-ეს ნაგავი ჩამოხსენი კიმ, ახალი იდეა მაქვს მეჯლისისთვის.
-ბატონო ჯონ... მეჯლისი ხვალაა ვერ მოვასწრებთ.
-ზეგისთვის გადაიტანეთ სტუმრებს შენ შეატყობინებ თეჰიონ, თუ მოინდომებთ ყველაფერს მოასწრებთ. გუშინ ანასთან ერთად ვიფიქრე და კონკიას თემა გადავწყვიტეთ. ბროლის ქოში გადაეცემა კომპანიას რომელთან თანამშრომლობასაც გადავწყვეტთ.
-ბატონო ჯონ მშვენიერი იდეაა, დიზაინერებს მოვიყვან.
-ანა სკოლიდან აქ მოვა და მაშინ დაუძახე შემოვიდნენ, დეკორაციებს მოიტანენ და მიაქციე ყურადღება.
-დიახ.
ჯონგუკი კაბინეტში ისვენებდა, თეჰიონი მოულოდნელად შეიჭრა ოთახში, ეტყობოდა რომ ძალიან ეჩქარებოდა.
-ბატონო ჯონ.
-გისმენ.-თვალები გაახილა გუკმა.
-საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა გადაწყვიტა მოლში სტენდი დადგას და სანტასთან ბავშვებმა ფოტოები გადაიღონ.
-ეგენი ხომ არ გამოყლევდნენ.-თეჰიონს ყბა ჩამოეწელა.
-ეს საბუთებია.
-ეგ საბუთები უკან ჩაუტანე თორე თავზე გადავახევ სემის ამ იდეას.
-დეკორაციები მოიტანეს დამონტაჟება უკვე დაიწყეს
-ანაც მალე მოვა. სტუმრების სია მომიტანე?
-დიახ.-საბუთი მაგიდაზე დადო თეჰიონმა.
-ჩემი ცოლიც დაპატიჟეთ?
-დედათქვენმა ჯიმინს სთხოვა და ჯიმინმა ჩასვა.
-კარგი, ანას გაუხარდება. საქმეს მიხედე.
_
-მამიკოოო.
-ანაა, როგორ ჩაიარა დღემ?-ხელში აიყვანა და კისერში აკოცა შვილს.
-სივონმა მასთან დარჩენა შემომთავაზა, გოგოების წვეულებას აწყობს მშობლებიც სახლში იქნებიან. შეიძლება დავრჩე?
![](https://img.wattpad.com/cover/292495322-288-k540085.jpg)
YOU ARE READING
თოთხმეტი/Fourteen
Fanfictionფიკი შემქნილია მთლიანად ჩემი ფანტაზიით. ფოტოები არ მეკუთვნის მე. შეიძლება გაქვთ წაკითხული მსგავსი შინაარსის მაგრამ მე მაინც ვცადე ჩემი ვერსია.