Part 13

271 35 121
                                    

ფელიქსი-ის...არავინ საინტერესო, მე მივხედავ.
მე-ლი ფელიქს, რაღაცას მიმალავ.
ფელიქსი-შენ სახლში შედი და მეც მალე დავბრუნდები.
მე-ყველაფერს მეტყვი იცოდე
ფელიქსი-ხასიათს გააჩნია.

სახლში დავბრუნდი, არადა იმდენი რამ მაინტერესებს ახლა, სადაცაა ფელიქსს ისევ გავაკითხავ.

FELIX'S POV
-უფროსო, ჩვენი თანამშრომელი აქ რას აკეთებს? ხომ იცით რომ სახიფათოა არა? მირემაც რაღაც იეჭვა.
-მინდოდა ჩემი შვილისთვის თვალყური მედევნებინა ლი, ეგ იდიოტი წამოიყვანე, ჩემს შვილს კი რამე უთხარი რასაც დაიჯერებს, ჩვენი გეგმა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.
-იმედია გადაიფიქრებთ, ვშიშობ ინანებთ.

ახლა მირესთან შევალ და ვეტყვი, რომ ჩემი წასვლის დროა, თან ამასაც წავიყვან, ეს საქმე უკვე ზედმეტად გაიწელა, ამიტომ დროა მოქმედებაზე გადავიდეთ...

_________________________________________

-ჰიუნჯინ, არ იცი ლიქსი სადაა?
-რა იყო მის გარეშე ვერ ძლებ ძვირფასო?
-რა საჭირო იყო დილიდანვე ჩემთვის ნერვების მოშლა?
-ამ საღამოს აღარ დამეძინებოდა.
-იცოდე ახლა სამუდამოდ დაგაძინებ, მითხარი სადაა.
-ლიქსი დღეს სკოლაში არაა მირე.
-რატომ???
-არ ვიცი, მე ხომ არ ჩამაბარებს ანგარიშს?
-ხო მართალი ხარ.
-ისე რაღაც საეჭვოა რა, გუშინ ჩემს სახლთან ვიღაც კაცი იყო.
-მერე??? რამე დაგიშავა?
-დაწყნარდი, არაფერი დაუშავებია, ლიქსიც იქ იყო და ის კაცი გათიშა, არც კი მითხრა ვინ იყო, მომეჩვენა თუ არა არ ვიცი მაგრამ საეჭვოდ იქცეოდა, შემდეგ წავიდა.
-ესეიგი ესაა არა?-ჩაიცინა-ლიქს მეგონა გამოსწორების გზაზე იდექი.
-რას გულისხმობ?
-არაფერს, მოდი კლასში შევიდეთ.
-ჰიუნჯინ!!! მითხარი გთხოოოვ.
-არა არა და არა! მორჩა მირე.

                 სკოლის შემდეგ
-ლი ფელიქს, მეგონა ამ საქმეს თავი დაანებე, ისევე როგორც მე.
-მეც ასე მეგონა ჰიუნჯინ, მაგრამ როცა ამ კაცის გეგმებზე შევიტყვე მათი ნელ-ნელა ჩაშლა მომინდა, არ მინდა მირეს რამე დაუშავოს, მისი შვილის განადგურება უნდა. ამიტომაც მინდა მის გვერდით ვიყო, მისი გეგმების შესახებ გავიგო და ჩავშალო, მისგან უნდა დავიცვა მირე.
-აჰჰჰ ჯანდაბა ფსიქოპატია, კარგი მეც შენთან ვარ, მირეს დავიცავ. მაგრამ მირეს ეჭვები აქვს, ამაზე რას იტყვი?!
-დავუმალავთ, როგორმე შევძლებთ, არ გაგვიჭირდება.
-ვის რას დაუმალავთ?
-მირე??? აქ რას აკეთებ?
-მაგას ახლა მნიშვნელობა აქვს? უბრალოდ მეც მაინტერესებს.
-პირველ რიგში, ეს შენ არ გეხება მირე, ამიტომაც ვერ გეტყვი, საიდუმლოა.
-არ ფიქრობთ რომ ძალიან საეჭვოდ იქცევით? წარმოიდგინეთ თქვენ რომ ჩემს ადგილას ყოფილიყავით რას იზამდით? არაფერს იეჭვებდით?
-არ მინდა წარმოდგენა ამიტომ ახლა ყველანი აქედან გავალთ და რაც აქ გავიგონეთ ვივიწყებთ, გასაგებია?
-ლიქს კარგი რაა, იცოდე ეს ყველაფერი თუ მამაჩემთანაა კავშირში, იმ ნაბი*ვარს არ ვაცოცხლებ, გეფიცებით და კიდევ მაგ ყელსაბამებს გაუფრთხილდით, მამაჩემის გეგმების მთავარ გმირს ეს წარმოადგენს.
-ჰეი ჰეი ჰეიი, ახლა მოიცადე, რას გულისხმობ?
-არ გეტყვით, მოდი ლიქს როგორც შენ თქვი ყველაფერი რაც აქ მოხდა დავივიწყოთ, ისე მოვიქცეთ თითქოს არაფერი გაგვიგონია.

Hwang or Lee?Where stories live. Discover now