გავიგეთ.- მოგესალმებით ბატონებო!- თეჰიონი ხმა გავიგე, ჯონქუქს გაბრაზებულმა შევხედე. ის რატომ ჩარია! ჯონქუქი არ მიყურებდა. გაბრაზებული იქნებოდა. თეჰიონმა გააგრძელა.- ეხლა ჩემს დას თითს დაადებთ და ამ სახლს ჰაერში ავწევ.- თქვა გაღიზიანებულმა თეჰიონმა მშვიდად.- ეხლა კარგად მომისმინეთ თქვე ნაბიჭვრებო, აჯობებს არ გამაბრაზოთ და მითითებებს მიყვეთ, თორემ თქვენს ფერფლსაც ვერ ნახავენ. ჩემს დას და თავის ხალხს გამოუშვებთ და ჩვენ უკანა კარგიდან გაპარვის საშუალებას მოგცემთ.
ჯიმინმა და იუნგიმ ერთმანეთს გადახედეს. ჯიმინმა იარაღი ჯონქუქის მიმართულებით ისროლა. ჯონქუქი ძირს დაწვა ასე რომ მას არ მოხვედრია. ჯიმინს ფეხი წამოვუდე, წაბარბაცდა. დანარჩენებმა დრო იხელთეს და ომი გაჩაღდა.
იუნგიმ უკან გადამაყირავა. თავი ძირს დავარტყი. ტკივილისგან ამოვიკვნესე.
ჯონქუქი მოვიდა და თოკები გამიხსნა. სკამს მოვცილდი.
-ჯონქუქ მე მართლა არ მიგულისხმია ის...
-მაგაზე სახლში ვილაპარაკებთ.- მითხრა გაბრაზებულმა.
-ჯონქუქ უნდა მომისმინო.- სულ დამავიწყდა გარშემო რომ ტყვიები წვიმასავით ცვიოდა და მე და ჯონქუქი რომ შუაგულში ვიყავით მოკუნტულები.
-დო იუნ!- მითხრა მკაცრად და გამაჩუმა.
ლიფტისკენ გავიქეცით. ჭრილობის გამო ჩემი სირბილი, მთლად სირბილს ვერ ჰგავდა, მაგრამ მე ვცდილობდი. ჯიმინმა და იუნგიმ შეგვამჩნიეს გაპარვას რომ ვცდილობდით. მინ იუნგის დამიზნებული დავინახე. ჯონქუქს ავეფარე. თუმცა იქ ჩვენიანმა გააგდებინა ხელიდან იარაღი.
სამაგიეროდ ჯიმინის გასროლილი მომხვდა მუცლის იმ მხარეს სადაც ჭრილობა არ მქონდა.
ჯონქუქს მივეკარი.
-დო იუნ!- უკვე ლიფტში ვიყავით.
-ემოციები უნდა დამემალა. ასე შენს გადარჩენას შევძლებდი. ბოდიში ქუქი.- ლაპარაკი არ მიჭირდა. გამიხარდა კიდეც, რომ დამჭრეს. ასე დავუმტკიცე ჯონქუქს რომ მე მისი მოკვლა სულაც არ მინდოდა და გამოვისყიდე დანაშაული. გავუღიმე და სახეზე ხელი მოვუსვი. ერთადერთი რაც მიჭირდა ფეხზე დადგომა იყო. გონზე ვიყავი მაგრამ ნელენლა ენერგია მეცლებოდა სალაპარაკოდ ან სამოძრაოდ.
ჯონქუქმა შუბლი შუბლზე მომადო.
-ჯონქუქ მე არ მოვკვდები. ასე რომ არ იტირო.- ხელი ძლივს ავწიე და სახეზე მოვუთათუნე.
-ვიცი დო იუნ, პიცისთვის ყველაფერი მზად მაქვს.
-კარგი ბიჭი ხარ!
ხელი ჩამომივარდა.
-არც კი გაიფიქრო თვალის მოხუჭვა!- მითხრა მკაცრად.- არ გაბედო!
ლიფტი გაჩერდა. ჯონქუქმა ხელში ამიყვანა და შენობიდან გამიყვანა. ბაღის ჭიშკართან თეჰიონიც დაგვხვდა. ასეთ სიტუაციაში რომ დამინახა კიდევ უფრო გამწარდა.
