-რას ნიშნავს მამამისის საქმე?- წინ გამოიმართა ჯონქუქი და დო იუნს გადაეფარა.
-ისე ნუ იქცევი თითქოს არ იცდოდე...- ჩაერია ბებიაც.
-ჯონქუქ...-მშვიდად თქვა დო იუნმა და ფეხზე წამოდგა. ჯონქუქი მისკენ შეტრიალდა.- ნუღა თვალთმაქცობ.. არაა საჭირო.- ლოყაზე ხელი მოუთათუნა. ღიმილიანი თვალებით ჩახედა. მაგრამ ჯონქუქთან თვითონ მას არ გამოუვიდოდა თვალთმაქცი. ბიჭი ყველაფერს ხვდებოდა. აზრი არ ჰქონდა დო იუნის მომღიმარ სახესა და თვალებს, ის ჯონქუქს ვერ მოატყუებდა.
-კარგით რადგან ასეა გთხოვთ დაასრულეთ.- თქვა დო იუნმა. ქალებს გაეღიმათ.
ოთახში შავებში ჩაცმული ადამიანები შემოვიდნენ. დო იუნი ფანჯრისკენ გაიცა მანამ სანამ რომელიმე თითს შეახებდა. ვერც ერთი თითსაც ვერ ახლებდა. ჯონქუქი ამის უფლებას არავის მისცემდა. დო იუნი ფანჯრიდან გადახტა.
ყველანი გაოგნდნენ. ჯონქუქი ფანჯარას მივარდა. მაგრამ დო იუნი აღარსად ჩანდა. სასწრაფოდ კარისაკენ გაიქცა. შეკავება სცადეს მაგრამ გამწარებულ ჯონქუქს ცუნამის დიდი ტალღაც კი ვერ შეაკავებდა ცურვისგან. გარეთ გამოვარდა და დო იუნის ძებნა დაიწყო. კორპუსის გარშემო არ იყო. არ მომკვდარა. ამან იმედი მისცა ჯონქუქს. ახლა უკვე აზროვნების უნარიც დაუბრუნდა. ეხლა ქალბატონი ტაკის ხალხი მას აედევნებოდა იმ იმედით, რომ იგი გზას გაუკვალავდა დო იუნისაკენ. მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. მაგრამ სად თავადაც არ იცოდა.
მის ხალხს დაურეკა. არავინ პასუხს არ სცემდა.
-ჯანდაბა!-იყვირა და სიჩქარეს მოუმატა. მთავარ მაგისტრალზე გავიდა. მანქანებში გზას მშვენივრად იკვლევდა. ახლა მთავარი უკანა სამი მანქანის ჩამოტოვება იყო.
დო იუნი გადახტომისას კორპუსებს შორის გაბმულ თოკებს პატარა ტილოთი დაეკიდა და მოპირდაპირე კორპუსის ფანჯარაში შეფრინდა. იქ მყოფ შეშინებულ გოგონას ტანსაცმელი სთხოვა, რადგან ხალათის ამარა იყო. წინააღმდეგობა არავის გაუწევია. მან ტანსაცმელი ჩაიცვა, თმები ჩამოიშალა და გარეთ გავიდა.
დაინახა როგორ ჩასხდნენ ჯონქუქი და დანარცენები მანქანებში და როგორ გაყვნენ ჯონქუქს უკან.
-ჰაჰ ალბათ რამხელა თანხას შეპირდნენ. ან იქნებ უფროსობას?!- გაეცინა. სასწრაფოდ ბიძამისს დაურეკა და სთოვა რომ ჯონქუქის არცერთი ზარისთვის არ ეპასუხათ, არც მისი სიტყვებისტვის დაეჯერებინათ და არცერთი მისი მოთხოვნილება არ შეესრულებინათ.
-კარგი, თეჰიონი გამოვა შენს წამოსაყვანად.
-არავინ უნდა შეამჩნიოს. დაცვა გააძლიერე. ყველა გაააღვიძე და გამოიყვანე. მანდაც მოვლენ. ფრთხილად იყავი. შენ თეჰიონს არ გამოყვე სახლში დარჩი.
