XVI

748 52 19
                                    

იუნგი ვერ ვსუნთქავ.-მოგუდულად ისმოდა ჯიმინის ხმა.

იუნგიმ კოცნა გაწყვიტა და ჯიმინს თვალებში ჩახედა. ქვედა ქუთუთოები ჩალურჯებული, თვალები გაწითლებული და დასიებული ჰქონდა, გაუხეხავი კბილები და არეული ტანსაცმელი, მაგრამ იუნგი მაინც ისე უყურებდა, როგორც ღვთაებას. უყურებდა ჯიმინის პაწია თვალებს სიცილის დროს,რომ უწვრილდება. ხელში ჯიმინის პაწია ხელები უჭირავს გაბრაზების დროს, რომ პატარა ბავშვივით იქნევს. მზერა ბუთქუჩა ტუჩებზე გადააქვს და ერთხელ კიდევ კოცნის მას, შუბლით შუბლზე ეყრდნობა. ჯიმინის ცხვირზე ამოიხვნეშა და გულში ჩაიკრა უმცროსი. ხელით ხერხემალს დაუყვა და ეფერებოდა. ხან ზემოთ აასრიალებდა ხელს, ხანაც ქვემოთ, ხანაც წრიულად ატრიალებდა.

-მგონი კარგად გამოგივიდა ჩემი ფიქრების არევა.-ნეტარებაში იყო ჯიმინი. საყვარელ მამაკაცს ეხუტებოდა და მისი მძაფრი სუნამოს სუნს ისუნთქავდა იუნგის ყელიდან.

-სახლში შევიდეთ უკეთესად მოგეფერები.-იუნგის მკერდს მოცილდა ჯიმინი, მაგრამ ხელი არ გაუშვია.

-მაპატიე არეული ვარ.

-არაუშავს. ჯიმინ თვალები რა დღეში გაქვს.

-აჰ მთელი დღეა ფილმებს ვუყურებ.

-ფილმის ყურების ნაცვლად შეგეძლო ჩემი ზარებითვის გეპასუხა.

-კარზე ზარია, მგონი პიცა მოიტანეს ახლავე მოვალ.-საუბრიდან გადახვევა სცადა ჯიმინმა, იუნგის ჩაეღმა.

-პეპერონი გიყვარს?

-პიცა არ მიყვარს.

-არ ვიცოდი. გინდა რამეს მოგიმზადებ

-არა, არ მშია ჩემთან მოდი.-კალთაზე ანიშნა იუნგიმ.

-მაპატიე, მართლა მინდოდა დარეკვა, მაგრამ სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს. წერილი დაგიწერე, მაგრამ კონვერტში შენახული ბუხრის თაროზე დევს.-იუნგის კალთაში მოკალათდა ჯიმინი და მაჯაზე ჩაეხუტა.

თოთხმეტი/FourteenWhere stories live. Discover now