-ალბათ ხვდები, რომ უნდა ვისაუბროთ.-სახლში შესვლა დააპირა გუკმა. თეჰიონს სახლში ჩამოკიდებული ფოტოები და მოხატული კედლები გაახსენდა.
-მანდ გაჩერდით. მიულაგეველია სახლი.
-შენი სახლის სანახავად არ მოვსულვარ.
-ბიძია თეჰიონ დავიღალე.
-მაპატიე ანა.
-კაფეში წავიდეთ, ჩაიცვი დაგელოდებით.
თეჰიონმა ტანზე დაიხედა, ჯინის გამოგზავნილი უნიქოდნის პიჟამა და ამავე პრინტის ჩუსტები ეცვა. იფიქრა კარის დაკეტვა უღდელობააო, კარი ღია დატოვა და ოთახში გავიდა გამოსაცვლელად.
-ის უფრო გიხდებოდა ბიძია.-თეჰიონმა საპასუხოდ გაუღიმა ბავშვს.
-ანა რას მიირთმევ?-ანამ მენიუ აიღო და კითხვა დაიწყო.
-შოკოლადის ლავა ქეიქი და კაკაო მა.
-შენ თეჰიონ? ყავა?
-საღამოა ყავას არ ვსვამ. მწვანე ჩაი იყოს.
თეჰიონის სახლთან ახლოს კაფეა. კაფე 90 იანების სტილშია გაწყობილი. ბუხრის თაროზე შავ-თეთრი ფოტოები ჩამოეკიდათ, ზოგიც ჩარჩოთი დაედოთ. კაფეში ბავრი მაგიდები იყო და რამდენიმე დივანი. გარეთ დადგმულ დივნებზე პლედებიც იდო. ტრიოს შორის სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ ანას ღეჭვის და კაკაოს ხრუპვის ხმა ისმოდა.
-რაზე საუბრობდა დედაჩემი?-გუკმა ანას ტუჩის კუთხესთან შოკოლადი ცერით მოწმინდა.
-არ ვიცი.-ჩაი მოსვა კიმმა.
-იცი, თვალებზე გეტყობა.-ანა თეჰიონს მიაშტერდა, აინტერესებდა სად ეწერა ტყუილი.
-ბიძია თეჰიონ, მამასთან ერთად ფოტოები როდის გადაიღე?-თეჰიონს ჩაი გადასცდა.
-რა?
-ბიძია თეჰიონის სახლში დავინახე. ბიძია თეჰიონს ლოყაზე კოცნიდი.
-ანა რას ამბობ?
-რაც დავინახე იმას მამა.-ჯონგუკმა თეჰიონს გახედა.
YOU ARE READING
თოთხმეტი/Fourteen
Fanfictionფიკი შემქნილია მთლიანად ჩემი ფანტაზიით. ფოტოები არ მეკუთვნის მე. შეიძლება გაქვთ წაკითხული მსგავსი შინაარსის მაგრამ მე მაინც ვცადე ჩემი ვერსია.