-კარგი იუნა, დაელოდე, გამწარებული მოქრის არ შეგეშინდეს.
დო იუნს ჯერ მათთვის არაფერი უთქვამს. მან იცის რომ სანამ რამეს იტყვის მანამდე უნდა დაფიქრდეს.
ახლა საკმარისი დრო ჰქონდა. გასაანალიზებლად. ნაგვის ბუნკერის გვერდით, მუყაოებში ჩაჯდა, რადგან შეამჩნია ნაწილი იქაურობას ზვერავდა.
თეჰიონი მოპირდაპირე ქუჩიდან შემოვიდა. დო იუნმა მისი მანქანა იცნო და გზასთან ახლოს დადგა რათა თეჰიონსაც შეემჩნია.
თეჰიონმა მანქანა გააჩერა, დო იუნი ჩაჯდა და ორივენი სასწრაფოდ გაეცალნენ იქაურობას.
-დო იუნ! სველი თმები! რა გითხარი სველი თმებით გარეთ ნუ გამოხვალთქო. ეგრევე ცივდები.
-არ ინერვიულო თეჰიონ ისედაც გაციებული ვარ.
-როგორ დამამშვიდე.-გულზე ხელი დაიდო. შემდეგ უკანა სავარძლიდან თავისი ქურთუკი გადმოიღო და მიაფარა.
-წინ იყურე ამას მე მივხედავ.- ქურთუკი ჩაიცვა და ქუდი წამოიფარეა.
-რა მოხდა?
-ჯონქუქმაც მიღალატა.
-შანსი არაა! ის შენს გარდა სხვა გოგოებს არასოდეს უყურებდა. ერთხელ კლუბში წავიყვანე, მეთქი გავერთობითთქო. გოგოები მივუყვანე ამან კიდე არცერთს ზედაც არ შეხედა. წარმოგიდგენია?! არადა იციი რა გოგოები იყვნენ! ალბათ მაშინაც მის გულში იჯექი. ხმაც კი არ გასცა არცერთს. იჯდა შკოლნიკივით ცალკე.
-თეჰიონ...-ამოიოხრა დო იუნმა.
-სამაგიეროდ ყველა გოგო მე შემხვდა.
-ხუმრობის დრო არაა...
-ვიცი, ვიცი. ჯონქუქმა ხმის ჩანაწერი გამომიგზავნა.
-საკუთარი თავი თვითონვე ჩაუშვა.
-მე მაინც არ ვფიქრობ რომ ჯონქუქი იმათთან ერთადაა.
-როგორ არა! თავზე დამაყენე ის ქალები როცა ასე ცუდად ვიყავი. ეხლა კიდე მეძებს დანარჩენებთან ერთად.
-სულსწრაფი ხარ დო იუნ. აი შენი პრობლემა. სიტუაცია ასე სწრაფად არ უნდა შეაფასო. მაგრამ თუ ასე ფიქრობ ასე იყოს. მჯერა შენი. მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგენ. ჯონქუქი ამის გამკეთებელი არაა.
-რეალობაში უნდა ვიცხოვროთ თეჰიონ. ყველა ყველაფრის გამკეტებლები ვართ. ხომ ვაფრთხილებდი... ეხლა უკვე გვიანია...
თქვა გაურკვევლად დო იუნმა. თეჰიონს აღარაფერი უთქვამს. იქვე ტყეში გააჩერა მანქანა.
-ჯუნის დაურეკე.- გასცა ბრძანება დო იუნმა.
-არის სერ.- თეჰიონი სიტუაციის გახალისებას ცდილობდა, რადგან გულს უკლავდა ბიოლოგიური მამიდაშვილის და არაბიოლოგიური დის ასეთი დათრგუნულის ყურება.
ჯონქუქი ისევ დიდი სისწრაფით მიდიდოდა მაგისტრალზე და მანქანებს ვერ იშორებდა.
-გამოცდილი ჯგუფი გამოუყვანიათ. ხვდებიან ვისთან აქვთ საქმე.-დო იუნთან დარეკვას ცდილობდა მაგრამ არ პასუხობდა.- მიდი დო იუნ მიპასუხე. გთხოვ... მჭირდები.-კიდევ ერთი წარუმატებელი ზარი. ახლა ჯონქუქი სულ მარტო იყო. სულ მარტო.
