Part 2

421 45 133
                                    

მე-ჰიუნჯინ? ხელი გამიშვი
ჰიუნჯინი-თუ არ გაგიშვებ რას იზამ?
მე-არაფერს, ვიდგები მანამ სანამ არ მოგწყინდება და არ გამიშვებ.
ჰიუნჯინი-კარგი, წამოდი სახლამდე მიგაცილებ.
მე-არა იყოს ჩემით წავალ მარტო.
ჰიუნჯინი-ეგ არ მიკითხავს-ხელი ჩამავლო და მანქანაში ჩამსვა.
მე-გიჟი ხარ???
ჰიუნჯინი-შეიძლება მასეც ითქვას მაგრამ არა, არ ვარ.

მანქანა დაძრა და ჩემს მითითებებს მიჰყვებოდა თუ სად უნდა მივეყვანე, ერთ წამს კი ვიფიქრე არ ვეტყვი და ჩამომსვამსთქო მაგრამ მაგის შესრულება რომ დავიწყე მიხვდა.

ჩემს სახლამდეც მივედით და მეც ინსტიქტურად ჰიუნჯინისკენ გავიხედე, რომ ჩაკეტილი კარი გაეღო.

მე-აბაა, აღარ გამიღებ კარს???
ჰიუნჯინი-ხოო კარგი, ნახვამდის.
მე-ნახვამდის, მადლობა რომ მომაცილე.

კარი გავაღე და გადმოვედი თუ არა სახლში უკან მოუხედავად შევვარდი.

შხაპი მივიღე და ტანსაცმელი გამოვიცვალე, ჭამის მადა არ მქონდა ამიტომ თავი არ შემიწუხებია პირდაპირ საბუთებს გადახედვას შევუდექი.

ესეიგი ეს ბიჭი კვონ ვონ კი თავისსავე სახლში მოკლეს...ზიანი ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული თავის არეში, შემდეგ იარაღით ხელში დაჭრეს, მაგრამ როგორც ჩანს თითებიც მოაჭრეს....საინტერესოა...

არანაირი თითის ანაბეჭდები არ არის, სუფთად უმუშავიათ.

ჩავფიქრდი და გადავწყვიტე ახლავე წავსულიყავი იმ ადგილას.

მისამართს გადავხედე და თან ტელეფონით და გასაღებით ხელში პირველ სართულზე ჩავირბინე.

ფეხსაცმელები ამოვიცვი და მანქანაში ჩავჯექი.

დანიშნულების ადგილას 10 წუთში მივედი.

მის ბინაში შევედი, არც ისე დიდი იყო მაგრამ კომფორტული.

ტყუილად არ მოკლავდნენ, რაღაც მიზეზი ექნებოდათ.

მთელი სახლი დავიარე მაგრამ საეჭვო ვერაფერი ვიპოვე.

დაღლილი სავარძელზე ჩამოვჯექი და მოულოდნელად თვალი რაღაც უცნაურს მოვკარი.

ვიღაცის ყელსაბამი იყო, თითქოს სადღაც მინახავს, კიი სადღაც ვნახე.

ყელსაბამი ავიღე და ხელში მოვიქციე.

ცოტა ხანს კიდევ ვიყავი და ბოლოს რომ დავიღალე წამოვედი.

???'s POV
ანერვიულებული სხეული ოთახში სუნთქვა აჩქარებული შემოვარდა და მეორეს გახედა.
-რა ქენი?
-იქ ვიღაც იყო, ჯანდაბა...
-რამე მოხდა?
-ყელსაბამი დამრჩა, აიშ ახლა რა ვქნა?
-არაუშავს, არამგონია ეპოვნა.
-იმედია.

Mire's POV
იმ ყელსაბამზე ფიქრში სულ გამოვშტერდი, ვერც ვიძინებ, რატომ მგონია რომ სადღაც მინახავს?

საწოლიდან წამოვდექი და ისევ იმ საბუთებს ჩავუჯექი.

საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ დიდად ძნელი არ იქნება.

უბრალოდ მგონია რომ ამ ყელსაბამის პატრონიცაა ამ საქმეში გარეული.

მოიცა...

იმედია ის არაა ვისზეც ვფიქრობ...

ეს ყელსაბამი, დღეს სკოლაში შევნიშნე...

მაგრამ ვის...ვის ეკეთა???

მიდი მირე გაიხსენე, შენ ეს შეგიძლია.

მგონი გამახსენდა...ეს ყელსაბამი



















































ჰიუნჯინისაა.......

Hwang or Lee?Where stories live. Discover now