-ოხ ეს ლაჩარი. ბოლოს მოვუღებ.
შენობისკენ გაემართა.
ბედნიერება თეჰიონზე დარდმა შეცვალა. ჯონქუქს იმ მომენტში ჩემს გარდა არავინ აინტერესებდა. მანქანაში ჩავჯექით და სახლისკენ გავწიეთ. ექიმს დაურეკა. ყველაფერი დეტალებში აუღწერა.
სახლში მისვლისას გონება დავკარგე. ბევრი სისხლი მქონდა დაკარგული და გონებაც თან გაჰყვა. მაგრამ თეჰიონი?.. ნეტა ახლა ის რას აკეთებდა.
მთხრობელის p.o.v.
სახლში შეიყვანეს დო იუნი. თავიდან ბოლომდე სისხლში ამოსვრილი. მის სხეულზე არა მარტო თავისი არამედ სხვისი სისხლიც იყო შემხმარი. დღეს თავდაუზოგავად იბრძოდა.
ბოლო მემენტებშიც კი დაჭრის გამო ბედნიერი იყო.
მდივანზე დააწვინეს. ჯონქუქი იქვე სავარძელზე ჩამოჯდა. ნამჯუნმა დო იუნი ასეთი, რომ დაინახა ჯონქუქს ეცა.
-რა გაუკეთე? ასე დაიცავი? ასე ასრულებ მოვალეობებს? როგორ გაბედე რომ შენ საღი დაბრუნდი და დო იუნი კი ასე უგონოდ მოიყვანე!
მართლაც ჯონქუქს ნაკაწრიც არ ჰქონდა დო იუნის წყალობით. ჯონქუქი თავის თავს ადანაშაულებდა ყველაფერში. მას არ უნდა გაეშვა იქ მარტო. არ უნდა მიეცა ნება ამის გაკეთებისა.
იდაყვებით მუხლს დაეყრდნო, ხელები თმებში შეიცურა და მოუჭირა. ნამჯუნის ლანძღვა სულ არ ესმოდა. ახლა მარტო დო იუნზე ფიქრობდა.
ექიმებმა სწორი ზედაპირი სთხოვეს საიდანაც ყველა მხრიდან მიუდგებოდინენ. სამზარეულოს მაგიდა ამისთვის ზედგამოჭრილი იყო. ჯონქუქი დო იუნის ასაყვანად წამოდგა, როდესაც ნამჯუნმა გააჩერა.
-არც კი ვაბედო და ხელი არ მოკიდო ჩემს გოგოს.- ხელში აიყვანა და სამზარეულოში შევიდნენ. მალევე ნამჯუნი გამოვიდა და კარებთან იცდიდა.
ჯონქუქი იქვე ახლოს ბოლთას სცემდა. ტიროდა.
მალევე თეჰიონიც დაბრუნდა.
-დო იუნი როგორ არის?
-ოპერაციას უკეთებენ, ტყვია უნდა ამოიღონ.- უთხრა ნამჯუნმა, რადგან ჯონქუქი ხმას ვერ იღებდა.
თეჰიონი ჯონქუქს მიუახლოვდა.
-არ უნდა ვინერვიულოთ!- მდივანზე დაჯდა და თავი მუხლებში ჩარგო.- ის ჯერ ძალიან პატარაა.
-არაა თეჰიონ- ნამჯუნი თეჰიონთან მივიდა და ზურგზე ხელი მოუსვა.- ის პატარა ბავშვია რომელიც იძულენული გახდა მცირეწლოვან ასაკში გაზრდილიყო.
![](https://img.wattpad.com/cover/283074001-288-k194828.jpg)
YOU ARE READING
წვიმის ხმა
Fanfiction-მეძინება. -დაიძინე. -მაგრამ შენთან ლაპარაკი მინდა. - მაშინ ერთად დავწვეთ. გაფრთხილება: შეგხვდებათ 18+ სცენები. თუ მსგავსი კონტენტი არ გსიამოვნებთ, მაშინ ეს ფიკი თქვენთვის არ...