როცა გაიხსენა გოგონას თვალები, მისი იმედგაცრუება და სინანული. გული შეეკუმშა. მას საკუთარ ნაიარევზე მეტად სტკიოდა მისთვის განსაკუთრებული ადამიანის ნაიარევი.
-ამის დედაააც! თქვე ნაბიჭვრებო...ახლავე მოგხედავთ!- გამწარდა. ტავის თავს აღარ ჰგავდა. ბოლომდე მიადგა გაზის პედალს ფეხი და მოქმედებაზე გადავიდა.
იარაღი ამოიღო, რომელიც ყოველთვის ეგდო მანქანაში. უკან ისროლა და ერთ-ერთ მანქანას გაარტყა. თუმცა ამ ტყვიამ იმ მანქანას მხოლოდ და მხოლოდ ნაკაწრი დაუტოვა. კარგად დაუმიზნა, მესამე ცდაზე ბორბალში გაარტყა. მანქანა ასრიალდა. მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და გვერდით მდგომ მანქანებს დაარტყა.
-ვწუხვარ უდანაშაულოების გამო.- სინანულით თქვა ჯონქუქმა და გზა განაგრძო. დანარჩენი ორი მანქანიდან სროლა დაიწყეს. მაგრამ სიშორის გამო ვერ მოარტყეს.
ბიჭმა ჰოსეოკს დაურეკა. ახლა მხოლოდ და მხოლოდ ის თუ უშველიდა.
-ჰოსეოკ, მთავარ მაგისტრალზე ვარ.- დაიწყო ჯონქუქმა იმ წამსვე როცა ჰოსეოკმა უპასუხა.- უნდა მიშველო. სამი სავსე ჯიპი მომსდევს. საუკეთესო ხალხი გამოაგზავნა დო იუნის ოჯახმა.
ჰოსეოკმა მისამართი უთხრა სადაც შეხვდებოდა. იქ ჯონქუქს უნდა შეეტყუებინა ხალხი და ბოლო მოეღოთ მათთვის.
ჯონქუქმა დანიშნულებამდე მისვლას 15-დან 20 წუთამდე მოანდომა. ჰოსეოკი უკვე იქ იყო, მანქანაში ელოდებოდა.
ჯონქუქმა იქვე გააჩერა მანქანა. ჰოსეოკი მეორე მანქანაში იჯდა. დიდხანს არ შეყოვნებულან ორივენი გვერდი გვერდ წავიდნენ. ისე რომ მტერმა ვერ შეამჩნია თუ ერთად იყვნენ.
ჰოსეოკი ჩამორჩა. ჯონქუქი წინ გაუშვა. სატელეფო ზარის საშუალებით უთხრა, რომ არ ენერვიულა და თავის გზაზე წასულიყო. თავად კი ყველაფერს მიხედავდა.
ჰოსეოკმა საბარგული გახსნა. იქიდან მწვანე კვამლი ამოვიდა. აღარცერთი მანქანა აღარ ჩანდა. განსაკუთრებით კი ჰოსეოკისა და ჯონქუქის. ჯონქუქი უკვე ძალიან წინ იყო.
ერთ-ერთი მანქანა ჰოსეოკს უკნიდან დაეჯახა.
-ამ მანქანას ასე უტიფრად როგორ ეხებით. გარყვნილები. არ დაინდო.- უთხრა გვერდით მჯდომს, რომელმაც იარაღი მოიმარჯვა და კარგად დაუმიზნა. მაგრამ სანამ თვითონ ისროდა მანამდე ამ შავი მანქანიდან ისროლეს და მხარში გაარტყეს. კვამლის გამო ვერცერთი მხარე გარკვევით ვერ ხედავდა. არც კი იცოდა იმ ბიჭმა ვის ესროლა, უბრალოდ უმისამართოდ ისროლა და ჰოსეოკის გვერდზე მჯდომს მოახვედრა.
ჰოსეოკს იდეა მოუვიდა. გვერდზე მჯდომი მანქანაში დააბრუნა, იარაღი აიღო და მანქანა გააჩერა შუა ტრასაზე. ასე ორ ზოლს კეტავდა.
