XIII

772 54 11
                                    

მოდი უბრალოდ დავლაგდეთ. რა გამოიარა წყვილმა 14 წლის განმავლობაში. მარტოობა და დეპრესია. ორი ერთმანეთთან შეუქცევადი პერიოდი. ცალცალკე ხო მაგრამ ორივე ერთად? 

დეპრესია არასდროს მქონია არასდროს მიმიყვანია საკუთარი თავი დეპრესიამდე რაც არ უნდა მძიმედ ვყოფილიყავი ამიტომაც ვერ გავიგებ დეპრესიული ადამიანის მდგომარეობას, მაგრამ თეჰიონი მაინც ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა.

ამდენი წლის და დაშორების შემდეგ ისინი ისევ ერთად არიან პატარა ვარსკვლავთან ერთად. ერთად ივლიან მის სპექტაკლებზე, ერთად წავლენ მის გამოსაშვებ ღონისძიებაზე, ღია გაკვეთილებზე, მაგრამ ამ ყველაფერამდე ანას ჯანმრთელობაა მთავარი. 

აბაზანიდან გამოსულ ჯონს შეშინებულმა მიახალა თეჰიონმა ანა საავადმყოფოშიაო. სველ და ალაგალაგ ქაფიან სხეულზე ნაცრისფერი სპორტულები გადაიცვა და მეწყვილეთან ერთად პედიატრიულ კლინიკაში წავიდა საბუთები შეავსეს და ანა სახლში გამოატანეს. აკანკალებული ბავშვი სახლშ შეიყვანა და კალთაში ჩაისვა მამამ. 

-ჯონგუკ იქნებ საჩუქრები გახსნას გულს გადააყოლებს.

-ბიძა თეჰიონ ხმამაღლა ილაპარაკე მესმის.

-უი. 

-აბა გავხსნათ საჩუქრები.-საჩუქრების გახსნა დაიწყო ანამ მაგრამ მამის მკლავებიდან ადგომა არც უფიქრია. 

-მოიცა ეს? მამა მართლა მიყიდე?-მამას მოეხვია ანა.- ძალიან მინდოდა სახატავი აიპადი.

-ყველაფერი გააფუჭე ჯონგუკ ეხლა ჩემი საჩუქარი ამასთან შედარებით რა გამოჩნდება?

-თეჰიონ შენ მამაზე კარგი გემოვნება გაქვს ამიტომ მგონია რომ შენი უფრო მომეწონება.-ამაყი მზერა დაიჭირა თეჰიონმა.

-რა საყვარელი ზაზუნაა. მადლობა თეჰიონ.-ხელებით ანიშნა ანამ მოდი ჩაგეხუტოო.

-შენც ხომ გქონდა ჩვენთვის საჩუქარი?

-რათქმაუნდა, ოთახშია და ჩამოვიტან.-ფეხშიშველი გატანტალდა ოთახში.

თოთხმეტი/FourteenWhere stories live. Discover now