XVII

774 54 18
                                    

დასაწყისშივე გეტყვით რომ ვიცი ბავშვის აყვანის პროცედურა ასე ზერელედ არ ხდება მაგრამ ასე დამჭირდა

სასიამოვნო კითხვას გისურვებთ.

*

-გამარჯობა ბატონო ჰან.-ნამჯუნმა პიჯაკი შეისწორა და მამაკაცს ხელი ჩამოართვა.

-გამარჯობათ ბატონო კიმ, დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს.

-თქვენი ოპერაციის შემდეგ.

-რით შემიძლია დაგეხმაროთ?

-ბავშვთა სახლში რისთვის უნდა მოვსულიყავი თუ არა ბავშვის აყვანისთვის?

-თანაშემწეს ვეტყვი და მოაწესრიგებს საბუთებს. მხოლოდ თქვენზეა მეურვეობა?

-მოგვიანებით გავაფორმებ მეუღლესთან. ახლა ეს სასწრაფოა.

-თქვენს პირად საქმეს გადავხედავთ გარეთ დამელოდეთ.

ნამჯუნი ნახევარი საათი ელოდებოდა მამაკაცს. ძალიან დაიღალა ფრენით აეროპორტიდან პირდაპირ ბავშვთა სახლში მივიდა. უნდა რომ ჯინი გაახაროს. მათი ბოლო საუბრის შემდეგ ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. იმედს იტოვებს რომ ჯინის სიტყვები სხვა ბავშვის არ შეყვარებასთან დაკავშირებით არ გამართლდება.

დრო თითქოს საუკუნემდე გაიწელა. ფიქრობდა პატარა გოგონაზე ან ბიჭუნაზე რომელსაც მალე ჩაიხუტებდა. ოფისიდან დაბალი ქალი გამოვიდა და ნამჯუნს უთხრა ბატონი ჰანი გეძახითო.

-ყველაფერი მზად არის. თქვენთვის 8 თვის ბიჭუნა შევარჩიეთ. გთხოვთ იზურნეთ მასზე.

ნამჯუნმა ბავშვი თავშესაფრიდან წამოიყვანა. ვერ აღვწერ რაოდენ ბედნიერი იყო როცა ლეო პირველად დაიჭირა ხელში, ბავშვის სურნელმა თავბრუ დაახვია. ეს ინტიქტივით იყო, დედებს რომ აქვთ დაახლოებით ეგეთი.

სოკჯინის დილა ნამჯუნისგან განსხვავებით კარგად არ დაწყებულა. ყავის აპარატი გაუფუჭდა და მეზობლებმა რემონტის კეთება დაიწყეს მთელი დღეა რაღაცას ბურღავენ. მოიწყინა ინტერნეტში სქროლვაც მობეზრდა და ნამჯუნის წიგნების თვალიერება დაიწყო. ჯუნი ყოველთვის ეუბნებოდა რომ მანგების კითხვას წიგნის კითხვა სჯობდა მაგრამ ვინ მოუსმინა?

თოთხმეტი/FourteenWhere stories live. Discover now