-ჩემს ნიშანზე ყველას ჩაცხრილავთ.- უთხრა უკან მჯდომებს.
ის ორი მანქანაც შეჩერდა გზა გადაეკეტად.
-გადადი გზიდან!- იყვირა ერთ-ერთის მძღოლმა.
-ბოდიშს გიხდით- მანქანიდან გადმოვიდა ჰოსეოკი.- შემთხვევით საბარგული გამეხსნა. უნდა დავხურო თორემ ასე ხელს ვუშლი ყველას.-საბარგულისკენ წავიდა. მიახლოებისას იარაღი ამოიღო და მძღოლს ესროლა. დანარჩენებმაც გახსნენს ცეცხლი.
ჰოსეოკი მანქანას ამოეფარა. კიდევ ისროლა. სამ მათგანს გაარტყა. დანარჩენებმაც მშვენიერი სამსახური გაუწიეს. იმის მიუხედავად რომ დაშავდნენ და ჰოსეოკს ერთი მეგობარი გარდაეცვალა, იმ ორი მანქანიდან ცოცხალი მხოლოდ 5 ადამიანიღა დარჩა. ახლა კი ამათთვის უნდა მიეხედა. მანქანით ვეღარ წამოვიდოდნენ ვერცერთნი, რადგან ბორბლები დახვრეტოდათ.
ჰოსეოკს ტყვიები გაუთავდა.
სხვა მანქანას მივარდა გააჩერა, მძღოლი გადმოაგდო და თავად დაჯდა, რადგან დანარჩენმა ხუთმაც იგივე გააკეთა.
ჰოსეოკის მანქანისკენ მიმართულმა ტყვიებმა უკანა შუშა გატეხა და საბარგული დახვრიტა. კიდევ ერთმა ტყვიამ სარკეც კი გაუტეხა.
-როგორ მილიმეტრებში ამცდა. სარკის გატეხვა ცუდის ნიშანია.- თქვა ჰოსეოკმა და გზას ყურადღებით დააკვირდა. იქნებ რამე ხელჩასაჭიდი ეპოვნა.
მაგისტრალი ნელნელა თავისუფლდებოდა. მანქანები აღარ ჩანდა რადგან თავად გადაკეტა გზა. უეცრად მან ჯონქუქის მანქანა დაინახა. საპირისპირო მიმართულებით მისკენ მიდიოდა.
-სულელი ბიჭი, ახლა რამხელა ჯარიმას აირტყავს.
ჰოსეოკი მიხვდა ჯონქუქის განზრახვას. მანქანა კიდევ უახლოვდებოდა. ჰოსეოკი კი გზიდან ჯერ არ გადადიოდა.
-მიდიი... მიდიი...-თქვა ჰოსეოკმა თავისთვის. უკან გაიხედა. ფეხდაფეხ მოჰყვებოდნენ.- სამი...- წინ გაიხედა.-ორი...- ჯონქუქი მანქანიდან გადმოხტა და გვერდზე გაგორდა.-ერთი!- ჰოსეოკი ხაზიდან გადავიდა. ჯონქუქის მანქანა იმათ მანქანას დაეჯახა და აფეთქდა.
ჰოსეოკის მანქანას კი სწრაფად მომავალი მანქანა დაეჭახა და გაიტანა.
ჯონქუქი სასწრაფოდ მიკენ გაიქცა. ჰოსეოკს წარბიდან სისხლი მოსდიოდა. ნიკაპზე შუშისგან მიყენებული ჭრილობა შეამჩნია. მუცელში შერჭობოდა დიდი შუშის ნატეხი.
ჯონქუქის დანახვისას ჰოსეოკს გაეღიმა.
-როგორ ხარ?-ჰკითხა ჯონქუქმა და დაჯეჭყილი მანქანიდან ძლივს გადმოათრია.
-ასეთი რამ დიდი ხანია არ მიგრძვნია. კიდევ ერთხელ გავაანალიზე რომ მაფია ჩემი საქმე არაა.
-მეც ასე ვფიქრობ, შენ ბალერინობა უფრო შეგეფერება.- იხუმრა ჯონქუქმა, ხელი გადაახვევინა და გზიდან გადმოვიდნენ.
