XV

779 55 19
                                    

  ვერ ვიტყვით რომ ორივეს ერთნაირად უჭირდა ორივეს განსხვავებული ფსიქიკა აქვს. ნამჯუნის გონებას იმდენად მძიმედ არ დაუნახავს ეს ამბავი რამდენადაც ჯინმა განიცადა ეს. ყველაფერს ჭამდა რაც კი მაცივარში იყო არ აქვს მნიშვნელობა ვადა გასული ჰქონდა თუ არა კიდევ კარგი ნამჯუნი ამოწმებდა.

ჯინს არასდროს უთხოვია ეს არასდროს უნდოდა ბიჭი მოწონებოდა ყოველთვის ოცნებობდა პატარა შვილზე რომელსაც ბავშვის დედასთან ერთად აღზრდიდა მაგრამ ინტერნეტში დაწყებულმა ურთიერთობამ ნამჯუნამდე მოიყვანა რისთვისაც მადლიერია რათქმაუნდა.

-ნამჯუნ არ ვჭამოთ?

-დღეს უკვე მერამდენედ?

-ახლა უკვე ჭამასაც მიკრძალავ?

-არავინ არაფერს გიკრძალავს ძვირფასო რამდენიც გინდა ჭამე შენთვისაა ყველაფერი.

-რატომ მაჭმევ ამდენს გინდა გამასუქო? მე რა ახალი წლის გოჭი ვარ?

-ორსულივით კაპრიზებს ნუ იძლევი გინდა ჭამე არ გინდა არ ჭამო. ამომივიდა უკვე ყელში.

-მაპატიე რომ ემოციური ვარ და განვიცდი.

-მე არ განვიცდი გგონია? გგონია მე არ მინდოდა შვილი? ამით ყველაფერი არ მთავრდება სოკჯინ.

-დამთავრდა ჩემთვის დამთავრდა და დრო მჭირდება ამასთან შესაგუებლად.

-სხვა შანსიც გვაქვს.

-არ მგონია სხვა ბავშვი ისევე შევიყვარო როგორც ის პატარა.

-მე მივდივარ.

-შეიძლება ვიკითხო სად?

-ბილეთების ამბავი უნდა მოვაწესრიგო, ბილეთები უნდა გავაუქმო.

-კარგს იზამ. შოკოლადები აღარაა და იყიდე.

ჭამით არ გვარდება ჩვენი პრობლემები და მეც ყოველთვის მიკვირდა რატო ჭამს ხალხი ამდენს როცა რთული სიტუაციებია. საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით რომ ჭამის დროს ყურადღება გადაგაქვს მითუმეტეს თუ თან რამეს უყურებ და ეს თუნდაც ნახევარი საათით გშველის.

თოთხმეტი/FourteenWhere stories live. Discover now