VI

882 74 21
                                    

-მამა რა უცნაური ლიფტია.

-ანა პირველად ხომ არ ხარ ლიფტში რა დაგემართა.

-ყავისფერ კედლებიანი ლიფტი უცნაურია. ეს გატეხილი სარკე და უცნაური წარწერებიც მაშინებს.- მამას მიეხუტა ანა.

თეჰიონს არასდროს უნახავს ბავშვი ასე იყოს მამაზე დამოკიდებული და თქვენც დამეთანხმებით ალბათ. როცა ეშინია ან რამე სჭირდება პირველი ანას გონებაში მამამისია რომელიც სამყაროში ყველაფერზე მეტად უყვარს. მამის მკლავებში ანა თავს დაცულად გრძნობს, მასთან ერთად კი რაიმეს შიში საერთოდ უქრება.

ლიფტი მერვე სართულზე გაჩერდა, თეჰიონმა თეთრ, რკინის კარზე ზარი დარეკა. კარი ყურებამდე გაღიმებულმა მაღალმა ბიჭმა გააღო.

-ძვირფასო, ასე მალე არ გელოდით მობრძანდით.-თეჰიონმა დაიმორცხვა.

-როგორ ხარ?-მოეხვია ჰოსოკს თეჰიონი. ჰოსოკმა ხელი წელზე მოხვია და ბიჭი მიიხუტა. ორივე ანას ჩახველებამ გამოაფხიზლა.

-ანა მაპატიე. ჰოსი გაიცანი ეს ჩემი მეგობარია ანა.

-დიდი პატივია ჩემთვის ასეთი ლამაზი გოგოს გაცნობა.-ხელზე აკოცა ჰოსოკმა ანას. ანას სახე გაუბრწყინდა.

-ეს ჩემს შვილს ეფლირტავება?

-მამიკო ეგ რას ნიშნავს?

-არაფერს პატარავ, შევიდეთ.

-რას მიირთმევ ანა?

-რასაც ბიძია თეჰიონი დამპირდა.

-ანა დივანზე სახლში არ ხარ ნუ ხტუნაობ.-გაწყრა ჯონგუკი.

-რა პრობლემაა ბატონო ჯონ თავი ისე იგრძენით როგორც საკუთარ სახლში.

-ანა-მეთქი.

-მამიკო მან თქვა რომ ხტუნაობა შეიძლება.

-ანა ბევრ ტკბილეულს დაგპირდა?

-კი ბევრს.

-მიირთვი. -ჰოსოკი თეჰიონის გვერდით დაჯდა სავარძელში და ხელი გადახვია, თეჰიონიც მკერდზე მიეხუტა მეზობელს.

თოთხმეტი/FourteenWhere stories live. Discover now