Part 11

295 39 24
                                    

-კან მირე! გაუფრთხილებლად როგორ წახვედი? იცი როგორ ვინერვიულე?!!
მე-ოჰჰ ფელიქს? რა განერვიულებდა? აქ რომ მარტო დამტოვეთ აბა რა უნდა მექნა?
ფელიქსი-ყოველ შემთხვევაში, უნდა გაგეფრთხილებინეთ მაინც.
მე-რა ვალდებული ვიყავი, პატარა ბავშვი ხომ აღარ ვარ?
ფელიქსი-ჩემთვის ხარ! ახლა კი მითხარი ვინ მოგაცილა?
მე-მეგობარმა
ფელიქსი-როგორც ვიცი ჩინეთში მეგობრები არ გყავს!
მე-მერე რაა, ახლა გავიცანი.
ფელიქსი-მოიცააა, არ თქვა რომ ისევ ის ბიჭი ნახე.
მე-კარგი არ ვიტყვიი
ფელიქსი-მირეეეე.

მე ჩემს ნომერში გავიქეცი და კარი მოვხურე.

____________________________________

ეს ერთი კვირაც მალევე მიიწურა, კორეაში დავბრუნდით როგორც იქნა.

ცხოვრება ისევ ჩვეულებრივად გრძელდებოდა.

მეც ახლა ისევ სკოლაში მივდიოდი, ადრინდელზე უფრო მეტად ვჩქარობდი, რადგან ის საქმე რომელიც მასწავლებელმა მომაბარა, გუშინ საღამოს ზედმეტი ფიქრისა და ძებნისგან ამოვხსენი.

ჩემი თავით ვამაყობდი და დარწმუნებულიც კი ვიყავი ჩემს ვარაუდებში.

ფელიქსი და ჰიუნჯინიც დამეხმარნენ, როცა რაღაც სამხილებს ვეძებდით.

ბოლოს კი როგორც იქნა თავს ვანებებდი ამ საქმეს, ამიტომაც ჩემთვის განსაკუთრებულად მშვენიერი დღე იყო.

სკოლაში როგორც კი შევედი მასწავლებლის კაბინეტს მივაშურე და დავაკაკუნე, როცა სიტყვა "შემოდი" გავიგონე კარი ფართოდ შევხსენი და მალევე ზურგს უკან მოვიხურე.

მასწავლებელი-აბა? რამე ახალი გაიგე?
მე-დიახ, კვონ ვონ კი თავისსავე სახლში მოკლეს...მაგრამ სიმართლე ისაა რომ ეს სახლი მას არ ეკუთვნოდა და მის მეგობარზე იყო გადაფორმებული, მეზობლებისგან გავარკვიეთ, რომ ბოლო დროს ხშირად ჩხუბობდნენ, მალევე კი ის მეგობარი აღარ გამოჩენილა.
მკვლელობა გვიან ღამით მოხდა, როდესაც ის ბიჭი სახლში დაბრუნდა კლუბიდან, როგორც ჩანს ის ბიჭიც მთვრალი იყო, მათ ისევ უჩხუბიათ, მაგრამ მას მალევე დაუტოვებია სახლი, იმის შემდეგ რაც მისი მეგობარი მოკლა, თანაც მტკიცებულებები კარგად დაუფარავს, ჩემი ვარაუდით რომელიმე დაჯგუფებაშიც იქნება გაწევრიანებული, მკვლელობის მიზეზი კი ის სახლი იყო რომელშიც კვონ ვონ კი ცხოვრობდა. იმ ბიჭის სახელი კი მინ სო ჰია, იმედია მის დაჭერას ჩემი დახმარების გარეშეც შეძლებთ.
მასწავლებელი-ყოჩაღ მირე, საუკეთესო ხარ, ამ ყველაფრის მტკიცებულებები თუ გაქვს? მინდა რომ პოლიციაში მივიტანო.
მე-რათქმაუნდა-ჩანთიდან უამრავი საბუთი ამოვიღე და კიდევ მრავალი მტკიცებულებები იმ ბიჭთან დაკავშირებით.
მასწავლებელი-ყოჩაღ, ძალიან ბევრია. კიდევ ერთხელ მადლობა მირე, თავისუფალი ხარ.
მე-იცოდეთ, მეტ საქმეს ხელს აღარ მოვკიდებ, ახლა კი ნახვამდის.

