I

2.6K 96 85
                                    

-ჯონგუკ...

-გთხოვ, გაახილე თვალები....

-გემუდარები...

-ბიჭი გაიყვანეთ-ექოსავით გაისმა ექიმის ხმა.

-არა, გევედრებით, ნუ მომაშორებთ მას...-ყვიროდა თეჰიონი.

_

14 წლის შემდეგ...

-პრინცესავ.

-ანა, პატარავ, სკოლაში გაგვიანდება.-შუბლზე აკოცა ჯონმა შვილს.

-მამიკო, დღეს მაინც დავრჩები რა სახლში.-დაამთქნარა ბავშვმა.

-მე არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ დედა გაბრაზდება. მიდი კბილები გაიხეხე და ისაუზმე.-ანამ მამას ლოყაზე აკოცა და აბაზანაში გავარდა.

-ნუ ათამამებ.-ქალბატონი ჯონი მაგიდასთან იჯდა და გემრიელად შეექცეოდა წინ დადებულ ომლეტს. როგორც ყოველთვის ცივი მზერით უმზერდა ქმარ-შვილს.

-შვილს ყურადღებას თუ ვაქცევ იმას არ ნიშნავს, რომ ვათამამებ. გთხოვ, დამშვიდდი.

-დედა-ჩუსტებით გამოფლატუნდა ანა, თმა დაევარცხნა და სკოლის ფორმაც ჩაეცვა.- ჩემი ბიოლოგიის პრეზენტაცია ნახე ბაყაყებზე?

-ვნახე.-უპასუხა ქალმა.

-მოგეწონა?-თვალები გაუფართოვდა გოგონას, ელოდა, რომ დედა ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეაქებდა.

-მეტი შეგიძლია, მძღოლი გელოდება, ჩადი ქვემოთ.

-ნახვამდის, მამა.

-საღამომდე, პატარავ.

-ბავშვს წესიერად ელაპარაკე. დედამისი ხარ.-კბილებში გამოსცრა ჯონგუკმა.

-მერე რა?-ჯონგუკს უკვე მოთმინების ფიალა ევსებოდა, მაგრამ თავს იკავებდა.

მას შემდეგ, რაც ჯონგუკმა მეხსიერება დაკარგა, მშობლების მეხსიერებით ცხოვრობდა. მაშინ 22 წლის იყო, მისი მეწყვილე კი მასზე ორი წლით უფროსი. ოჯახმა გუკის მდგომარეობით ისარგებლა და სარფიანი გარიგება დადო კორეაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კომპანია EQ ჯგუფთან. ეს ქორწინება არც ჯონგუკს უნდოდა და არც ვუ ეირინს, მაგრამ სიტუაციამ ასე მოითხოვა. ეირინი შემთხვევით დაორსულდა ჯონგუკისგან, როცა ის 27 წლის იყო. ახლა კი ულამაზესი ქალიშვილი ჰყავთ. ჯონგუკს ყველაფერს უყვებოდნენ მშობლები მის ცხოვრებაზე, გარდა თეჰიონისა, სწორედ, ამიტომ ვერ გაიხსენა ის და თავსაც იტანჯავს ახლა .

თოთხმეტი/FourteenWhere stories live. Discover now