XVIII

1.1K 65 19
                                    

პატარა ლეოს და ანას შეხვედრამ კარგად ჩაიარა რა საკვირველია. მიუხედავად იმისა რომ ლეო ჯერ კიდევ ვერ აღიქვამდა სამყაროს როგორც საჭიროა მაინც გამონახეს ბავშვებმა საერთო ენა.

ბავშვობაში როცა დედას მეგობართან მივყავდი თვითონ მეგობრის დედასთან ერთად ყავას სვამდა. მე არც ყავას მასმევდნენ და არც მაგიდაზე დადებულ შოკოლადს მაჭმევდნენ მაღალი შაქარი მქონდა სულ. თამამად შემიძლია ვთქვა რომ მესმის ანასი. ანა დედამ მკაცრ დიეტაზე დასვა დღეს უკვე მიიღო შაქარი.

-მამა დედა ვერაფერს გაიგებს გთხოვ მინდა ბაუნტი.

-ანა დედაშენთან კიდევ ერთ კამათს ვერ გადავიტან წადი ბავშვს ეთამაშე.

ანას თვალზე ცრემლი მოადგა.

-მაგ ყალბი ცრემლებით მოატყუე შენი ღლაპი შეყვარებული.

-მეგონა ისევ გაჭრიდა-გაეღიმა ანას.

-არ მესმის შენი ცოლის რათ...

-ყოფილი ცოლის.-ჩაუსწორა თეჰიონმა.

-ჰო ყოფილი ცოლის. რათ უნდა ბავშვს დიეტა მშვენიერ ფორმაშია.

-მე რა ვიცი? თე წავიდეთ ხვალ ადრე უნდა ადგე.

-თუ გინდათ ანა დატოვეთ. ლეოს ჯერ ჩვენთან სძინავს მაინც და ლეოს ოთახში გავუშლი ლოგინს.

-ანა დარჩები?

-კი დავრჩები.

-მე წავიყვან სკოლაში.-ლოყა დაჩხვლიტა ნამჯუნს.

-ძალიან კარგი ამაღამ კიმ თეჰიონ...-ჯონგუკს ლეომ ხის კუბიკი ჩაარტყა ფეხში. თითქოს იგრძნო რასაც ამბობდა და გააჩუმა.

-რა ჯანდაბაა.

-ჩემი შვილია.

-კი ეტყობა. წავიდეთ თე.-ჯონი დაიხარა და შვილს შუბლზე აკოცა.-ხვალამდე პატარავ.

ჯინმა ძირს დაყრილი პატარა კუბიკები აკრიფა. კუბიკები სხვადასხვა ფერისა იყო და გვერდებზე სხვადასხვა სტიკერები ეკრო.

თოთხმეტი/FourteenWhere stories live. Discover now