-რა გეგმა გაქვს?-იკითხა ჰოსეოკმა.
-არანაირი...
-როგორი წინდახედული და მობილიზებული ხარ ჯონქუქ!- დამცინავად აღნიშნა ჰოსეოკმა და იქვე ლოდზე ჩამოჯდა. სისხლდენას დახედა.
შუშისთვის ხელი არ უხლია. ამოძრობის შემთხვევაში უფრო მეტი სისხლი წამოუვიდოდა. სტკიოდა მაგრამ უნდა გაეძლო.
-აქედან უკან როგორ დავბრუნდეთ?- იკითხა ჯონქუქმა.
-ტელეფონი გაქვს?
-კი.- გაუწოდა ჯონქუქმა.
ჰოსეოკმა დარეკა.
-აქაურობას გავეცალოთ. პოლიცია მოდის.-თქვა ჰოსეოკმა და იქიდან ტყის გავლით გავიდნენ.- აქ ჩემი და მოვა.- გზაზე გაჩერდა ჰოსეოკი.- რაღაც უნდა გთხოვო და მინდა შეწინააღმდეგების გარეშე შეასრულო.
-გისმენ.
-ჩემი ეს მდგომარეობა არ დაიბრალო თორემ ჩემი და ორივეს მოგვკლავს.
ჯონქუქს გაეცინა. სერიოზულად ვერ აღიქვა ჰოსეოკის სიტყვები.
მალევე ვიღაც გოგომ გააჩერა მანქანა. ჰოსეოკი რომ ასეთი დაინახა. მანქანიდან გადმოვიდა და მასთან მიირბინა.
-ჰოსეოკ? ჰოსეოკ?! მოფხილზდი!
-ფხიზლად ვარ არ დამილევია.- მანქანისკენ გაემართნენ.
-ასეთ დროს როგორ ხუმრობ?!- მისი და ჰოსეოკთან მივიდა- სისხლი...- ჭრილობას დახედა და მანქანში ჩაჯდომაში დაეხმარა.- ხომ დამპირდი მსგავს რამეს აღარ ვიზავო!- გაუბრაზდა გოგონა.
-სერიოზული არაფერია.- ესღა თქვა ჰოსეოკმა.
-საჭესთან მე დავჯდები აჯობებს.- შესთავაზა ჯონქუქმა.
გოგონამ ალმაცერად ათვალიერა ფეხისთითებიდან თმის ღერამდე.
-კარგი.- უთხრა ბოლოს და ჰოსეოკის გვერდით დაჯდა.
ჯონქუქი მანქანში ჩაჯდა. დაქოქა და საავადმყოფოსკენ გასწია.
-ჰოსეოკ!-კბილებში გამოცრა გოგონამ.- ვერ გადამირჩები. ყველაფერს დედას მოვუყვები. აი ნახე რას გიზავს.
-არააა ორონდ დედა არა!- წუწუნი დაიწყო ჰოსეოკმა.- ჯონქუქ აქვე გააჩერე მანქანა ჯობია აქ მშვიდად გავისვენო, ვიდრე სახლში დედაჩემმა მაწამოს.
ჯონქუქი სიცილს ვერ წყვეტდა. როგორ ესაყვარლებოდა ეს სიტუაცია, მათი ბავშვურობა, დედაზე დამოკიდებულება, ყველაფერს აღმერთებდა.
საავადმყოფოსთან რომ მივიდნენ, ჰოსეოკმა და მისმა დამ ჯონქუქს მადლობა გადაუხადეს და თქვეს რომ დანარჩენს თავად მიხედავდნენ.
ჯონქუქმა ტაქსი გააჩერა და დო იუნის სახლისაკენ გასწია.
YOU ARE READING
წვიმის ხმა
Fanfiction-მეძინება. -დაიძინე. -მაგრამ შენთან ლაპარაკი მინდა. - მაშინ ერთად დავწვეთ. გაფრთხილება: შეგხვდებათ 18+ სცენები. თუ მსგავსი კონტენტი არ გსიამოვნებთ, მაშინ ეს ფიკი თქვენთვის არ...