Part 1

950 55 200
                                    

ზოგჯერ ვფიქრობ, რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას, ის ხომ  უფერული და უინტერესოა...

მაგრამ არ მინდა და არც ვცდილობ ამის შეცვლას.

მე კან მირე ვარ 18 წლის

მალე ამ დაწყევლილ სკოლას დავამთავრებ, სადაც ბულინგი მეფობს, ამიტომ ვცდილობ შეუმჩნეველი ვიყო, რომ რამე შარი არ ავიკიდო

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

მალე ამ დაწყევლილ სკოლას დავამთავრებ, სადაც ბულინგი მეფობს, ამიტომ ვცდილობ შეუმჩნეველი ვიყო, რომ რამე შარი არ ავიკიდო.

მდიდარი? რათქმაუნდა, მამაჩემი ხომ ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას ფლობს, მაგრამ ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს.

მდიდარი თუ ღარიბი, ბედნიერი არასდროს ვიქნები.

მარტო ვცხოვრობ უზარმაზარ სახლში, მაგრამ ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მშვიდად შემიძლია ვიცხოვრო, არავინ მაწუხებს უაზრო საუბარით.

მეგობრები? რათქმაუნდა არ მყავს, არც მიცდია ვინმესთან დამეგობრება, როცა ვინმე ჩემთან მეგობრობას ცდილობდა, მე უბრალოდ სწავლაზე ვიყავი გადართული და მათ ყურადღებას არასდროს ვაქცევდი, არ მჭირდება ისინი, მარტოობა მირჩევნია.

დღეს ორშაბათია, მე კი უკვე კლასში ვარ და ყურსასმენებში სევდიან მუსიკას ვუსმენ.

ჯერ არავინ მოსულა, მე აქ ერთი საათით ადრე მოვდივარ.

ოთახში ჩემდა გასაკვირად ვიღაც შემოდის, მაღალი, გრძელი და ქერა თმით, სიმპატიური ბიჭია.

მასაც ყურსასმენები უკეთია და თავისი ადგილისკენ ისე მიიწევს, რომ ვერც მამჩნევს.

ისევ ფანჯრის მხარეს შევბრუნდი და დაღლილი თვალებით გავხედე უკვე ნაცნობ ხედს.

Hwang or Lee?Where stories live. Discover now