კარი გამოვიხურე მაგრამ ისეთი შეგრძნება დამრჩა თითქოს რაღაც ისე არ იყო.

ასეთი ადვილი საქმე არ იქნებოდა, მაგრამ ახლა აზრი აღარ აქვს, აღარ ვაპირებ ამაში ჩავერიო, იმედია პოლიცია თავის საქმეს გააკეთებს.

გაკვეთილები დაიწყო და მეც შევასწარი სანამ კლასში მასწავლებელი შემოვიდოდა.

ჩემდა გასაკვირად ჰიუნჯინი და ფელიქსი ვერ დავინახე.

ალბათ არ არიან, კარგი რას ვიზამთ.

გაკვეთილებმა მალევე ჩაიარა, დღეს პარასკევია რაც იმას ნიშნავს რომ ხვალ სკოლა არაა.

კარგია, როცა ისვენებ, არაფერს აკეთებ, ეჰჰ

სახლში მივედი თუ არა ვიბანავე, ტანსაცმელი გამოვიცვალე და საჭმელი გავაკეთე.

ცოტა შევჭამე რადგან დიდად მადა არ მქონდა, ამის შემდეგ გადავწყვიტე უბრალოდ დამესვენა.

მაგრამ ამ სიჩუმეს და სიწყნარეს კარზე კაკუნი მირღვევს.

ნეტა ვინ უნდა იყოს...

კარს ზანტად ვაღებ და ვხედავ ადამიანს რომელსაც აქ ნაღდად არ მოველოდი.

მე-აქ რას აკეთებ ჰიუნჯინ?
ჰიუნჯინი-მომენატრე.
მე-ეგეთები შენს შეყვარებულს უთხარი მომავალში, ახლა კიდე ნამდვილი მიზეზი მითხარი.
ჰიუნჯინი-არ შემომიშვებ?
მე-არა.
ჰიუნჯინი-სერიოზულად?
მე-კარგი ვიხუმრე, შემოდი.

კარის გვერდით გავაღე და ჰიუნჯინი რომ შევიდა მოვხურე და მას გავყევი.

მე-აბაა, არაფერს იტყვი?
ჰიუნჯინი-სიმართლე გითხრა, იმ ბიჭის საქმე ზედმეტად მარტივი მომეჩვენა...
მე-მეც ეგრე ვფიქრობ...
ჰიუნჯინი-ვფიქრობ მამაშენთანაა კავშირში.
მე-შენ მამაჩემს კარგად არ იცნობ.
ჰიუნჯინი-ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი რა ნაძირალაცაა
მე-კარგია თუ იცი, მაგრამ მამაჩემი ამ საქმესთან რა შუაშია?
ჰიუნჯინი-მამაშენის დაჯგუფების წევრია იმ კვონ ვონ კის მეგობარი, ამიტომ ზედმეტად იდიოტურად მეჩვენება ის, რომ ამ ყველაფერში მამაშენის ხელი არ ურევია.
მე-ჯანდაბა, მინდა რომ ჩემი ხელით მოვკლა.
ჰიუნჯინი-ეგრე არ გამოვა, მაგრამ თუ გამოძიებას განვაგრძობთ, შევძლებთ გავიგოთ ყველაფერი, ამიტომ ნერვები მოთოკე.
მე-ზედმეტად ბევრი მიზეზი მაქვს იმისათვის რომ მოვკლა, მაგრამ კარგი, ასე იყოს.
ჰიუნჯინი-კარგი მაშინ ჯერ რაღაცას გეტყვი და იმედი მაქვს, რომ ეს აზრს არ შეგაცვლევინებს.......

Hwang or Lee?Where stories live. Discover now